veqtors333

ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიზე

ფსიქიკა ესაა ხელსაწყო რომელიც ემსახურება სურვილებს. სხეულიც ასევე სურვილების ავსებისთვის საჭირო ხელსაწყოა. ამ კუთხით შესაბამისი იქნება შემდეგი იერარქია: არის სურვილი (ეს ჩვენი მატერიაა), რომელიც გამოვლენილია ორი ელემენტისგან (ფსიქიკა და სხეული) შემდგარ ადამიანში. ორივე ელემენტი, სხეულიც და ფსიქიკაც ემსახურება ამ სურვილის ავსებას. ამიტომ შესაბამისობა ფსიქიკასა და სხეულს შორის ასეთია: ფსიქიკა პირველადია, სხეული კი მეორადი.

რისგან შედგება ფსიქიკა?

ის შედგება ხელსაწყოთა ოთხი ტიპისგან. ესენია:

1) შეგრძნება (ოღონდ სახელდობრ ფსიქიკური შეგრძნებები, სხეულის შეგრძნებები ცოტა განსხვავებულია. ფსიქიკას საკუთარი შეგრძნებები აქვს, ესაა კუნთის და ორალური ვექტორის შეგრძნებები. ესაა ჯგუფისადმი კუთვნილების შეგრძნება).

2) გრძნობა და ემოცია (ესენია ესენია ანალური და ვიზუალური ვექტორის).

3) რაციონალიზმი (კანი და ყნოსვა)

4) აზრები (ურეთრალური და სმენის).

ხელსაწყოთა ოთხი ტიპი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება განსაზღვრულ ვექტორებს. არა იმ კუთხით რომ ორალურ ვექტორს მხოლოდ შეგრძნებები აქვს, სულაც არა, თავის დონეზე ყოველ ვექტორს აქვს ეს ოთხივე ხელსაწყო. მაგრამ ორალური ვექტორისთვის ძირითადი სწორედ შეგრძნებაა და მასში არც ისე დიდია აზროვნების წილი. სმენის ვექტორიანისთვის კი ძირითადი ხელსაწყო სწორედ აზროვნებაა. ვიზუალისთვის ძირითადი ემოციებია, სილამაზე, სევდა, შიში, სიყვარული, ხოლო რაციონალიზმი და ყველა დანარჩენი მისთვის მეორადია. კანის ვექტორს ემოციები ძალზე მცირე დოზით აქვს, სამაგიეროდ მისი მთავარი მახასიათებელი გათვლა და გაანგარიშებაა.

ყოველი ჩვენგანი ეფუძნება მის ფუძისეულ ხელსაწყოს. ჩვენ გვაქვს ყველა დანარჩენიც, მაგრამ ძირითადი სწორედ ჩვენი ფუძისეული ხელსაწყოა. ხელსაწყოთა ეს ოთხი ჯგუფი: შეგრძნებები, ემოციები, რაციონალიზმი და აზრები, ემსახურება სურვილებს, რომლებიც გამოვლენილნი არიან სხეულებით. ფსიქიკა ეს ის ხელსაწყოა, რომელსაც იყენებენ სურვილები იმისთვის რომ ავსებას მიაღწიონ. ეს ფსიქიკა გამოვლენილია სხეულებით.

რა არის ცნობიერება?

თქვენ ალბათ იცით, რომ ის იყოფა არაცნობიერად, ქვეცნობიერად და ცნობიერად (ამაზე ვისაუბრეთლექციაში - არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი ვექტორული ფსიქოლოგიის მიხედვით). არაცნობიერი არის თავად ვექტორის არსი, მისი სურვილები, ქმნილების კონკრეტული ნაწილი, ეს ისაა, რაც ადამიანისთვის თანდაყოლილია. ქვეცნობიერი არის ის, რაც მივიღეთ რეზულტატში არაცნობიერის ზემოქმედების და გარემოცვის ზეგავლენის შედეგად. ცნობიერება კი ჩვენი პირადი გააზრებაა, პრინციპში სწორედ ისაა ჩვენი ,,მე”. მოკლედ სხეული ვლინდება ხელსაწყოდ, რომელსაც არსი (,,სული”) ავსებისთვის იყენებს, სხეული იბადება და კვდება. ფიზიკური სხეულის გარეშე არ არსებობს არც ქვეცნობიერი და არც ცნობიერი. ყველაფერი რასაც ჩვენ საკუთარ ,,მეს” ვუწოდებთ, არსებობს მხოლოდ სხეულთან ერთად და მასთან ერთად კვდება. სხეულის ერთადერთი ფუნქცია არის, შემატოს არსის დაკმაყოფილებას თავისი პატარა წილი. ამიტომ ,,მე” სხეულთან ერთად კვდება, მასთან ერთად კვდება ქვეცნობიერი და ცნობიერი ნაწილებიც, მათ ფუნქცია აღარ აქვთ, რადგან ისინი მხოლოდ კონკრეტულ სხეულთან კავშირით წარმოიქმნენ. მაგრამ თვით არსი, ვექტორი, არაცნობიერი ნაწილი, მისი 36 მეტაფიზიკური თვისება, სურვილების ნაკრები, რომლებიც პირველადია და არაა დაბინძურებული სტრესებით, ფობიებით, არარეალიზებულობით, ანუ ვექტორი თავისთავად, როგორც ქმნილების ხელსაწყო, როგორც იდეალური მოდელი - რჩება.

სწორედ ეს ვექტორის არსია არაცნობიერი ნაწილი, ერთადერთი კავშირი რაც მას სხეულთან აქვს, არის კონკრეტული გამოვლენა, ყველა დანარჩენი კი უკვე ვექტორის მდგომარეობებია. ეს მდგომარეობები კონკრეტულ სხეულში გამოვლენილ ვექტორს უფორმირდება გარემემცველი სამყაროს ზეგავლენით და ამ სხეულის ქმედებებით, ანუ პირადი ძალისხმევით. სწორედ ამ გარემომცველი სამყაროს ზემოქმედებიდან მოდის ის გადახრები, რაც ვლინდება ვექტორში.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...