5. ორალური ვექტორი

oral

რაოდენობა - 5%

მიეკუთვნება ენერგიის მეოთხედს

ფუძე - გაერთიანება.

ფუნქცია - გაერთიანება საერთო ცხოველური სურვილების გამოხატვით.

ადამიანები განსხვავდებიან. ყოველი ადამიანი - ესაა ვექტორების ინდივიდუალური ნაკრები განსაზღვრულ მდგომარეობაში. მდგომარეობების უნიკალური კომბინაცია ფიზიკურ სამყაროში ვლინდება უნიკალური გარეგანი მოცემულობით. ნებისმიერი მასშტაბის ადამიანთა ჯოგი შედგება ცალკეული ადამიანებისგან, განცალკევებული ელემენტებისგან. მაგრამ ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც საერთო - კანონზომიერება და საბაზისო თვისებები, განსაზღვრული მდგომარეობა, მოთხოვნილება. ცხოველური სურვილები. 4 ქვედა ვექტორი, პასუხისმგებელია ცოცხალი ნივთიერების დროში გაგრძელებაზე, აქვთ საერთო სურვილი, დაკავშირებული სხეულთან და ფიზიკურ სამყაროსთან.

ცალკეულმა ადამიანებმა რომ ჯგუფი შეადგინონ, მათთვის აუცილებელია გაერთიანება. მომავლისკენ, ახალი მდგომარეობით მოძრაობს ერთიანი საკაცობრიო ორგანიზმი და არა ცალკეული ინდივიდები. დამაკავშირებელი კომპონენტების როლი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ერთიან ჯგუფად, წარმოაჩენს ორალურ ზომას. გაერთიანება - არის ორალური ვექტორის ფუძე, ენერგიის მეოთხედის გარეგანი ნაწილი. ყნოსვით ზომასთან შეწყვილებით, ორალური ვექტორი გვევლინება მამოძრავებელ ძალად მთელი კაცობრიობისთვის. როგორც მათი ცხოველური სურვილების გამოსავლენი ინსტრუმენტი.
ორალური ვექტორი, თავისი ვერბალური ინტელექტის ძალით, ქმნის ფონს ჯგუფის გაერთიანებისთვის და აერთიანებს ადამიანებს ჯგუფში. ვერბალური ინტელექტი - ესაა ჯგუფის საერთო სურვილების გახმოვანება. ამ სურვილების მიწოდების ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად ხუმრობით ან დაცინვით. საერთო სიცილში იშლება განსხვავება ადამიანებს შორის, ყველა პერსონა და ინდივიდი ერთიანდება ერთ მოხარხარე სხეულად.

ორალის ვექტორიანი ადამიანები პოულობენ რეალიზაციას ყველა პროფესიაში, რომელიც კავშირშია საუბართან, ჭამასთან და გართობასთან: მზარეულები, წამყვანები, დიქტორები, მსახიობები, შოუმენები, თამადები, ორატორები და ა.შ. ნებისმიერი პროფესია ჩამოთვლილთაგან (გარდა მზარეულისა) გულისხმობს ცოდნას ,,აუდიტორიის შებმისა", ,,ბრბოს აყოლიებისა", ,,ჩაითრიოს მსმენელები" - ე.ი. გააერთიანოს.

გარეგნული იერი

მკვეთრად გამოხატული გარეგნული შტრიხები, რომელიც შეიძლება ქონდეს ორალის ვექტორიან ადამიანს, კავშირშია მის ეროგენულ ზონასთან. განიერი პირი, სქელი ტუჩები, მკაფიოდ გამოხატული არტიკულაცია, გრძელი ენა - მთელი ეს ბუნებრიობები ქმნიან შთაბეჭდილებას არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობის, ემოციურობის ორალისა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია: ორალური ვექტორისთვის დამახასიათებელია სწორი, არაემოციური მდგომარეობა.

ორალის ვექტორიანებს უყვართ ჩაცმა მკვეთრად, გამოსაჩენად. გარეგნული იერსახე ორალის არის ჭრელი და კაშკაშა, მაშინვე ხვდება თვალში. აჭრელებული ტანისამოსი, მზის სათვალე ფერადი ჩარჩოთი, არაჩვეულებრივი (უცნაური) ვარცხნილობა, სხვადასხვანაირი მიხვრამოხვრა და ცვალებადი ჟესტიკულაცია - ესაა დაახლოებითი სურათი ტიპიური ორალის ვექტორიანისა.

მასხარის ქცევა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამართლებულია ბუნებრივი დავალებით: ,,იმაიმუნოს" მიიპყროს ყურადღება, მოადუნოს და ამით შეუწყოს ხელი ჯგუფის გაერთიანებას. ღიმილი იშვიათად შორდება ორალის სახეს. იცინის ხმამაღლა და გულიანად, მაგრამ სინამდვილეში ეს სიცილი - მოსაწვევია სხვებისთვის, რომ ერთად იცინონ (გაერთიანდნენ). საუბრობს ხმამაღლა, მჟღერად, ამისთვის ირჩევს ,,მსუყე" სიტყვებს, მისი სიტყვები გამდიდრებულია მძაფრი ეპითეტებით და ლამაზი გამოთქმებით. გინება ორალისთვის წარმოადგენს უნივერსალურ იარაღს: ნებისმიერს მიწასთან ასწორებს გინებით, ცხოველური დონის სურვილების რეალიზებამდე, რაც მოეთხოვება ორალურ ზომას.

ორალებს ხშირად აქვთ დეფექტები მეტყველებაში. ბუნება ამ გზით აღნიშნავს მისი მეტყველების განსაკუთრებულობას: ჩლიფინი, ლიყიანობა, - ხშირად ახასიათებს ორალურ ვექტორს.

სახეობრივი როლი

ორალური ვექტორი ქმნის განსაკუთრებულ გემოს, აქცენტს აკეთებს უბრალო ადამიანურ სიამოვნებებზე: კვება, გართობა, სიცილი, სექსი, ურთიერთობა. ეს ყველაფერი ექცევა მისი ბუნებრივი დავალების ჩარჩოებში და ემსახურება გაერთიანებას, ხალხთა მჭიდროდ დაკავშირებას ჯგუფში. კაცობრიობის ფსიქიკურმა ევოლუციამ გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილებები, გაართულა მათი სურვილები, მაგრამ ცხოველური ბუნება (მოთხოვნილებები) არ შეცვლილა.

პირველყოფილ ჯოგში ორალური ვექტორის როლი იყო - ,,ჯოგის მყვირალა". ადამიანთა ჯოგი ისედაც გრძნობდა თავს ერთ მთლიანობად, რომლისგანაც ინდივიდი მხოლოდ სხეულის გარსითაა გამოყოფილი. ამ ჯოგის გადასარჩენად, მოულოდნელი საფრთხის დროს, საჭირო იყო თვითგადარჩენის ინსტიქტის გამოღვიძება, რომ ამოძრავებულიყვნენ გადარჩენისთვის. ორალური ადამიანის ყვირილი ერთმნიშვნელოვნად უღვიძებდა საჭირო პირველყოფილ ინსტიქტებს ყოველ ადამიანს. ორალური ზომის პირველყოფილ ფუნქციას წარმოადგენდა დეგუსტაცია, ახალი საკვები რესურსების ათვისება - ჯოგის გაერთიანება საერთო გემოვნებითი მისწრაფებებით.

 კაცობრიობის განვითარების შემდეგი ფაზა კავშირშია რწმენის განვითარებასთან, სახელმწიფოს შექმნასთნ და ოჯახურ ურთიერთობებთან. ორალური ვექტორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი იდეები, მთლიანადაა დამოკიდებული ეპოქალურ ფასეულობებზე. ორალური ზომის განვითარება ხდება ხელოვნების ზემოქმედებით და ჰუმანისტური იდეალებით. ორალური ვექტორი პოულობს განვითარებას ორატორულ ხელოვნებაში, ქადაგებაში, ის ეხმარება ტრადიციების შექმნას და დამკვიდრებას.

 დღეს ორალური ზომა აერთიანებს კაცობრიობას ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით, სამომხმარებლო სურვილებით და პოლიტიკით, პროპაგანდას უწევს კანის და ყნოსვის ფასეულობებს. ორალური ვექტორის რეალიზაცია შეიძლება ვნახოთ რადიოსა და ტელევიზიაში, კინოში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ვაჭრობაში და ა.შ. ორალური ვექტორის გარეშე ძნელია წარმოიდგინო დღეს წარმატებული მენეჯერი, პოლიტიკოსი, შოუმენი, და ზოგიერთ მკვეთრად წარმოჩენილ ორალს შეუძლია საკუთარ თავში შერწყას ყველა ეს რეალიზაცია.

 ინტელექტი

 თვისება, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში იწოდება აზროვნებად ქვედა ვექტორებში და ინტელექტად ზედებში.

 ორალური ვექტორი ცხოვრობს შეგრძნებების სამყაროში. ორალური ზომა არ აზროვნებს, არ გრძნობს. ყველაფერი რაცაც ის ფლობს - არის ცხოველური ბუნების (სურვილების) შეგრძნება. მთელი გარემომცველი სამყარო ორალური ვექტორისთვის - ესაა ცხოველური სურვილების ველი. ოალური ვექტორის ვერბალური ინტელექტი მდგომარეობს მის შესაძლებლობაში: შეიგრძნოს საერთო სურვილი და გაახმოვანოს (ვერბალურად გააჟღეროს), გახადოს გასაგები მთელი ჯოგისთვის.

ცხოველური სურვილები, რომლებითაც შეუძლია გაერთიანება (ჯოგის) ორალის ვექტორიან ადამიანს, დამოკიდებულია მისი ინტელექტის განვითარებაზე: რაც უფრო განვითარებულია ორალური ინტელექტი, მით უფრო კარგად შეიგრძნობს ცხოველურ სურვილებს და უფრო დიდ ჯგუფთან ახერხებს ურთიერთობას. არაცოცხალ დონეზე მყოფი საუბრობს სხეულის პრიმიტიულ სურვილებზე - შიმშილი, წყურვილი, გემოს შეგრძნებები, ბუნებრივი მოთხოვნილებები. მცენარეული დონე - ესაა სექსუალური სურვილები, ბუნებრივი დომინირება ან სიმბოლური კანიბალიზმი დაცინვით და გაღიზიანებით. ცხოველური დონე - ესაა ქვედა ვექტორების სურვილები (მათი გაჟღერება). ცხოველურ დონეზე მაღლა ორალის ვექტორიანი ადამიანის ინტელექტი არ ვითარდება. საუკეთესო შემთხვევაში, ვექტორებს ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), შეუძლიათ მთლიანად დაიქვემდებარონ ორალური ვექტორი - ესაა ორალური ვექტორის განვითარების საუკეთესო ვარიანტი მრავალვექტორიან ადამიანში.

 ორალური ინტელექტი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, ვერ გრძნობს პირადულ ,,მე"-ს, და არავის თავის გარშემო არ აღიქვამს პიროვნებად. ადამიანთა ჯგუფი ორალისთვის (თუ სხვა ზედა ვექტორები არ ერთვის) არის ერთიანი სხეული. თავად ორალის ვექტორიანი ადამიანი - ასევე ნაწილია ჯგუფისა, ნაწილი საერთო ,,ჩვენ"-ისა. ორალის ვექტორიანი ადამიანის შეგრძნება - საერთო შეგრძნებაა მთელი ჯგუფისთვის, მაგრამ ეს შეგრძნებები არაა ყოველთვის ნათელი და გაცნობიერებული. ორალის ვექტორიანი ადამიანი ამყარებს საერთო სურვილებს, ახმოვანებს მათ და გადაყავს ცნობიერების მხარეში, ანუ პირადი სურვილი ყოველი ცალკეული ადამიანისა ხდება საერთო ჯგუფური სურვილი. ასე მიმდინარეობს ორალის აზროვნების პროცესი.

 ჯგუფში გაუცხოვებული ელემენტების გამოვლენისას ცხოველურ სურვილებში შეუთავსებლობაა. ხშირად ჯგუფური ერთობის შეგრძნებიდან ამოვარდებიან ხოლმე სმენის ვექტორიანი ან ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები - სმენის ვექტორში არ არის ცხოველური სურვილები, ხოლო ვიზუალური ვექტორი კი შემოსაზღვრავს ცხოველური ბუნების გამოვლინებას.

 ურთიერთობა

 ორალური ვექტორი გარესამყაროსთან ურთიერთობს როგორც ყველაზე მკაფიო ექსტრავერტი: თავის თავში არსებული ყველა შინაგანი შეგრძნება გამოაქვს გარეთ. ორალური ინტელექტის არც თუ ისე მაღალი განვითარება ვლინდება როგორც უხეში პირდაპირობა: განუვითარებელი ორალის ვექტორიანი ცდილობს თავისი შეგრძნებები მთელ ჯგუფს მოახვიოს თავზე, ებრძვის მარალკულტურული ადამიანების სურვილებს და აქვეითებს ჯგუფის კულტურულ მოწყობას. მხოლოდ ძალზე განვითარებული ორალის ვექტორიანი ემორჩილება და ახმოვანებს სმენის და ვიზუალური ვექტორების ფასეულობებს.

 მსმენელთა უკურეაქცია აუცილებელია ორალის ვექტორიანისთვის: სწორი მოქცევა ორალური ვექტორისა - ესაა ჯგუფის ჯგუფის გაერთიანებისკენ მოწოდება, ამით შეასრულებს ბუნებრივ როლს. ყურადღების მისაპყრობად ორალის ვექტორიანი იყენებს ნებისმიერ ინსტრუმენტს: ხუმრობას, ჭორებს, გაზვიადებას, სინამდვილის დამახინჯებას, ტყუილს. სიტყვებით მანიპულაციის მიზანი ერთია - მიიპყროს ყურადღება, ჩართოს თანამოსაუბრე შეგრძნებათა ერთიან ველში. ორალისთვის ურთიერთობაში პირველადი შეგრძნებებია, მათი (შეგრძნებების) გადმოცემის სიზუსტე, ამიტომ ტყუილი და დამახინჯება - ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია საჭირო მიზნის მისაღწევად. ორალური ვექტორი არ განასხვავებს ტყუილს და სიმართლეს.

 ის რაც ორალის ვექტორიანს რეალურად აინტერესებს - ესაა მიიპყროს რაც შეიძლება ფართე აუდიტორიის ყურადღება. ორალის ვექტორიანი ადამიანი უფრო დიდ ყურადრებას უთმობს საკუთარი საუბრის მანერას, ვიდრე საუბრის საგანს. რაც უფრო განვითარებულია ორალური ვექტორი ადამიანში, მით უფრო ზუსტად და უშეცდომოდ შეუძლია შეარჩიოს სიტყვები მდგომარეობის და სხვა ადამიანების მისწრაფებების აღსაწერად.

 ენერგიის მეოთხედი - ესაა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ორალის ვექტორიანებს ყოველთვის აქვთ ჭარბი სასიცოცხლო ენერგია. ეს ჩანს ორალის ვექტორიანების დიდ ლიბიდოშიც. სექსი როგორც წყვილში გაერთიანების შესაძლებლობა ცხოველურ დონეზე, აქტიურად გამოიყენება და პროპაგანდირდება ორალის ვექტორიანი ადამიანების მიერ. საუბრები და ხუმრობები სექსუალურ თემებზე, მოწოდება სექსუალური თავისუფლებისკენ - ორალური ურთიერთობის მაგალითებია. ორალურო ვექტორის ფასეულობები განვითარების დაბალ დონეზე (მცენარეულ დონეზე) - ესაა ორგიისა გა ჯგუფური სექსის ორგანიზატორი და მონაწილე.

 მოძრაობა

 ორალის ვექტრორიანი ადამიანების ყველაზე მკაფიო თვისება - ესაა შესაძლებლობა ილაპარაკონ ბევრი და ჩამთრევად. ეს შესაძლებლობა ხშირად გავლენას ახდენს ორალის ვექტორიანი ადამიანის პროფესიული საქმიანობის ამორჩევაზე. რთულია წარმოიდგინოთ თავი ზოგიერთ პროფესიაში ორალური ვექტორის გარეშე: დიქტორი, წამყვანი, პოლიტიკოსი, მსახიობი, ნოქარი. ასევე, უფრო ძნელი წარმოსადგენია ამ პროფესიებში დასაქმებულ ადამიანს ზემო ვექრორებიდან (ვიზუალი; სმენა; ყნოსვა; ორალი) ქონდეს მხოლოდ ორალური ვექტორი, ან განუვითარებელი ქვედა ვექტორი (კუნთი; ანალი; კანი; ურეტრალი). მიზეზი ისაა რომ ორალური ზომა თვითონ მხოლოდ თავისთვის არ მოქმედებს. სხვა ვექტორებს შეუძლიათ წარმოქმნან კომპლიმენტარული კავშირი ორალურ ვექტორთან (კომპლიმენტარულობა - როცა ვექტორულ კმბინაციაში არსებული სხვადასხვა ვექტორების სურვილები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს). საკუთარ თავში არსებულ სხვა ვექტორებთან თვისობრივი შერწყმით, მათი აზრებისა და იდეებისადმი დაქვემდებარებით, ორალური ზომა ვითარდება მათ სამსახურში (ანუ ვერბალურად აჟღერებს საკუთარ თავში არსებული სხვა ვექტორების სურვილებს).

ორალ-ვიზუალი ხშირად რეალიზაციას პოულობს სცენაზე, აერთიანებს ადამიანებს საერთო ემოციებით და განცდებით, პროპაგანდას უწევს ვიზუალის იდეებს. სმენის ვექტორი ორალთან ერთად - არის ბრწყინვალე ორატორი, რომელსაც საკუთარი იდეების გაჟღერებით შეუძლია მიიზიდოს ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფი. ამის ნათელი მაგალითია ჰიტლერი, განუვითარებელი სმენის ვექტორით რომელმაც ანალური ფასეულობა (შოვინიზმი, ნაციზმი) აქცია იდეად და ორალური ვექტორის დახმარებით მისცა მას ფართო გავრცელების არეალი.

 ფასეულობათა არასაკმარისი განვითარებისას, ადამიანში ცხოველური სურვილების დომინირებისას, ზედა ვექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ ორალური ვექტორის გავლენის ქვეშ. სტრესში მყოფი სმენის ვექტორი რომელსაც ერთვის ორალი კარგავს თვითკონცენტრირების უნარს, იმიტომ რომ წარმოშობილ აზრს დაუყოვნებლივ ამბობს (წამოისვრის დაუფიქრებლად) და ამით ამ აზრს უკარგავს იდეად განვითარების შანსს. ორალ-ვიზუალში, განუვითარებელი ვიზუალურ ვექტორს ორალური ვექტორის წნეხის ქვეშ არ შეუძლია განივითაროს თანაგრძნობის უნარი, ასეთი ადამიანი ვერ ხედავს სამყაროს ერთიან სურათს და მხოლოდ წვრილმანებს უკირკიტებს.

 ერთადერთი ვექტორი, რომელთანაც ორალური ვექტორი გომპლიმენტარულია ნებისმიერ მდგომარეობაში, განვითარების ნებისმიერ დონეზე - ესაა ყნოსვა. ორალური ვექტორიანი ნებისმიერ კოლექტივში ყოველთვის ემორჩილება ყნოსვის ვექტორიანს. ორალის ვექტორიანი ადამიანი აერთიანებს შეგრძნებების დონით, განსაკუთრებით ყნოსვის ვექტორის გავლენის ქვეშ - რადგან მისი (ორალის) შეგრძნებები უფრო ღრმავდება, როდესაც მას საფუძვლად უდევს (ყნოსვის ვექტორის მიერ) საერთოსაკაცობრიო ბუნებრივი ეგოიზმის აღქმა.

 თუ ორალურ ვექტორს არ ერთვის სხვა ზემო ვექტორი, მაშინ შეიძლება იყოს მზარეული, დეგუსტატორი, ან პრიმიტიული ხუმრობებით ხალხის გამრთობი.

 განვითარება

 განვითარება ორალური ვექტორისთვის - ესაა შესაძლებლობა დააინტერესოს, ჩაითრიოს და გააერთიანოს უფრო დიდი აუდიტორია. ორალის ვექტორიანი ადამიანი ვარჯიშობს აზრების ზუსტად გადმოცემაში, შეგრძნებების გამოხატვაში, ცდილობს ხალხის გასაჭირი გააგებინოს რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას. 

იმეორებს სიტყვებს, ფრაზებს, იყენებს საყვარელ გამოთქმებს - ესაა ორალის ორატორული ხელოვნების განვითარების მექანიზმი. მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს ფრაზებს, რომლებსაც ხვეწავს და იყენებს აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად. იმ ფრაზას რომელსაც ერთხელ წარმატებით გამოიყენებს, ორალის ვექტორიანი ისევ და ისევ იმეორებს, სინჯავს ახალ ინტონაციებს, ჟესტებს, მიმიკებს, უცვლის კონტექსტს. რაც უფრო ზუსტ და წინასწარმეტყველურ ეფექტს მოახდენს ნარეპეტიციები ფრაზით, მით უფრო დიდი ჯგუფის მოცვა შეუძლია ორალის ვექტორიანს.

 განვითარებული ორალის ვექტორიანი თავის გარშემო იკრებს და აერთიანებს უფრო და უფრო მეტ ხალხს. მისი სიტყვები ჟღერს უფრო დამაჯერებლად. მისი დამაჯერებლობის მზარდ ძალას შეუძლია გააფართოვოს მსმენელთა წრე და გააერთიანოს ჯგუფი იდეის გარშემო.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 ორალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მოლაპარაკეა, თუ მასზე არ დომინირებს სმენის ვექტორი (თუ დომინირებს სმენა მაშინაც საუბრობს ოღონდ უფრო დალაგებულად და ძირიძადად იდეებზე). გურმანია, უყვარს ახალი პროდუქტების გასინჯვა, აგემოვნებს საჭმელებს. ერთი ერთზე ურთიერთობაში ორალის ვექტორიანი ადამიანი ადვილად არღვევს სხვის პირად სივრცეს: ეხება თანამოსაუბრეს მხარზე, განიხილავს ინტიმურ საკითხებს, სვამს პირადი ხასიათის კითხვებს. განუვითარებელ ორალს უყვარს ჭორაობა, იგინება ბილწად. ორალის ვექტორიანები ხუმრობენ ბევრს და ენამოსწრებულად. განუვითარებელი ორალის ამოცნობა ადვილია. განვითარებული ორალის ვექტორიანის დიაგნოსტირება ცოტა უფრო რთულია. ორალურ ვექტორს არ გააჩნია პირადი ფასეულობები, ის ყოველთვის სხვა ვექტორების ფასეულობებს ახმოვანებს. ერთადერთი მოთხოვნილება, რომელსაც ყოველთვის გაახმოვანებს ორალის ვექტორიანი ადამიანი - ესაა სურვილი შეიგრძნოს სიახლოვე და თავი მოუყაროს ადამიანებს ერთად.