marijuana11

ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის  ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

რა უნდა იცოდეთ მარიხუანას შესახებ:

1. სისხლში ჩერდება 30 დღის განმავლობაში.

2. აფერხებს უჯდრედების ზრდას

3. მოქმედებს მოკლევადიან მეხსიერებაზე

ახლა გავარკვიოთ, ამ პუნქტებიდან რა როგორია.

ჩასახვისას არ უნდა იყოთ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ. კი, სექსუალურ აქტივობას აუმჯობესებს,მაგრამ სპერმის ხარისხს აუარესებს.

14 წლამდე, მე ვიტყოდი 18-19 წლამდეც კი, არ არის რეკომენდებული მისი მოხმარება, რადგან აფერხებს ტვინის განვითარებას.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩემთან მოდიან მოზარდები, რომლებიც დღის განმავლობაში ორჯერ-სამჯერ მოიხმარენ, რის შედეგადაც უკვე სახეზეა ტვინის მუშაობის შეფერხება და შესაბამისად ხანმოკლე მეხსიერების პრობლემებიც. მოკლევადიანი მეხსიერება, კი ტვინის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს.

25 წლის ასაკში, დასაშვებია მარიხუანას მოხმარება. მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანმა მიღო ფიზიკური ტრავმა, ან ძალიან გადაიღალა. თუმცა მან უნდა იცოდეს ე.წ. 30 დღის წესი (სანამ 30 დღე არ გავა, ხელმეორედ აღარ უნდა მოვწიოთ).

შემდეგ, 25 წლიდან 50 წლამდე მწვანე და ლურჯი ფერი ჩნდება (იხ. ფოტო). რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია მისი მოხმარება დიდი დატვირთვების შემდეგ. მაგალითად ჩემპიონატია ბოქსში, ან რაღაც მსგავსში, თავში ძლიერი დარტყმები მიიღეთ. მაშინ ასეთი მატჩების შემდეგ, მოსადუნებლად კარგია. თუ რაიმე მარათონი იყო, ან რაიმე ძლიერი გადატვირთვა, მაშინ კი. მაგრამ უნდა იცოდეთ 30 დღის წესი.

25 წლის შემდეგ, 50-თან ახლოს ვხედავთ, რომ წითელი ფერი უკვე ქრება. მე სპეციალურად მოვხსენი ის, რადგან თუკი 30 დღის წესი გვეცოდინება, თუკი მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვებისას გამოიყენებთ, კუნთოვანი დაძაბულობის მოსახსნელად, პრინციპში მისი გამოყენება შესაძლებელია.

სად იქმნება პრობლემები? პრობლემები იქმნება მაშინ, როცა 30 დღის წესს არ იცავენ და უფრო ხშირად ეწევიან. ამ შემთხვევაშ მარიხუანა ორგანიზმში გროვდება და უჯრედების გამრავლებას აფერხებს. რა თქმა უნდა, 50 წლის ასაკისთვის ეს ეფექტი არც ისე ძლიერად ზემოქმედებს, მაგრამ ის ასევე მოქმედებს მოკლევადიან მეხსიერებაზე. ყურადღებით მომისმინეთ: მოკლევადიანი მეხსიერება ტვინის ჯანმრთელობის საფუძველია. როდესაც ადამიანს ემართება დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, მას ეკარგება ხანმოკლე მეხსიერება. პაციენტს ახსოვს, მეორე კლასის დამრიგებლის სახელი და არ ახსოვს, რა ჭამა წინა დღეს. ეს საკმაოდ სერიოზული რამაა.

რა შემთხვევებში შეიძლება და საჭიროც კია მარიხუანას მოხმარება? როცა სახეზეა ონკოლოგია. ასეთ შემთხვევაში, მარიხუანა მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ასევე ის აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. ასევე ხსნის ტიქსიურ სიმპტომებს. გულისრევას და ა.შ. ხსნის ტკივილს, თუ ადგილი აქვს ონკოლოგიას, მეტასტაზებს, გაფანტულ სკლეროზს, მაშინ 50 წლის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება ტკივილის მოსახსნელად. ხსნის სპაზმებს და კარგი რელაქსანტია.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გენეზის, პოსტტრავმატული მდგომარეობისას, დისკომფორტის მოხსნის მიზნით, მაგრამ ეს რეკომენდებულია მხოლოდ 50 წლის ასაკთან ახლოს. რადგან ბალახი საერთო მოქმედებისაა, და მოკლევადიანი მეხსიერების დამუხრუჭების შედეგად წარმოიშობა ყველა ეს ეფექტი, და ადამიანი თითქოს ცოტათი იწელება დროში. თუმცა ეს ფენომენები, მოქმედების მექანიზმი, ჯიშები, რომელი სად და რა რეცეპტორზე მოქმედებს, მოიძიეთ ინტერნეტში. ეს მე არ მეხება.

და ბოლოს. დღეს მარიხუანა აშშ-ს ბევრ შტატში, კანადაში და ა.შ. ლეგალიზებულია. მე ერთ ბიჭს ვიცნობ. შვიდი წელია ეწევა. ის იყო ვებ-გვერდის მოდერატორი მაშინ როცა კალიფორნიაშ ჯერ კიდევ აკრძალული იყო მოსაწევი. ახლა ის გაანთავისუფლეს სამსახურიდან, იმიტომ რომ საშუალებას აძლევდა ისეთი კომენტარებიც დაედოთ, რომლებიც მარიხუანას ნეგატიურ მხარეებსაც აჩვენებდნენ. რომ მოსაწევს შეუძია 14-15-16 წლის ასაკში გამოიწვიოს დეპრესიაც, ფობიებიც და ბოდვითი აშლილობებიც, ნევროზებიც და კიდევ სხვა დარღვევებიც. ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს კოშმარებია. მე უბრალოდ მოგეცით მთავარი ელემენტები, რომლებიც უნდა იცოდეთ და გონივრულად გამოიყენოთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...