shishi naxevarwre

 ავტორი: ანა თოფურიძე

 სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავს, რომელსაც ყველა ოდესმე შევიცნობთ, ხოლო ჩვენ ადამიანებს კი ერთი ძლიერი უხილავი მმართველი გვყავს. ის უხილავია, შეუმჩნეველი თვალისთვის, მაგრამ გვაკონტროლებს ყველას, ყოველთვის, ის აკონტროლებს ყველა ჩვენს ფიქრს და მოქმედებას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისე ვასრულებთ ადამიანები სიცოცხლის გამოცდილებას, რომ ვერც ვპოულობთ, ვერც შევებრძოლებით და მითუმეტეს ვერც დავამარცხებთ. სიკვდილამდე მის მსახურებად ვრჩებით. გამოიცანით რომელია ეს მმართველი? ეს მმართველი შიშია, მაგრამ ახლა მინდა შიში სხვა პერსპექტივით დავინახოთ.

 განვიხილოთ შიში როგორც ინფორმაცია. ცოდნა საკუთარი თავის და სურვილების შესახებ, რომელსაც განსხვავებულად გვაწვდის ქვეცნობიერი. აი ასე. ამოვიტანოთ ზედაპირზე ის რისი ყველაზე მეტად გვეშინია და გავიგებთ რა გვინდა ყველაზე მეტად. თუ გვეშინია რაიმეს დაკარგვის, მაშინ გამოდის ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა მისი ფლობა და შესაბამისად გვაქვს მიჯაჭვულობა. შიში შემოვაბრუნოთ როგორც მათემატიკური განტოლება:

ყველაზე მეტად მეშინია დავკარგო =ყველაზე მეტად მინდა ვფლობდე.
ფლობის სურვილზე მიჯაჭვულობის განხილვა ბევრად ნაცნობია ჩვენთვის, ვიცით რომ ეს მიჯაჭვულობაა. ამ ფორმულის გამოყენების შემდეგ კი შიშებს დავინახავთ როგორც მიჯაჭვულობას, მიჯაჭვულობასთან გაცნობიერებული მუშაობით კი შიშსაც დავამუშავებთ.

განვიხილოთ მაგალითები:
1. მეშინია სამსახურის დაკარგვის? = მინდა ეს სამსახური სულ მქონდეს, მის გარეშე ჩემს კარიერიერულ პერსპექტივებს ვერ აღვიქვამ
2. მეშინია ადამიანის დაკარგვის?=მე მინდა ამ ადამიანს სამუდამოდ ვფლობდე და მუდამ ჩემთან იყოს, ის აუცილებლად მესაჭიროება ცხოვრების იმ ხედვისთვის რაც ახლა მაქვს.
3. მეშინია რომ ძაღლი მიკბენს?= მინდა ჩემი სხეული მუდამ დაცული იყოს ნებისმიერი დაზიანებისგან, რადგან არ მჯერა რომ გავუძლებ დროებით ტკივილს და ვიმკურნალებ.
4. მეშინია რომ ვაღიარო რაღაც არ ვიცი?= ჩაციკლული ვარ ინფორმაციის მიღებაზე და ყველაფერზე პასუხის პოვნაზე, მინდა ყველაფერი ვიცოდე, ამაზე ჩემი პიროვნული იდენტობაა დამყარებული, არ ვიცი ნიშნავს არ ვარ ღირებული ადამიანი ჩემს თვალში.

და ა.შ.. შეგიძლიათ გააგრძელოთ და ითამაშოთ. შიშები სურვილები მეორე მხარეა და მხოლოდ ნახევარწრე უნდა შემოუაროთ და ამ უხილავ დაუნდობელ მმართველს მეგობრად გაიხდით.
სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავს, რომელსაც ყველა ოდესმე შევიცნობთ, ხოლო ჩვენ ადამიანებს კი ერთი ძლიერი უხილავი მმართველი გვყავს. ის უხილავია, შეუმჩნეველი თვალისთვის, მაგრამ გვაკონტროლებს ყველას, ყოველთვის, ის აკონტროლებს ყველა ჩვენს ფიქრს და მოქმედებას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისე ვასრულებთ ადამიანები სიცოცხლის გამოცდილებას, რომ ვერც ვპოულობთ, ვერც შევებრძოლებით და მითუმეტეს ვერც დავამარცხებთ. სიკვდილამდე მის მსახურებად ვრჩებით... თუმცა.. თუ თამამი ხარ, თუ სამყაროს ყველა საიდუმლოს შეცნობა გინდა, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ გამბედაობა გეყოფა და შენს უხილავ მბრძანებელს თვალებში ჩახედავ, მასში შენი ცხოვრების თანაშემოქმედს და საუკეთესო დამხმარეს აღმოაჩენ.