bert hellinger2 2105664

ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან

მთარგმნელი: მაია ბადრიძე

ბერტ ჰელინგერის ოფიციალური ვებ-გვერდი

გამოყენებული ლიტერატურა.

წინასიტყვაობა 

ბერტ ჰელინგერის სამუშაო თავდაპირველად „ოჯახური განლაგების“ სახელით გახდა ცნობილი, რომელიც მომდევნო წლებში განვითარდა და დღეს უამრავ სხვა იმ სფეროში გამოიყენება, რომელიც ადამიანთან მუშაობას უკავშირდება, მაგ. თერაპიულ დაწესებულებებსა და ფსიქოსომატურ კლინიკებში. ის გაცილებით მეტია, ვიდრე წესებითა და ინსტრუქციებით მოწოდებული თერაპიული მეთოდი, რომელიც შეიძლება სხვასაც ვასწავლოთ.

ჩვენს მიერ შექმნილი სხვადასხვა „წესრიგი“-იქნება ეს წესრიგი ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში თუ იმგვარი წესრიგი, რომლიდანაც ჩვენს ცხოვრებას ვქმნით-ხშირად იმ სურათ-ხატებიდან და ძველი ცოდნიდან წარმოსდგება, რომელსაც ჩვენი ბიო-კომპიუტერის მონაცემთა ბანკში ინფორმაციის სახით ვინახავთ. ხშირად ის უცხოსგან დაცვას და სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ემსახურება. ის შეიცავს იდეალებს და წარმოდგენებს-გმირებს და წმინდანებს, ბოროტმოქმედებს და ტირანებს, დაზარალებულებს და მსხვერპლებს- რომლებიც სიტუაციებზე პასუხებს და წარსულის დოგმებს წარმოადგენდნენ.

პრობლემის გადაჭრა ნამდვილი ტრანსფორმაციის სივრცეში

სიცოცხლე მუდამ ახალია, მუდამ ცინცხალი. მას არ ჭირდება წარსული, როგორც იდეალი და მოდელი აწმყოსთვის. გუშინდელ პასუხები დღეს მნიშვნელობას კარგავს. ძველი წესრიგის გარეშე იმგვარი ქაოსი იქმნება, რომელსაც შეგვიძლია „არცოდნის“ მდგომარეობა ვუწოდოთ. ამ ქაოსიდან ვითარდება წარსულის ტირანიისგან თავისუფალი წესრიგი და პრობლემის „გადაჭრის“ მეთოდები, რომლებიც ბერტ ჰელინგერის „სიყვარულის წესრიგს“ შეესაბამება.

ეს ცნება, რომელიც ტაოდან წარმოსდგება, მიუთითებს ქაოსზე, როგორც მთელი ეგზისტენციის ერთმანეთთან დამაკავშირებელ პრინციპზე. ის მთელ კოსმოსში მოქმედ ბუნებრივ ჰარმონიასა და გონზე მიუთითებს. განლაგებები იქმნება ამ სივრცეში, რომელშიც ტაოს გარდამქმნელ ძალას-ცნობიერებას-ვუკავშირდებით. ეს მედიტაციური პროცესი გახლავთ. „მე“, როგორც მთლიანობისგან მოწყვეტილი ერთეული, უკან იხევს, ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც არის, უარს ვამბობთ შეფასებაზე, განსჯასა და კონტროლზე. შეგვიძლია მშვიდად დავაკვირდეთ საკუთარ ნიმუშს და შეფასებებს; ნამდვილი განვითარება ამ სივრცეში ხდება.

გასაღები: ეგზისტენციური ენის დაფასება

განლაგების მუშაობის შინაგანი ზრდის სამსახურში ჩაყენება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში უკვე მთავარია არა ის, განლაგების მეშვეობით „პრობლემებისა“ და სიმპტომებისგან გათავისუფლება მოვინდომოთ, არამედ ღრმად ვწვდეთ იმას, რისი ჩვენებაც და სწავლებაც ჩვენთვის ცხოვრებას სურს.

განლაგების მუშაობა

მთავარია ამ „ეგზისტენციურ ენის“ სწავლა და დაფასება. მთავარია, ასევე, იმის სწავლა, რას ნიშნავს გახსნილი გული და გონება, რომელიც არაფერს განსჯის. ამ პუნქტში განლაგების მუშაობა არის პროცესი, რომელიც მედიტაციის შესატყვისია. ვაღიაროთ ის ისეთი, როგორიც არის-სწორედ ის გასაღებია, რომელიც კგანლაგებას საკუთარ ძალასა და მაგიას ანიჭებს. სწორედ ეს ასპექტი წარმოადგენს ნოუ-ჰაუს და ტექნიკის გადაცემასთან ერთად სწავლების ცენტრალურ ნაწილს.

წინასიტყვაობის ავტორი: მოქშა ფეიქარი

ტექსტის სანახავად აირჩიეთ გვერდები ან გადადით შემდეგ თავზე.