mother child3

მთარგმნელი: სოფია შანიძე

წყარო

სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბადებამდე მომზადება, უსაყვარლესი ექოსკოპიის ფოტოები... ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებლად და დინამიურად ჟღერს და ასეც არის , მაგრამ ამის გარდა საინტერესოა რა ცვლილებებს და პროცესებს გადის ქალის ტვინი იმისათვის, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მომავალ დედებს ფუნქციონირებაში?

სინამდვილეში, იმისთვის, რომ მომავალი დედა მოემზადოს მშობიარობისთვის და შემდეგ უკვე დედობისთვის, მისი ტვინი ორსულობის პერიოდში თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაამუშაოს ახალი გზები, თვისებები, ინფორმაცია, შესაძლებლობები... რათა მომზადებული შეხვდეს ახალ პასუხისმგებლობებს.
მომავალი დედის ტვინი სისტემურად, ან უფრო ზუსტად ტვინის ის ნაწილი, რომელიც აქტიურადაა დაკავშირებული დედობასთან, ორსულობის პერიოდში იცვლის სტრუქტურას და ფორმას, ეს პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება მშობიარობის შემდეგი რამდენიმე კვირა.

სულ რამოდენიმე ხნის წინ დავიწყეთ ზუსტი შესწავლა, თუ რა ცვლილებეს განიცდის მომავალი დედის ტვინი. წლების განმავლობაში სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ორსულობის პერიოდში (და ასევე შემდგომი თვეების განმავლობაშიც) ქალის ტვინი ზომაში იზრდება, და ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღებასთან. უკანასკნალმა ტვინის გამოკვლევებმა ორსულებში საკმაოდ მოულოდნელი შედეგები დაგვანახა, რაც გულისხმობს, რომ მომავალი დედის ტვინში ნაცრისფერი ზონები ზომაში იკლებს. 

ამ ცვლილებების გამომწვევი სხვადასხვა ჰორმონია , განსაკუთრებით კი აქტიურია ოქსიტოცინი და პროგესტერონი. ამ ჰორმონების მოქმედება და ცვლილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედის და შვილის ჯანმრთელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ან პირიქით. მაგალითისთვის, ოქსიტოცინის გამოყოფა დედის ტვინში იმატებს იმ შემთხვევებში, როდესაც ახალშობილი ტირის ან იცინის.

ამ პროცესში ასევე ჩართულია ტვინის სხვა უჯრედებიც, მაგალითად ამიგდალა და "დაჯილდოვების გზა" (reward pathway).
ამიგდალა - ეს არის ტვინის სტრუქტურა, რის გააქტიურებასაც იწვევს მოგონებების და ემოციების ასებობის ფონი, როგორიც არის შიში და მღელვარება. ამის ფონზე, ანუ ამიგდალას გააქტიურების შედეგად დედების ემოციური მგრძნობელობა ახალშობილის მიმართ იმატებს.

ასევე განსაკუთრებულ როლს თამაშობს "დაჯილდოვების გზა" (reward pathway). ეს არის ტვინის ერთგვარი ქიმიური რეაქცია რაც საბოლოოდ გამოიხატება "თავის კარგად შემგრძნები" დოფამინის გამოყოფაში.

ახალშობილის დედის ტვინში დოფამინის გააქტიურებას ასტიმულირებს სასიამოვნოდ ამაღელვებელი მომენტები, მაგალითად, როდესაც ბავშვი იცინის. ან პირიქითაც - როდესაც ტირის. მაგრამ მთავარი აქ მისი ძირითადი ფუნქციის აღნიშვნაა. სწორედ ტვინის ასეთი ფუნქციების მეშვეობით, დედები ამყარებენ შვილებთან ახლო კავშირს, რაც შემდეგ მოტივაციას აძლევს დედას, რომ იზრუნოს ჩვილზე და მის საჭიროებებზე.

იყო დედა არ არის მარტივი, ამიტომაც ჩვენ ტვინს ჭირდება ადაპტაციის პერიოდი.

იმისათვის, რომ ქალმა მოახდინოს ჯანსაღი გარდასახვა, დედობის პერიოდში ჩართულია უამრავი გარემო ასპექტები. მათ შორის ფიზიკური, ემოციური, სოციალური, ინტელექტუალურ-მენტალური, სუბიექტური ელემენტები.

ამის შეცნობით და ასევე ზემოხსენებული ცვლილებების დამატებით, რაც ტვინში მიმდინარეობს, შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, და მიზეზის დადგენა თუ რატომ ხდება ეს კონკრეტული რეაქციები. ბიოლოგიურად და სტრუქტურლად ნეიტრალურ მდგომარეობაში მყოფი ქალის ტვინი დედობის პერიოდში ყოფნის დროს ახდენს ცვლილებას იმ მიზეზით, რომ მომავალ დედას დაეხმაროს პრიორიტეტულად დაალაგოს და უზრუნველყოს ახალშობილის პირველადი მოთხოვნილებები. განავითაროს ბავშვთან ღრმა ემოციური კავშირი. ეს ფაქტი ასევე გავლენას ახდენს დედის მყარ შეხედულებაზე, მაგალითად სამართლიანობაზე თუ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. და ხშირ შემთხვევში ცვლის რადიკალურად. 

ეს ნეიროანატომიური ცვლილებები, როგორიცაა ამიგდალას ზომაში მომატება - გააქტიურება , ფაქტიურად გამოიყენება ჩვილის რეპლიკების გასარკვევად და დედის მხრიდან მზრუნველობის პროცესში აქტიურად ჩართულობის მიზნით. ეს ცვლილებები ასევე ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში ემოციური რეგულაციების და სტრესის მართვის პროცესს, რაც ახალბედა დედებს ეხმარება ახალ გარემოებებთან შეგუებაში. რ,ული უძილო ღამეების და დაღლილობის მარტივად გადატანაში.

მეცნიერებმა ამ შემთხვევას "დედის ტვინი" დაარქვეს და ამბობენ, რომ ამ პროცესის და ცვლილებების კარგად ახსნა საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს რეალურად ხდება.
მაგალითად დედობის ადრეულ პერიოდში, ქალის ტვინის სხვა ნაწილი იკუმშება, რაც თავიდან არალოგიკურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ტვინის ასე ვთქვათ მეხსიერების გათავისუფლების პროცესია, ახალი მოგონებების შესაქმნელად და შესანახად. ამიტომაც ტერმინი დედის ტვინი, მითიდან რეალურ ახსნამდე მიდის, ეს ცვლილებები წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რასაც ბევრი დედა ადასტურებს.

მარტივია ეს თუ რთული ?

ეს პროცესი არ აღიქმება ცალსახად რთულად ან მარტივად , მაგრამ მეტ ნაკლები ინტენსიურობით ამას განიცდიდ და ბიოლოგიურად გადის ყველა ქალი ორსულობის და ახლშობილის ყოლის პერიოდში . ნევრულ და სტრუქტურულ ცვლილებებზე დაკვირვებით , შეგვიძლია ვთქვათ ვის ურთულდება ეს პერიოდი და ვინ სიამოვნებით გადის ამ პროცესს. ზოგერთი დედა შედარებით ნაკლებად მოდის საპასუხო რეაქციაში ახალშობილთან და ემოციური კავშირიც შემცირებულია. რაც შემდეგში უარყოფით გავლენას ახდენს ორივეს ჯანმრთელ ემოციურ მდგომარეობაზე და ზოგადად დედობრივ უნარებზე. საპირისპირო შემთხვევებში ვხვდებით გადამეტებულ მრძნობელობას და მოჭარბებულ-აზვირთებულ ჰორმონებს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველა ანატომიური მიზეზი, თუ რატომ არის სხვაობა დედების ქცევებს შორის, გამოწვეული ზემოთ ხსენებული ცვლილებების ფონზე , მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რამხელა გავლენას ახდენს ამ პერიოდში ახალბედა დედის სოციალური გარემო და კონკრეტული მდგომარეობები. მაგალითად, დედები პოსტანატალური დეპრესიის დროს, ან ქრონიკული სტრესის ქვეშ, არ იზიარებენ იგივე გამოცდილებას ახალშობილთან, ვიდრე ის დედები, რომლებსაც სტრესი ან დეპრესია მძლავრად არ განუცდიათ ორსულობის დროს. საუბარია დედის რეაქციული ქცევის ინტენსიურობაზე ამ შემთხვავაში მაგალითად ბავშვის ტირილზე ან სიცილზე, ან მის სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობის დროს.

სტრესის დროს დედის ორგანიზმში ხდება კორტიზოლის ზღვარის მომატება, რაც ასევე აფერხებს დედის მგრძნობელობას ბავშვთან მიმართებაში, ან და მასთან რეაქტიულობის სიხშირეს. ამ პროცესების მიმდინარეობის მომენტში ტვინის სკანირებამ აჩვენა ნეირო-ანატომიური სხვაობა პოსტპარტუმ მდგომარეობაში მყოფი ტვინის და სხვა მენტალური ავადობის შემთხვევებს შორის. საპირისპირო შემთხვევაში, როცა ამიგდალა ჯანმრთელ გარემო პირობებში აქტიურდება დედის ტვინში , ხელი ბუნებრივად ეწყობა ბავშვთან კავშირის ჩამოყალიბებას, რაც გვარწმუნებს იმში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ დედაზე, როგორც ინდივიდზე ზრუნვა.

mother child

ნაბიჯები ჯანმრთელი დედობისკენ

დედობის პროცესში გადასვლა კომპლექსური პროცესია, საბედნიეროდ ჩვენი ტვინის ანატომია, სამედიცინო ჯანმრთეობის ისტორია და დიაგნოზები, არ არის ერთადერთი მამაოძრავებელი ძალა იმისათვის, რომ ჯანმრთელი, კარგად მყოფი დედები ვიყოთ. ბევრი დედა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პირველად იღებს ამ გამოცდილებას, იღებს პროფესიონალურ რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ საუკეთესოდ დედობის სტრესს. ასევე პრობლემის არსისი ცოდნა, წინასწარ მომზადება, გამოკიტვები, და სხვა დამხმარე სისტემები უძლიერეს შედეგს ახდენს , იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს დედებსა და შვილებს შორის ჯანმრთელი ურთიერთობები.

აქ არის რამოდენიმე რჩევა, რაც მომავალ დედებს დაეხმარება. ეს რჩევები გათვალისწინებულია დადებითი განწყობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, დედობისკენ გარდასახვის სწორად გასააზრებლად.
იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ფიქრები რომ საკუთარ თავს ან მუცლად მყოფ ნაყოფს ავნოთ , გთხოვთ დარეკოთ 112 ან უახლოეს სასწრაფო ჰოსპიტალს.

1. მზად იყავით იმისთვის, რომ დახმარება დაგჭირდებათ.

კარგია რომ ნიჭიერი, ძლიერი, დამოუკიდებელი, ქმედითი ქალი ხართ, ყველა დედას აქვს მორალური უფლება, რომ გარშემომყოფების დახმარება მიიღოს.
ორსულობის პერიოდში წინდაწინ მოიძიეთ ადამიანები , ვინც სიხარულით ჩაერთვება თქვენ დასახმარებლად პოსტანატალურ პერიოდში. თქვენდა გასაკვირად შეიძლება ბევრი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც სიამოვნებით გაიზიარებს თქვენს მგომარეობას დახმარების მიზნით.

2. სიღრმისეული კომუნიკაცია პარტნიორთან.

რა თქმა უნდა ახალშობილის ყოლა ძალიან დადაბითად ამაღელვებელი პერიოდია, მაგრამ რისკ ფაქტორი იმისა, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს წყვილის ცხოვრებაზე, ძალიან დიდია. პოსტანატალური დეპრესია ასევე შეიძლება განუვითარდეთ მამებსაც. პრობლემის მარტივად გადსაჭრელად სასურველია დიალოგი და სტრუქტურული გეგმის შედგენა პარტნიორთან, თუ რა გზებით დაეხმარებიან ერთმანეთს სტრესისა და დაღლილობის დროს. ცოლ-ქმრული სტრესი კვლევის მიხედვით ასევე იწვევს პოსტანატალურ დეპრესიას. ამის გათვალისწინებით სასურველია წყვილებს შორის იყოს ჯანმრთელი ემოციური და მენტალური კავშირი და საჭიროების შემთხვევში მზაობა დახმარების მისაღებად პროფესიონალებთან კონსულტაციების მხრივ, პირადი კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად.

3. მართეთ თქვენი სტრესები. 

მნიშვნელოვანია სტრესის ფაქტორების ორსულობის ადრეულ ფაზაში აღმოჩენა და მისი სწორად მართვა, ახალშობილის დაბადებამდე. ქალის ტვინი ამ დროს ისედაც, ბუნებრივად მიდრეკილია მღელვარებისკენ.

4. გააცნობიერეთ ახალშობილთან კანით კონტაქტის მნიშვნელობა.

კანით შეხების პრიორიტეტები აისახება დედისა და შვილის ემოციური კავშირის და სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთობების კარგად განვითარებაში. რაც შემდეგ დედის კარგ ხასიათზე და სტრესის დაბალ გამოვლინებაზე დადებითად აისახება.

5. გაიცანით და ეკონტაქტეთ სხვა დედებს. 

ყოველი შემდეგი თუ პირველი მშობიარობის შემდეგ, დედა იწყებს სიმულატორულად თავიდან დაბადებას და მის ახალ იდენტობაში შესვლის პროცესში იმყოფება.
ყველაზე მეტად ამ დროს სხვა დედებს ესმით თქვენი, ვისაც ეს გზა სხვადასხვა ფორმით გაუვლია და შეუძლიათ სასარგებლო რჩევების მოცემა.

6. დაიძინეთ და მერე კიდევ დაიძინეთ. 

საწყის თვეებში ძილის მიშვნელობა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. 7-9 საათი ძილი ხელს უწყობს ტვინის გამართულად მუშაობას ისევე, როგორც სხეულის ჯანსაღად შენარჩუნებას.  ამიტომ ნუ მოგერიდებათ თხოვოთ დახმარება მეგობრებს, ოჯახის წევრებს. წაუძინეთ როცა მოხერხებთ.

7. უთანაგრძნეთ საკუთარ თავს. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედები გაუჩერებლივ პოულობენ ენერგიას, რომ მეტი აიღონ საკუთარ თავზე - პრინციპით. ეს შეიძლება სერიოზულად საგანგაშო იყოს. გახსოვდეს , ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი არა არის, ეს მიდგომა პირდაპირ პროპორციულად იქნება ნეგატივის მომტანი.
("იმდენი მაქვს სარეცხი", "სახლი სულ დასალაგებელია" და ა.შ)

8. ფოკუსირდით კარგზე.

უნდა ავღნიშნო, როგორი დადებითი გავლენა იქონია მედიტაციის ვარჯიშებმა, ან თუნდაც დავარქვათ, ყურადღების გადატანის ვარჯიშები. საუბარია დადებითი ხედვის და ფიქრის ჩამოყალიბებაზე. როგორიც არის ბედნიერების წამის გაზიარება, სიხარულის აღქმა აწმყოში. მადლიერების შგრძნება. გაიღიმეთ.

უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა თუ რამხელა მნიშვნელობის ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ტვინში, როდესაც ის დედა ხდება. ასეთივე სიძლიერით და მგრძნობელობით იცვლება ქალის ყოველდღიურობა. გახსოვდეთ რომ დეპრესიის, შფოთვის და სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში არსებობს დახმარების გზები. იმის მიუხედავად თუ რას ფიქრობს საზოგადოება თუ სხვა დედები შენზე, დეპრესია და ახალშობილის ყოლის პერიოდი არ არის სისუსტე ან დამარცხებული დედის პოზიცია, ეს არის მენტალური მდგომარეობა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია. რაც შემდგომში დადებითად გამოვლინდება პარტნიორთან ურთიერთობაშიც და ახალშობილთან ძლიერი ემოციური კავშირის დახმარებაში.

mother child2