ავტორი: იოანე შენგელია

მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს განსაზღვრული ვექტორები, და მაშასადამე - აზროვნების, ურთერთობის, ქცევის და ა.შ. განსაზღვრული მოდელი. ამასთან, იმ ვექტორების სურვილების და აზროვნება-ქცევების დაშენება ადამიანზე, რომელიც არ აქვს მოცემულ ადამიანს, იწვევს მხოლოდ სტრესებს და არარეალიზებულობას.

ამიტომ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება მისი ვექტორული წყობიდან გამომდინარე. ეს ეხება, ფაქტობრივად, ყველაფერს, მათ შორის განათლების საკითხსაც.

მე ვეცდები ვუპასუხო შეკითხვას: რა ხდება დღეს განათლების სისტემაში, და როგორი უნდა იყოს ის ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან, რომ ადამიანები ჯანმრთელად რეალიზდნენ, და რაც შეიძლება მინიმალური სტრესებით?

დღესდღეობით, მსოფლიოს დიდ ნაწილში დგას კანის ეპოქა, რაც ვლინდება ცხოვრების ყველა ასპექტში, და მათ შორის განათლებაშიც: სწრაფი სწავლება, პრაქტიკული და გამოყენებადი ინფორმაციების სწავლა, კომპიუტერული და ტექნიკური უნარების გამომუშავება, გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება, მინი მიღწევები და კონკურსები, ოთხ კვირიანი სასერთიფიკატო კურსები განსაზღვრული მიმართულებებით, და ა.შ. და ა.შ.

ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელ ეპოქაში ადამიანმა კარიერა აიწყოს. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილია სვფ-დან, ხშირად კანის ვექტორის სისწრაფის და მოქნილობის გავლენა ანალის ვექტორიანებს სტრესავს ხოლმე, და ეს ვლინდება როგორც მაგალითად მშობელი-შვილების ურთერთობაში, ასევე კანის ეპოქაში ანალის ვექტორიანების რეალიზაციაში.

მაგალითად, ანალის ვექტორიანი მოხვდა განათლების კანურ სისტემაში, და დაუშვათ ამ ჩვენ ანალის ვექტორიანს არ აქვს კანის ვექტორი. რა ხდება ამ დროს?

სტუდენტებს მოულოდნელად ავალებენ სხვა და სხვა გუნდურ დავალებებს, დროის მცირე შუალედში რაიმე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვენ. სხვა სტუდენტები, რომელთაც კანის ვექტორი აქვთ (მეტ-ნაკლებად დაუსტრესავი) აუცილებლად ადაპტირდებიან ამ სიტუაციაში, უცებ გაერკვევიან რა როგორ, და ყველაფერი გამოუვათ.

მაგრამ, რა მოსდის ამ დროს ანალის ვექტორიანს? ის ისტრესება, ვერ ახერხებს ადაპტირებას ამ მოულოდნელ დავალებასთან, არ ესმის ამ ადამიანების, და რაც მთავარია - წუხს იმაზე, რომ განათლების ეს სისტემა არ არის ორიენტირებული პროფესიონალიზმზე, არამედ რაღაც მომგებიანობაზე და მერკანტილურ ფასეულობებზე.

ასეთ განათლების სისტემაში ანალის ვექტორიანი ისტრესება. ანალოგიურად, ანალური ვექტორის სტილის განათლების სისტემაში კანის ვექტორიანი ისტრესება (დღესდღეობით, ანალური განათლების სისტემები არსებობენ მეცნიერების დარგებში და სხვა).

დაუშვათ, ასეთ განათლების სისტემაში ხვდება კანის ვექტორიანი (ანალის გარეშე). მას აძლევენ დიდი მოცულობის ინფორმაციას დასამუშავებლად და დასკვნების გამოსატანად. კანს ეს „დიდი მოცულობა“ უკვე განწყობას უფუჭებს. სხვები საათობით ზიან და დაწვრილებით განიხილავენ სხვა და სხვა საკითხებს, კანს კიდევ არ აქვს ამდენი თავისუფალი დრო მსჯელობისთვის.

თუ კანს დააძალებ დიდ ხანს ერთ საკითხზე ფიქრს, ის უბრალოდ გაგიჟდება. ის ვერ იმუშავებს პროფესიონალურ დონეზე დიდი მოცულობის საკითხებთან. მას სჭირდება ისეთი რეჟიმი, რომელიც მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, ეფექტურობას და ა.შ.

საბედნიეროდ, დღესდღეობით ადამიანების უმრავლესობას აქვს არა ერთი და ორი ვექტორი, არამედ საშუალოდ 3-6 ვექტორი, და როგორც წესი, ანალ-კანის კომბინაციას ხშირად ვხვდებით ხოლმე. მაშასადამე, ამ ადამიანს, ერთი შეხედვით, არ უნდა გაუჭირდეს არც ანალურ და არც კანურ განათლების სისტემაში რეალიზება. კარგია, თუ ადამიანი ახერხებს სიტუაციის შესაბამისად კონკრეტული ვექტორების გამოყენებას. ბოლო-ბოლო, ფსიქიკა ერთიანია და დანაწილებული. თუმცა, ძირითადი „პარადი“ მაინც სცენარულ ვექტორებს მიჰყავთ, და შესაბამისად მათ აზროვნებით მოდელზე სჯობს უფრო მეტი ყურადღების გამახვილება.

ცხადია, განათლების სისტემა არ ითვალისწინებს სვფ-ს და იმას, რომ ადამიანებს განსაზღვრული აზროვნებითი მოდელი აქვთ. მაგრამ, იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც განათლების სისტემა დაიყოფა კატეგორიებად ვექტორების და ვექტორული კომბინაციების მიხედვით, და ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება ზუსტად აირჩიოს ისეთი სისტემა, რომელიც მის ვექტორულ წყობას შეესაბამება.

თქვენ მეტყვით, რომ ახლა უკვე ასე ხდება, და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აირჩიოს თავისი შესაბამისი სისტემა. ასეა, თუმცა ეს ხდება მას მერე, რაც სკოლას ამთავრებს ადამიანი. სკოლებში კი, ძირითადად, ერთი და იგივე ტიპის განათლების სისტემაა, რომელიც ადამიანებს საკუთარ ინდივიდუალურობას ხშირად ართმევს, და სკოლა დამთავრებული ადამიანი არ იცნობს თავის უნარებს, თავის სურვილებს, თავისი აზროვნების მოდელს, და ხშირად ითვალისწინებს მშობლების ან სხვა კეთილმოსურნეების რჩევებს, რაც ხშირად ხდება მისთვის არაადექვატური განათლების მიღების მიზეზი, და საბოლოოდ არარეალიზებულობის და სტრესების, და ა.შ.

რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას?

პირველი რიგში, სკოლებში უნდა დაინერგოს სვფ-ს პრაქტიკა, სკოლებში უნდა მუშაობდნენ ვექტორული ფსიქოლოგიის სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან მომავალ თაობას თავიანთი სურვილების გაცნობიერებაში და მათი ავსების მეთოდების პოვნაში. ზოგიერთ სკოლაში უკვე გავრცელებულია ფსიქოლოგების მუშაობის პრაქტიკა, ჰოდა ვექტორული ფსიქოლოგიაც უნდა დაინერგოს (თუმცა, ეს შორეული პერსპექტივაა).

მაგრამ, ერთია იცოდე საკუთარი სურვილები და მათი ავსების მექანიზმები (მათ შორის აზროვნების მოდელი). მეორეა, ფლობდე ამ აზროვნებას, რომელიც სწორედ სკოლაში უნდა განვითარდეს. ამიტომ, „სვფ-სკოლებში“ (ასე დავარქვათ მომავლის სკოლებს, რომლებიც სვფ სისტემას გამოიყენებენ) ბავშვების აზროვნებას უნდა ანვითარებდნენ იმ მექანიზმებით, რაც თითოეული მათგანის ვექტორულ კომბინაციას შეესაბამება.

school

და რა ხდება ამ დროს სკოლებში?

განათლების ერთი მოდელია ყველასთვის. თუმცა, ბოლო დროს, მომრავლდა ექსპერიმენტები და სხვა და სხვა უჩვეულო ღონისძიებები, რაც მისასალმებელია, ცხადია. მაგრამ, სვფ-საც შეუძლია შეიტანოს თავისი უნიკალური და მნიშვნელოვანი წვლილი სასკოლო სისტემის ევოლუციაში:

მაგალითად, ბავშვებს სმენის ვექტორით, უნდა აძლევდნენ ისეთ დავალებებს, რაც განუვითარებს აბსტრაქტულ ინტელექტს, სისტემურ აზროვნებას, და რაც მთავარია მეცნიერული თემატიკის ამოცანებს და სიახლეებს.

ბავშვებს, ვიზუალური ვექტორით, უნდა აძლევდნენ ხელოვნებასთან დაკავშირებულ დავალებებს, მხატვრობის, ესეების და მსგავსი თემატიკის დავალებებს.

ანალური ვექტორის მქონეს უნდა გამოუმუშავონ საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი, დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი, და რაც მთავარია, საკითხის მრავალგანზომილებიანი ხედვა.

კანის ვექტორიანები უნდა დატვირთონ სპორტული თუ სხვა სახის შეჯიბრებებით, რომლებშიც საჭიროა სწრაფი რეაგირება და მსგავსი კანური თვისებები.

და ა.შ. ცხადია, ბავშვებს, მრავალი ვექტორით, თითოეული ვექტორი უნდა განუვითარდეთ.

მაგალითად, როგორ ვასწავლოთ უცხო ენა ანალური ვექტორის მქონე ბავშვს? პროფესიონალურ დონეზე! ყველა დეტალი დაწვრილებით აუხსენით.

კანს როგორ ვასწავლოთ? მას არ სჭირდება დიდი მოცულობის წესები. მან უნდა ისწავლოს პრაქტიკული გამოყენება, ენის სწრაფი ფლობა, დიალოგები, ტექნიკური საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში.

როგორ ვასწავლოთ სმენის ვექტორიანს ენა? სისტემურად - ასწავლეთ რამდენიმე წესი და მიეცით საშუალება თავისით აღმოაჩინოს ახალი წესები ანალოგიებით და დაინახოს მთელი სურათი.

როგორ ვასწავლოთ ვიზუალურ ვექტორს? შთაბეჭდილებებით.. მხატვრული ლიტერატურა, სურათ-ხატები, და სხვა..

სპორტში როგორ მოვიქცეთ? ანალური ვექტორისთვის უფრო სასურველი იქნებოდა ტრენაჟორები, კანის ვექტორიანისთვის უფრო სწრაფი სპორტი, მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი. ანუ ისეთი აქტივობა, რომელშიც სწრაფი რეაგირება არის საჭირო.

ისტორია და გეოგრაფია უფრო ანალური ვექტორის მქონე ბავშვებს უყვართ, კანებს არ უყვართ და არ უნდა იყოს სავალდებულო მათთვის ამაში დროის ხარჯვა.

ლიტერატურა ანალური და ვიზუალური ვექტორის მქონეებს უყვართ (სმენის ვექტორიანებსაც შეიძლება უყვარდეთ).

პ.ს. კუნთის ვექტორზე განათლების მხრივ ბევრი არაფრის თქმა არ შეიძლება. ორალური ვექტორისთვის კი სასურველია, თუ ორატორობის ხელოვნებას ასწავლით.

ყნოსვის ვექტორს რაც შეეხება, ყნოსვის ძირითადი ამოცანა უსაფრთხოების უზრუნველჰყოფაა, რისთვისაც მან შეიძლება გამოიმუშავოს სხვა და სხვა უნარები, როგორც ინტელექტუალური, ასევე სხვა სახის. მაგალითად, ქვედა ვექტორებიდან ანალური ვექტორი მის ინტუიციას მისცემს ინფორმაციულ ბაზას, ხოლო კანის ვექტორი მოქნილობას.

ყველაფერი კომბინაციებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურეთრალ-ვიზუალი ვიზუალის გავლენით შეიძლება უფრო შემწყნარებელი და კულტურულად განვითარებული იყოს, ვიდრე უბრალოდ ურეთრალი. და ა.შ.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ...