brain love

მთარგმნელი: სოფია შანიძე

წყარო

რა ცვლიებებს განიცდის ადამიანის ტვინი , სიყვერულის დროს? არსებეოს კი "შემთხვევითი სექსი"? და რა ვიცით არასწორად ქალის და მამაკაცის სექსუალობაზე?!

ამ და რამოდენიმე სხვა შკითხვებით მივმართე ჰელენ ფიშერს, იგი არის ანთროპოლოგ, მთავარი მრჩეველი მეცნიერების დარგში Match.com ზე და რამოდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის, "რატომ გვიყვარს? რომანტიული სიყვარულის ქიმია და ხასიათი."

ჰელენის წიგნები იძლევა ინფორმაციას ადამიანის სექსუალობაზე, განსხვავებებზე სქესს შორის , კულტურისა და სოციუმის გავლენაზე ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში და ზოგადად სიყვარულზე.

მე ასევე მინდოდა გამეგო რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში და განსხვავდება თუ არა ეს პროცესები ერთმანეთისგან სიყვარულის და დროებითი ურთიერთობების შემთხვევაში.

ფიშერს, თავის მხრივ, ძალიან დიდი დრო და რესურსი აქვს ჩადებული იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ვიცოდეთ თუ რა ხდება ტვინში როდესაც ადამიანს უყვარდება.

ინტ.
რა ხდება ტვინში როდესაც შეყვარებული ხარ?

ჰ.ფ
იმისათვის რომ ჩვენ ამ ამაღელვებელ კითხვაზე პასუხი გვქონოდა, მე და ჩემმა კოლეგებმა, 100 ახლახან შეყვარებული ადამიანის ტვინები დავასკანერეთ. აქედან დაკვირვებით აღმოჩნდა რომ თითქმის ყველა მათგანის ტვინში გააქტიურებული იყო ერთი და იგივე უბანი, კერძოდ ნეირონების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს ტვინის შუა ნაწილში და პასუხისმგებელია დოფამინის გამომუშავება/გამოყოფაზე, რაც შემდეგ ასტიმულირებს და სიგნალებს უგზავნის ტვინის სხვა უბნებს.
ეს ადამიანს აფოკუსირებს ობიექტზე რომელიც უყვარს, ასევე გამოიმუშავებს ენერგიას, გაქვს მონატრების შგრძნება, იმატებს მოტივაცია. მოკლედ კომპლექსურია.

ინტ.
მაინტერესებს არის თუ არა სკანირების დროს განსხვავება სიყვარულის და დროებითი ურთიერთობების შემთხვევაში ?

ჰ.ფ
დროებითი სექსი თუ ურთიერთობები მართულია ტესტესტერონით, ორივე სქესის შემთხვევაში. სიყვარულის დროს კი როგორც ვთქვით, პროცესები დოფამინის გამოყოფით იმართება. მე რომანტიულ სიყვარულს ვუყურებ როგორც განვითარებად პროცესს, რომელიც დაიწყო მილიონობით წლის წინ, და არის ფოკუსირებული პარტნიორების თანხვედრ ენერგიაზე, და ამას ერთი ინდიდვიდის მიმართ განიცდი. ეს განასხვავებს ტესტესტერონით მართულ ურთიერთობებს, რაც ასევე მოიცავს სხვა სექსუალურ ინტერესებს და არ არის ფოკუსი ერთ ადამიანზე.

ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, რომ სიყვარული აკვიატებას გავს , მაგრამ ის სინამდვილეში ადამიანზე, სიყვარულზე დამოკიდებულს გხდის.

ინტ.
ესიგი იყო შყვარებული, ნიშნავს იყო მიერთებული მუდმივ დოფამინის წყაროს და ყოველ ჯერზე როდესაც შეხვდები ან შეხები ან ფიქრობ იმ ადამიანზე , ის იფრქვევა შენს ტვინში ?

ჰ.ფ
ძალიან კარგად ახსენ , არასდროს გამიგია აქამდე ასეთი ფორმულირება, მაგრამ ახლოს ხარ. კიდევ უნდა ვიცოდეთ, რომ დოფამინი ასევე გამოიყოფა იმ დროს, როდესაც არ ხარ ფიზიკურად მასთან.

ფიქრობ რომ აკვიატებაა, მაგრამ ამას მეცნიერულად დამოკიდებულებას დავარქმევდი. ამ დროს ხშირად ფიქრობ იმ ადამიანზე, ხდები ყურადღებიანი მის მიმართ.
მაგრამ მე ვიმეორებ, რომ ეს დამოკიდებულებაა, რადგან დოფამინის გამოყოფის შემთხვევაში, ტვინში აქტიურდება სხვა ნეირონების ჯგუფი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს თვითშეფასების დროს, კმაყოფილების ფორმირების დროს, სიცილის, ნარკოტიკებზე თუ აზარტული თამაშების დამოკიდებულების დროს, შიშის და პლაცებოს ეფექტის შემთხვევებში. ამიტომ როდესაც ტვინის ეს ფუნქციები აქტიურდება, გაქვს შგრძნება, რომ სიყვარულის დროს პარტნიორზე ხარ დამოკიდებული. ამიტომაც არის რომანტიული სიყვარული უძლიერესი ტვინის სისტემით მართული პროცესი. მეტი ვიდრე მხოლოდ სექსის წყურვილი.

ინტ.
"მხოლოდ სექსი", მხოლოდ სექსი არ არის? მომესმა თუ ასე თქვით?

helen

ჰ.ფ
დიახ, შემთხვევითი სექსი, თუ ეს პარტნიორებისთვის სასიამოვნო აღმჩნდა, ხდება დოფამინის სისტემის ამუშავების მოტივატორი ტვინში, აღიქმება როგორც პირველი გადალახული ბარიერი, შეყვარების მომენტში.

ორგაზმის დროს კი ტვინში ხდება ამოფრქვევა ოქსიტოცინის და პეპტიდური ჰორმონის - ვაზოპრესინის , რაც იწვევს ადამიანთან მიმაგრების სურვილს.
ასე რომ შემთხვევითი სექსის შემთხვევაში, არის იმის პოტენციალი ,რომ "მხოლოდ სექსიდან"- გაგიჟებამდე შეგიყვარდეს. ადამიანების ჯგუფის ერთ მესამდს სწორედ ასეც ემართება.

ინტ.
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა , თუ სექსი გაქვს ადამიანთან, იყავი მზად რომ შეიძლება შგიყვარდეს?

ჰ.ფ
ზუსტად. თუ დასასვენებლად ხარ და იცი რომ დიდი შანსია, იმ ადამიანს კიდევ ვეღარ ნახავ, მაგ მთხვევაში შესაძლოა რომ უფრო დაცული ხარ იმისგან რომ შგიყვარდეს. სხვა შმთხვევაში შენ რისკავ, და შესაძლოა ამისთვის მზად არც იყო, რადგან არ გქონდს გაცნობიერებული.

ინტ.
რა ვიცით კულტურიდან, ისტორიული და სოციალური კუთხით ასარწორად, კაცის და ქალის სექსუალობაზე?

ჰ.ფ
ძალიან ბევრი, მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ კაცს ყველასთან და ყველაფერთან შუძლია სექსი რაც მოძრაობს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კაცები უფრო პრეტენზიულები არიან ვიდრე ჩვენ გვგონია.

ასევე არასწორად გვესმის ის რომ ქალბს ნაკლები ინტერესი აქვს სექსის მიმართ, 40 წლამდე ადამიანებს შორის ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ქალები ისეთივე ამორალურები არიან სექსში როგორც კაცები.

უკვე 30 წელია ქალბატონებისთვის განკუთვნილ ჟურნალ-გაზეთებს ვეუბნები, რომ კაცებს ქალებზე სწრაფად უყვარდებათ, რადგან ისინი ვიზუალები არიან, და ქალებზე ხშირადაც.

კაცებს ხალხში ახასიათებთ ქალის მიმართ ყურადღების გამოჩენა, რაც რომანტიულად ჟღერს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ამით ისინი დანარჩენებს მესიჯს გადასცემენ რომ თქვენ მასთან ხართ.

შეყვარებულ კაცს, ასევე სურს თავის მეგობრები და ოჯახის წევრები გაგაცნოთ და თქვენთან ერთად იცხოვროს , იმაზე სწრაფად ვიდრე ეს თქვენ გგონიათ რომ ხდება. ასევე კაცებს ინტიმური საუბრები უფრო მეტდ აქვთ თავის მეგობარ გოგონებთან ან ცოლთან, ვიდრე ქალებს ქმრებთან , რადგან ქალებს ამ თემაზე დაქალებთან უფრო უყვართ საუბარი.

კაცები 2.5 ჯერ მეტად მიდრეკილი არიან თვითმკვლელობისკენ, როდესაც ურთიერთობები სრულდება. ამაზე პრესა და პუბლიკაცია არ საუბრობს, რადგან ეს კარგად არ იყიდება.

ინტ.
თვითმკვლელობას როგორ ახსნით ?

ჰ.ფ

მე რაც მაქვს ეს ჰიპოთეზაა მხოლოდ. არა მგონია ვინმე უკეთესი დარვინისტული იდეით გამოჩენილიყო აქამდე ამის შესახებ. ვგულისხმობ იმას, რომ ქალებს აქვთ მცდელობები სუიციდის, მაგრამ ხშირად ვერ რისკავენ, ან აქვთ წარუმტებელი მცდელობები. კაცები ასრულებენ თავიან საქმეს, ასე რომ ვთქვათ.

ვფიქრობ საქმე გვაქვს ემოციების გამომჟღავნებასთან. ქალებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს . კაცები პირიქით, ისინი მალავენ , ფუთავენ ემოციებს, ეს ალბათ მილიონობით წლის წინ დაიწყო, კაცებს უნდა დაეცვათ ოჯახები, ცოლები, მოეკლათ უზარმაზარი ცხოველები რომ გადარჩენილიყვნენ, და ასეთ დროს ემოციებისგან დაცლა, შიშის თუ სიყვარულის გამოხატვა საკმაოდ რთულად აღიქმებოდა კაცის მხრიდან.

ვფიქრობ ეს თვითმკვლელობასთან რაღაც გზით არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც ვთქვით , ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა.

ინტ.
სიყვარული სიყვარულია და ვფიქრობ ასეც არის, განურჩევლად ჰეტერო ხარ თუ ჰომოსექსუალი, ამაზე რა ვიცით, არის თუ არა სხვაობა?

ჰ.ფ
მე მაქვს კვლევა რამოდენიმე ასეული გეი კაცის მონაწილეობით, და არანაირი განსხვავება არ მოგვცა ჰეტეროსექსუალებთან. ისეთივე სისწრაფით და სიხშირით უყვარდებათ, როგორც ვახსენე. რომანტიული სიყვარული არის ტვინის გარკვეული სისტემა, როგორც შიში და ბრაზი მაგალითად, და ეს სისტემა ტინში ყველა ადამიანს აქვს, განურჩევლად ორიენტაციისა. მაგრამ ჰომოსექსუალ კაცებთან დაკავშირებით თვითმკვლელობის სტატისტიკა არ გვაქვს, შიეძლება არის კიდეც და მე არ მინახავს ჯერ.

ინტ.
ვფიქრობ ბევრ ადამიანს სიყვარული როგორც ღრმა და კომპლექსურ მდგომარეობად წარმოუდგენია და შესაძლოა თქვენი კვლევა მათ თვალში აკნინებდეს ამ დიდებულ გრძნობას?!

ჰ.ფ
ტვინის ძირითადი ფსიქოლოგია ჩვენი კვლევის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. მე შევძელი და პასუხი გავეცი შეკითხვას, თუ რა სქემით მუშაობს ადამიანის ტვინ , ასოცირებული რომანტიულ სიყვარულთან. ეს არ არის სიყვარულის გაგების დაკნინება, პირიქით, მთელი ჩემი ინტელექტუალური ცხოვრება მივუძღვენი ტვინის კომპლექსური სისტემის ახსნას დაკავშირებული სიყვარულის ფენომენთან. ჩემი ნაშრომით ავხსენი, როგორ რეაგირებს ტვინი ისეთ დროს, როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, მაგრამ ეს არ ხსნის ამავდროულად იმას, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები ამას, ან სად, ან თუნდაც როდის. მე ყოველთის მახსენდება შოკოლადის ნამცხვრის ამბავი, ადამიანმა შეიძლება ყველა ინგრედიენტი იცოდეს, თუ რას შეიცავს შოკოლადის ნამცხვარი, მაგრამ მაინც დაჯდეს და დიდი სიამოვნებით მიირთვას იგი, ასევეა სიყვარულიც, ყოველთვის არის რაღაც საიდუმლოდ ჯადოსნური. სწორედ ამიტომ ადამიანი ფიქრობს რომ სიყვარული რაღაც სუპერ ძალაა, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ყველაზე ძლიერი ტვინის სისტემიდან იმართება. მთელი კაცობრიობის ისტორიაში ადამიანები იტანჯებოდნენ სიყვარულის გამო, წერდნენ სიმღერებს , პოემებს , ცხოვრობდნენ სიყვარულისთვის, კლავდნენ სიყვარულისთვის. სიმფონიები, ოპერა, მითები და ლეგენდები, და დასვენების დღეებიც კი მიუძღვნა ადამიანის რასამ სიყვარულს.

მე სიცოცხლის ბოლომდე მჯერა, რომ უდიდესი მნიშვნელობის საკითხია იმის შემეცნება თუ როგორ არის ტვინი ჩართული რომანტიულ სიყვარულში , რის გარშემოც მთელი ჰუმანიზმი ტრიალებს.

ინტ.
ბევრი კვლევა გაქვს Match.com ისთვის ჩატარებული, რა არის ბედნიერი წყვილის და ოჯახის საიდუმლო ?!

ჰ.ფ

ფსიქოლოგებს სავარაუდოდ სხვა პასუხი ექნებათ ამ შეკითხვაზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრა რას ამბობს ტვინი, პარტნიორულ ბედნერებაზე.
ჩვენ გვაქვს სამი რეგიონი ტვინში, რომელიც აქტიურდება, როდესაც ადამიანი არის ბედნიერი, პარტნიორთან ურთიერთობის დროს.
ეს არის თანაგრძნობა, შენი პირადი სტრესის და ემოციების კონტროლი, და ადგილი ტვინში რომელიც გვიქმნის ეგრედ წოდებულ "დადებით ილუზიას", ეს უკანასკნელი ფოკუსირებას ახდენს უფრო მეტად პარტნიორის დადებით მხარეებზე და უმნიშვნელოს ხდის იმას რაც შეილება ვთქვათ "არ მოგწონს", ანუ პარტნიორის პოზიტიური კუთხით აღქმაზე მაქვს აქ საუბარი, მის თანაგრძნობაზე და შენი უარყოფითი ემოციების, სტრესის კონტროლზე. ეს სამი რამ არის პასუხისმგებელი ბედნიერი ურთიერთობებისთვის - ტვინის ხაზით.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...