hole

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე

ყნოსვის ვექტორიანების რაოდენობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ც არაა. სცენარულ ყნოსვებად კიდევ უფრო ნაკლები ყალიბდება. მაგრამ თუ მათ ფუნქციას და საქმიანობის სფეროებს გადავხედავთ მივხვდებით, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია.

პირველყოფილ ჯოგში ის ბელადის მრჩეველი იყო, შამანი - ჯგუფის უსაფრთხოებაზე და მის მართვაზე ზრუნავდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩრდილიდან - ბელადზე გავლით. ეგოს „სუნების“ გარჩევაც ამ დროს ისწავლა, მან ის სურვილები და მისწრაფებებიც კი იცის, ჩვენც რომ გვიჭირს თავს გამოვუტყდეთ. ყნოსვას ჩვენი ყველა „არომატი“ ცხვირწინ აქვს.ყნოსვის ეს თვისება კავშირში არაა ფიზიკური სუნების შეგრძნებასთან, ის გრძნობს უკმარისობების, დაზიანებების ,,სუნს“, მაშინაც კი, თუ საერთოდ მოკლებულია ვარდის სურნელების, ან გაფუჭებული კვერცხის სიმყრალის აღქმის უნარს. ესაა ის იდუმალი სიმები თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულებაში რომ ეხმარება. ჯგუფში მისი ადგილი ყოველთვის იქნება, ის შეუცვლელია - რაც უფრო განვითარებული და დაუსტრესავია ყნოსვა, მით უფრო დაცულია ჯგუფი. რანჟირება და ცოცხალი მატერიის გადარჩენა მისი მთავარი ამოცანებია. თავის სტრატეგიას უკმარისობებზე აგებს (ჯგუფის, კონკრეტული ადამიანის, რომელიმე სფეროს სადაც მუშაობს და ა.შ). ამიტომაც მათ ხშირად შეხვდებით დაზვერვისა და უშიშროების სამსახურებში, რელიგიის მსახურებად, მმართველ წრეებში, ფინანსებში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, ეზოთერულულ ჯგუფებში. ეს უკანასკნელი ასევე ძალიან იზიდავს ვიზუალებს და ხშირად ამ ორი ვექტორის წარმომადგენლები ერთადაც მოღვწეობენ. თანაც ეს ყნოსვების პირველადი ფუნქციის და ხელობის - შამანობის გამოძახილია.

ყნოსვებს შეუცდომლად შეუძლიათ საფრთხის განსაზღვრა ყველაზე უფრო წარმოუდგენელ ადგილასაც კი და ამიტომაც ჯგუფისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ - განვითარების შემთხვევაში. მართალია ყნოსვის ვექტორს ყველაზე მაღალი სტრესმედეგობა აქვს, მაგრამ მთლიანობაში ისიც ისევე ზიანდება როგორც სხვები, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში დაზიანებულიც კი თავის ფუნქციას ასე თუ ისე ასრულებს, ამიტომაც მისი „დავირუსების“ ამოცნობა რთულია. ვინ უნდა განსაზღვროს ჯგუფის ანტივირუსის დაზიანება. გარდა ამისა დაზიანების შემთხვეაშიც კი ყნოსვის ინსტინქტები და მისი ფუნქციის შესრულების საშუალებები ხელუხლებელი რჩება. ის ისევე გრძნობს უკმარისობებს, მოსალოდნე საფრთხეებს, თითოეული წევრის ფარულ სურვილებს. მაგრამ თავისი ბუნებრივი როლის შესრულება აღარ შეუძლია, თუმცა ანტივურუსობის მოთხოვნილება დარჩენილია. ამ დროს მისი ფუნქცია და საშუალებები ადგილებს ცვლიან და საშუალება ხდება ფუნქცია. ასეთი ყნოსვა მტრის ნაცვლად „მტრის ხატს“ ებრძვის და ჯგუფის წევრებს აზიანებს. მოდით დღეს ერთ-ერთი ასეთი განვიხილოთ.

ყნოსვა-მანიპულატორი

მოდით გავიხსენოთ რას აკეთებს ყნოსვა-მანიპულატორი (საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ყნოსვის მანიპულაცია უაზრობამდე მიდის და მანიპულატორობას იჩენს იქაც კი, სადაც ამის არავითარი საჭიროება არ დგას). პირველი და ძირითადი რაც გამოარჩევთ - სხვისი ეგოს „სუნის“ შეგრძნება. ოღონდა აქ ვიზუალებისგან განსხვავებით რომლებიც იდეალური მდგომარეობას და მისგან გადახრას ხედავენ, ყნოსვა ფოკუსირდება ნაკლზე - უკმარისობაზე.

არის ასეთი ფილმი „წითელი ბეღურა“ - იქ სპეციალურად არჩეულ ადამიანებს ასწავლიან მსგავს მანიპულაციებს „იპოვეთ ადამიანის ძირითადი, ყველაზე დიდი უკმარისობა და მერე თქვენ თვითონ გახდით შემავსებელი“. ზუსტად ამას აკეთებს ყნოსვა-მანიპულატორი - ჯერ თქვენს უკმარისობებს პოულობს და მერე შემავსებელ სუროგატებს გთავაზობთ: არარეალიზებულ ურეთრალს თაყვანისცემას და ქება-დიდებას, იდეა ვერ ნაპონს სმენას - ყალბ იდეებს და ა.შ. სუროგატებს - რადგან ნამდვილი შემავსებელების მოცემა არ შეუძლია და არც უნდა, მერე ქსელში როგორღა გაგახვევთ.

სულ სხვაა განვითარებული ყნოსვის მოქმედება. თავიდან რა თქმა უნდა ისიც უკმარისობებს განსაზღვრავს, მაგრამ სუროგატის ნაცვლად ნამდვილ შემავსებელს გთავაზობთ. მან ხომ ცოცხალი მატერია უნდა გადაარჩინოს და ამისთვის ყველა შესაძლებელ ზომას მიმართავს. შესაბამისად განვითარებული ყნოსვები საუკეთესო ფსიქიატრები არიან. უკიდურეს შემთხვევაში თუ კონკრეტული უკმარისობის ავსება ვერ ხერხდება, ყნოსვა ეცდება ჯგუფის წევრის ეს ნაკლი ჯგუფისვე საკეთილდღეოდ გამოიყენოს - თუ მხოლოდ კედლის დანგრევა შეგიძლია - ის დასანგრევ კედელს მოგიძებნის.

ყნოსვა-მანიპულატორის უფრო უკეთესი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ცნობილ ფილმში „ჰარი პოტერი“ - როგორ გამოსტყუებს ახალგაზრდა ვოლდემორტი ჰორკრუქსების საიდუმლოს საკუთარ პატივმოყვარე და გულუბრყვილო მასწავლებელს. მას მოსწავლის ყურადღება და საუკეთესო მასწავლებლად აღიარება სჭირდება და აბა მიუსაფარ ობოლზე ზრუნვაზე უკეთესი რა უნდა შესთავაზოს, თანაც დააყოლოს, რომ მასავით ვერავინ მოუსმენს და ვერც მასავით განათლებულია ვინმე ჰოგვორტსში. ჩვეულებრივ ვითარებაში რა თქმა უნდა ამ საშინელ საიდუმლოზე არავის დაელაპარაკებოდა და საფრთხეებსაც გაითვალისწინებდა, მაგრამ საწყალი ობლისთვის თანაც მხოლოდ თეორიული ახსნა განა რამეს დააშავებს? ყნოსვის ხრიკის სწორედ ესაა, მოძებნოს უკმარისობა და შეავსოს სუროგატით - მიიღოს სასურველი. მაგრამ ერთია როცა ამას ჯგუფის საკეთილდღეოდ და თავისი ბუნებრივი ფუნქციის - უსაფრთხოებისთვის - იყენებს და სულს სხვაა როცა უბრალოდ პირადი მიზნებისთვის.

კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო თვისება რომელსაც ყნოსვა მანიპულატორი სათავისოდ იყენებს - ვიზუალის დამოკიდებულება იდეასთან. როგორც უკვე ვიცით იდეები სმენების „საწვავია“, ვიზუალების სფერო კი ემოციაა. აქედან გამომდინარე ვიზუალი იხიბლება ადამიანით რომელიც კონკრეტულ იდეას/სწავლებას ავრცელებს და მხოლოდ ამის შემდეგ თავად იდეა/სწაველებით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იდეა კავშირშია მის პირად ფასეულობათა დონესთან). მაგრამ „ვიზუალი, რომელიც მოიხიბლა რომელიმე მოძღვრის, ან პირველ რიგში იესოს პიროვნული თვისებებით, თავგამოდებით დაიცავს ამ პიროვნებების მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ ღირებულებებს. ამასთანავე მას ესმის იდეის ის ნაწილი, რომელიც თავად დაინახა და კარგად აღიქვა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც ვერ გაიგო, თავისი წარმოდგენებით ავსებს” (ვიზუალური ფსიქოტიპი და იდეა. ავტორი: მ.გურული). ყნოსვისთვის სწორედ ეს წარმოდგენებით შევსებული ცარიელი სივრცეა ძალიან ძვირფასი. როცა ის ცდილობს ვიზუალზე (ან ვიზუალებზე) თავისი გავლენა გაავრცელოს აწოდებს ბუნდოვან იდეებს, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, აძლევს ვიზუალს საშუალებას ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცეს და საკუთარი ინდივიდუალობით გაიბრწყინოს, გარკვეულწილად ბიძგსაც აძლევს ამისთვის „შენ რა თქმა უნდა მიხვდებოდი“, „ჩვენ რომ ვიცით“, „ეს მასისთვის არაა მხოლოდ ერთეულები ჩაწვდებიან“ და მიამიტ ვიზუალსაც ძალიან უხარია რომ „ჭეშმარიტებას ჩაწვდა“.

ყნოსვა-მანიპულატორს არ უყვარს კითხვები, საკითხის დაზუსტება, მტკიცებულების მოყვანა, ეცდება საწინააღმდეგო არგუნტები აირიდოს, თან ამას კონკრეტულ ოპონენტზე მორგებულად გააკეთებს. ხოლო თუ სიმართლე გამოაშკარავდა ყნოსვა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე განაცხადებს, რომ მას ასე არ უთქვამს - უბრალოდ ვერ გაუგეს, არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ყნოსვა-მანიპულატორი არაა ყნოსვის საუკეთესო მაგალითი, უფრო მეტიც ეს დაზიანების სცენარია, რომელიც მაშინ ყალიბდება როცა ყნოსვა ჯგუფში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს და შესაბამისად ფუნქციის შესრულების ბერკეტებიც არ აქვს ხელთ. სრულიად საწინააღმდეგოა განვითარებული და „თავისადგილას“ მყოფი ყნოსვა. საშუალებები და მოქმედების მეთოდები იგივეა, მაგრამ ამ შემთხვეაში სწორად განსაზღვრულია ჯგუფი, ჯგუფის მტერი და ზუსტად გათვლილი სტრატეგია. რანჟირებას ამ დროსაც უკმარისობების მიხედვით აგებს, მაგრამ მოქმედების ფორმულა იცვლება - „უკარისობა + სწორად რანჟირება = ჯგუფის კეთილდღეობა.“

დავუბრუნდეთ ჩვენს მანიპულატორებს, რა დაგვიცავს ამ „ბოროტი ჯადოქრისგან“? არსებობს ერთი „მაგიური რიტუალი“. ვიღებთ ჯადოსნურ სარკეს (სვფ) ვიყურებით მასში (კონსულტაცია სვფ ფსიქოლოგთან, სვფ შესწავლა და ა.შ) და მყისიერად ვიღებთ ნათელ გამოსახულებას (ვიგებთ ჩვენს ვექტორულ წყობას, სცენარს, უკმარისობებს, სტრესებს და დაზიანებებს). ამის შემდეგ სხვა თვალით ვუყურებთ საკითხს და ჩვენი ანკესზე წამოგებაც ისე ადვილი აღარაა. რა თქმა უნდა უკმარისობები დიაგნოსტირებისას არ ქრება ისინი მხოლოდ დაზუსტდება და გამოვლინდება.

რა თქმა უნდა ანკესისგან თავის დახსნის გზა უკმარისობების არქონა არაა... არამედ მათი ცოდნა და გაცნობიერებაა. ამას კი ყველაზე უკეთ ვექტორული ფსიქოლოგია აკეთებს. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ნამდვილი ეგო დაინახოთ, თავად გააცნობიეროთ თქვენი იდეალური სახეც და მისგან გადახრაც, თავად აირჩევთ გზას და მიმართულებას თქვენს ვექტორებში უკვე თანდაყოლილი სურვილების პაკეტის მიხედვით, დაინახავთ გარშემომყოფთა ნამდვილ სახეებს და უკვე ვეღარავინ ითამაშებს თქვენი უკმარისობებით.

და კიდევ, სვფ გაძლევთ შანსს ამოიცნოთ და გამორიცხოთ ყნოსვა-მანიპულატორი, ჯგუფი სადაც ის მოღვაწეობს ვერ ვითარდება და თქვენც ვერაფერში შეგიწყობთ ხელს. თქვენი განვითარებისთვის კი საჭიროს ჯგუფი განვითარებული ყნოსვით, სადაც თქვენს ადგილს იპოვით და თქვენი სცენარის საუკეთესო ვარიანტისკენ გადადგამთ ნაბიჯებს.

წყარო: svp.ge

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...