phobias

ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია)

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

რაც შეეხება მცნებებს, შიში, სიფრთხილე, ფობია - აქ არის უმარავი ტერმინოლოგიური ნიუანსები, რომლებიც შემდგომ იწვევენ სირთულეებს ამ მცნებების განსაზღვრებაში. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ტერმინში ტევენ სხვადასხვა ემოციურ შეგრძნებებს, ხშირად კი პირიქით ხდება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ტერმინოლოგიურ სიზუსტეებში უნდა გავერკვეთ.

რაც შეეხება შიშის შეგრძნებას, ეს არის ადამიანის თანდაყოლილი დეტერმინირებული განცდა, რომელიც რეფლექტორული ხასიათისაა და გამომდინარეობს ჩვენი ფიზიოლოგიიდან. უმეტესად ეს განცდა კონსტრუქციული სახიათისაა და აკისრია დამცავი ფუნქცია. ყველა შიში არ არის პათოლოგიური.ბევრი ჩვენი შიში არქაული წარმოშობისაა, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ხანგრძლივი ბიოლოგიური ევოლუციის პროცესში და აქვთ ადაპტაციური და დაცვითი ხასიათი. ბუნებრივია, ბევრმა არქაულმა შიშმა დაკარგა თავისი ფუნქცია და დღეს ისინი ხელს უშლიან ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ შიშს აქვს როგორც კონსტრუქციული მნიშვნელობა, ასევე შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი დატვირთვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნი, რომ ის გენეტიკურად დეტერმინირებულია. შიშზე რეაქციის დროს, ორგანიზმში გამოიყოფიან ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ გარკვეული საფრთხისშემცველი სიტუაციების მიმართ ადამიანის ადაპტაციას. შიში უმეტესად კონკრეტული ხასიათისაა, ანუ ადამიანს ეშინია კონკრეტული რაღაცის.

რაც შეეხება ტერმინს - განგაში, ის ემოციურად ახლოსაა შიშის მცნებასთან, მაგრამ ის უფრო უფრო დიფუზური, პროტოპათიული ხასიათისაა და ხშირად შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შიში და განგაში ბევრი ბიოლოგიური არსების საერთო დეტერმინატაა.

რაც შეეხება შიშის ტერმინს,ამერიკელმა პროფესორმა კეროლ იზარდმა, შექმნა ემოციათა ფუნდამენტური თეორია, სადაც შიში მიაკუთვნა ადამიანის საბაზო, ფუნდამენტურ ემოციას. იგი ისეთივე ემოციაა როგორც, მრისხანება, სევდა, სინდისი, სიძულვილი, დანაშაულის განცდა და სიხარული.

რაც შეეხება ფობიას - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შიშს. არის ფობიები, რომლითაც „იტანჯება“ ადამიანი და არის ფობია, რომელიც პათოლოგიური დატვირთვის მატარებელია.

კლასიკურ ფსიქიატრიაში, არ არის პოპულარული ტერმინი ნევროზი. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის იტანჯება ნევროზით.თუმცა რაღათქმაუნდა არსებობენ სიტუაციები, როდესაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ემოციური რეაგირება, პათოლოგიურ სოციალურ სიტუაციებზე, მათთვის მიუღებელ პიროვნულ ფაქტორებზე, აქვთ მძაფრი განცდები,მაგრამ ეს არ არის აუცილებლად არც ნევროზი, არც ნევროტული რეაქცია და არც ფსიქიკის პათოლოგია.

ფობია არის ნევროტული აშლილობა და განეკუთვნება პანიკურ-ფობიურ აშლილობათა ჯგუფს.

ფობია სტაბილური, ირაციონალური, მყარი, მკვეთრად გამოხატული შიშია გარკვეული სიტუაციის მიმართ, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხისშემცველი არ არის. მაგალითად სიბნელის, ჭექა- ქუხილის, ცხოველის (ძაღლის) შიში, არის ჩვენი არქაული შიშების გამოძახილი. შიში ადამიანს გადარჩენაში ეხმარებოდა. სწორედ შიშის წყალობით გადარჩნენ ჩვენი წინაპრები. ჭექა-ქუხილი, ჩვენი არქაული შიშის რაციონალიზაციაა. (ადამიანს ეშინია არ დაეცეს მეხი). ცხოველის შიში, ასევე არქაული წარმოშობისაა (ადამიანს ეშინია, მტაცებელი ცხოველის თადასხმის). ფობიას შეიძლება ნებისმიერ ადამიანში ჰქონდეს გამოვლინების ცალკეული ეპიზოდები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ავადმყოფური მდგომარეობა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფობია როცა ღებულობს დაჟინებულ, აკვიატებულ, სტაბილურ და რაციონალურ ხასიათს, ეს უკვე ფობიური აშლილობაა. ფობიური აშლილობები იყობიან სამ ჯგუფად:

1. აგორაფობია - ბრბოს, ღია სივრცის, ფრენის, სახლიდან შორს წასვლის შიში.

2. სიციოფობია-უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის, დაცინვის, გაწითლების, (ერითროფობია) შიში. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გაურბის სოციალურ ღონისძიებებს. სოციალური ფობია შეიძლება იყოს დაკავშირებული ერთ კონკრეტულ სიტუაციასთან და ასევე იყოს გენერალიზებული, ანუ ბევრ სიტუაციებთან დაკავშირებული.

3. სპეციფიური ფობიები - ჩაკეტილი სივრცის, სიმაღლის,მწერების და ა. შ. შიშები.
„ფობიის“ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ჩვენთაგანი. მაგალითად, ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ჟანგბადის ნაკლებობაა და დაემართოს პანიკის შეტევა, მარგამ ეს იყოს ერთჯერადი ხასიათის და არანაირად არ არის ავადმყოფობის გამოვლინება.

ფობიების სამკურნალოდ უამრავი მეთოდიკა არსებობს. ესენია კუნთური რელაქსაციის თერაპია, ქცევითი რეაქციის ფსიქოთერაპია, კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფიქოთერაპია და ერთერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი -ემოციათა მოზღვავების, ემოციებით გამდიდრების მეთოდი, რომელიც პირველად გამოიყენა ცნობილმა ფსიქოლოგმა ფრანკლმა. რაში მდგომარეობს ეს მეთოდი? ადამიანმა თავიდან უნდა განიცადოს შიში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და მერე ეს შიში ქრება. დავუშვათ ადამიანს ეშინია მწერის. ხელოვნური მწერის ხელის შეხებით, მისი შიში ობიექტირდება. ანუ, ადამიანი იღებს ამ ხელოვნურ მწერს ხელში და აცნობიერებს, რომ ის მას არ ავნებს.ის ეჩვევა მასთან ურთიერთობას. ამ დროს ნეგატიური აზროვნება იცვლება პოზიტიურით. ამის მერე ის თანდათან კარგავს მწერის მიმართ შიშს. ეს მეთოდი ითვალისწინებს ადამიანისთვის ემოციონალურად მნიშვნელოვანი სიტუაციის შთაგონებას.

მე კი გირჩევთ, არ შეგეშინდეთ თქვენი შიშების, ისწავლეთ და შეეცადეთ შეხედოთ თქვენს ფობიებს თვალებში, მათგან არავინ კვდება.