joordens

თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ონლაინ კურსიდან

მთარგმნელი: ელეონორა ჩალაძე

ფსიქოლოგიის აღმოცენება ადამიანის დაფარული სულის გამოსაკვლევად. ისტორია და მეცნიერული მეთოდები.
(საიდუმლოებებით მოცული ადამიანის ფსიქიკა) ( სულის დაფარული სილამაზე)


დებულება: ჩვენ მივიღეთ სული, ანუ რანიც ვართ შესაბამისად ისეთი სული გვაქვს, თითქოს გამოვძერწეთ, საინტერესოა, როგორ იცვლება ჩვენი აზრი ამასთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში, უღრმესი მადლობა ფილოსოფიას და ბიოლოგიას თავისი წვლილის შეტანისთვის. მოდით გავერკვეთ ყველაფერ ამაში. 

ამ სამყაროში, ადამიანი თავის თავს მიიჩნევდა რაღაც განსაკუთრებულად. ვფიქრობ ეს აზრი გაჟღერებულია სიმღერაში "ჩვენ ვართ სულები ამ სამყაროში". ამ სამყაროში ყველაფერი ფიზიკური, მატერიალურადაა აღქმული, მაგრამ ჩვენ რაღაც განსხვავებული ფენომენი ვართ. ჩვენ გვაქვს სულიერი ელემენტი რაც ასე განგვასხვავებს სხვა დანარჩენისგან. ეს განსხვავებულობა შეეფერება მეცნიერულ კონტექსტს რიგი მიზეზების გამო.

ფიზიკური საგნები ურთიერთქმედებენ, ჩვენ ასე მიგვაჩნია, მათი ქცევა ექვემდებარება ბუნებრივ კანონებს. დაკვირვების და რიგი მანიპულაციების შედეგად ჩვენ შეგვიძილია გავერკვეთ ამ კანონებში თუ რა არის ეს კანონები. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენთვის კარგად ცნობილი: გრავიტაცია და ბუნების სხვა კანონები. ისინი არსებობენ და მოქმედებენ. ჩვენ კარგად გავერკვევით მათში.

ფსიქოლოგიის საჭიროება სულაც არ იქნებოდა აქტუალური, რომ არ დაგვეწყო ფიქრი, თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ეს პროცესი დაიწყო რენე დეკარტეს ერთი შემთხვევისგან. ერთხელ ის საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს პარკში სეირნობდა და როგორც დამახასიათებელია იქაური ტიპიური პარკისთვის, იქ იყო უამრავი ყვავილი და ქანდაკება. უცაბედად, მან, დაინახა ნადირობის ქალღმერთ დიანას ულამაზესი ქანდაკება. იმისათვის, რომ ქანდაკება უფრო კარგად დაენახა ის მას მიუახლოვდა, ჰოდა მიუახლოვდა თუ არა, სკულპტურა უცებ გარდაიქმნა ნეპტუნის ქანდაკებად, თითქოს ეს განზრახ ჩაიდინაო, რაც საოცრად შთამბეჭდავი იყო.

კითხვა: როგორ გარდაიქმნა ის?

სინამდვილეში რენემ იქვე უბრალოდ ჰიდრავლიკურ ტუბს დააბიჯა ფეხი რამაც გამოიწვია ქანდაკების ამოძრავება. ამან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა დეკარტეს აზროვნებაზე. მან იცოდა რომ ქანდაკება უსულო იყო, რომ ის მატერიისგან იყო გაკეთებული, მაგრამ ამოძრავდა როგორც სულიერი არსება. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება უსულო იყო, თითქოს მას რაღაც ჩანაფიქრი ქონდა. თითქოს ქანდაკებამ მას სავალი გზა მოუჭრა. აქედან გამომდინარე რენემ უცაბედად სულ სხვა თვალით დაიწყო სხვებზე დაკვირვება. და გაიფიქრა, იქნებ ადამიანები და ცხოველებიც ისევე იქცევიან როგორც ის კონკრეტული ქანდაკება. იქნებ ადამიანები ცხოველები არიან და, თქვენ სწორედ ისეთივე ფიზიკური არსებები ხართ, როგორც სკულპტურა და რაღაც გაიძულებთ კონკრეტულად მოიქცეთ, როგორც იმ ჰიდრავლიკურმა ტუბმა აიძულა ქანდაკებას ამოძრავებულიყო. რაღაც ფიზიკური პროცესი აჩენს საგანს, ასევე ადამიანს სიცოცხლისუნარიანს.

საბოლოო ჯამში რენე მივიდა დასკვნამდე, ცხოველები მექანიკურები არიან, მაგრამ ადამიანები ცოტათი განსხვავდებიან მათგან. დეკარეს აზრით ადამიანები ორმაგი სახის მქონე არსებები არიან. ჩვენს დროში ამას აზროვნებას ვეძახით. "კარტესიული დუალიზმი". ამგვარად, ის თვლიდა, რომ დიახ, ადამიანები მექანიკური არსებები არიან, მაგრამ ნაწილობრივ. მათში მაინც არის მექანიკური ქმედებები.

მაგრამ ის ფიქრობდა, რომ ადამიანებს აქვთ სული და სულს შეუძლია სხეულის მართვა, მარიონეტის მსგავსად. თოჯინა მოძრაობს, თოჯინა თამაშობს, მაგრამ ამას პირი ახორციელებს სიმების საშუალებით, რაც იწვევს ქმედებას. რენე თვლიდა, რომ ჩვენ, სულს ვეკუთვნით, და ეს სული მართავს ამ ჩვენს ე.წ. მანქანას, ან შეუძლია გვერდზე გადგეს და მიუშვას ეს მექანიკური მანქანა თავის ნებაზე. სწორედ ამას ეწოდება, "კარტესის დუალიზმი". ფილოსოფოსები ამ იდეის მიმართ რადიკალურები აღმოჩნდნენ, გთხოვთ ყურადღება მივაქციოთ თარიღებს. რენე დეკარტე, 1600-იანი წლებიდანაა. წავიდეთ ჯონ ლოკისკენ ისიც გვიანდელი 1600-იანიდანაა. ჯონ ლოკი ფიქრობდა, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული და აზროვნებაც კი, მექანიკური იყო რაც ბუნების კანონით არის გათვალისწინებული და მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს.

ეს იდეა 1800 წელს ჯეიმს მილს მიაწერეს. მან ამ იდეას მატერიალიზმი უწოდა, ანუ ყველა შევდგებით მატერიისგან. ჩვენ ვართ ადამიანი-მატერია ამ მატერიალურ სამყაროში. მაშასადამე, თუ სული არ არსებობს, გამოდის, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ბუნების კანონების შესაბამისად მოქმედებს, რაც შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს მეცნიერულად. აზრთა ასეთი მონაცვლეობა საჭიროებს გამოკვლევას, რაც ფსიქოლოგიისთვის ფართოდ აღებს კარებს.

მოკლედ, ფილოსოფიას ამ კითხვაზე თავისებური პასუხი აქვს. ამ პასუხს მათ, ემპირიციზმი უწოდეს. ემპირიციზმის მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები ამტკიცებენ თუ რა არის სიმართლე. როდესაც დამტკიცდება, რომ ადამიანი არის უსულო არსება, მანამდე მე მინდა ხაზი გავუსვა ორ ექსპერიმენტს. დავიწყოთ, ლუიჯი გალვანისგან, მან ცდა ჩაატარა ბაყაყის ფეხებზე, რაც შემთხვევითობად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ცდის ჩატარების დროს ადგილი ქონდა შემთხვევითობას, სადაც წონასწორობამ აიძულა დანაწევრებულ ბაყაყის ფეხს ამოძრავებულიყო.

ის ამით ძალიან დაინტრიგდა, რამაც საბოლოოდ მას შემდეგი მეცნიერული ექსპერიმენტი შეაქმნევინა. ეს ნაჩვენებია მარჯვენა პანელზე. რასაც აქ ხედავთ, დახატული ბაყაყის ფეხებია. იცით რამ განაცვიფრა ლუიჯი? იმან რომ ბაყაყის ფეხებს არანაირი სული არ გააჩნია.

თქვენი რწმენით, ალბათ გჯერათ, რომ ოდესღაც ამ ბაყაყში სული სახლობდა. მაგრამ ნათელია, რომ ცდიდან გამომდინარე, თუ მას სული ჰქონდა ახლა ის უკვე მას აღარ აქვს. ბაყაყი გაკვეთის შემდეგ, უსულოდ დარჩა. ცხადია, რაც ჩვენ ხელთ გვიპყრია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სხეულია. აქ ვხედავთ თუ როგორ უერთდება ელექტრული წრედი რაც იწვევს მოძრაობას, კარგით, ფეხი ახორციელებს დარტყმებს, არაფერი სიღრმისეული აქ არ არის, მაგრამ ამას სულ სხვა დასკვნამდე მიჰყავხართ, ლუიჯიც ამიტომ გვაჩვენებს ამას თავისი დემონსტრაციით. ეს ძალიან ძლიერი რამ იყო. ნათელი გახდა, რომ სხეული ისე შეიძლება მოგვეჩვენოს თითქოს ის მართლაც მექანიკური მოწყობილობა იყოს, არა ჰიდრავლიკური, უფრო ელექტრული, რასაც ჩვენ ელექტრომექანიკურს ვუწოდებთ. ცხადია, რომ ის მექანიკური ქმნილება გამოჩნდა როგორც ბუნებრივი. კარგი, გასაგებია, ის უბრალოდ ბაყაყია.

რენე დეკარტემ თქვა,რომ ბაყაყები არამატერიალურები არიან. რატომ უნდა გავოცდეთ? რატომ უნდა დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ ადამიანები ბაყაყებს გვანან? აი, ამიტომ ეხლა ხაზი უნდა გავუსვა პოლ ბროკის მოსაზრებას. თარგმანი ჩინურიდან: ის უთითებს ტვინის მეტყველების ზონაზე.

ვეცდები ავხსნა ეს ამბავი, პოლ ბროკამ თქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 1800-იან წლებში ვართ ჩარჩენილები. ბროკა ექიმი იყო, ის მრავალ დაწესებულებას სტუმრობდა, ბევრ პაციენტს მკურნალობდა. ამ დროის მანძილზე, მან ერთი რამ შეამჩნია, ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები ქონდათ. ასე რომ, ისინი ექიმის საერთო დანიშნულებას კარგად მიჰყვებოდნენ. თუ პაციენტს ეტყოდით რომ თქვენთვის წყალი მოეტანათ ისინი ამას მთელი სიზუსტით გააკეთებდნენ.

ისინი მკაფიოდ გებულობდნენ სალაპარაკო ენას. მაგრამ თუ შეეცდებოდნენ თქვენთად დალაპარაკებას, ვერ ააწყობდნენ გამართულ წინადადებას, აზრის გამოსათქმელად. მათი საუბარი არეულ დარეული იყო. მათ შეეძლოთ წინადადების შინაარსის გაგება, მაგრამ თავად ვერ აყალიბებდნენ წინადადებას. პოლმა აღმოაჩინა რომ ეს გასაოცარი იყო, ამან მას უბიძგა, რაღაც არაჩვეულებრივი გაეკეთებინა. მან ამ პაციენტებს მათივე ნებართვით სთხოვა მას გაჰყოლოდნენ. რაში მდგომარეობდა ეს, როდესაც ისინი გარდაიცვლებოდნენ ის მათ ტვინს საექსპერიმენტოდ გამოიყენებდა ცდებისთვის, რაზეც დასტური მიიღო. დარღვეული სამეტყველო უნარის გამო, მათ ვერ გადმოსცეს სიტყვა "დიახ", მაგრამ გასაგები იყო რომ ისინი თანახმა იყვნენ, და პრობლემაც არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, პოლი ძალიან მომთმენი მეცნიერი იყო, (სიცილი) ის ელოდა,როდის გარდაიცვლებოდნენ პაციენტები.

როდესაც ისინი გარდაიცვალნენ მან ტვინი სკალპიდან ამოიღო და დააკვირდა, აღმოაჩინა, რომ თავის ტვინში არსებულ სიმსივნიან პაციენტებს ეს ადგილი დაზიანებული ჰქონდათ.

სწორედ ამ ადგილს ჩვენ "ბროკას" ადგილს ვუწოდებთ. მას ასევე ჰყავდა პაციენტთა განსხვავებული ჯგუფი, რომელთაც შეეძლოთ აზრის გამოთქმა გამართული წინადადებით, მაგრამ პრობლემა ქონდათ წინადადები შინაარსის გაგების მხრივ. თუ თქვენ ჩაიხედავდით მათ თვინში, იგივე ადგილას დაინახავდით აზიანებას, რომელსაც "ვერნიკეს არე" ეწოდება.

აქედან გამომდინარე ჩანდა, რომ ტვინი, თითქოს მანქანასავით არის მოწყობილი. ტვინის ყველა სხვადასხვა უბნებს, თავიანთი ფუნქციები აქვთ. ხოლო ე.წ. აზროვნება მართავს ტვინს. ტვინის სხვადასხვა ნაწილები, ასრულებენ კონკრეტულ ქმედებებს. შეიძლება ითქვას რომ, ის მართლაც მანქანის მსგავსად მუშაობს. თქვენ ხომ იცით, იმისათვის რომ მანქანამ იაროს საბურავმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ასევეა გაზის პედალიც. ტვინიც ამის მსგავსად მუშაობს. ეს ავტომობილის მუშაობის სპეციფიკაა. ტვინის მუშაობის სპეციფიკაც იგივეა.

ავიღოთ მეტყველება, რაც მიჩნეულია, როგორც ადამიანის შესაძლებლობის უმაღლესი მწვერვალი, გამოდის რომ ესეც ტვინის მექანიკური მუშაობის შედეგია. აქედან გამომდინარე, ბროკა მივიდა დასკვნამდე, ადამიანი მატერიალური არსებაა. ყოველ შემთხვევაში ეს ის პერიოდია, როდესაც ფრანკენშტეინიც აქვეა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მერი შელის წიგნი ფრანკენშტეინზე, ამ დროს დაიწერა.

სწორედ ეს წიგნი ამ პერიოდისთვის მომხდარ მოვლენებს ასახავს. ეს ის დროა როდესაც, ექიმები, ფსიქოლოგები და მეცნიერები ადამიანის სხეულს, ფიქრებს აზროვნებას, განიხილავენ, როგორც მექანიკურ ავტომობილს. მსგავსად ფრანკენშტეინის ნაწარმოებისა, როდესაც შეგიძლია მანქანის სათადარიგო ნაწილები შეაგროვო და მექანიკურიად მომუშავე ავტომობილი შექმნა.

ლუიჯი გელვანიც ამას ამბობდა. წარმოიდგინეთ გაქვთ ელექტრული წრედი, ის ჩართეთ და მანქანაც დაიძვრება, სწორედ ამგვარ მექანიკურ მუშაობაზეა საუბარი. როგორც იცით ნაწარმოების მიხედვით, ფრანკენშტეინის გმირი არ იყო სრულყოფილი, როგორც ადამიანი, მაგრამ ის ხორცშესხმული არსება იყო, მას ნამდვილი სხეული ჰქონდა, ასევე ის ნივთიერი მატერია იყო. და თუ ეს სიმართლეა, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ადამიანის ყოველი მოქმედება, ბუნების კანონებს ემორჩილება.

თუ ჩვენ ამას მეცნიერების ჭრილში განვიხილავთ, გამოდის, რომ ადამიანთა ქცევა დაიყვანება მეცნიერული გამოკვლევის საგნად. რის შესახებაც მომდევნო ლექციებში ვისაუბრებთ.