მთარგმნელი: ნინო მამულაძე

წყარო

ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის გახდა, შემოვიდა სასტუმრო ოთახში და მე და დედას გამოგვიცხადა, რომ ის აპირებდა სენატორი გამხდარიყო. ჩემი და დედაჩემის რეაქცია მისდამი შემდეგნაირი იყო ,,სასიამოვნოა ძვირფასო’’. (რა თქმა უნდა, მცირედი ცინიზმით გაჟღენთილი), მაგრამ საკვირველია ის, რომ 15 წლის ასაკში მას უკვე ქონდა კონკრეტული მიზანი და ამასთანავე იცოდა, თუ რას ისწავლიდა სკოლაში, სად არჩევდა ის ცხოვრებას, ვისთან ექნებოდა კონტაქტი, და ისიც კი თუ რას გააკეთებდა საზაფხულო არდადეგებზე და ვიქენდზე; ახლა, მას შემდეგ, რაც მან მისი ცხოვრების ნახევარი მუშაობაში დაჰყო, ის გახდა ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე შტატებში, ასევე რამოდენიმე წელში ის იმედოვნებს, რომ გახდება მისი საკუთარი ოფისის მმართველი.
არასწორად არ გამიგოთ , მაგრამ ჩემი ძმის ხასიათში სიჯიუტე მკვეთრადაა გამოკვეთილი, ეს ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა მის ცხოვრებაში.

საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ გვაქვს ე.წ. ,,გასაღები", ანუ ვგულისმობ იმას, რომ არ ვიცით კონკრეტულად რა გვსურს. მაშინაც, კი როცა ჩვენ სკოლას ვამთავრებთ, როცა უკვე სამსახურიც გვაქვს, და გაგიკვირდებათ არც მაშინ როცა ჩვენ ვიწყებთ ფულის გამომუშავებას.

მინდა გითხრათ, რომ 18-25 წლის ასაკის პერიოდში უსწრაფესი სიხშირით ვიცვლიდი ჩემს მისწრაფებებს იმაზე მეტჯერ, რამდენაჯერაც ალბათ ოდესმე ჩემი საცვალი გამომიცვლია და ახლა მე მაქვს ჩემი ბიზნესი, თუმცა ეს არ განხორციელდა მანამდე სანამ მე 28 წლის ასაკში ნათლად, არ გავაცნობიერე და განვსაზღვრე, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში. ,შანსები არსებობს, მაგრამ მას "გასაღების’’ გარეშე ვერ გამოიყენებთ. მაინც რა არის ,,გასაღები’’ უფრო ზუსტად? ეს გახლავთ ზუსტი ინსტრუმენტი, რომელიც ერგება შესაძლებლობებს თუ მისი ზომა და ფორმა შესაბამოსობაში მოდის ადაპტორთან’’. ცნობილი ფაქტია, რომ თინეიჯერობის პერიოდში ჩვენ არ ვიცით რა გვსურს ცხოვრებაში, დაბნეულები ვართ ეს ბუნებრივი პროცესია და მას ყველა ჩვენთაგანი ნაწილობრივ გავდივართ. მაშინ ყველაზე ხშირად დასმადი შეკითხვებია: რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში? რა არის ჩემი მოწოდება? მე ხშირად მომდის იმეილზე ამდაგვრი სახის შეტყობინებები ხალხისგან, რომლებიც არიან 40 და 50 წლის და ჯერ კიდევ არ იციან თუ რა უნდათ, რომ აკეთონ ცხოვრებაში.

მთელი ზემოთ ნახსენები პრობლემის ნაწილს წარმოადგენს შემდეგი კონცეფცია, რომელიც არსობრივად მდგომარეობს "ცხოვრების მიზნის" განსაზღვრაში. ამის შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს ერთ-ერთის თანახმად, ჩვენ ვიბადებით უმაღლესი ძალისგან შთაგონებული დანიშნულებით თუ განზრახვით და ახლა დროა ჩვენი კოსმიური მისია აღმოვაჩინოთ. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდულ ლოგიკას ექვემდებარება, იმისათვის, რათა გავამართლოთ ის რაღაცეები , რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მაგალითად ის ,,სულიერი კრისტალები, ქვები’’ , რისი საშუალებითაც ჩვენ ბედმა უნდა გაგვიღიმოს ან ის რომ, ჩვენი ბედის რიცხვი არის 34 (მაგრამ, მხოლოდ სამშაბათს სავსე მთვარეობისას).

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვარსებობთ დედამიწაზე გარკვეულწილად განუსაზღვრელი დროის პერიოდში და მის განმავლობაში ვაკეთებთ უამრავ რამეს, ზოგი მათგანი, მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ზოგიც კი - უმნიშვნელო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი რაღაცეები სძენენ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნებას და ბედნიერების განცდას, ხოლო უმნიშვნელო მოვლენები უმთავრესად ,,კლავენ’’ ჩვენ ძვირფას დროს.

ასე რომ, როცა ადამიანები კითხულობენ ,, რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში’’ ან ,, რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ამ დროს, რასაც ისინი რეალურად კითხულობენ და აინტერესებთ არის შემდეგი "რა შემიძლია გავაკეთო იმ დროის განმავლობაში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია?"- ეს ნამდვილად უკეთესი კითხვის ფორმატია. ის საკითხი, თუ როგორ უნდა მართო შენი ცხოვრების მიზანი და როგორ უნდა გაუკვალო მას კალაპოტი, რათა შედეგს მიაღწიო მანამდე იქნება უტოპიური და შორეულ პერსპექტივაში მყოფი, სანამ არ გაანძრევ ტრაკს და არ აღმოაჩენ იმას, თუ რა განიჭებს შენ იმის შეგრძნებას, რასაც ნამდვილად აკეთებ შენთვის , რეალურად მნიშვნელოვანია და ის უბრალოდ რუტინული აბსურდულობის ნაწილი არ არის.

აღსანიშნავია ის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად შეგიძლია შენ განსაზღვრო შენი კოსმიური მისია, თუ რა დანიშნულება გაკისრია ფიზიკურ სამყაროში, მანამ, სანამ ზიხარ განაბული მთელი დღე და მას ჭამაში ფლანგავ.

ყველაზე გავრცელებული კითხვა, რაც მოუწერიათ მეილზე არის ის, რომ ადამიანები მეკითხებიან, თუ რა უნდა გააკეთონ ცხოვრებაში, რაში მდგომარეობს ,,ცხოვრების მიზანი.’’ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ ყველაფრის შემდეგ მე, რაც ვიცი ამ ადამიანის შესახებ არის, რომ გატაცებულია კნუტებისთვის სვიტრების ქსოვით და მისი სახლის სარდაფში იღებს გეი პორნოს და მე მეუბნება მე არ მაქვს ,,მიზანი’’ - ,,გასაღები’’. რა უნდა ვუთხრა მათ , რა არის სწორი ან რა არის მათთვის მნიშვნელოვანი?

თუმცა, მთელი ჩემი დაკვირვებების და გამოკვლევების შემდეგ, მე თავი მოვუყარე კითხვების სერიას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გამოთვალოთ თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა შეგიძლიათ დაამატოთ თქვენ ,,სიას’’, რათა მეტად გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება, და მეტი ,,აზრი’’ შესძინოთ მას.

ქვემოთ მოცემული კითხვები, რა თქმა უნდა, არ არის ამომწურავი ან საბოლოო. ფაქტობრივად, ისინი ცოტა სასაცილოც კია, მაგრამ მე ისინი ასეთი ფორმატით იმიტომ შევქმენი, რომ ხანდახან მიზნის საპოვნელაად გვესაჭიროება მეტად ლაღები , მხიარულები და დაინტერესებულნი ვიყოთ და არა ,, რუტინულები’’ ან ზედმეტად სერიოზულები.

1.რომელია თქვენი საყვარელი სენდვიჩის სახეობა და შეიცავს თუ არა ის ზეთისხილს ?

ოჰ, დიახ. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა : რა არის საყვარელი ნაწილი სენდვიჩისა, რომელსაც ისურვებდით საჭმელად? დიახ, რომ არსებობს დამალული სიმართლე ცხოვრების შესახებ, რომელსაც თქვენ სკოლაში ვერ გაიგებდით.

"ხანდახან ყველაფერი სისულელეა’’

ახლა ალბათ წარმოუდგენლად პესიმისტურად ჟღერს ზემოთ ხსენებული და ალბათ თქვენ, ფიქრობთ ,,ჰეი მისტერ მენსონ, ნუ ხართ მოღუშული.’’ მაგრამ მე, გეტყოდით, რომ ეს ზედმეტად ზედაპირული მიდგომაა საკითხისადმი.

ყველაფერს ჭირდება მსხვერპლი ყველაფერი მოითხოვს ძალისხმევას. არაფერია ყოველთვის სასიამოვნო და ამაღელვებელი და შეკითხვა გახდება შემდეგნაირი : ,,გაქვს იმის სურვილი, რომ იბრძოლოთ და გაიღოთ მსხვერპლი? საბოლოოდ, ის, თუ რისთვის ვიღწვით ჩვენ, განსაზღვრავს იმას თუ როგორ გავატარებთ ცხოვრებაში ,,მძიმე’’ დღეებს.

თქვენ თუ გსურთ გახდეთ დიდებული მეწარმე, თქვენ არ გექნებათ ,,უფლება’’ ჩაეჭიდოთ დანაკარგებს და დრო დახარჯოთ მასზე, მაშინ თქვენ წინსვლას ვერ მოახერხებთ. თუ თქვენ გინდათ გახდეთ პროფესიონალი მხატვარი, მაგრამ არ გაქვთ იმის, სურვილი, რომ იმუშაოთ და დახვეწოთ გამოუსედეგარი ჩანახატები, თუნდაც ამის გაკეთება მოგიხდეთ მეათიათასეჯერ, მაშინ თქვენ დაამთავრებთ თქვენ კარიერას მანამ, სანამ დაწყებას დააპირებთ. თუ თქვენ გსურთ გახდეთ ,,გამტანი, შეუპოვარი’’ ადვოკატი, მაგრამ ვერ იტანთ 80 სთ-იან მუშაობას კვირაში მაშინ მე თქვენთვის ცუდი ამბები მაქვს.

რომელ არასასიამოვნო გამოცდილებას შეუძლია თქვენი შეჩერება? შეგიძლიათ მთელი ღამე გაათენოთ მონაცემების კოდირებაში? შეგიძლიათ ოჯახის შექმნა გადადოთ 10 წლით? შეგიძლიათ ადამიანები არ გააღიმოთ სცენაზე მდგარმა მანამ, სანამ თქვენი საქმის კეთებას ზუსტად არ ისწავლით?

რომელი იდიოტური სენდვიჩის ჭამა გსურთ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველა საბოლოოდ მივიღებთ დამსახურებულისამებრ, ალბათ, როგორც გინდოდათ ერთი ზეთისხილით.

2. რა არის ჭეშმარიტება დღეს თქვენთვის და რა გატირებდათ 8 წლის ასაკში ყველაზე ხშირად?

როდესაც, ბავშვი ვიყავი, ისტორიებს ვწერდი. ხშირად ვჯდებოდი ჩემს ოთახში საათობით და ვწერდი უცხოპანეტელებზე, სუპერგმირებზე, დიად მეომრებზე, ჩემს მეგობრებზე და ოჯახზე. იმიტომ არა, რომ მსურდა ვინმეს წაეკითხა, არც იმიტომ, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა ჩემს მშობლებზე ან მასწავლებელზე, მაგრამ ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ სტანდარტული გზიდან გადახვევა მსიამოვნებდა. ერთხელაც, უმიზეზოდ, მე შევწყვიტე, მაგრამ არ მახსოვს რატომ. ჩვენ ყველას გვახასიათებს მსგავსი ტენდენცია, კერძოდ იმისა, რომ ვკარგავთ კავშირს იმასთან, რაც ბავშვობაში გვიყვარდა. ხანდახან ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ თინეიჯერობის პერიოდში ჩვენ განვიცდით სოციალურ წნეხს ან ვნებათაღელვას სხვადასხვა მოვლენების გამო, რაც გარდატეხის ასაკში ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენს. ჩვენ ფიქრს ვიწყებთ ისე, რომ რაღაცის კეთების შემდგომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ,,ჯილდო’’ ჩვენი საქმის საფასური , მაგრამ ეს რეალობა ჩემს ცხოვრებაში მანამდე არსებობდა სანამ აღმოვაჩენდი თუ როგორ მიყვარდა წერა, მერე დავიწყე საკუთარი ბიზნესი. მახსოვს თუ როგორ სიამოვნებას მანიჭებდა ვებ-გვერდის შექმნა, მინდა ავღნიშნო, რომ ამას თინეიჯერობისას მხოლოდ ,,გართობის’’ მიზნით ვაკეთებდი.

სასაცილოა, ის ფაქტი, რომ როცა 8 წლის ,,მემ’’ ჩემი თავის 20 წლის "ვერსიას" ჰკითხა, თუ რატომ შეწყვიტა წერა? ჩემი პასუხი ბანალური აღმოჩნდა მე ვთქვი, რომ უბრალოდ არ გამომდიოდა ეგ საქმე და, რომ არავინ წაიკითხავდა იმას, რასაც მე დავწერდი, ასევე ზემოთ აღნიშნულით ფულის შოვნა უტოპიური იდეა იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე სრულიად არასწორი აღმოვჩნდი და იმ მომენტში ჩემში 8 წლის ბავში აქვითინდა.

3. რას შეუძლია დაგავიწყოთ ჭამა ან კუჭში გასვლა?

ჩვენ ყველას ალბათ გვქონია ის გამოცდილება, როდესაც ორი წუთით გვინდა თბილ ტანსაცმელში გახვევა და დასვენება, მაგრამ მომენტალურად წუთები ,,გარდაიქმნება’’ საათებად და შემდეგ ორგანიზმი გვახსენებს "ჰეი, მე დამავიწყდა სადილის მირთმევა’’.

მაგალითად, ისააკ ნიოტინს დედა რეგულაურად ახსენებდა მას, რომ უნდა ეჭამა, იმიტომ, რომ მეცნიერი მისი მთელი არსით მუშაობის პროცესში იყო ჩაფლული და ავიწყდებოდა ზემოთ აღნიშნული.

მე გატაცებული ვიყავი ვიდეო თამაშებით და მინდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ იყო კარგი რამ. მე მსურდა, რომ ვმჯდარიყავი და მეთამაშა ნაცვლად იმისა, რომ მეკეთებინა რამე უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად მოვმზადებულიყავი გამოცდებისთვის, ან შხაპი მიმეღო რეგულარულად, ან თუნდაც მელაპარაკა ადამიანებთან პირისპირ.

ეს ხდებოდა მანამდე, სანამ მე ამ ყველაფერს თავს დავანებებდი და გავაანალიზებდი, რომ ვიდეო თამაშები არ იყო ჩემი მისწრაფების ობიექტი, ჩემი ენერგია უნდა მიმემართა პიროვნული თვისებების გაუმჯობესებისაკენ, უნდა ვყოფილიყავი რაღაცაში კარგი და შემდეგ ჩემი უნარები უნდა დამეხვეწა. თამაშები თავისი არსით ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა _გრაფიკა, ისტორიები_ზედმეტად მიმზიდველი იყო, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ მათ გარეშეც შემიძლია ცხოვრება, თანაც მარტივად. ამ ნაბიჯის გადადგმისას მომიხდა ყველაფერთან ბრძოლა , პირველ რიგში კი საკუთარ თავთან.

შემდგომ, მე წამოვიწყე საკუთარი საქმე იმისათვის, რომ გამეუმჯობესებინა საკუთარი თავი, და ,,ვეჯიბრებოდი’’ სხვებს იმ საქმეში, რაც დღეს ასე ძალიან მიყვარს, ეს გახლავთ წერა, თუმცა იმისათვის რომ აქამდე მოვსულიყავი, დიდი და რთული გზის გავლა მომიხდა.

შეიძლება თქვენთვის მასტიმულირებელი და მოტივაციის მომცემი სხვა რაღაცეები იყოს, მაგალითად რაღაცეების ორგანიზება ეფექტურად ან ვიღაცისთვის რაღაცის სწავლება და ან თუნდაც ტექნიკური პრობლემების გადაჭრაც კი. მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, არ ეცადოთ იმას, რომ იპოვოთ საქმე, რომელიც მხოლოდ ღამეს გაგათენებინებთ, მაგრამ ეცადეთ იპოვოთ ის, რაც დაგეხმარებათ ცნობიერების ამაღლებაში და დაგაინტერესებთ, რადგან ასე საქმეზე გამკლავება უფრო გაგიმარტივდებათ.

cant find your life purpose with your head in the sand

4. როგორ შეგიძლია საკუთარი თავი უკეთ შეარცხვინო?

თავდაპირველად, როცა თქვენ აკეთებთ რაღაცას და ის საქმე მარტივად გამოგდით, ამასთანავე იღებთ მისგან სიამოვნებას კი, მაგრამ როგორც კი პრობლემას შეეჩეხებით და არ იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, თქვენ ალბათ, რაღაც გარკვეული ფორმით გაუცნობიერებლად განიცდით "სირცხვილის’’ და დანაშაულის გრძნობას. ადამიანების უმეტესობა ცდილობს ამგვარ "ჩიხებს" თავი აარიდოს, რადგან ეს უკანასკნელი მათ ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
შესაბამისად, თუ თქვენ ყოველთვის შეეცდებით იმისგან თავის დაღწევას, რაც არ გამოგდით, რაღაც ეტაპზე , მაშინ თქვენ ვერასდროს შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც თქვენთვის, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კი დააპირებთ რამის გაკეთებას და დაიწყებთ მასზე ფიქრს თქვენ უბრალოდ თქვენივე ფიქრებში დაიკარგებით და ყოველთვის დაიწყებთ იმ მიზეზების გამოძებნას, რომელიც თქვენი სურვილის ასრულებაში დამაბრკოლებელ წინაღობას წარმოადგენს.

მაგრამ რა მიზეზები შეიძლება იყოს ეს? მიზეზთა უმეტესობა დაფუძნებული იქნება სხვების წარმოდგენებზე, ეს უკანასკნელი კი თქვენი დროის ძვირფას და დიდ ნაწილს ფუჭად დაგაკარგვინებთ.

მაგალითად, თუ თქვენი მიზეზი ჟღერს ასე: ,,მე არ შემიძლია საქმის დაწყება, რადგან ჩემთვის ბავშვებთან დროის გატარება გაცილებით მიშვნელოვანია’’ ან ,,Starcraft-ის თამაში ხელს მიშლის მუსიკის მოსმენაში, მუსიკა კი ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია’’ , მაშინ გასაგებია, საინტერესოდ ჟღერს!

მაგრამ თუ ეს მიზეზები იქნება შემდეგნაირი "ჩემს მშობლებს ეს არ მოეწონებათ’’ ან ,,ჩემი მეგობრები ამის გამო დამცინებენ’’ ან "თუ გამოცდაში ჩავიჭრები, ალბათ ყველას თვალში იდიოტად გამოვჩნდები", ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის შანსები კიდევ არსებობს. ასეთ ვითარებაში თქვენ უბრალოდ ცდილობთ თავი დააღწიოთ იმ ყველაფერს, რაც მართლა გაინტერესებთ, მიზეზი კი ,,სხვები’’ არიან, ამიტომ აუცილებელია, რომ გაითავისოთ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თუ რას ფიქრობს დედა ან რას ბუტბუტებს ვიღაც კარს უკან.

ღირებული რაღაცეები ცხოვრებაში პირველ რიგში ხასიათდება არასტანდრტულობით, განსაკუთრებულობით, ბუნებრივობით, ამიტომ იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიოთ აუცილებელია გამოეყოთ ,,მასის მენტალიტეტს’’ და გააკეთოთ ის, რაც გაშინებთ.

აუცილებელიც კია, ხანდახან თავი იგრძნოთ ,,სულელად’’ იმის გამო, რომ ოდესმე რაღაც არ გამოგივიდათ ისე როგორც უნდა გამოგსვლოდათ, რადგან ეს ყველაფერი თქვენი წარსულის ნაწილია და მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რათა მიაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის, მართლაც, რომ ღირებულია. ცხოვრებაში უმეტესწილად რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, თქვენი წარმატების შანსები გაიზრდება თუ რეალობას არ გაექცევით.

5. როგორ აპირებთ სამყაროს გადარჩენას?

ჰო, მართალია ამის წაკითხვის შემდეგ თქვენ ალბათ გაოცება ,,შეგიპყრობთ’’. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გინახავთ ბოლო დროინდელი ახალი ამბები, სამყაროს რამოდენიმე "პატარა’’ პრობლემის წინაშე დგას, ხოლო ზემოთ თქმულში იმას ვგულისხმობ, რომ ,,ჩვენ ყველანი გავნადგურდებით და ყველანი მოვკვდებით!’’.
ასე, რომ აუცილებელია იპოვო პრობლემა, ჩაეჭიდო მას და გადაარჩინო სამყარო. უამრავი არჩევანის წინაშე დგახართ: გაუმართავი განათლების სისტემა, ეკონიმიკური განვითარება, ძალადობის აღმოფხვრა, მენტალური განვითარება, სახელმწიფოებრივი კორუფცია. ჯანდაბა, ამ დილით ვნახე სტატია სათაურით ადამიანების სექსუალური ექსპულატაციის შესახებ და მე მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკთებინა.

ეცადეთ იპოვოთ პრობლემა, და დაიწყოთ ზრუნვა მისი გადაჭრის გზების საძებნელად. მართალია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ პრობლემის საშვილიშვილოდ გადაჭრას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაუმჯობესოთ არსებული ვითარება ცოტათი მაინც. შესაბამისად, თქვენ დაგეუფლებათ განცდა იმისა, რომ რაღაც სხვაობა აჩვენეთ პრობლემის წინანდელ მდგომარეობასთან მიმართებაში, ხოლო ეს უკანასკნელი თქვენ მოგანიჭებთ ბედნიერებისა და სისავსის შეგრძნებას.

თუმცა, მე ახლა ვიცი რაზე ფიქრობთ თქვენ : "მარკ, მე წავიკითხე ყველაფერი, მაგრამ ისინი ვერ მეუბნებიან ვერაფერს იმაზე თუ რა უნდა მოვიმოქმედო, ნაკლებადაა ყურადღება კონკრეტული ნაბიჯების შესახებ’’

მოხარული ვარ, რომ იკითხეთ, გირჩევთ გააგრძელოთ კითხვა...

6. თუ იარაღს დაგადებდნენ შუბლზე და გეტყოდნენ, რომ ყოველ დღე სახლის დატოვება მოგიწევდათ, სად ისურვებდით წასვლას? რისი გაკეთება გენდომებოდათ?

უმეტესი ჩვენთაგანისათვის უმთავრესი მტერი არის ჩვენი ძველი სისტემებისადმი ლტოლვა და მათით დაკმაყოფილება. ჩვენ თავდავიწყებით ვართ შერწყმული ჩვენ ყოველდღიურ რუტინასთან. ჩვენ არ გვინდა თავის შეწუხება, საწოლში წოლა ხომ უფრო კომფორტულია. ასეთ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ახალი არაფერი მოხდება.

ეს არის პრობლემა;

ის, რაც ადამიანების უმეტესობას არ ესმის არის ის, რომ აღმაფრენა, რომელსაც გვანიჭებს შედეგით ტკბობა, არ იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ესა თუ ის რამ.
აუცილებელია იპოვოთ საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ; იმოქმედეთ. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ზუსტად თუ როგორ იგრძნობს რაიმეს კეთებისას თავს მანამდე სანამ უშუალოდ არ ჩაერთვება პროცესში.

ასე რომ, კითხეთ საკუთარ თავს თუ ვინმე შუბლზე იარაღს მოგაბჯენდათ და დაგაძალებდათ სახლიდან გასვლას, რის გაკეთებას არჩევდით, რომ დაგეძალებინათ საკუთარი თავისთის? და ასევე, აღსანიშნავია, რომ თქვენ არ შეგეძლებათ უბრალოდ ჯდომა კაფეში და ფეისბუქის სქროლვა, თქვენ ამას ალბათ უკვე აკეთებთ თქვენს ფიქრებში. მოდით თავი მოვიკატუნთ და წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს აბსურდული ვებსაიტები, ვიდეოთამაშები, ტელევიზორი.

თქვენ ყოველ დღე გიხდებათ სახლიდან გასვლა, სანამ არ დაღამდება და დასაძინებლად წასვლა არ მოგიწევთ. სად მოისურვებდით წასვლას და რას გააკეთებდით ?

- ცეკვის წრეზე ჩაეწერებოდით?
- წიგნის კითხვის კლუბში გაწევრიანდებოდით?
- განათლების დონეს გაიღრმავებდით? ან ხარისხს აიმაღლებდით მაგ სფეროში ?
- გამოიგონებდით ახალ საირიგაციო სისტემას, რომელიც აფრიკაში მცხოვრები ათასობით ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენდა ?

7. თუ თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ერთ წელიწადში მოკვდებით, რის გაკეთებას ისურვებდით, და როგორ გენდომებოდათ, რომ სხვებს თქვენი სახელი დამახსოვრებოდათ?

ფაქტია, რომ არავის არ გვიყვარს და გვსიამოვნებს სიკვდილზე ფიქრი, თუმცა საკუთარ სიცოცხლის ლიმიტზე დაფიქრებას ჩვენთვის ცხოვრებაში უამრავი პრაქტიკული უპირატესობის მოტანა შეუძლია. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რა არის უშუალოდ აბსურდული გამაღიზიანებელი ან არაფრის მომცემი.

როდესაც, კოლეჯში ვსწავლობდი, მე ხშირად მიწევდა ხალმხრავალ ადგილებში ყოფნა და იქ მყოფ საზოგადოებას ვეკითხებოდი: ,,თუ გექნებოდათ ერთი წლის სიცოცხლე დარჩენილი, რის გაკეთებას მოისურვებდით ?’’ გაგიკვირდებათ და მე ამას ფართომასშტაბიან წვეულებებზე ვეკითხებოდი ადამიანებს. უამავი მათგანი ბუნდოვად და გაურკვეველ პასუხებს მცემდა. რამოდენიმე ჭიქის დალევის შემდგომ კი ისინი ჩხუბს მიწყებდნენ, იმიტომ, რომ რეალურად უწევდათ ფიქრი მათ ცხოვრებაზე და კრიტიკულად აფასებდნენ მას.

რა მემიკვიდრეობა გინდათ, რომ დატოვოთ? რა ისტორიები გინდათ მოყვნენ თქვენზე მას შემდეგ, როცა თქვენ აღარ იქნებით ცოცხლებს შორის? სულ ეს იყო, რისი თქმაც გსურდათ ? თუ არა, რას ისურვებდით , რომ გეთქვათ? როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა დღეიდან საკუთარ თავზე?

როდესაც ადამიანებმს არ აქვთ მიზანი ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ იციან რა არის მნიშვნელოვანი მათთვის, მათ უბრალოდ არ იციან რა არის მათთვის ღირებული, ხოლო მაშინ, როცა შენ არ იცი საკუთარი ღირებულებების შესახებ მაშინ, საბოლოოდ, იწყებ სხვა ადამიანების პრიორიტეტებით ცხოვრებას, ნაცვლად საკუთარი თავისა.

მაშასადამე, ეს ყველაფერი გახდება მიზეზი არაჯანსაღი ურთერთობისა და თქვენი ტანჯვისა. ეცადე აღმოაჩინო ერთი კონკრეტული მიზანი ცხოვრებაში, რომელიც გახდება იმდენად დიადი, რომ საკუთარ ეგოისტურ სურვილებს ჩაგიქრობს და გადაფარავს, ის უნდა იყოს იმდენად ,,დიდი’’, რომ მასთან შედარებით გარესამყარო საგრძნობლად მცირე პერსპექტივაში გამოჩნდეს. მიზნისკენ იმიტომ არ უნდა, იარო რომ, რაღაც დიდებულის გაკეთების აუცილებლობაა საჭირო, არამედ იმიტომ რომ შენი სიცოცხლის დროის ლიმიტი ხარისხიანად გამოიყენო. მნიშვნელოვანია, იფიქრო და წარმოიდგინო სამყარო იმაზე ფართოდ ვიდრე აქამდე და დაინახო ის მაშტაბურად, წარმოიდგინე სამყარო შენი ეგოისტური ,,მე’’-ს სურვილების გარეშე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...