smena1

სმენის ვექტორი ეს არის ინფორმაციის მეოთხედის შიდა ნაწილი. ამ ვექტორის ფუძეა აბსოლუტური ინფორმაცია. მიეკუთვნება ინტროვერტულ ფსიქოტიპს. სამყაროში მათი საერთო რაოდენობა 5%-ია. (გაეცანით სმენის ვექტორის მოკლე მიმოხილვას)

სმენის ვექტორის ყველაზე მგრძნობიარე ზონა ფიზიკურ სხეულზე, ეს არის სმენის არხი. მის კომფორტული გეომეტრიულ უსარულობის ნიშანი ან რვიანი. ის გასაზღვრულია ვექტორით და დავალებით, შეიცნოს სამყაროს მოწყობა და ფუნქცია, იყოს დაკავებული შეცნობის პროცესით, ეძებოს და შეიტანოს საერთო კანონები მსოფლიოს მოწყობაში და კაცობრიობის განვითარება მიმართოს სწორი მიმართულებისაკენ. სმენის ვექტორი ეძებს და ხსნის ჩვენი უსასრულო სამყაროს წესებს.

პირველყოფილ ჯოგში სმენის ვექტორი ღამის დარაჯის ფუნქციას ასრულებდა. სწორედ ღამით, როცა ყველა იძინებდა, წყდებოდა ყველა მისთვის უსიამოვნო ყოველდღიური ცხოვრების ხმაური, ის ახდენდა კონცენტრაციას და უსმენდა სიჩუმეს, რომელსაც არღვევდა ფოთლების შრიალი, ნიავის ზუზუნი. თავისი მგრძნობიარე ყურებით, რომელსაც შეუძილია განასხვავოს ერთმანეთისგან უამრავი ხმა სხვადასხვა ამპლიტუდიდან, ის იღებდა ინფორმაციას სწორედ ღამით და სწორედ ამ მეთოდით შეეძლო გაეფრთხილებინა თავისი ჯოგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მას ამ დროს ჩამოუყალიბდა ბევრი მთავარი კითხვა სამყაროს შესახებ: ვინ ვარ მე და რა რაში მდგომარეობს ჩემი ცხოვრების აზრი? სწორედ ამაზე ფიქრობს სმენის ვექტორიანი ღამის სიჩუმეში და კონცენტრირდება კითხვებსა და საკუთარ მდგომარეობაზე.

მოდით შევეხოთ სმენის ვექტორის გარეგნულ ნიშნებს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს დიაგნოსტირებისათვის მეორეხარისხოვანია. მისი სხეულის აგებულებას შეიძლება დავარქვათ ღონემიხდილი, ის არის მაღალი გრძელი კიდურებით, კუნთები შედარებით სუსტად აქვს განვითარებული, ჩაღრმავებული და ჩამჯდარი თვალები ბუდეში, მისი მზერა მიმართულია გამჭოლად, მაგრამ გეჩვენებათ, რომ ის საკუთარ თავში იყურება ან არსაით. ასეთ მზერას ხშირად „შუშის გამოხედვასაც“ უწოდებენ. უმეტესად იგი ჩაფიქრებულია საკუთარ თავსა და აზრებში. ამიტომ სახე აქვს მიმიკების გარეშე და არ გამოხატავს არანაირ ემოციას. მისი ყველაზე მგრძნობიარე ზონა ყურებია, ამიტომ ძალიან მოსწონს სხვადასხვა ხმებით ტკბობა, მაგრამ ყველაზე საოცნებო ხმა ხმების არარსებობაა. უყვარს დიდი ხნით სიჩუმეში ყოფნა. სიჩუმეში ახერხებს კონცენტრაციას. განმარტოებისათვის ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც ნაკლები ადამიანები არიან, ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, ზღვის სანაპირო, დაცარიელებული სკვერი. ძალიან იშვიათად შეხვდებით დისკოთეკაზე ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. მისთვის ასეთი გარემო ძალიან არაკომფორტულია. მგრძნობიარე ყურების გამოა, რომ ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ მაღალ ხმებს. ვერ იტანენ, როცა დიდი ხნის საოცნებო სიჩუმეს არღვევს კარების ან ძველი პარკეტის ჭრიალი. ამიტომ თუ ოჯახის წევრი გყავთ სმენის ვექტორის და გიყვართ იგი, შეეცადეთ მოარიდოთ უსიამოვნო ხმაური ან ხმები, რომელიც მას აღიზიანებს, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი მდგომარეობა.

2zvuk noch

სმენის ვექტორიანებს არ უყვართ ადრე დაძინება და გაღვიძება, რადგან მათი არქეტიპული როლი - ეს არის ჯოგის ღამის გუშაგი. ღამის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება, მიდის ფილმის საყურებლად, ან სამეცნერო, რელიგიური წიგნების წასაკითხად. ბავშვობაში ისინი ხშირად არიან ფანარით საბნის ქვეშ, რომ მშობლებმა იფიქრონ რომ მას სძინავს. აქტიურია ღამის სამ-ოთხ საათამდე და შემდეგ იძინებს. ამიტომაც მისთვის ძალიან რთულია დილით გაღვიძება. მშობლები, მასწავლებლები მოუწოდებენ დისციპლინისკენ. მისთვის კი ძალიან რთულია დროულად გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე. გაღვიძებიდან პირველი ორი-სამი საათი ის დადის ძილბურანში. სკოლაში კი შეიძლება პირველ-მეორე გაკვეთილზე ეძინოს.

გარემოცვას შეიძლება მოეჩვენოს, თითქოს ის მათთან არც არის, ჯგუფისგან გამოცალკევებულია და მუდმივად გათიშულია, მაგრამ მისი ასეთი გამომეტყველება სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში მის გონებაში მთელი რიგი აზრთა ქარბუქია. მისი გონება მიმართულია არა მატერიაულური, მოსაწყენი მოვლენების მიმართ, არამედ არამატერიალურისკენ. ის მთლიანად ჩაფლულია აზრებისა და იდეების სამყაროში. შეიძლება დაავიწყდეს ჭამა, სმა, სხეულის მოვლა იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მას შეუძლია დღეებით იჯდეს კომპიუტერთან და ვიდეო-თამაშებს თამაშობდეს, და ამ დროს მისი ამ მდგომარებიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ ის ჩუმია და არ არის მიდრეკილი ურთიერთობისაკენ. თუ საუბრობს, საუბრობს ჩუმად და მონოტონური ხმით, რათა არ „დააზიანოს“ სხვისი ყურები. სხვებიც ისეთი მგრძნობიარეები ჰგონია, როგორც თავადაა. საუბრის დროს არ ქანქარებს, სხეული თითქმის განუძრევლად აქვს. თუ ჩაფიქრებულ სმენის ვექტორიანს მოულოდნელად კითხვას დაუსვამთ, პასუხს შეყოვნებით გაგცემთ. მცირეხნიანი პაუზა სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავიდან გამოვიდეს გარეთ და კითხვაზე გიპასუხოთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ მასთან ურთიერთობისას, თუ გინდათ, რომ დადებითი ემოციები ჰქონდეს კონტაქტის დროს. როგორი ფრაზით შეიძლება ამოვიცნოთ სმენის ვექტორიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში: „შეიცანი თავი შენი“, „ამაში ვერ ვხედავ აზრს“, „და რა აზრი აქვს ამას“, „ეს უაზრობაა“, „რა არის შენი მთავარი იდეა“, „რაშია არსი“, „ისინი მე ვერ მიგებენ“, „საერთოდ რაზე საუბობს ყველა“, „სუჩუმე ოქროა“, „არაფერი არ მინდა“, „დეპრესია მაქვს“, „დედა, ღმერთი არსებობს?“, „როგორ მინდა სიჩუმე და განმარტოება“, „დრო მომეცი მოსაფიქრებლად“, და მთავარი სიტყვა, რომელსაც ის ძალიან ხშირად იყენებს ეს არის ნაცვალსახელი „მე“.

original

რაზე ფიქრობს სმენის ვექტორიანი და როგორ არის მისი ინტელექტი მოწყობილი?

ნებისმერ ვექტორს (გარდა კუნთის ვექტორისა) ფიქსირებული აქვს საკუთარი „მე“, მაგრამ სმენის ვექტორიანს იგი ფიქსირებული არ აქვს. იმ დროს როცა ყველა შვიდ ვექტორს „მე“ გამოეყოფა ავტომატურად, სმენის ვექტორიანმა თავისით უნდა შეასრულოს ეს რთული დავალება, ხშირად შეუძლებელიც კი. გაიგოს ვინ არის. სწორედ პასუხის არ არსებობა მთავარ კითხვაზე - აწვალებს უძილო ღამეების დროს. პასუხი შეიძლება თავისი ფორმით იყოს სხვადასხვანაირი. სმენის ვექტორიანმა შეიძლება ვერ გაარკვიოს რა უნდა ამ ცხოვრებაში, არ იცის, რომელ სფეროში რეალიზდეს, მაგრამ თავისი არსით ყველაფერი უკავშირდება მის მთავარ კითხვას.

მნიშვნელოვანია თავიდანვე აღინიშოს, რომ სმენის ვექტორის განვითარების ყველა სცენარი წყვილების, ჯგუფის, კაცობრიობის დონეზე, იქნება დამოკიდებული იმაზე, იპოვა თუ არა პასუხი მთავარ კითხვაზე. ძირითადში ორი ძირითადი სცენარია. თუ აქვს პასუხი კითვაზე „ვინ ვარ მე“ , მაშინ ის რეალიზდება იმ იდეის ფარგლებში რითიც გაეცა პასუხი მის შეკითხვას და ახსნა სამყარო, მაგრამ თუ პასუხი არ აქვს, შეიმჩნევა დეპრესია, თვითმკვლელობის სურვილი და სხვა ფსიქიკური დაავადებები. მოდით გავერკვეთ რა მეთოდით იღებს სმენა ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ:

იგი ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს. აზროვნებს აბსტრაგირების მეშვეობით. აბსტრაქციაში მოიაზრება გაფანტული რამოდენიმე მოვლენის საერთო კავშირი და მათი გაერთიანება ერთი ფუძით. საერთოს ძიება და უფრო მაღალი მოწყობის სისტემის გაგება ანვითარებს მის აზროვნებას. და რა არის საერთო? საერთო ეს არის რაღაცის იდეა.

მისი აზროვნება სისტემური და აბსტრაქტულია. რა არის სისტემა? სისტემა ეს არის ელემენტების ერთობლიობა ფორმებითა და ურთიერთკავშირით. თუ სმენის ვექტორიანი სწავლობს და ფიქრობს, თუ როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სისტემა, მაშინ ის ვითარდება. რატომ სისტემურად? იმიტომ, რომ როცა მისი რაღაც ნაწილით ახდებს აბსტრაქციას, მაშინ ის ეძებს კიდევ უფრო მაღალი მოწყობის სისტემას. მაგალითად, ხის უკან ხედავს ტყეს. უფრო მაღალგანვითარებული სმენის ვექტორიანი ტყის უკან ხედავს მთელ ეკოსისტემას.

idea

ახლა კი აუცილებელია მოვიხსენიოთ რა არის წვდომა (შემეცნება). ჩვენ გვაქვს ოთხი კატეგორია: შეგრძნება, რწმენა, ცოდნა და წვდომა (შემეცნება). რა არის შემეცნება? ეს არის რაღაც საგნის ფუნქციის გაგება უფრო მაღალი წესრიგის სისტემიდან. მოდით მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი, თუ გვინდა გავიგოთ კოვზის არსი, აუცილებელია გავიგოთ ის რომელ სისტემას ეკუთვნის. შემდეგ უკვე გავიგებთ რისთვის არის საერთოდ საჭირო კოვზი. ადამიანი თავის არსში გაუცნობირებელია. თითქოს ის სხეულია და მეტი არაფერი. აი, ჯგუფში მას უკვე რაღაც ფუნქცია აქვს. ჯგუფში ის უკვე აზრს იძენს. იმისათვის, რომ პასუხი გასცეს მთავარ კითხვას - „ვინ ვარ მე?“ სმენის ვექტორიანი ეძებს უფრო ფართომასშტაბიან და მრავლის მომცველ იდეას, რომელიც ახსნის როგორც მის არსებობას, ისევე სამყაროს მოწყობას.

სმენის ვექტორიანისაგან ხშირად მოისმენთ: „რა აზრი აქვს ამ საგანს? რაში მდგომარეობს მისი იდეა და არსი?“. როგორ ხედავს ის გარე სამყაროს? თუ მან იპოვა იდეა რომელიც ახსნის მასაც და სამყაროსაც, მაშინ საკუთარი განვითარების პროცესს ის იღებს როგორც სამყაროს განვითარების ნაწილს. მაგრამ თუ მას არ აქვს საერთო იდეა, ყველაფერი მის გარშემო ერთმანეთთან დაუკავშირებელი იდეების ერთობლიობაა. აუცილებელია გავიგოთ, რომ მისთვის არ არსებობენ ადამიანები და საგნები, არსებობენ მხოლოდ იდეის მატარებლები და მისი დამოკიდებულება ადამიანებთან ანალოგიურია. თუ ადამიანების ცხოვრებისეული იდეა, მის იდეაზე ნაკლებია თავისი შინაარსით, მაშინ მათ ქედმაღლურად ექცევა, მაგრამ თუ სხვები გაუთანაბრდნენ, ან უფრო მაღალი კონცეფციები აქვთ სამყაროზე, სმენის ვექტორიანი ინტერესს იჩენს იდეის, სწავლების ან ასეთი ადამიანის მიმართ.

ბევრი კითხულობს, თუ რატომ არის სმენის ვექტორიანი ეგოცენტრული, რატომ არის ის საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის? მინდა გითხრათ, რომ მისი ეგოცენტრულობა და მაღალი წარმოდგენა მასში ბუნებრივად არის ჩადებული. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ინტელექტი მიმართულია გაერთიანებისაკენ, ის მაღლდება მოვლენებზე და უყურებს ზემოდან, ცდილობს მათში მოძებნოს საერთო.

მოდით, მოვიყვანოთ მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს სურათი დიდი მოცულობის პიქსელებით, თუ მას უყურებს ვიზუალის ვექტორიანი ის მასში სწავლობს თითოეულ პიქსელს, მის სილამაზეს, უნიკალურობასა და განუმეორებლობას, სმენის ვექტორიანი კი თითოეული პიქსელიდან ახდენს აბსტრაქციას და ცდილობს სურათი მთლიანობაში დაინახოს. აი, ეს არის მისი განსხვავება, და მნიშვნელოვანია ამის გაგება. სმენის ვექტორიანისთვის არ არსებობს მატერიალური სამყარო. მისი ბუნება ადამიანური ბუნებაა. ჩვენს გვაქვს არაცოცხალი ბუნება გამოხატული კუნთისა და ორალური ვექტორით, მცენარეული გამოხატულია ანალური და ვიზუალური ვექტორებით, ცხოველური ბუნება გამოხატულია კანისა და ყნოსვის ვექტორებით, ხოლო ადამიანური ბუნება ადამიანში - ურეთრალური და სმენის ვექტორებით. სმენის ვექტორიანი ამაღლდა ცხოველურ ბუნებაზე და განვითარებული სმენა, უკვე მსოფლიო ინფორმაციის მეფეა.

საერთოდ, სმენის ვექტორიანის ცხოვრება - ეს არის ძიება. მას შეუძლია მოსინჯოს სხვადასხვა იდეები, მაგრამ ამ ყველა იდეამ ერთობლიობაში პასუხი უნდა გასცეს მისი ცხოვრების მთავარ კითხვას. ცხოვრების მანძილზე შეუძლია შეისწავლოს ფსიქოლოგია, ეზოთერია, რელიგიები, მაგია, ფიზიკა, ასტროლოგია, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, თუ მან იპოვა იდეა, რომელიც მასში რაღაც დოზით მაინც ხსნის სამყაროს, ის უკვე პოულობს საკუთარ „მეს“ და იწყებს განვითარებას იმ კონცეფციის ფარგლებში, რომელიც მან საკუთარი თავისთვის მიიღო. აი, რა იდეას აირჩევს სმენის ვექტორიანი, ეს უკვე დამოკიდებულია მის განვითარების დონეზე, მას შეუძლია აიღოს არა მხოლოდ საკუთარი ვექტორის იდეები, არამედ სხვა ვექტორებისაც. ამ შემთხვევაში სმენის ვექტორი ერწყმის ქვედა ვექტორებს და ანვითარებს მათ ღირებულებებსაც.

აუცილებელია გვახსოვდეს, როცა სმენის ვექტორიანი იღებს სხვა ვექტორის ღირებულებებს, მაშინ მასში უნდა იყოს მოცემული სხვა ვექტორებიც. მოდით მოვიყვანოთ მაგალითისთვის იდეები, რომლებმაც შეიძლება შეიპყროს სმენის ვექტორიანი. მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ მარტივიდან:

ანალური იდეა - ეს არის ხარისხი, უფრო სწორედ ადამიანების დაყოფა ხარისხის მიხედვით. არის ჩემი რასა, კარგი და სუფთა, და არის სხვა რასები, ჭუჭყიანები, რომლებიც უნდა მოიშორო და სამყაროში დავრჩებით ჩვენ, როგორც ყველაზე ხარისხიანი მსოფლიოში. მე ვსაუბრობ ისეთ მოვლენაზე, როგორიც არის ნაციზმი. მისი მკაფიო წარმომადგენელი, როგორც უკვე იცით, ეს იყო ადოლფ ჰიტლერი. მას ქონდა როგორც ანალური ვექტორი, ასევე სმენის, რომელმაც ანალური იდეა ხარისხობრივად აიყვანა სმენის ვექტორის იდეის დონეზე.

კანის ფასეულობა - ეს არის საკუთარი სხეულის ფლობა და მისი კონტროლი, მაგალითად ბრიუს ლი. ასევე კანის იდეაა გახდეს მილონერი. ინჟინერია, გამომგონებლობა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესისთვის, მაგალითად სტივ ჯობსი. არის შემთხვევები როცა სმენას სხვა ვექტორის ცუდი მდგომარების იდეა აჰყავს, მაგალითად, კანის პათოლოგიური სურვილი იყოს ჯანმრთელი.

ურეთრალური ვექტორის იდეა - ეს არის თავისუფლება. შუა საუკუნეებში ამ იდეის მატარებლები იყვნენ მეკობრეები. ასევე ამ იდეამ გამოვლინება ჰპოვა მიმდინარეობაში, როგორიცაა ანარქია. „ანარქია წესრიგის დედაა“- ყველასთვის ცნობილი გამოთქმაა.

ვიზულური ვექტორის იდეა - ეს არის სიყვარული, ჰუმანიზმი. ვიზულური შიშებიც შეიძლება იქცეს იდეად, მაგალითად საშიში ფილმების რეჟისორებს, რომელთაც ჩვეულებრივ აქვთ როგორც ვიზულური ვექტორი, ასევე სმენის, შიში აჰყავთ იდეის დონემდე, იღებენ საშიშ ფილმებს და ამ საქმიანობას უძღვნიან მთელ თავის ცხოვრებას.

ყნოსვის იდეაა - ძალაუფლება და მსოფლიო მმართველობა.

სმენის ვექტორის იდეა - ესაა სულიერი ძიება. ეს არის მსოფლიო რელიგიები, რომელთა დამაარსებლებს ყველას ჰქონდათ სმენის ვექტორი. ესაა მეცნიერება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სმენის ვექტორის იდეის სისწორის ხარისხი განისაზღვრება ამ იდეის სიახლოვით ბუნებრივ კანონებთან. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არაცოცხალ, მცენარეულ და ცხოველურ ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულად და სრულყოფილადაა მოწყობილი, ხოლო ადამიანში ამას განაპირობებს გაცნობიერებული განვითარება. სმენის ვექტორიანი პასუხისმგებელია ადამიანის განვითარებაზე ადამიანში. ის აირჩევს უფრო გლობალურს თუ ნაკლებად გლობალურს, ეს უკვე მის ტემპერამენტზეა დამოკიდებული. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, დამოკიდებულია მისი სურვილის სიძლიერეზე, რამდენად უნდა არეალიზოს თავისი უნარები, რომელიც მას მიეცა დაბადებიდან. უფრო გლობალური იდეა და ნაკლებად გლობარული იდეა განსხვავდება ერთმანეთისაგან იმით, რომ ის უფრო სრულყოფილად აძლევს პასუხს კითხვაზე „თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო“. აი, მაგალითად, ფიზიკა პასუხობს კითხვას, თუ როგორ არის სამყაროში მოწყობილი არაცოცხალი დონე.

apatija

ჩვენ გვახსოვს, რომ თუ სმენის ვექტორიანმა ვერ იპოვა იდეა, რომელმაც უნდა აუხსნას სამყარო, ის ვარდება დეპრესიაში. დეპრესიაში ჩვენ მოვიაზრებთ უშედეგო ძიებას, რომელსაც არ მოჰყვება აზრის პოვნა. განწირულობისა და უბედურების განცდა იმიტომ, რომ ვერ იპოვა ცხოვრების აზრი. მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება სმენის ვექტორიანი ცხოვრებაში, როცა ის დეპრესიაშია.

იგი არ არის მხიარული, არ აინტერესებს მატერიალური სამყარო, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის მუშაობს ან დაკავებულია სხვა საქმიანობით მისგან ხშირად მოისმენთ „და რა აზრი აქვს ჩემს სამსახურს?“. ის გააკეთებს საქმეს ოღონდ ენთუზიაზმის გარეშე. იმუშავებს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიმუშაოს საარსებო მინიმუმი. პირადი ურთიერთობები, ოჯახი, ჰობი, ეს ყველაფერი მას არ აინტერესებს. არის უენერგიოდ და სამუშაოს შემდეგ მხოლოდ ლოგინზე დაცემისა და ძილის სურვილი აქვს. დეპრესიის დროს დილით გაღვიძება ძალიან უჭირს. მთელი მისი ენერგია მიდის საკუთარი, არამატერიალური კითხვების პასუხის გაცემაზე. როცა უფრო რთულ მდგომარეობაშია, ის შეიძლება ბოლომდე იზოლირდეს საზოგადოებისაგან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დღეებით ისხდნენ სახლში, იკვებონ მაკარონით, ეძინოთ მთელი დღე და ერთი-ორი საათით გამოფხიზლდნენ ღამით, ისიც ითამაშონ კომპიუტერული თამაშები, უსმინონ მუსიკას ან უბრალოდ უყურონ კედელს.

იაპონიაში არსებობს მოვლენა, რომელსაც უწოდებენ ,,ჰიკიკამორის”, ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც შემოსაზღვრავენ საკუთარ თავს და ცხოვრობენ კარჩაკეტილად. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ იაპონიაში არ ხდება, ამის გამოვლინებას თითქმის ყველგან ვხვდებით. ეს მდგომარეობა კავშირშია სმენის ვექტორთან, ესენი არიან ის სმენის ვექტორიანები, რომლებიც იმის გამო, რომ ვერ იპოვეს იდეა, ჩავარდნენ დეპრესიაში. სმენის ვექტორიანის დეპრესიის განვითარების ერთ-ერთი სცენარია, როცა ის მთლიანად ეფლობა ათეიზმში. უშედეგო ძიების შემდეგ, როცა ვერ იპოვა აზრი, ის უკვე იწყებს უკუსვლას. ის იწყებს ღმერთის არარსებობის მტკიცებას ყველა დონეზე. მთლიანად ეფლობა მატერიალურ სამყაროში და ვერც წარმოდგენს უფრო მაღალი ცნობიერის არსებობის შემთხვევას, სულიერებას. დეპრესიის დროს აქვს სუიციდის სურვილი, ყოველ შემთხვევაში თვითმკვლელობაზე ფიქრები უტრიალებს თავში. როცა დეპრესიაში მყოფ სმენის ვექტორიანს აქვს გარემოსაგან გადამეტებული ზეწოლა, პრეტენზიები, ყვირილი, შეურაცხყოფა, შესაძლებელია ასეთ დროს ის შიზოფრენიამდეც მივიდეს. ხმამაღალი ყვირილი, ჭურჭლის მსხვრევა, სკანდალები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო კეტავს მას, რათა თავი დაიცვას გარე სამყაროსაგან. შემდეგ კი შესაძლებელია განუვითარდეს ნევროზი, ან შიზოფრენია. ასეთ შემთხვევაში ის უკვე საკუთარ სამყაროს ქმნის საკუთარ თავში, სადაც ყველაფერი კარგადაა, ყველა კეთილია და დარჩენილ ცხოვრებას ამ სამყაროში ატარებს. მთელი ამ ჩხუბების შედეგად შესაძლებელია საერთოდ გაწყვიტოს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ან აირჩიოს ერთი მეგობარი. აგრესია ოჯახში მასზე ძალიან მოქმედებს და ართულებს მის რესოციალიზაციას.

რა მეთოდით და ფორმით უნდა განავითაროს სმენის ვექტორმა აბსტრაქტული ინტელექტი, რომ რეალიზდეს სრულად და გახდეს ბედნიერი არსება, რომელიც დატკბება ამ ცხოვრებით?

დასაწყისისთვის, ადეკვატური „ზეწოლა“ ნორმალურია შემდგომი შედეგის მისაღწევად. ზედმეტი ზეწოლის შედეგად განვითარებული შედეგები უკვე განვიხილეთ. თუ მას საერთოდ უყურადღებოდ დავტოვებთ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია საკმარის დონეზე ვერ განვითარდეს. შეიძლება მან გამოიყენოს საკუთარი აბსტრაქტული ინტელექტი, მაგრამ სრულად არა, ან ისარგებლოს სხვა ვექტორის ინტელექტით. განვითარების პროცესის დროს აუცილებელია მან ისწავლოს მთელი ამ აბსტრაქტული პროცესის აბსტრაგირება, შეძლოს საერთო კანონზომიერების დადგენა ამა თუ იმ ცალკეული გამოვლინებების დაკვირვებით. აუცილებელია მისცეთ დავალებები მისი უნარის განსავითარებლად, რაც დაეხმარება დაადგინოს ურთიერთკავშირი და შექმნას სამყაროს ერთიანი სურათი. ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ დამოუკიდებლად ფიქრი. განაზოგადეთ მისი კითხვები, რათა დამოუკიდებლად ეძებოს და იპოვოს მათზე პასუხები. მისი განვითარებისთვის აუცილებელია შეუქმნათ საარსებო პირობები. როგორც უკვე მიხვდით, ეს არის სიჩუმე, რადგან მას სწორედ მშვიდ გარემოში შეუძლია კონცენტრირება. პატარა ბავშვი (სმენის ვექტორიანი) უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას მთელ სამყაროზე და ამის შემდეგ ის უკვე განვითარდება სწორი მიმართულებით. ის ნელ-ნელა გადავა აბსტაქციის კიდევ უფრო მაღალ დონეებზე და ასე უსასრულოდ.

როგორ მუშაობს აბსტრაქტული ინტელექტი?

აბსტრაქტული ინტელექტი — ესაა სმენის ვექტორიან ადამიანთა უნარი, გონებამახვილურად ააწყონ სამყაროს მთლიანი მოდელი. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ასეთი უნარი უნიკალურია ვექტორული თვალსაზრისით — მხოლოდ სმენის ვექტორის მფლობელებს გააჩნიათ აბსტრაქტული აზროვნება. მიზეზი იმყოფება სმენური ზომის საფუძველში — სინთეზისადმი მის მისწრაფებასა და უნარში. სწორედ ამიტომ ცდილობენ სმენის ვექტორანები სამყაროს რაღაც საერთო, უნივერსალური მოდელის შექმნას, რომელიც მის ყველა სხვადასხვა ასპექტს ერთგვარი საერთო იდეით გააერთიანებს. და ამისკენ მიისწრაფვის სმენური ზომა ყველაზე გლობალურ მასშტაბში.

რაშია პროცესის არსი?

სმენის ვექტორის მფლობელ ნებისმიერ ადამიანს სამყაროს თავისი მოდელი აქვს აწყობილი. მის საფუძველში დევს გაგება: როგორ ვხედავ სამყაროს ან როგორ ვხედავ შესასწავლ ობიექტს. ესაა ერთგვარი პრიზმა, რომლის გავლითაც განიხილება ნებიმიერი საგანი ან მოვლენა.

მაგალითად, სმენის ვექტორიანმა გადაწყვიტა განვითარდეს თავისთვის ახალი პროფესიონალური ან სულიერი მიმართულებით. თუ იგი იყენებს თავის აბსტრაქტულ ინტელექტს, მაშინ მანამ, სანამ ახალ მასალებს გაეცნობა, იგი თვითონ, თავისი წარმოდგენიდან (სამყაროს მოწყობის თავისი მოდელიდან) გამომდინარე მოახდენს შესასწავლ მოვლენაზე თავისი ხედვის ფორმულირებას. ამიტომ, როდესაც სმენის ვექტორიანი ახალი ცოდნის ათვისებას აპირებს, იგი თეორიულად უნდა დაჯდეს და ჩამოწეროს, თუ როგორ ხედავს ამას: რა საკითხები უნდა გაშუქდეს, რა თემები იქნება მთავარი, და რა — მეორადი. ანუ მისი სამყაროს მოდელი იქნება განმსაზღვრელი რეალობის ნებისმიერი მოვლენისადმი — სახელდობრ, შექმნის არსთა იერარქიას ნაწილობრივ მოვლენებში, მათ შორის შესწავლის პროცესშიც.

სხვათაშორის, ახალი ცოდნაც „ზედ დაედება“ სამყაროს მისეულ მოდელს — თუ ისინი უფრო ფართოა, მაშინ მოდელი ფართოვდება, ხოლო თუ ვიწროა, მაშინ ასიმილირდება მის მიერ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი ცოდნა ამ მოდელს დეტალებით, კონკრეტიკით, ინფორმაციით ავსებს.

რა ხდება, როცა მოდელი ფართოვდება? როგორ იცვლება იგი? უპირველეს ყოვლისა, იგი განიცდის განახლებას — ხდება მისი „აპგრეიდი“, თუკი „აიტიშნიკურ“ ტერმინს გამოვიყნებთ. მოდელი ხდება უფრო ღრმა. იგი აღწერს და ერთ მთლიანობად აკავშირებს მოვლენათა დიდ ნაკრებს. ამ შემთხვევაში სმენას, მუდმივად „მოაზროვნე მოდელით“, გადააქვს განახლებული მოდელი ცოდნის ნებისმიერ სხვა სფეროზე და იქიდან კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ისრუტავს.

thought about thinking 1000x500

რაშია მთავარი სიტკბო?

შესანიშნავი მაგალითი — სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი. სმენის ვექტორიანი ადამიანი სვფ-ს საფუძვლების შესწავლისას ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას სვფ-ს პრიზმაში გადახედავს, ამასთან, როგორც მიკრო-დონეზე (საკუთარი „მე“), ასევე მაკრო-დონეზე (სისტემური ურთიერთობა სამყაროს ობიექტებს შორის).

თუკი ახალი ცოდნა სამყაროს უკვე აწყობილ მოდელზე უფრო ღარიბი აღმოჩნდა, იგი მაინც მიიღებს სარგებელს: დაინახავს შეცდომებს და უზუსტობებს თავის მოდელში და მოახდენს კორექტირებას დეტალების დონეზე.

ამრიგად, მხოლოდ სმენებს შეუძლიათ, რომ „ნარჩენების გარეშე“ აითვისონ ინფორმაცია: იგი გამოყენებას მოუძებნის მას მიუხედავად მასშტაბებისა — ინფორმაცია, რომელიც სამყაროს მისეულ მოდელს აფართოებს, მის „აპგრეიდს“ გამოიწვევს, ხოლო ინფორმაცია, რომელიც მასში ჯდება, შეავსებს ნაკლულ კავშირებს ამ მოდელის ობიექტებს შორის და ამგვარად გააღრმავებს მას. ასე ჩნდება აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ანუ აბსტრაქტული ინტელექტი.

არის კარგი ახალი ამბავი: ადამიანის ფსიქიკაში სმენის ვექტორის არსებობისას, აბსტრაქტული აზროვნების უნარი შესაძლებელია და აუცილებელიცაა, რომ განვავითაროთ — მისი დონე არაა დაბადებიდან არსებული მოცემულობა.

აბსტრაქტული ინტელექტის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ იგი არ ვითარდება თავისით. ხშირად მისი მატარებელი არც კი ეჭვობს, თუ რა უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია სმენის ვექტორით უზრუნველყოფილი აზროვნების მხრივ. მაგრამ რაღაც უფრო დიდის ბუნდოვანი სურვილი მათ ბავშვობიდან თან ახლავთ. თუ ეს მოთხოვნილება არ კმაყოფილდება, თუ აზროვნება განუვითარებელი რჩება, მაშინ აბსტრაქტული ინტელექტის „ჩანასახი“ ტყვიის ტვირთად იქცევა სმენის ვექტორიან ადამიანში, ტვირთად, რომელიც დიდ ძალებს ართმევს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს პოტენციალის გამოუყენებლობის გამო.

ამასთან, ყველაზე ხშირად, პოლიმორფი-სმენები (ანუ ადამიანები, რომელთა ფსიქიკაშიც კიდევ რამდენიმე ზედა და ქვედა ვექტორია) იყენებენ სხვა ვექტორთა ინსტრუმენტებს — ლოგიკას (კანური ზომის ძირითადი ინსტრუმენტს), ანალიზს (ანალური ზომის ძირითად ინსტრუმენტს), და თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებას (ვიზუალური ზომის ინსტრუმენტს). სხვათაშორის, ამჟამად ქალაქებში ძირითადად 4-6 ვექტორიანები ცხოვრობენ.

mind mapping 1

როგორ შეუძლია სმენას აზროვნების ამ ინსტრუმენტების გამოყენება და აბსტრაქტული აზროვნების განვითარება?

რაღაც საგნის (წიგნის, სტატიის, სემინარის) შესწავლისას შეგვიძლია მასალა სტრუქტურულ ნაწილებად დავყოთ. ყოველი ნაწილისთვის უნდა დავხატოთ სქემა (ინტელექტ-რუკა). ეს მარტივად კთდება: ცალკე ფურცელზე ხდება მთავარი თეზების ამოწერა — ჩნდება ბირთვი. მთავარი აზრების გარშემო შეგვიძლია მივუთითოთ მეორეხარისხოვანები, გეგმის პუნქტების ან რაიმე თანიმდევრობების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სახით, შეგვიძლია დავამატოთ გარკვეული განმარტებები და კომენტარები, შესაძლოა ნახატები და მონიშვნებიც ძირითადი აზრებისთვის. შედეგად გამოდის გარკვეული იერარქიის სქემა — მთვარი აზრები და მათ გარშემო მეორადი, კომენტირებადი, ნახატებით, ახსნა-განმარტბებით, რითაც გნებავთ.

თუ გსურთ, რომ ასეთი რუკების მაგალითები იხილოთ, მოიძიეთ ნებისმიერ საძიებო სისტემაში „mind map” — თქვენ იხილავთ ასობით ასეთ ნახატ-სტრუქტურას, პრიმიტიულიდან ურთულესამდე.

სისტემურ-ვექტორული ფსიქონალიზის შესწავლით, თქვენ შეძლებთ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და საკუთარ შიშებს. და იპოვით გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ მდგომარეობებს. ადამიანისთვის, რომელსაც ესმის, რა ემართება, გაცილებით უფრო ადვილია სიტუციასთან გამკლავება, საკუთარი ემოციების კონტროლი და უფრო ნაყოფიერი რეალიზაცია.

ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი

წყარო: svp.ge