mushroommms

ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

სოკო არის ჰალუცინოგენი. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც მოქმედებს ტვინზე, რომელიც აძლიერებს მის მუშაობას. ჩემი ამოცანაა, მოგიყვეთ, სად არის მითი და რა როგორ მოქმედებს ის. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა ის, რომ სოკო არის იგივე ტრიპტამინი, რომელიც იგივეა რაც სეროტონინი, რომელიც წარმოადგენს ბედნიერების ჰორმონს. ტვინისთვის სულერთია, ეს ტრიპტამინი იქნება თუ სეროტონინი. ფსილოციბინი ან მისი სხვა დასახელებები, ტერმინებია, სიტყვათა თამაში და ავირევით, არ არის საჭირო ამ ტერმინების ცოდნა. მთავარია ვიცოდეთ რომ სოკო, ტრიპტამინის ბუნებრივი მოლეკულაა. ეს არის ზრდის ჰორმონი, ბედნიერების ჰორმონი. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, სოკოსავით იზრდებაო? ტრიფტამინები შეიძლება იყოს სხვადასხვა მოდიფიკაციებში მაგრამ მთავარი მოლეკულები, არსობრივად მუშაობენ ერთსა და იმავე რეცეპტორებზე. ისინი გასაღებივით ერგებიან ამ რეცეპტორებს. რა არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ სოკოს შესახებ, რაშია არსი?

არსებობს მითი, რომ სეროტონინი სინთეზირდება ნაწლავში. თუ თქვენ მიირთმევთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს, ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ტრიპსინს და ორი სახეობის ცილას, რომელთანაგან თითოეული შეიცავს ხუთასამდე ამინომჟავას, რომლებიც წვრილ ნაწლავში ურთიერთქმედებენ სხვა ნივთიერებებთან, გამოიყოფა სეროტონინი და ჩვენი ტვინი იმუშავებს. სულაც არა. ის სეროტონინი, რომელიც მუშავდება ნაწლავში, ტვინზე არ მოქმედებს. ამის ცოდნა შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი. მაშინ როდესაც განვიხილავთ, თუ რატომ არის სოკო ასეთი უნიკალური. არსებობს ჰემატოენცეფალური ბარიერი. ის სეროტონინი, რომლის სინთეზირებაც წვრილ ნაწლავში მოხდა, გადადის სისხლში, თუმცა ტვინში, ოსტროციდებამდე და ნეირონებამდე აღარ აღწევს. ოსტროციტები, რომლების წვრილ სისხლძარღვებში არიან, აღარ ატარებენ არასაჭირო მოლეკულებს და შესაბამისად ვერც სეროტონინი ვერ ხვდება ტვინში. ტვინში სეროტონინის სინთეზირებას, ნეირონები ახდენენ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სოკოს აქვს ის სეროტონინი, რომელიც ჰიდროტრიპტამინურ რეცეპტორებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ამინომჟავა ტრიპტოფანი რომელსაც საჭმლის მომნელების სისტემის საშუალებით ვიღებთ, ჰემატოენცეფალური ბარიერის მეშვეობით, ნეირონებშიც ხვდება, შესაბამისად ტვინის ქსოვილშიც. თუმცა აღმოჩნდა რომ სისხლში ტრიპტოფანების შემცველობასა და ტვინის მიერ სეროტონინის სინთეზირებას შორის კავშირი არ არის. რა გამოდის? ანტიდეპრესანტები, რომლებიც სეროტონინს გამოყოფენ, გამოდის რომ არიან ჰიბრიდული, ყალბი სოკოები, რომლების გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ასე თუ ისე რაღაცას აკეთებენ. ჩვენ ვიცით, რომ თუ მოლეკულები დამახინჯებულნი არიან, და შესაძლოა ძალიან საშიშნი იყვნენ. მაგალითად, ეთილის და მეთილის სპირტი რომ შევადაროთ-ეთილის სპირტისგან მზადდება ალკოჰოლური სასმელები, მეთილის სპირტის მიღებას კი ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას რომ კარგად გავერკვეთ საკითხში.

სად მოქმედებს სეროტონინი და სადაა მისი გადამწყვეტი როლი? მუცლადყოფნისას, როდესაც ტვინი ვითარდება, ნეირონები მრავლდებიან და მიგრირებენ იქ, სადაც მათი ადგილია. თითქოს მათთვის გამზადებულ ადგილს ეძებენ და იქ თავსდებიან. როცა ბავშვი იბადება, ნეირონების მიგრაცია წყდება, მაგრამ ისინი უჯრედში არსებული საცეცების მსგავსი აქსონების საშუალებით, ერთმანეთთან მუდამ კავშირში არიან. ასეთ ადგილს სინაფსს ეძახიან. თუ როგორი ურთიერთქმედება იქნება აქსონებს შორის, ამ გადამწყვეტ როლს სეროტონინი ასრულებს. როდესაც ტრიპტამინის ჯგუფის სოკოები ზემოქმედებენ ნეირონებზე, აუმჯობესებენ მათ პლასტიკას. ამის შემდეგ ნეირონები გაცილებით უკეთესად მუშაობენ. უმჯობესდება მეხსიერება, კონცენტრაცია, გუნებ-განწყობა და ა.შ. ეს სოკო არის ყველაზე მძლავრი ანტიდეპრტესანტი, თუმცა პრაქტიკაში არ გამოიყენება.

ახლა განვიხილოთ შემთხვევები, რა დროს შეიძლება სოკოს გამოყენება და რა დროს არა.

ბავშვთა ასაკში, ტრიპტამინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ტვინი ისედაც ვითარდება და თუ ამ დროს ტრიფტამინს გამოვიყენებთ, მეტად დავაჩქარებთ განვითარებას. ზრდის პერიოდში წარმოიქმნებისნ სინაფსები. ჩნდებიან ახალი ნეირონები, კვდებიან ძველები. ეს ფიზიოლოგიაა. ამ დროს ტრიპტამინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერი ჰიპერპლაზია,მათ შორის სიმსივნე. როგორც მედიკამენტი, პატარა დოზით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ისიც იშვიათად.

26-27 წლის ასაკამდე სოკოს გამოყენებია არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

რაც შეეხება გამოყენებას. როდესაც გაქვთ ძილის დარღვევა, ამ დროს სოკოს მიღება არ შეიძლება.

კონცეპტი „მე“ ჩნდება 2 წლის ასაკიდან და 16 წლის ასაკში აღწევს პიკს. კონცეპტი „მე“ 18-20 წლამდე საჭიროა. ის ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. კონცეპტ „მეს“ მეშვეობით ინსტალირდება ადამიანის სასწავლებელი საბაზო პროგრამები. აქ არ შეიძლება კონცეპტ „მეს“ მოშორება. რას აკეთებს სოკო ამ შემთხვევაში? ის აძლიერებს ნეირონებს შორის კავშირს და იმდენად ააქტიურებს და აძლიერებს მას, (100, 200 ზოგჯერ 1000 ჯერ მეტს ხდის) რომ ადამიანს ავიწყდება რაც იცის. ანუ როდესაც ტრიფტამინს კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს, კონცეფტი „მე“ ქრება. წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ არ აქვს განვითარებული ნეიროპლასტიურობა ის არ მისულა ფიქსაციამდე, ის ინსტალაციის პროცესშია და ამ დროს ვაძლევთ ტრიპტამინს, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა ემართებათ მის ნეირონებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სოკო არ უნდა გამოვიყენოთ არამიზნობრივად. ჩვენ რომ მაიმუნებს ან ღორებს ვაჭამოთ სოკო, მათი აღქმა არ შეიცვლება. რას აკეთებს სოკო? აფხილზებს. აღადგენს იმ კავშირებს ნეირონებს შორის, რომლებიც დარღვეულია. ეს ნეირონები აქტიურდებიან და ინტენსიურად იწყებენ ურთიერთქმედებას. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს შესაძლოა დაეწყოს ხატოვანი ჰალუცინაციები და კიდევ სხვა უამრავი ფენომენი. თუმცა ამაზე არ შევჩერდები.

სოკო რომ მოვიხმაროთ, აუცილებელია ვიყოთ ფსიქიკურად ჯანმრთელნი. უნდა ვაცნობიერებდეთ რომ სხელი ჩემია, მაგრამ ჩვენ არ ვართ სხეული. ასევე ის, რომ აზრები ჩემია მაგრამ მე არ ვარ აზრი. თუ ამას ვერ შევძლებთ, ჯობია სოკოს საერთოდ არ გავეკაროთ. როცა სოკოს მოვიხმართ იმისათვის რომ დავისვენოთ, გავერთოთ, ამ დროს ჩვენ აღქმული რეალობის კოდირებას ვახდენთ ტვინში. თუ გვინდა რომ ვიგრძნოთ, რა ძლიერად მუშაობს ტვინი, ამისათვის აუცილებელია მყარი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიგრძნობთ მხოლოდ თრობას, რომელსაც მოჰყვება საკმაოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობები, რომლის მოგვარებასაც ექიმის გარეშე ვეღარ შეძლებთ. სოკო უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ. სოკო სულ სხვა სუბსტანციაა. თუ სოკოს მისაღებად კარგად ხართ მომზადებული, მაშინ ბევრად მკაფიოდ შეიგრძნობთ იმ ფენომენს, რომელსაც გრძნობენ კლინიკური სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამავდროულად თქვენ უნდა იყოთ მზად იმისათვის, რომ დაკარგავთ ფორმალური აზროვნების უნარს. თუ არ გაქვთ კარგად გაცნობიერებული რა არის ფორმალური და არაფორმალური აზროვნება, რა არის ჰალუცინაცია, ფსიქოზი, რა საფრთხეებს შეიცავს არამყარი ფსიქიკის ადამიანისთვის სოკოს მოხმარება, რა რისკებთან გექნებათ საქმე, არ გაეკაროთ.სოკო არ არის გასართობი, დასასვენებელი, დროის გასატარებელი საშუალება.

სოკო არ არის ნარკოტიკი. პირიქით, ის შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც აფხიზლებს. თუ ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით თვლით, რომ მომწიფებული ხართ იმისათვის რომ გასინჯოთ სოკო, თქვენ დაინახავთ რეალობას, რომელშიც აქამდე ცხოვრობდით, თუმცა ვერ ხედავდით. მაშინ თქვენ იგრძნობთ, რომ სულ ხართ.

როგორც ამ რეალობაში, ისევე სიზმარში და იქ სადაც დაიძინეთ, სანამ დაიბადებოდით. ამას ვამბობ სტაჟიანი ექიმი-ფსიქიატრი. ავიღოთ კვანტური ფიზიკა ან მათემატიკა, უფრო კარგად გაიგებთ იმ ფენომენს, როდესაც ადამიანს ეუფლება სხეულიდან გასვლის შეგრძნება. ამ დროს მას აქვს სუბიექტური განცდა და ამავდროულად ის თანაუგრძნობს სხვებსაც. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. კვანტებშიც ასეა, ამიტომაც ვახსენე. როგორი გაფანტულებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მაინც გრძნობენ ერთმანეთს.

ეს არის ჩემი ვერდიქტი სოკოზე.

სოკომ შეჩვევა არ იცის.თუ თქვენ მისი ზემოქმედება სწორად იგრძენით, დიდხანს არ გექნებათ ამ შეგრძნებების თავიდან გადატანის სურვილი.

როგორც მედიკამენტს, მას ყველა შემთხვევაში გამოიყენებენ. ეს ერთადრთი რეალური ანტიდეპრესანტია, რომელიც რეალურად შველის, თუმცა ის უნდა მიიღო მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის კი ადამიანი მკაფიოდ უნდა იყოს ინფორმირებული, და როგორც პიროვნება უნდა იყოს ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ფსიქოზის, პანიკური აშლილობების, უძილობების და ა. შ. დროს. სოკოს მიღება არ შეიძლება.