fara

წარმოიდგინეთ მინდორი, რომელზეც ცხვრების ფარა ძოვს, მომსახურე ძაღლები დარბიან და ჯოხით მწყემსი დადის. დაინახეთ?

ცხვრები მშვიდად ციცქნიან ბალახს, მწყემსს მზრუნველად მიჰყავს ისინი წყლის დასალევად, ძაღლები თავის „დამსახურებულ წილს“ იღებენ მწვადიდან. მართალია, ცხვრებს არ მოსწონს, რომ პერიოდულად გასაკრეჭად მიჰყავთ ხოლმე, მაგრამ მიეჩვივნენ. როგორ ფიქრობთ, ვინმე, ოდესმე, მოუყვება ცხვრებს, რომ ერთხელ გაკრეჭის ნაცვლად დასაკლავად წაიყვანენ?!

მორალი: ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიმართლეს გეუბნებიან?

ნუთუ ფიქრობთ, რომ ეს სულელი მწყემსი ფარას ფლობს? დიახ, ისიც ისეთივე „მომსახურე ძაღლია“, ოღონდ ორფეხა, და სიმართლის შესახებ ცოტა უფრო მეტი იცის (ან ზოგჯერ ნაკლებიც) ვიდრე ცხვრებმა და ძაღლებმა.

როგორც ნიცშე ამბობდა, არ არსებობს უფრო მეტი უბედურება, როცა მბრძანებელი უმაღლეს ადამიანს არ წარმოადგენს. უმაღლესი ადამიანი, დარწმუნებული თავის უპირატესობაში, და გულწრფელი დამოკიდებულება აქვს გარშემომყოფებთან, როგორც უგუნურ ცხვრებთან, და არა „საშიშ კონკურენტებთან“, მშვიდად, ძლიერი ხელით მწყემსავს თავის ფარას. ზრუნავს ნამატზე, ცხვრების წონის მომატებაზე, სწორ და რეგულარულ გაკრეჭაზე, სელექციაზე, მგლებისა და გაცოფებული ძაღლების დახოცვაზე. მაგრამ როდესაც არაა უმაღლესი ადამიანი, და არის მხოლოდ ბატონი, მაშინ იწყება: ცხვარს მგლები ჭამენ, გაცოფებული ძაღლები თავისივე ფარას გლეჯენ, ცხვრები ჩანაგდებიან, ხდებიან, მოგება და ნამატი იკლებს.

მაგრამ დღემდე მეცნიერება ადამიანებისა და ცხოველების ქცევის შესახებ - ეტოლოგია - ჩვენს საზოგადოებაში არ სარგებლობს პოპულარობით. არა, ცხოველების ქცევაზე საუბარი ყველას უყვარს, მაგრამ ადამიანების ქცევათა, როგორც ცხოველთა მოტივაციის განხილვას მეცნიერულ დონეზე თავს არიდებენ. სოციალიზმის დროს ეს უბრალოდ აკრძალული იყო, რადგანაც ეტოლოგიის კანონები თავად კომუნიზმის აწყობის შესაძლებლობას უარყოფდნენ.

და ახლაც არ უყვართ, ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს სურთ, რომ თავიანთ ნებაზე მართონ საზოგადოება. ბევრი ახლაც კი ფიქრობს, რომ საზოგადოება ისე ვითარდება, როგორც ამას ადამიანები მოინდომებენ, და არა რაიმე სამყაროსეული კანონებით, რომლებიც ცხოველებისა და ადამიანების ქცევათა შედარების საშუალებას იძლევიან. ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ, რომ მთლიანობაში გავაანალიზოთ სოციალური სისტემების განვითარება, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების. ამ კანონების როგორც იგნორირება, ასევე არცოდნა - არ ცვლის მათ მოქმედებას!

ვიქტორ ტოლკაჩოვი

ძნელია სიმართლეს თვალი გაუსწორო, და აღმოაჩინო საკუთარ თავში ცხოველი. ვცდილობთ გამოვჩნდეთ როგორც უკვე განვითარებული ადამიანები, ვჩქმალავთ ცხოველს საკუთარ თავში, და ვერ ვხვდებით, რომ მიჩქმალული და მიმწყვდეული - ბოლოს ყველაფერი ავ და საზარელ სახეს იღებს! ამიტომ უარყოფდნენ და ახლაც უარყოფენ ფროიდს, რომელმაც ინტუიტიურად მიაგნო და გამოიტანა ეს სიმართლე (მხოლოდ ნაწილობრივ). ამიტომ უჭირთ აღიარონ ვექტორული ფსიქოლოგია, რადგანაც ისიც ნათელს ჰფენს ადამიანის ცხოველურ (ისევე როგორც ადამიანურ) ბუნებას, და გვაჩვენებს, რომ ჩვენ ახლაც ჯოგი ვართ - ჯოგური წესებით!

მამუკა გურული

აღმოაჩინეთ თქვენი ცხოველური და ადამიანური ბუნების მექანიზმები, გააცნობიერეთ და მართეთ ისინი. უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ სტატიას. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...