maskaa

დეპრესია, სუიციდი, შიზოფრენია, აუტიზმი – მხოლოდ სმენითი ფსიქოტიპისთვისაა დამახასიათებელი. შინაგანი სიცარიელე და დაუკმაყოფილებლობა რაიმე გარეგნული მიზეზების გარეშე – ესაა შენიღბული დეპრესიის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სმენის ვექტორიანებს ახასიათებთ. საზოგადოებაში იდეების ნაკლებობაა, ხოლო მომავალი კატასტროფებისა და სამყაროს აღსასრულთა ნიშნების დანახვის მცდელობები საგრძნობლად გაიზარდა. მონატრება რაღაც დიდისადმი და ცვლილებების გიჟური სურვილი. სტაგნაცია. ასე აღიქვამს თანამედროვე გარესამყაროს მრავალი ადამიანი სმენის ვექტორით, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. რა შეიცვალა აწმყოში, და რა სჭირდება ახლა სმენას?

თუკი გამოვყოფთ ადამიანის თანდაყოლილ თვისებებს, მის ვექტორებს, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ადამიანი გარკვეული სახეობრივი როლით იბადება. სწორედ ეს როლი განაპირობებს მის შინაგან სურვილებს. როდესაც იგი მიჰყვება თავის სურვილებს და ასრულებს თავის როლს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაბალანსებულია, თავს დაკმაყოფილებულად გრძნობს. ხოლო თუ ადამიანს სხვადასხვა მდგომარეობათა, თავის არარეალიზებულ თვისებათა ან გარემოსგან არასწორი ზეწოლის გამო თავისი ადგილი არ უკავია ცხოვრებაში, იგი იტანჯება და თავს უბედურად გრძნობს.

სმენის ვექტორიანი გამონაკლისი არაა. ისევე როგორც სხვა დანარჩენი ვექტორები, რომლებმაც ვერ მოახერხეს თვითრეალიზება, იგი იტანჯება მძიმე მდგომარეობებით და ადგილს ვერ პოულობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სმენითი სურვილები სხვებზე გაცილებით უფრო დიდია.

სმენის ვექტორი – დომინანტურია. ეს იმაში ვლინდება, რომ სმენის ვექტორში ადამიანი ყველაზე დიდ ტკბობას განიცდის, მაგრამ ამავდროულად ამ ვექტორში ცუდ მდგომარეობებსაც რაღაც თვალსაზრისით ყველაზე მეტი ტანჯვა მოაქვთ...

სმენის ვექტორიანის უმაღლესი (და შეიძლება ითქვას ერთადეთი) სურვილი ამ სამყაროში – ესაა პირველმიზეზის, ცხოვრების აზრის, ღმერთის ძიება. ამასთან იგი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს ამას. და ყველაზე თავდაჯერებული ათეისტები – ასევე სმენისვექტორიანები არიან, რომლებიც თუ ღმერთს არა, მის არარსებობას მაინც ეძებენ. იმ დროს, როცა სხვებს საერთოდ არ აინტერესებთ ეს საკითხი.

უძველესი დროიდან დღემდე სმენები ცდილობენ იპოვნონ პირველმიზეზი ბუნების კანონებში, მუსიკაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში, ფიზიკაში, ანუ ყველგან, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი თანდაყოლილი თვისებები: აბსტრაქტული ინტელექტი, ძლიერი შინაგანი კონცენტრაციის უნარი, კარგი სმენა და სიტყვის შეგრძნება. მაგრამ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი – მეტი არაა, ვიდრე შემცვლელი.

სმენის ვექტორი გამოირჩევა სხვა ვექტორებისგან იმით, რომ ესაა ერთადერთი ვექტორი, რომლის სურვილებიც არამატერიალურია. ფული, კარიერა და საზოგადოების სხვა ღირებულებები – მეორე პლანზე გადადის. სწორედ ამიტომ ერთი შეხედვით სრული მატერიალური კეთილდღეობის შემთხვევაშიც კი ჩნდება შენიღბული დეპრესია, რომელიც სმენის ვექტორის არამატერიალური მისწრაფებების (უმეტეს შემთხვევაში გაუცნობიერებლების) შედეგია.

დღეისათვის სურვილის საერთო დონე იმდენად გაიზარდა, რომ სმენები ვეღარ კმაყოფილდებიან იმით, რაც ახლო წარსულში აკმაყოფილებდათ. ზოგიერთი ცდილობს ეზოთერიკაში იპოვნოს აზრი, კითხულობს კასტანედას და სხვა ავტორებს, დაკავებულნი არიან აღმოსავლური პრაქტიკებით, გადადიან რა ერთიდან მეორეზე, მედიტირებენ, მოგზაურობენ მწირებად. ადრე თუ გვიან ისინი ხვდებიან, რომ ეს ვერ დაეხმარებათ შინაგანი სიცარიელის შეგრძნებისგან განთავისუფლებაში, იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში, რაც ასე დიდი ხანია აწუხებთ. ჩნდება აპათიის შეგრძნება და დეპრესია...

an upset woman sitting in the dark by a window

დეპრესია

საკუთარი თავის ძიების ამაო მცდელობების შემდეგ დგება დეპრესია. უკვე არა შენიღბული, არამედ ღრმა, რომელიც თვიდან ფეხებამდე გითრევს და გწყვეტს ყველაფერი გარეგნულისგან, ისედაც ილუზორული ადამიანთა სამყაროსგან. არარეალიზებული, დათრგუნული სმენა სხვების თვალში როგორც მინიმუმ უცნაურად გამოიყურება. მისი მზერა თითქოს შიგნითაა მიმართული, თითქოს «თქვენს მიღმა» იყურება. ადამიანთა გარემოცვაშიც კი თითქოს თავის ჯავშანშია და გარე სიტუაცია ნაკლებად აღელვებს.

სმენა მიმართულია შიგნით, საკუთარ თავს ჭვრეტს, ცდილობს უფრო და უფრო ღრმად შევიდეს, იმყოფება რა საკუთარ თავზე, საკუთარ მდგომარეობებზე გამუდმებული კონცენტრაციის მდგომარეობაში. იგი აბსოლუტური ინტრავერტია, რომელიც სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს. მისთვის გარესამყარო თითქოს ილუზორულია, რეალური სამყარო თავად მის შიგნით იმყოფება.

მრავალი სმენა დღეს – აუტიზმით, შიზოფრენიით იტანჯება. ხშირია ნარკომანიის შემთხვევები, ზოგი მათგანი კი უბრალოდ დეპრესიაში მყოფი და ცხოვრებისგან იმედგაცრუებული ადამიანია. ისინი ვერსად ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ვერაფერში ხედავენ აზრს, ამიტომ გარიყულნი არიან ცხოვრებისგან და იტანჯებიან, არადა პოტენციურად სხვებზე გაცილებით მეტად შეუძლიათ ტკბობა, მათ ხომ სურვილის ყველაზე მაღალი დონე აქვთ.

ბოლო დროს სიტყვა «დეპრესია» მოდური გახდა. მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ დროდადრო დეპრესია აქვს. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ გაარჩიოთ დეპრესია უბრალო მოწყენილობისგან, და მკაფიოდ გაარჩიოთ – სადაა დეპრესია და სად უბრალოდ ცუდი განწყობა (სხვადასხვა ხარისხის დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული). ვიღაცას ფული არ ჰყოფნის, ვიღაცას საპირისპირო სქესისგან ყურადღება, ვიღაც ვერ ახერხებს კარიერულ კიბეზე ზემოთ ასვლას და ამის გამო განიცდის. ყველაფერი ეს დეპრესია კი არა, რაღაც მატერიალურის უკმარისობაა, რომლის ავსებაც შესაძებელია.

პირველი თავის ხელფასს მიიღებს, მეორე მეწყვილეს იპოვნის, მესამე როგორღაც მიაღწევს დაწინაურებას სამსახურში და ყველა მათი «დეპრესია» გაქრება. სინამდვილეში ეს ხომ დეპრესია კი არა – დაუკმაყოფილებლობის დროებითი შეგრძნებაა.

დეპრესია, როგორიც არის, მხოლოდ სმენის ვექტორში არსებობს, იგი ვერ შეივსება ვერაფერი მატერიალურით, რადგან მისი მიზეზი არ დევს მატერიალური კეთილდღეობის უკმარისობაში. როგორც უკვე ითქვა, სმენის ვექტორი – ესაა ერთადერთი ვექტორი, რომლის სურვილებიც არაა მიმართული ფიზიკურ სამყაროზე. მიეცით სმენას ფულის ტომარა – ეს მას რაღაც დროით გაართობს, მაგრამ არა დიდი ხნით. გააცანით სასურველი ქალი – მშვენიერია, მაგრამ მაინც ექნება შეგრძნება, რომ რაღაც აკლია. და ყველაზე არასასიამოვნო ისაა, რომ გაუგებარია, რა აკლია კონკრეტულად. თითქოს ყველაფერი რიგზეა, შინაგანი მდგომარეობა კი საშინელია. სურვილი ფულისადმი, დიდებისადმი, ცოდნისადმი, თანდათანობით უფრო და უფრო ნაკლები ხდება. ყველაფერი ეს ვერ უმსუბუქებს სმენებს ტანჯვას და სევდას, რადგან უმნიშვნელო და წარმავალია მათთვის.

ხშირად დეპრესია თავად მისი მატარებლისგანაც დაფარულია, იგი თითქოს ყურში ჩასჩურჩულებს, რომ ყველაფერი, რაც ხდება – მხოლოდ სიზმარია. სწორედ ასეთი შენიღბული დეპრესია უქმნის გარეგნული კეთილდღეობის ამ უცნაურ შთაბეჭდილებას სრულიად დაცარიელებული შინაგანი მდგომარეობის პირობებში.

სწორედ სმენები, იტანჯებიან რა თავისი სურვილების დაუკმაყოფილებლობით, ამასთან ბუნებრივად, ისე, რომ ვერ აცნობიერებენ რა ემართებათ, ტანჯვისგან გაქცევის მიზნით იწყებენ ნარკოტიკების მიღებას. ისინი თავიანთ აუვსებელ სურვილებს მძიმე მუსიკით «ახშობენ». ყურსასმენებს იკეთებენ და ბოლო ხმაზე რთავენ, რათა გარესამყაროს გაეთიშონ. მათშია ძილის პრობლემებიც: ხან უძილობით იტანჯებიან, ხან კი შეუძლით ორი დღე-ღამე იძინონ. ხშირად აქვთ თავის ტკივილები და საბოლოო ჯამში უჩნდებათ აზრები სუიციდის შესახებ.

ამასთან არცერთი სმენა არ ფიქრობს თვითმკვლელობაზე ისე, როგორც არსებობის დასასრულზე, არამედ განიხილავს ამ «ვარიანტს» , როგორც «უკანა გასასვლელს» ამ სამყაროდან. თვითმკვლელობა, არა როგორც სიკვდილის სურვილი, არამედ როგორც მისწრაფება მარადიული და უსასრულო ცხოვრებისკენ ხრწნადი სხეულის გარეშე. რატომ უნდა გაატაროს ეს უაზრობა სხეულში, ჯობია მაშინვე წავიდეს იქ, სადაც სხეულებრივი ტანჯვა არაა.

სმენებს აინტერესებთ ფსიქიატრია, მათ იზიდავთ ფსიქიკური ავადმყოფობები – რადგან ესეც ერთგვარი მეთოდია «იქით» გასაჭყეტად. სწორედ მათ შექმნეს მითები იმის შესახებ, რომ შიზოფრენიით დაავადებულები დაჯილდოვებულნი არიან განსაკუთრებული, სხვებისგან დაფარული ნიჭით. სიგიჟის რომანტიზებასაც კი ახდენენ: «ვისი ხმები ესმის? იქნებ ეს ხმები მართლა არსებობს, მაგრამ მხოლოდ მას ესმის? იქნებ იგია სინამდვილეში ნორმალური, ხოლო ჩვენ – არა?.. ან იქნებ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი იცის, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია?..»

ასეთი აზრები მხოლოდ სმენებს აქვთ! და ამასთან მხოლოდ მათ აქვთ ჭკუიდან შეშლის ნამდვილი შიში. მხოლოდ სმენას შეუძლია გახდეს შიზოფრენიკი: გაუცნობიერებლად, ღრმა არაცნობიერში, იგი გრძნობს ვექტორის ამ ზღვრული მდგომარეობების არსებობას.

ყველა სმენა არ აჟღერებს კითხვას ცხოვრების აზრის შესახებ, მაგრამ ყველა მისი ქმედება ამის ძიებისკენაა მიმართული. სმენა არცთუ იშვიათად თვლის საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად და გრძნობს, რომ ყველაზე მაღლა დგას და ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ეს არ სჭირდება. იგი ქედმაღალია, უარყოფს პირველმიზეზის ძიებას... და მიდის რომ მოეწყოს სამუშაოდ დამკრძალავ ბიუროში... მისთვის რაიმეს ახსნის მცდელობა თავიდანვე განწირულია მარცხისთვის, ის ხომ ყველაზე ჭკვიანია საკუთარი თავისთის, და არავის ძალუძს – რაიმე ღირებული მოუყვეს...

სწორედ სმენები უარყოფენ საკუთარ თავში დეპრესიის პირველ ნიშნებს და მითუმეტეს შენიღბულ დეპრესიებს. ვის შეუძლია მასზე უკეთ გაიგოს მისი შინაგანი სამყარო?

სწორედ ასევე სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ეხმარება ფსევდოაუტიზმის აუტიზმისგან გარჩევაში, რომელიც სინამდვილეში ასევე სმენის ვექტორიან ადამიანებს ახასიათებთ.

რა გავაკეთოთ?

შეუძლებელია საკუთარი არაცნობიერი სურვილების მოტყუება, ისინი გვმართავენ და ჩვენზე გაცილებით უკეთ იციან, რა გვჭირდება. მათ ვერ დააწყნარეთ ვერანაირი შემცვლელით. სმენის ფსიქიკა, ყველა მისი სურვილი, მიმართულია შემეცნებაზე, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ცხოველურ სხეულს, ამიტომ მასთან დაკავშირებული ვერანაირი მანიპულაცია ვერ შველის. ეს თავიდანვე მცდარი გზაა, რომელიც მხოლოდ დროებით შვებას იძლევა.

ვიყოთ გულწრფელნი, ფილოსოფია თანამედროვე სამყაროში – ცარიელი სიტყვაა. იგი მოკვდა და აღარ ატარებს წარსულ ღირებულებას, და შესაბამისად სტატუსს - საზოგადოებაში. კლასიკური მუსიკა ფონად ჟღერს, მაგრამ უკვე აღარ წარმოადგენს ცხოვრების აზრს მათთვის, ვინც მას უსმენს და ქმნის. ფიზიკა მიმართულია ფიზიკურ სამყაროში ღვთაებრივის გამოვლინების ძიებაზე, მაგრამ მისი აბსტრაქტული კანონები მაინც ვერ ავსებენ სმენის ვექტორიანს. სუიციდების და დეპრესიების სტატისტიკა იზრდება, ფსიქიური დაავადებები კი თითქმის ნორმა ხდება.

დასტრესილი სმენის ვექტორი – მტკივნეულ კბილს ჰგავს, რომელიც მთელს ორგანიზმს არ აძლევს მოსვენებას. რა სურვილებზეა ლაპარაკი, თუკი ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში გინდა ისაა, რომ ეს ეს საშინელი ტკივილი ბოლოს და ბოლოს წავიდეს... ადამიანის ყველა სხვა ვექტორი დათრგუნულია სმენითი ტანჯვებით, სმენის ვექტორის აუვსებელი დომინანტური სურვილებით, მისი «კბილის ტკივილით».

ვიღაცას მხოლოდ ის უნდა, რომ თავისი სხეულებრივი მოთხოვნილებები აღივსოს და მათი დაკმაყოფილების შემდეგ სრულიად კომფორტულად იგრძნობს თავს, მაგრამ არა სმენები. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ტრენინგებზე საკუთარი თავისა და სამყაროს ხელახალი გაცნობით სმენებს პირველად უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ შეაღწიონ არაცნობიერში – საკუთარში და სხვისაში. სმენას პირველად უჩნდება შანსი, რომ ჭეშმარიტად გაიხედოს არაცნობიერში დაფარულის მიღმა, და მისი ძიება მიმართულებას იძენს.

ცხოვრებისგან იმედგაცრუებული სმენითი ადამიანები პირველად ხვდებიან, თუ სად შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი თანდაყოლილი თვისებები და ნიჭი. სულ მცირე მოძრაობაც კი სწორი მიმართულებით, საკუთარი თავის შეცნობისკენ, კოლოსალურ სიამოვნებას ანიჭებს მათ. საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ იმის გაგებაც კი, რომ ისინი სმენის ვექტორიანები არიან, ფარდას ხსნის და მიმდინარე მოვლენების გაგებას აძლევს.

როდესაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს იწყებს თავისი სმენითი სურვილების ავსებას, იგი უზარმაზარ შვებას გრძნობს, თითქოს მხრებიდან ათასწლოვანი ტვირთი მოხსნეს, რომელიც მთელი ცხოვრება აწვებოდა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ჩნდება სიხარული იმის გამო, რომ ძიება დასრულდა. როგორც იქნა იპოვა ის, რასაც ამდენ ხანს ეძებდა. ჩნდება საკუთარი, და არა სხვისი ცხოვრებით ცხოვრების, საკუთარი თავის მაქსიმუმამდე რეალიზაციის შესაძლებლობა. შანსი, რომ ყოველ წამს მიიღოს უზარმაზარი სიამოვნება ცხოვრებისგან და ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

უფრო ვრცელი ინფორმაცია სმენის ვექტორის შესახებ იხილეთ ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...