astral22222

ავტორი: მამუკა გურული

დავწერ რამდენიმე პოსტულატს ასტრალის თემაზე (ვექტორული სისტემის ჭრილში):

1. ე.წ. ასტრალური სამყარო ბრძოლის ველია უამრავი ეგრეგორისთვის, სხვადასხვა ძალებისთვის, არსებებისთვის, "გაჭედილი სულისთვის", "ენერგო-ვამპირებისთვის", აზროფორმებისთვის და ა.შ.

2. წვდომა ასტრალზე (ჩვენთვის ზე-სისტემაზე) გააჩნიათ მხოლოდ სმენის ვექტორიანებს, რადგან სწორედ სმენის ვექტორია გარდამავალი დონე სისტემასა და ზე-სისტემას შორის. ყნოსვებსაც შეუძლიათ აიღონ ინფორმაცია ამ სამყაროდან ძალის მცენარეების, არავერბალური ინტუიციის და ა.შ. მეშვეობით, მაგრამ ეს მხოლოდ ინფორმაციის აღებაა და არა წვდომა.

3. ვიზუალები გახსნილნი არიან ასტრალური სამყაროსთვის და ადვილად იღებენ მისგან სხვადასხვა ინფორმაციას, ემოციას და ა.შ., მაგრამ არც ესაა წვდომა. პირიქით, ეს საკმაოდ სახიფათოა ვიზუალებისთვის, რადგანაც ხდებიან უამრავი ეგრეგორის, ძალის ან არსების გაუცნობიერებელი გამტარები, და მათ მიერ აღებული ინფორმაციაც ნაწილობრივია და არასრული. ასტრალურ სამყაროში გასვლა, მითუმეტეს ძალით, ვიზუალების ფუნქცია არაა.

4. სმენების წვდომა ასტრალზე მხოლოდ პოტენციურია, და ასტრალში გასვლის ინდივიდუალური მცდელობები ან შემთხვევითი და დროებითი ეფექტებით მთავრდება, ან რეალურად ხდება გასვლა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობაა ილუზიების, ე.წ. "ხიბლის მდგომარეობის", სხვადასხვა ვიბრაციის ეგრეგორებში გაუცნობიერებლად მოხვედრის და მათი ინტერესების გაუცნობიერებელი გამტარობის, სხვადასხვა ფსიქიკური გადახრების, საკუთარი თავის კარგვის და ა.შ.

5. სმენის ვექტორი და კუნთის ვექტორი გარკვეულწილად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, და როგორც კუნთის ვექტორს არ შეუძლია ჩვენს სისტემაში დამოუკიდებლად არსებობა, ასევე არ შეუძლია სმენის ვექტორიანს ზე-სისტემაში მარტო მოქმედება. მიუხედავად მისი ძლიერი სწრაფვისა ამ სამყაროების მიმართ, მარტო მოქმედებით და იქ არსებული ინფორმაციის ჩვენს სისტემაში ჩამოტანით იგი საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ ჯგუფს, რომლის იდეური წინამძღოლიცაა. წარმოიდგინეთ სმენური ეგო, რომელიც ისედაც ყველაზე ჭკვიანად თვლის საკუთარ თავს, და მან მიიღო წვდომა ასტრალურ სამყაროზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად კრიტიკულად მიუდგბა იგი იქ მიღებულ ინფორმაციას და შეგრძნებებს?

6. ინტერნეტი და მთელი ეზოთერული სამყარო სავსეა მსგავსი სახის ჩამოტანილი ცრუ ან ნახევრად-მართალი ინფორმაციებით. კაცობრიობა მთლიანობაში ჯერ არ განვითარებულა იმ დონეზე, რომ უსაფრთხო და პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ასტრალურ სამყაროზე.

7. საუკეთესო დამცავი მექანიზმებია: ასტრალურ დონეში ჯგუფურად გასვლა და ნებისმიერი ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენება და კრიტიკული ანალიზი არა მხოლოდ თვითოეული ჯგუფის წევრის, არამედ მთელი ჯგუფის მიერ. დღეს კანური ფაზაა, და განვითარების ყველაზე ეფექტური გზა გუნდურობაა და არა ინდივიდუალურობა.

8. ასტრალში არსებული არსებები არ უნდა განვიხილოთ, როგორც კეთილები ან ბოროტები. მათ ყველას თავიანთი ინტერესები აქვთ: ეგოისტური, ნაკლებად ეგოისტური, ალტრუისტული და ა.შ. - სხვადასხვა გრადაციით, მაგრამ ზუსტად ვერ გვეცოდინება რა არსებასთან გვაქვს საქმე, რადგანაც თავად არ გაგვაჩნია ის ძალა (ინდივიდუალურად), რომ ეს შევამოწმოთ.

9. ასტრალურ სამყაროში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოტივები, ვიდრე ქმედებები.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...