ავტორი: ნანა აბესაძე

ჩვენ ხშრიად ვხვდებით სიტუაციებში, სადაც გვინდა თუ არა, ძალაუნებურად ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება. ეს იქნება სამსახური თუ სხვა. ყველა ადამიანი ვერ იქნება ჩვენს მიმართ ვერც კეთილგანწყობილი, ვერც სამართლიანი, ვერც ობიექტური და ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ურთიერთობების გარეშე, ვერ შევხვდებით ჩვენთვის სასურველ ან საჭირო ადამიანებს, ვერ შევძლებთ განვითარებას, ანუ იმას, რაც აუცილებელია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ სიტუაციაში ვიმყოფებით, იმისდამიხედვით თუ რა ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა, დამოკიდებულია ჩვენი მოტივაციის და თვითდაჯერებულობის, გაძლიერება ან პირიქით.(რაზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ). ასეთი სიტუაციები მოულოდნელობებისგან არ გვიცავს. შესაძლოა აღმოვჩნდეთ ჩვენთვის არასასიამოვნო,უხერხულ და ზოგჯერ შეურაცმყოფელ მდგომარეობაშიც.

verbal abuse article pic

არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ თავი გვაგრძნობინოს უპირატესად, ჩვენი დამცირების თუ შეურაცყოფის გზით.  სხვა ადამიანის შეურაცყოფას, დაკნინებას, მასზე დომინირებას ცდილობს ის, ვისაც თვითინ აქვს უამრავი კომპლექსი.ლაღი, თვითდაჯერებული ადამიანი, არასოდეს არ ეცდება გამიზნულად გვაწყენინოს, მოგვექცეს უტაქტოდ. ზოგადად იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც გვაკრიტიკებენ, მნიშვნელოვანია ის რომ, ჩვენი ემოციური წონასწორობის დარღვევა შესძლონ. ეს მათთვის ერთგვარი ჯილდოა. არ დაგვავიწყდეს, ისინი საზრდოობენ ჩვენი ემოციებით.
ნებისმიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვას, ნებისმიერ საქციელს, რომელზეც მაშინვე არ მოვახდინეთ რეაგირება, მოჰყვება განცდები, შეურაცყოფის გრძნობა და ა. შ. თან, გვინდა თუ არა, ეს ილექება ჩვენს ქვეცნობიერში და მერე, არ ვიცით, როდის, რა დროს და რა სახით გამოვლინდება ჩვენს ქცევაში.  ამიტომ, სათქმელი უნდა ითქვას მაშინვე, რასაკვირველია კორექტულობის ფარგლებში. პასუხი უნდა გავცეთ,მაშინ როცა გვეკითხებიან და თან ისე, რომ ამ უხერხული კითხვის დასმის სურვილი, აღარ გაუჩნდეთ. როგორ გავაკეთოთ ეს? რათქმაუნდა ამის მზა რეცეპტები არ არსებობს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არიან „მუშა მეთოდები.“  მე მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს და შევეცდები გასაგებად ავხსნა. ეს შეეხება არამარტო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ღონისძიებებს, ასევე უბრალოდ სანაცნობოს. ზოგი აძლევს თავს უფლებას, მოგვცეს უტაქტო შენიშვნა, გაგვაკრიტიკოს, დაგვიწუნოს ესა თუ ის ქცევა და ა. შ.

მთავარი- თავი არასოდეს ვიმართლოთ ასეთ ადამიანთან.
1.დავუშვათ გვეუბნებიან რომ საუბრისას ხშირად ვიყენებთ ჟესტებს- ჩვენ ვპასუხობთ,“კი, აბა რა, ეს ჩემი ინდივიდუალურობის ნაწილია“ . „ასე ვსაუბრობ.“ „მე ასეთი ვარ“-ვეთანხმებით და არც კამათში შევდივართ.
2.ვიღაც გვაძლევს „ფასეულ რჩევას“-„მე შენს მაგივრად, ასე ვიზამდი“. ესეც კამათისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ვღიზიანდებით. ვეცადოთ ვუპასუხოთ მარტივად-„ჩვენ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს და კარგია რომ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის რა გავაკეთოთ და როგორ, ხომ მეთანხმები?“.
3. იმყოფებით თვითკმაყოფილ ადამიანთან ერთად და ის ცდილობს თქვენთან თავის წარმოჩენას. ერთხელ, ორჯერ, მესამედ ავყვეთ დიალოგში და მაგალითად გავაჟღეროთ ფრაზა „როცა ოსცილოგრაფის მალუმენისცირებელ ეკრანზე სცინტილაციები ჩნდება ხოლმე,თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლოა იწვევდეს თბურ სხეულზე ზემოქმედებას?“ ან „რას ფიქრობთ გოლფსტრიმის დინებაზე. ის რომ არა, ატლანტიდა იარსებებდა ისევ?, თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან“ არამგონია, ამის მერე, მას ისევ მოუნდეს თქვენთან საუბარს გაგრძელება.
4. ან გვეუბნებიან,კი მაგრამ, ვერ მიხვდი რა გითხარი? ჩვენ ვპასუხობთ „ხო, ზოგი ადამიანი ვერ ხვდება რას ეუბნებიან“. შენ რა მართლა ვერ გაიგე, რა ვთქვი? „ხო, ზოგი მართლა ვერ იგებს და ვერ ხვდება რას ამბობს“. მას დიალოგის ასეთი რეჟიმი მალე მობეზრდება, აღარ გააგრძელებს თქვენთან საუბარს.
5. ვიღაც გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ ჩვენ არ ვჯდებით საზოგადოებრივ სტანდარტებში. არ ვაკმაყოფილებთ მისთვის არსებულ „ნორმებს“- ჩვენ ვპასუხობთ „ასეთად დავიბადე, ღმერთმა ასეთი გამაჩინა, შენ ხომ მის კომპეტენციებში შეჭრას არ აპირებ? რომც დააპირო, გამოვა რამე?“. ამაზე ათეისტიც არ გააგრძელებს კამათს.
არ არის ადვილი, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ პასუხი შეძლებისდაგვარად მშვიდად გავცეთ. თავს სხვა გვეხსმის. ჩვენ, ვიცავთ. არავის ვაყენებთ შეურაცყოფას, პირიქით თავაზიანად ვიგერიებთ.

ზოგჯერ იგნორია უძლიერესი იარაღი, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვიყენებთ. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და რათქმაუნდა დამოკიდებულია ჩვენს ხასიათზე, მოსაუბრეზის ხასიათზე. მე იმის თქმა მინდოდა, რომ არის კონკრეტული სიტუაციები, რომლებიც ასე თუ ისე, შეგვიძლია ვაკონტროლოთ. ყოველ შემთხვეაში, ვიღაცას არ მივცეთ იმის უფლება რომ უმიზეზოდ გაგფიფუჭოს განწყობა. ჩვენ გვაქვს საიმისო რესურსი, რომ ამგვარ სიტუაციებში დავიცვათ საკუთარი თავი და იმას, ვინც ჩვენს დაკნინებას ცდილობს, მივუჩინოთ ადგილი, ყუველგვარი შეურაცხყოფის და სკანდალის გარეშე.ეს სტატია, იმედია სულ ცოტათი მაინც დაგეხმარებათ, თავი არ იგრძნოთ არასრულფასოვან, უპერსპექტივო ადამიანად, რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრონ. გვახსოვდეს, რომ ვინც ჩვენს დაკნინებას ცდილობს, ის თავადაა სტერეოტიპებს, კომპლექსების ტყვეობაში და სხვისი დამცირებით ცდილობს თვითრეალიზაციას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.გისურვებთ წარმატებებს!