chess

ავტორი: მამუკა გურული

თუ ჭადრაკს, როგორც სისტემას, სისტემურ-ვექტორული აზროვნების ჭრილში განვიხილავთ, მასში აღმოვაჩენთ მთელ რიგ კანონზომიერებებს. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ჭადრაკი, როგორც თამაში, შეიქმნა ანალურ ეპოქაში, და იგი მთელი თავისი არსით ანალ-სმენურია, და ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მის სტრუქტურაზე.

დავიწყოთ პაიკებით:

პაიკები დაფაზე კუნთის ვექტორის როლს თამაშობენ. პაიკების პროცენტული წილი 50%-ია. დაახლოებით ამდენივე პროცენტია ერთვექტორიანი კუნთების წილი კაცობრიობის მასშტაბით (ვ. ტოლკაჩოვის გამოთვლით). როგორც კუნთის ვექტორიანების, ასევე პაიკების ძალა მათ ერთიანობაშია. ესენი არიან ფიგურები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად ერთად იყვნენ და ერთმანეთი დააზღვიონ, და რა თქმა უნდა ცალკე, სხვა ფიგურების გარეშე ყველაზე უსუსურნი არიან, და ისევე, როგორც კუნთის ვექტორიანებს, მათაც ყველაზე მარტივი და უბრალო „ფსიქიკა“ აქვთ.

საინტერესო დეტალია, რომ მხოლოდ პაიკს შეუძლია დაფის ბოლოში გავიდეს და ნებისმიერ სხვა ფიგურად იქცეს (გარდა მეფისა, რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ). სწორედ ასევე, მხოლოდ კუნთის ვექტორს შეუძლია წარმოშვას სხვა ნებისმიერი ვექტორი, რადგან იგია მატერიის მთავარი ფუნდამენდი და მასშია ყველა სხვა ვექტორის ჩანასახი. სავარაუდოდ, თეორიულად არცერთ სხვა ვექტორს არ შეუძლია, რომ შვას მისგან საფეხურით ბევრად განსხვავებული ვექტორი - გარდა კუნთისა.

კუ და მხედარი

ამ ფიგურებს ერთად განვიხილავ, რადგანაც ორივე კანური ფიგურაა, მაგრამ კუ - კან-ორალია, ხოლო მხედარი - კან-ყნოსვა. თავისი არსით ეს ორივე ფიგურა დაახლოებით ერთნაირი ძალისაა, მაგრამ კუ უფრო ძლიერია გახსნილ თამაშში, ხოლო მხედარი - ჩაკეტილში. კუს კან-ორალურობა გამოიხატება იმაში, რომ იგი მოძრაობს დიაგონალებზე მისი ერთ-ერთი ფუნქციაა „შეკრას“ სხვა ფიგურები ისევე, როგორც ორალი აერთიანებს ვერბალური ძაფებით. ხოლო მხედარი, ისევე როგორც კან-ყნოსვა, მოძრაობს ირიბად, არაპირდაპირ და „ფარულად“.

ეტლი

ეტლი თავისი ფუნქციით შეგვიძლია ანალ-ვიზუალს შევადაროთ. იგი ანალივით სწორხაზოვანია და ვიზუალივით „ბრწყინავს“. დახურულ თამაშში, და განსაკუთრებით თამაშის საწყის ნაწილში, იგი ყველაზე უფუნქციოა და თითქოს თავის დროს ელოდება, გახსნილ თამაშში კი ლაზიერის შემდეგ ყველაზე ძლიერი ფიგურაა. სწორედ ასეთები არიან ანალ-ვიზუალები - სწორხაზოვნები, გულწრფელები, სამართლიანები, პატიოსნები და თან მძიმეები. მათ არ შეუძლიათ კუსავით და განსაკუთრებით მხედარივით ლავირება და ირიბად სიარული. არც ფრონტის წინა ხაზში უყვართ ყოფნა და ურჩევნიათ ზურგი გაამაგრონ. მთელ თავის ძალას კი მაშინ ავლენენ, როცა თამაშის სივრცეები ღიაა და საქმე „მოსამთავრებელია“. ანალების ფუნქცია სწორედ საქმის ბოლომდე მიყვანა, ბოლო წერტილის დასმაა, და ღია სივრცეში შამათს ხშირად სწორედ ეტლით სვამენ ხოლმე.

ლაზიერი

ლაზიერი - დაფის ყველაზე ძლიერი ფიგურა - ყველაზე მასშტაბური და ყველა მიმართულებით მოძრავია და ამით ძალიან წააგავს ურეთრალ-სმენას. ხშირად თავისი აწყვეტილობის გამო თამაშის ბოლომდე ვერც აღწევს და კვდება (ეს ხუმრობით) :)

მეფე

მეფე პაიკის შემდეგ ყველაზე სუსტი და უმოძრაო ფიგურაა, და რატომღაც ყველა ფიგურა მას იცავს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ჭადრაკი ანალური ეპოქის ანალ-სმენური თამაშია, შესაბამისად ანალური ვექტორის წარმოდგენით მეფე „წმინდა სისხლისაა“, ყველაზე პირველია და ხელშეუხებელი, მიუხედავად მისი რეალური უნარებისა და ძალისა, და რა თქმა უნდა: „მეფე უკვდავია“.

სად არის ამ თამაშში კან-ვიზუალის ადგილი? არსად, რადგანაც ანალურ ეპოქაში და მითუმეტეს ანალები კან-ვიზუალებს არ სწყალობდნენ. და ჭადრაკში მეფეც ანალია, და არა ურეთრალი.

P.S. ნუ აღიქვამთ ამ სტატიას ზედმეტად სერიოზულად. :)

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...