vaqcina

ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან:

მთარგმნელი: მამუკა გურული

გამარჯობა. მადლობა ყველას, ვინც აქ მოვიდა, და ყველას, ვინც ტრანსლაციას უყურებს. დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ჩემს ლექციას ეწოდება - „ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს“. 1987 წელს დავდე ფიცი: „არ ავნო“, და მთელი ამ წლების განმავლობაში მე გავაცნობიერე, რომ ვაქცინაციის სფეროში არსებობს ბევრი უთანხმოება, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია და კვლევა, რომლებიც გვამცნობენ საფრთხეს, რომ ჩვენ შესაძლოა ზიანი მოგვაქვს ბავშვებისთვის, მათი იმუნური სისტემისთვის და ტვინისთვის. მე მოვყვები ბავშვებში ნევროლოგიური და ქრონიკული დაავადებების განვითარების შესახებ.

vac1

როგორც სლაიდზე ვხედავთ, დღეისათვის აშშ-ში 3-დან ერთ ბავშვს ჭარბი წონა აქვს, 6-დან ერთს - სირთულეები დასწავლაში. 9-დან ერთს - ასთმა. 10-დან ერთს - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD). 12-დან ერთს - კვებითი ალერგია, 20-დან ერთს - კრუნჩხვითი შეტევები, 45-დან ერთ ბიჭს და 68-დან ერთ გოგოს - აუტიზმი. მთელი ბავშვების 54%-ს აქვს თუნდაც ერთი ქრონიკული დაავადება ან ჭარბი წონა. ყველა ეს ციფრი აღებულია გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევებიდან. 2008 წელს ჟურნალ „პედიატრიაში“, გამოქვეყნებულ იქნა მოხსენება (იხ. ამ ლინკზე), რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ ექვსიდან ერთ ბავშვს ერთი ნევროლოგიური დარღვევა მაინც აქვს. ესაა აუტიზმი, კრუნჩხვები, მეტყველების, სმენის, დასწავლის, და სხვა სახის ფსიქიკური დარღვევები. უფრო მეტად ეს ბიჭებს ეხებათ. რაღაც დაემართა 16,7%-ს ჩვენს ქვეყანაში. მიაქციეთ ყურადღება. ეს 2008 წელსგამოქვეყნებული მონაცემებია. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. გარდა ამისა, ეს მონაცემები არ აჩვენებს განსხვავებას აცრილი ბავშვების განვითარებისა, აუცრელთან შედარებით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს 6-დან ერთია, მაგრამ არ ვიცით აცრილები არიან ეს ბავშვები თუ არა.

2012 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოუშვა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ 9-დან ერთ ბავშვს ასთმა აქვს, 10-დან ერთს ADHD, 12-დან ერთს ალერგიები. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ალერგიით დაავადებული და გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა ძალიან დიდი ტემპებით იზრდება. ყველა ცდილობს ამის მიზეზების გარკვევას და კითხვას სვავს: „რა ხდება?“ პირველ რიგში არ შეიძლება კვებითი პროტეინების დაშვება ვაქცინების შემადგენლობაში. ისეთების, როგორიცაა რძის ცილა - კაზეინი, ან კვერცხის ცილა K ვიტამინის ინექციებში ან გრიპის ვაქცინებში, ან სოიოს პროტეინი პრევენარის ვაქცინის შემადგენლობაში. მე ასევე ეჭვი მაქვს, რომ ვაქცინის შემადგენლობაშ შედის გლუტენი, ან რაღაც მისი მსგავსი. K ვიტამინის ინექციებში არ შეიძლება კასტორის ზეთის დამატება. ცხადია, რომ ეს ყველაფერი ბავშვებში ალერგიას იწვევს. ალერგიას რძეზე, კვერცხზე, სოიოზე, არაქისზე, და შესაძლოა გლუტენზეც.

vac2

2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ იქნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 20-დან ერთი ბავშვი 5 წლამდე ასაკში ეპილეფსიის შეტევებით იტანჯება. და რის გამო ჩნდება შეტევები? ენცეფალიტისგან (ტვინის ანთებისგან). და რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩემს მიერ მოხსენიებულ 2012 წლის განცხადებაში არის მონაცემები იმაზე, რომ 68-დან 1 ბავშვს აუტიზმი აქვს. ესაა საშუალო რიცხვი - სოციალური, ეკონომიური ან ეთნიკური ფაქტორების გარეშე.

vac3

2011 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც გაანალიზებულ იქნა გამოკითხვის შედეგები, რომელიც 90 000-ზე მეტი ბავშვზე მეტს მოიცავდა. მათგან 43%-ს ოციდან ერთი ქრონიკული დაავადება მაინც აღმოაჩნდა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ნევროლოგიურ დარღვევებს და ჭარბ წონას, ეს რიცხვი 54%-ს უახლოვდება. ნუთუ არ ხართ შეშფოთებული ამ სურათით? რა ემართება ჩვენი ბავშვების იმუნურ სისტემას? მათ ნერვულ სისტემას? მაშ, რას ვუშვრებით ბავშვების ტვინს?

vac4

ჩვენ გამუდმებით გვესმის უკომპრომისო განცხადებები იმაზე, რომ ვაქცინებს არანაირი კავშირი არ აქვთ ნევროლოგიური დაავადებების განვითარებასთან. ადამიანთა უმეტესობა იწყებს ვაქცინაციის პროპაგანდას ისე, რომ სათაურის მერე აღარც კითხულობს. ისინი არ შეისწავლიან თავად კვლევას, არ სვავენ კითხვას: ვინ ჩაატარა კვლევა? რამდენად კორექტული და ადეკვატურია დასკვნები? რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს.

ახლა მინდა მოგიყვეთ ჩვენი ორგანიზმის ისეთ ფენომენზე, როგორიცაა ჰემატო-ენცეფალური ბარიერი (BBB). ჰემატო-ენცეფალური ბარიერი, ესაა ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ტვინს სისხლის მიმოქცევისგან გამოყოფს. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი ბარიერი, ერთგვარი „ფორტნოქსი“ ტვინში. მისი მეშვეობით ჩვენი ტვინი დაცულია მრავალი ნივთიერების შეღწევისგან. ფარმაკოლოგიური პრეპარატები გაჭირვებით აღწევენ ტვინში ამ გზით, ისევე, როგორც ვირუსები, ბაქტერიები და სხვა პათოგენები. და სისხლის ზოგიერთი უჯრედი და პროტეინიც კი ვერ აღწევენ ტვინში. ანუ ეს მექანიზმი - ჰემატო-ენცეფალური ბარიერი, ძალიან საიმედოდ იცავს ტვინს არასასურველი პათოგნებისგან. მას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ტვინის იმუნური სისტემის რეგულაციისთვის და სითხის ბალანსისთვის (ჰომეოსტაზისთვის). შემდეგ ავხსნი, რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი.

vac6

ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში არის სუსტი ან არარსებული ადგილები, რის გამოც სისხლის მიმოქცევიდან ტვინში შეიძლება უპრობლემოდ შეაღწიოს იმან, რისი ადგილიც იქ არაა. და ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ტვინზე, რას უშვრება მას. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ვხვდებით, რომლებიც ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს არღვევენ და მის ეფექტურობას აქვეითებენ. აი, ამ ფაქტორების მთელი სია: მაღალი წნევა, სისხლში შაქრის ან მარილის მაღალი კონცენტრაცია, მიკრო-ტალღები, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებები. ამიტომ, თუ ორსულად ხართ, მუცლისგან შორს გქონდეთ ტელეფონები, პლანშეტები, კომპიუტერები... ხოლო თუ პატარა ბავშვები გყავთ, ეცადეთ შორს გქონდეთ ტელეფონები მათი თავისგან და სხეულისგან. ასევე ესაა ინფექციები, ტრავმები, ანთებები. მე კიდევ დავუბრუნდები ანთებების თემას. მხოლოდ მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ შეუძლიათ ჩვენი სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის დარღვევა.

ფარმაცევტულ ინდუსტრიას არ უყვარს ეს ჰემატო-ენცეფალური ბარიერი. რადგანაც მოხვდებიან რა სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ფარმაკოლოგიური ნივთიერებები ასე ადვილად ვერ აღწევენ შიგნით. ეს საშუალებას არ აძლევთ მათ, რომ განკურნონ ტვინის კიბო, ტვინის ინფექციები და ნერვულ-ფსიქიკური აშლილობები. ჰემატო-ენცეფალური ბარიერი გზას უღობავს მათ. ჩატარდა კვლევები, და დაიწერა სტატიები, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარ პრობლემას ტვინში ფარმაკოლოგიური პრეპარატების მიწოდებისას ჰემატო-ენცეფალური ბარიერი წარმოადგენს. და მაშინ ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა შეიარაღებაში დაიწყეს ნანო-ტექნოლოგიების გამოყენება. ნანო-ტექნოლოგიებს და ნანო-ნაწილაკებს მთელი ლექციის განმავლობაში ვახსენებ.

ტერმინი ნანო-ნაწილაკი ნიშნავს, რომ ეს ნაწილაკი უკიდურესად პატარა ზომისაა. ფარმაკოლოგიური კომპანიები იყენებენ ნანო-ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ ნაწილაკების წამალთან სინთეზირება მოახდინონ. კიდევ ერთ სტატიაში ნათქვამია ნანო-ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ - ნეირო-დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. ნანო-ნაწილაკი წარმოქმნის მდგრად შეერთებას სამკურნალო პრეპარატთან და საშუალებას აძლევს მას, რომ ტვინში შეაღწიოს. შეხედეთ, აი, წამალმა სისხლში ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს მიაღწია, და იგი ეუბნება მას: „არა!“ მაგრამ ნანო-ნაწილაკის მეშვეობით წამალი ადვილად აღწევს ტვინში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი. ამით ნანო-ნაწილაკთან დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატი ტვინში აღწევს.

vac7

მაგრამ ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის ეს ცოტაა. გარდა ამისა ისინი იყენებენ ემულგატორებს, და ერთ-ერთი მათგანია - პოლისორბატ-80. მათ აღმოაჩინეს, რომ თუკი პრეპარატის შემადგენელისა და ნანო-ნაწილაკის შენაერთს ასევე პოლისორბატ-80-ს დავუმატებთ, მაშინ ამ პრეპარატის უნარი - შეაღწიოს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში - 20-ჯერ უფრო იზრდება. ფარმ-კომპანიები თვლიან, რომ ეს მიწოდების შესანიშნავი მეთოდია. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ტვინში წამლის მიწოდების ეს მოდელი. წამალი მჭიდროდ უკავშირდება ნანო-ნაწილაკს და პოლისორბატ-80-ს, და ეს 20-ჯერ ზრდის წამლის ტვინში შეღწევადობას.

vac8

ახლა კი ვისაუბროთ ალუმინზე. ალუმინი ვაქცინების შემადგენლობაში ადიუვანტის სახით გამოიყენება. ადიუვანტის დანიშნულებაა, რომ იმუნური სისტემის რეაქცია გამოიწვიოს. რისთვის?

vac9

როგორც ამ კვლევამ აჩვენა, თუ ორგანიზმში უბრალოდ ვირუსს ან უბრალოდ ბაქტერიას შეიყვანთ, იმუნური პასუხი არ იქნება, ან ძალიან სუსტი იქნება. როგორც ვიცით, ვაქცინის ეფექტურობა მდგომარეობს იმუნური სისტემის უნარში - გამოიმუშაოს ანტისხეულები. როცა ნაწილაკი, ვირუსები ან ბაქტერიები ორგანიზმში შეიყვანება, ანტისხეულების მინიმუმი წარმოიქმნება, ამიტომ ფარმ-კომპანიები იყენებენ ადიუვანტებს - ნივთიერებებს, რომლებსაც უმატებენ ვაქცინებს იმუნოგენურობის ასამაღლებლად - კატალიზატორის სახით, რათა იმუნურმა სისტემამ შეძლოს ალუმინის ადიუვანტთან დაკავშირებული ვირუსების ან ბაქტერიების ნაწილაკების შემჩნევა. სწორედ ეს განაპირობებს საჭირო იმუნურ პასუხს. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ეს: ანტიგენებს, ანუ ვირუსების ან ბაქტერიების ნაწილაკებს სპეციალურად აკავშირებენ ალუმინის ადიუვანტთან, რათა ვაქცინის შეყვანისას გაშვებულ იქნეს იმუნური რეაქცია.

vac10

ახლა განვიხილოთ მასალები ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალიდან. ესაა იმ ვაქცინების სია, რომლებიც ალუმინს შეიცავენ (ჩამონათვალი იხ. ფოტოზე). ალუმინის ადიუვანტი შედის ასევე ციმბირის წყლულისა და ცოფის ვაქცინის შემადგენლობაში. იგი არ შედის: როტოვირუსის, MMA, ოსპის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში (იხ. ფოტო):

vac11

მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს ალუმინის ადიუვანტის ორი ტიპი. ესაა ალუმინის მარილები: ალუმინის ჰიდროქსიდი და ალომინის ჰიდროქსიფოსფატი. ცნობილია, რომ ისინი ვაქცინაში მიკრონაწილაკების სახით არსებობენ. ეს უბრალოდ პატარა ნაწილაკებია, არა ნანო-ნაწილაკები. ვაქცინების მწარმოებლები და სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ალუმინის მარილები ვაქცინებში მიკრო-ნაწილაკების სახით არსებობენ. ისინი ნანო-ნაწილაკებზე ცოტა მსხვილები არიან. და რამდენადაც მე ვიცი, არ არსებობს არცერთი კვლევა, რომ ადამიანს შეუყვანონ ალუმინის ადიუვანტი მიკრო-ნაწილაკების სახით და თვალყური ადევნონ მის მოძრაობას ორგანიზმში, რათა გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა ასეთი ზომის ნაწილაკებს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვა. შესაძლოა, ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყოს იმ ინფორმაციასთან შედარებით, რის წარმოდგენასაც ვაპირებ.

vac12

ამ სტატიაში (იხ. ფოტო) აღწერილია კვლევა ალუმინის ჰიდროქსიდის შესახებ. მე მხოლოდ მთავარს შევეხები ამ სტატიაში. ალუმინის ჰიდროქსიდი მიკრონაწილაკს წარმოადგენს. მას, როგორც ადიუვანტს, არ გააჩნია გამოხატული თვისება, რომ გააძლიეროს ანტისხეულების გამოყოფა. პირველ წინადადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული ანტიგენების შესაბამისი სპეციფიური ანტისხეულების მის მიერ სუსტი ან საშუალო დონით სტიმულირდება, მაგრამ თუკი ალუმინის ჰიდროქსიდს წყალში ხსნარის სახით გამოვიყენებთ, იგი გაცილებით უფრო ნაკლები ზომის ნაწილაკებს წარმოქმნის, რომლებსაც ნანო-ნაწილაკები ეწოდებათ. ჩნდება კითხვა: წარმოშობს თუ არა ალუმინის ჰიდროქსიდი ნანო-ნაწილაკებს ვაქცინის შემადგენლობაში? სწორი პასუხია: არა. ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ნანონაწილაკების მიერ ანტისხეულების წარმოქმნის გაძლიერების უნარი გაცილებით მეტია, ვიდრე მიკრონაწილაკების შემთხვევაში.

და კიდევ, რამდენიმე ფაქტი. ალუმინის ჰიდროქსიფოსფატი იგივე თვისებებს ფლობს. იგი წარმოადგენს ანტისხეულების წარმოშობის გამაძლიერებელ სუსტ კატალიზატორს, მაგრამ წყლის ხსნარში მისი ეს თვისება ბევრად უფრო იზრდება.

მოდი, შევაჯამოთ. ალუმინის მარილების ადიუვანტებს მიკრო-ნაწილაკების ფორმა გააჩნიათ, მაგრამ ამ ფორმით მათი მოქმედება სუსტია. თუ ალუმინის მარილებს წყალში გავხსნით, მივიღებთ ნანო-ნაწილაკებს, რომლებიც გაცილებით უფრო ძლიერად ასრულებენ ადიუვანტის ფუნქციას. და რა არის წყლის ხსნარი? ესაა თხევადი პრეპარატი, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ წყალში ხსნად ქიმიურ ნივთიერებას. მე შევისწავლე სამი ვაქცინის ანოტაცია:

vac13

პირველია B ჰეპატიტის ვაქცინა (იხ. ფოტო), რომლითაც ბავშვებს ცრიან. 263-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ვაქცინის შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, რომელიც მიკრონაწილაკს წარმოადგენს. მაგრამ 265-ე და 266-ე პუნქტებში მეცნიერული ტერმინებითაა ნათქვამი, რომ ეს წყლის ხსნარია. ანუ ალუმინის მარილი წყლის ხსნარის ფორმით გვაქვს.

ხოლო თუ ვნახავთ ამონარიდს DPT (დყტ - დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი) ვაქცინის შესახებ (იხ. ფოტო), ვნახავთ, რომ აქ ალუმინის ჰიდროქსიფოსფატი გამოიყენება. ვაქცინის კომპონენტები შეერთებულია ალუმინის ჰიდროქსიფოსფატთან და კიდევ 2ფენოქსიეთანოლთან. და ეს ყველაფერი ინექციის ხსნარში. ანუ ორივე ამ ვაქცინაში ალუმინის მარილები წყალშია გახსნილი.

vac14

 

პაპილომის საწინააღმდეგო ვაქცინაში (Gardasil) (იხ. ფოტო), ასევე ყოველი დოზა შეიცავს წყალში გახსნილ ალუმინის ჰიდროქსიფოსფატს.

vac15

მე მხოლოდ სამი ვაქცინის მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ თითქმის ყველა ვაქცინა წყლის ხსნარის სახით იწარმოება. ამრიგად, ჩნდება კითხვა, ტრანსფორმირდება თუ არა ალუმინის მიკრო-ნაწილაკები წყლის ხსნარში ნანო-ნაწილაკებად იმ ვაქცინების შემადგენლობაში, რომლების რეკომენდირებასაც რეგულარულად ახდენენ როგორც ახალშობილებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ჩვენთვის უცნობია, აღწევენ თუ არა ტვინში - ვირუსებთან და ბაქტერიებთან შეერთებული ეს ნაწილაკები. არ ჩატარებულა არცერთი კვლევა, სადაც დააკვირდებოდნენ მათ ორგანიზმში მოძრაობას ინექციის მომენტიდან. მაგრამ თუ ალუმინის მარილების მიკრო-ნაწილაკები წყალში ნანო-ნაწილაკებად გარდაიქმნებიან, ჩნდება კითხვა, შეძლებენ თუ არა ვირუსები და ბაქტერიები ალუმინთან შეერთებაში ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და ტვინში მოხვედრას? და რა თქმა უნდა, ასეთი კვლევები ასევე არ ჩატარებულა.

vac16

როგორც ვიცით, ვირუსები და ბაქტერიები ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში ვერ აღწევენ (იხ. ფოტო). ასევე ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ალუმინი ვაქცინებში ნანო-ნაწილაკების სახითაა წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით ბევრი კამათია, მაგრამ ვაქცინების მწარმოებლებს ერთი კვლევაც კი არ ჩაუტარებიათ, რომელიც აჩვენებდა, მოხვდებოდნენ თუ არა მიკრო-ნაწილაკებთან შეერთებული ვირუსები და ბაქტერიები ტვინში. და თუ წყლის ხსნარში ნანო-ნაწილაკებია? ამ შემთხვევაში რა მოხდება? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი ადგილი ტვინში არაა.

vac17

შემდეგი კვლევა, რომელიც 2017 წელს საფრანგეთში ჩატარდა (იხ. ფოტო), აჩვენებს, რომ ალუმინის ადიუვანტის დაბალი დოზა უფრო სახიფათოა და უფრო ეფექტურად აღწევს ტვინს, ვიდრე მაღალი დოზა. უმეტესობა ჩვენგანს ბრმად სჯერა იმის, რომ თუ რაღაც სახიფათოს დოზას გავზრდით, მისი საფრთხე გაიზრდება. მაგრამ ჩატარდა სამეცნიერო კვლევები და შეიქმნა გრაფიკები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ნივთიერების მცირე რაოდენობას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე დიდს. ეს ჰარმეზისის კანონია. იგი ამბობს, რომ ნივთიერებები მცირე დოზებში შეიძლება უფრო სახიფათონიც იყვნენ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ცხოველის ტვინში მეტი ალუმინი ხვდება, თუკი მას ნაკლები რაოდენობით შევიყვანთ. ასევე დადგენილია, რომ ცხოველებში ალუმინის ინექციის შემდეგ ნერვული სისტემა ზიანდება.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? ალუმინის ნანო-ნაწილაკები, შეერთებულნი ვირუსებთან ან ბაქტერიებთან, თეორიულად ტვინში უნდა აღწევდნენ. მე უკვე გაჩვენეთ სქემა, სადაც პრეპარატის მოლეკულა უერთდება ნანო-ნაწილაკს და ტვინში აღწევს. და როგორც ჩანს, ვაქცინების შემთხვევაში იგივე სქემა მუშაობს, რაც პრეპარატის ტვინში ტრანსპორტირების შემთხვევაში. ჩნდება კანონზომიერი კითხვა: ხვდებიან თუ არა ვირუსები და ბაქტერიები ტვინში? და ჩატარდა თუ არა კვლევა ამის შესამოწმებლად? პასუხია: არა.

შემდეგ, კიდევ ერთი კვლევა ნევროლოგიაში, რომელმაც აჩვენა, რომ ალუმინის ჰიდროქსიდი, რომელსაც აქ ნანო-ნაწილაკს უწოდებენ, აღწევს არა მხოლოდ ტვინში, არამედ ღვიძლში და ელენთაშიც. ხოლო ალუმინის, როგორც ვაქცინების ადიუვანტის კვლევამ აჩვენა, რომ იგი ბიოლოგიურად მდგრადია. ეს კი ნიშნავს, რომ ალუმინი არა მხოლოდ აღწევს უჯრედებში, არამედ რჩება მათში. ინექციის შემდეგ ჩატარებულ ანალიზებში ალუმინი შესაძლოა არ აღმოჩნდეს სისხლში შარდში და განავალში, რადგანაც ნანო-ნაწილაკები უჯრედებში აღწევენ. კონკრეტულად სად აღწევენ? - მიტოქონდრიებში და ლიზოსომებში. როგორც იცით, მიტოქონდრიები უჯრედისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ლიზოსომები უჯრედის ის ნაწილებია, რომლებიც უჯრედებს ნარჩენებისგან განთავისუფლებაში ეხმარება. ამგვარად, თუკი ალუმინით მიტოქონდრიებს და ლიზოსომებს აზიანებთ, ამით არღვევთ უჯრედის სასიცოცხლო პროცესს. მრავალი ნეირო-დეგენერაციული დაავადებისას ზრდასრულებში ვაკვირდებით ალუმინის მომატებულ კონცენტრაციას - ორგანიზმის მრავალ ქსოვილში, მათ შორის ტვინში.

vac18

ჩემი აზრით, შემდეგი კვლევა (იხ. ფოტო) ზუსტად ახდენს იმის დემონსტრირებას, რაც ბავშვებს ემართებათ. მასში მეცნიერები იღებდნენ ალუმინის, ვერცხლის და სპილენძის ნანო-ნაწილაკებს ვირთხების სისხლში შეჰყავდათ ისინი. და დადგინდა, რომ ვირთხების ტვინში ედემა წარმოიქმნებოდა. ედემა, ესაა შეშუპება, სიმსივნე. შეშუპება ხუთიდან ერთ-ერთი კრიტერიუმია ანთების დიაგნოსტიკისთვის. ანთებას ახასიათებს შეწითლება, შეშუპება, სიცხე , ტკივილი და ფუნქციის დაკარგვა. ვირთხებზე ჩატარებულ ამ კვლევაში დამტკიცებულ იქნა, რომ ალუმინის, ვერცხლის ან სპილენძის ნანო-ნაწილაკების შეყვანისას ტვინის შეშუპება ჩნდებოდა. და ეს შეშუპება ტვინის სამ მიდამოში ჭარბობდა:

vac19

პირველ რიგში, ესაა ტვინის ვენტრალური, ანუ წინა ზედაპირი. სახელდობრ - მედულა (იხ. ფოტო), რომელიც აკონტროლებს ბრძოლის ან გაქცევის რეაქციებს, გულისცემის სიხშირეს, სისხლის წნევას და სუნთქვას.

მეორე მიდამო, ასევე ტვინის წინა ნაწილს ეკუთვნის, და ნათხემის ნაწილს მოიცავს. ნათხემი, ესაა მოძრაობის კოორდინაციის ცენტრი. ესაა ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაზე, კუნთების მოძრაობის კოორდინაციაზე, წონასწორობაზე, ძალაზე და ა.შ. ახალშობილ ბავშვებში მოძრაობები არამიმართული და გაუაზრებელია, მაგრამ 4-დან 6 თვემდე ასაკში ვითარდება მიზანმიმართული მოძრაობები. ნათხემის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ უნებური მოძრაობები მიზანმიმართული გახდეს. როგორც ვიცით, იმ ბავშვების უმეტესობას, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვთ, არ შეუძლიათ მშვიდად და გამართულად ჯდომა. მათში მრავალი უნებური მოძრაობა შეინიშნება. ეს ნიშნავს, რომ მათი ნათხემში რაღაც მოხდა. ბევრი ამ ბავშვებიდან ბრძოლისა და გაქცევის პერმანენტულ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი მუდამ შემართულნი არიან, გაღიზიანებულები ყვირიან და მოძრაობენ.

ამრიგად, ვირთხების ტვინში მოხვედრილი ნანო-ნაწილაკები ზემოქმედებდნენ არა მხოლოდ ტვინის წინა ნაწილებზე, არამედ უკანა ნაწილზეც, რომელიც ნათხემის ზემოთ იმყოფება. აქ კი იმყოფება თვალის მამოძრავებელი აპარატის ცენტრი. და რას აღნიშნავენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებსაც ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები აქვთ? იმას, რომ ბავშვები ირიბად იყურებიან, ან არ უყურებენ მათ. ბევრი ბავშვი ნერვულ-ფსიქიკური დარღვევით, როცა ირიბად იყურება, სინამდვილეში თქვენ გიყურებთ. თვალების ნორმალური მოძრაობა რატომღაც ირღვევა. ასევე, ოდნავ გვერდებზე და ნათხემს ზემოთ იმყოფება სმენის ცენტრი. და მრავალ ბავშვში, ნერვულ-ფსიქიკური პრობლემებით, დარღვეულია ასევე ბგერითი ინფორმაციის დამუშავების უნარიც. პრობლემები ტვინის ამ საბაზისო ნაწილებში იწვევენ დარღვევებს ტვინის შუა ნაწილშიც, რაც აისახება ბავშვებში დასწავლის და გამოცდილების შეძენის უნარზე.

და მესამე მიდამო, სადაც ვირთხებში შეშუპებას ჰქონდა ადგილი, ესაა ნახევარსფეროების შუბლის წილის შუა ნაწილები. აქ იმყოფება მეტყველების ცენტრი. ჩემთვის ამ კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა ნანო-ნაწილაკები ბავშვების ტვინში აღწევენ და ტვინის იგივე ნაწილებშ შეშუპებას იწვევენ, რაც შესაბამისად იგივე კლინიკურ სურათს გვაძლევს, რომელსაც ბავშვების 16.7%-ში ვაკვირდებით.

ფარმაკოლოგიური კომპანიები იყენებენ პოლისორბატ-80-ს, რათა წარმოქმნან კავშირები ნანო-ნაწილაკებთან. ეს საშუალებას იძლევა, რომ ტვინს 20-ჯერ მეტი სამკურნალო ნივთიერება მიეწოდოს. მე უკვე ვისაუბრე ორ კვლევაზე ამ თემის გარშემო. აი, რას აკეთებენ ფარმაკოლოგიური კომპანიები: წამლები + ნანო-ნაწილაკები + პოლისორბატ-80 = 20-ჯერ ზრდის ტვინში შეღწევადობას.

vac20

და ყველა ეს ვაქცინა შეიცავს პოლისორბატ-80-ს (იხ. ფოტო).

vac21

 

ამ სამ ვაქცინაში კი პოლისორბატ-80 არ იმყოფება (იხ. ფოტო).

vac22

ამრიგად ჩნდება კითხვა, ხვდებიან თუ არა ვირუსები და ბაქტერიები ნანო-ნაწილაკებთან ერთად ტვინში? წამლების ტვინში ტრანსპორტირების სქემის თანახმად კი - ხვდებიან. და არის თუ არა სისხლში ნანო-ნაწილაკებთან დაკავშირებული და პოლისორბატ-80-ით დაფარული ვირუსები და ბაქტერიები? აღწევენ თუ არა ისინი ტვინში 20-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე პოლისორბატის არარსებობის შემთხვევაში? როგორც ვხედავთ, ვაქცინების მწარმოებლები ზუსტად აკოპირებენ სქემას, რომელიც გამოიყენება წამლების წარმოებაში, რათა მათი ტვინში მოხვედრის უნარი გაზარდონ. არ გეჩვენებათ, რომ ვაქცინაციის ასეთი ტექნოლოგიების წყალობით ვირუსებს და ბაქტერიებსაც შეუძლიათ ტვინში მოხვედრა?

vac23

შემდეგი კვლევა (იხ. ფოტო) დამეხმარება, რომ კიდევ უფრო ჩავუღრმავდე თემას. იგი ჩატარდა ოჰაიოს უნივერსიტეტში 2013 წელს. მეცნიერებმა აიღეს ფეკალური ბაქტერიები ეშერიხია კოლი (E. Coli) და ისინი სამი დღის თაგვების ტვინში მოათავსეს. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, რა კავშირი აქვს ამას აცრებთან? თუ კომბინაცია პოლისორბატისგან,. ნანო-ნაწილაკებისგან და ვირუსებისა და ბაქტერიებისგან შეიძლება ტვინში მოხვდეს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს ვირუსები ან ბაქტერიები და მათი ნაწილები ტვინში ვიპოვოთ. და ამან შეიძლება ტვინში ინფექცია გამოიწვიოს.

სხვათაშორის, მე დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ვაქცინებში შეიძლება სხვა ნივთიერებებიც არსებობდნენ, და ჩვენ არც კი ვიცით, როგორ კავშირებს წარმოქმნიან ისინი ალუმინთან ადიუვანტის სახით, და პოლისორბატთან ემულგატორის სახით. მე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც ვიცი, რომ ბაქტერიებისა და ვირუსების ნაწილაკები კავშირს წარმოქმნიან ნანო-ნაეწილაკებთან და პოლისორბატ-80-თან. თუ ვაქცინებში არსებობენ სხვა მინარევებიც, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ, მაშინ მათაც შეუძლიათ ტვინში შეღწევა.

ამრიგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სამდღიან თაგვებს, რომლებიც ნაწლავური ჩხირით დააინფიცირეს, უჩნდებოდათ ანთება ტვინის ნაწილში, და ეს დაახლოებით 72 საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ანთებითი პროცესი იკლებდა. მაგრამ ტვინის იმ ნაწილში, სადაც ანთება იყო, ტვინის განვითარება ჩერდებოდა, და როცა განახლდებოდა, მხოლოდ სამი დღის დაგვიანებით. ხოლო ის ნაწილი, სადაც ანთება იყო, ბოლომდე მაინც ვერ აღდგებოდა. დადგინდა, რომ ამ თაგვებს შემდეგ უჩნდებოდათ პრობლემები მოტორულ უნარებთან და ქცევებთან დაკავშირებით. და ეს ზუსტად ისაა, რასაც ვაკვირდებით ბავშვებში ნერვულ-ფსიქიკური დაავადებებით.

vac24

ახლა ცოტას მოვყვები წწყ-ს (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინის შესახებ. ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ ათასობით, ასიათასობით და მილიონობით მშობელი ამბობენ, რომ მათი ბავშვები დეგრადაციას განიცდიან წწყ-ს აცრის შემდეგ - საათების, დღეების კვირეების ან შესაძლოა თვეების განმავლობაშიც. და არაერთი კვლევა, დოქტორ უეიტფილდის და სხვების ჩათვლით, გასვრილი იქნა მხოლოდ იმ ვარაუდის გამო, რომ წწყ-ს აცრას რაიმე სახით შეუძლია ტვინისთვის ზიანის მიყენება. მე ავიღე ვაქცინის ანოტაცია, რათა მისი შემადგენლობა გამეგო. მე მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს გამოვყოფ. გარდა თავად ცოცხალი ვირუსებისა, ყურადღება მიაქციეთ ამ ვაქცინის სამ მთავარ კომპონენტს: პირველი, ესაა სორბიტოლი, მეორე - ნატრიუმის ფოსფატი, ხოლო მესამე - საქაროზა. და ეს ყველაფერი წყლის ხსნარში. სორბიტოლი პოლისორბატ-80ის მსგავს თვისებებს ფლობს.

vac25

მე დავინტერესდი, რა არის სორბიტოლი. იგი შაქრებს მიეკუთვნება (იხ. ფოტო). რა მეცნიერული საფუძვლები და რეკომენდაციები აქვს მას? მე ვიპოვე იგი ხსნარში, რომელიც შარდის ბუშტის გამოსარეცხად გამოიყენება (3% სორბიტოლი). და ანოტაციაში ნათქვამია: „არ გამოიყენოთ ინექციებისთვის!“ შემდეგ მივმართე აშშ-ს ნაციონალურ სამედიცინო ბიბლიოთეკას (იხ. ფოტო), სადაც ნახსენებია D-სორბიტოლი, რომელიც ასევე არაა განკუთვნილი ინექციისთვის. შემდეგ ყურადღება მივაქციე წამლების კიდევ ერთ მონაცემთა ბაზას, და აღმოვაჩინე, რომ დისორბიტოლს თითქოს არ შეუძლია ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვა. შემდეგ განვაგრძე ძიება და ვიფიქრე, და როგორაა საქმე სორბიტოლ-6-ფოსფატთან? რადგან თუ ნივთიერებებს ერთ ჭურჭელში მოვათავსებთ, ისინი ქიმიურ რეაქციაში შედიან ერთმანეთთან. როგორც გახსოვთ, კიდევ ერთი ინგრედიენტი წწყ-ს ვაქცინაში - ესაა ნატრიუმის ფოსფატი და სორბიტოლი. შესაძლოა სორბიტოლი რეაქციაში შედის ნატრიუმ-6-ფოსფატთან და წარმოქმნის სორბიტოლ-6-ფოსფატს. და თუ ეს ასეა, იგი ადვილად აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. მე შევამოწმე მედიცინის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, არის თუ არა მასზე ტოქსიკოლოგიური მონაცემები და ვერაფერი ვიპოვე.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ სორბიტოლი თავისი მსგავსების გამო პოლისორბატ-80-თან, ტვინში ცოცხალ ვირუსებს ატარებს. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წითელას და ყბაყურას ცოცხალი ვირუსები აღმოჩენილ იქნა ზოგიერთი ბავშვის ტვინში, და ეს ვაქცინებთანაა დაკავშირებული. ეს ბავშები იტანჯებოდნენ ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით ან აუტიზმით. ზოგიერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ წითელას, წითურას ან ყბაყურად ვირუსები აღმოჩენილ იქნა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, და ასევე დადგენილი იქნა ამის კავშირი ვაქცინაციასთან.

ამრიგად, კიტხვა: შედის თუ არა რეაქციაში სორბიტოლი ნატრიუმის ფოსფატთან და წარმოქმნის თუ არა სორბიტოლ-6-ფოსფატს. და ავლენს თუ არა სორბიტოლი იგივე თვისებებს, რასაც პოლისორბატ-80? და თუ ეს ასეა, შეუძლიათ თუ არა ცოცხალ ვირუსებს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვა? და ასეთ შემთხვევაში, ტვინში გამოვლინდება ინფექციის კერები და ანთებები, რაც ხსნის მაღალ ტემპერატურას, ყვირილს და ტვინის ფუნქციების დაქვეითებას. ეს მოდელი ხსნის, თუ რატომ აღნიშნავს უამრავი მშობელი რეგრესს საკუთარ ბავშვებში საათების, დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში წწყ-ს აცრის შემდეგ.

vac26

კიდევ ვიპოვე ორი კვლევა (იხ. ფოტო), რომელშიც სორბიტოლს ამატებდნენ ქიმიოთერაპიის პრეპარატებს, რათა პრეპარატები ტვინის კიბოთი დაავადებულების ტვინში შეეყვანათ. და მე ვთვლი, რომ საჭიროა ამის გამოკვლევა, რადგან თუ სორბიტოლი ამ ფუნქციით გამოიყენება, ხომ არ იქცევა იგივენაირად წწყ-ს ვაქცინის შემთხვევაშიც? ვაქცინაში სორბიტოლი ნატრიუმის ფოსფატთან და ცოცხალ ვირუსებთან ერთად იმყოფება. ბავშვთა მრავალ ქრონიკულ დაავადებას საფუძვლად უდევს ერთი პათოლოგია (იხ. ფოტო) - მიტოქონდრიული დისფუნქცია.

vac27

ანალოგიის სახით მე ხშირად ვადარებ პოლისორბატ-80-ს მოჩვენებას, რომელსაც ადვილად შეუძლია კედელში შეღწევა. თუკი ის უკავშირდება ნანო-ნაწილაკებს, ვირუსებს და ბაქტერიებს ვაქცინაში, ეს შეგვიძლია შევადაროთ იმას, თუ როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი ღამის კლუბში შეღწევას, დაცვის გვერდის ავლით. ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედული მემბრანის ფუნქციაა, რომ ასეთი მცველი იყოს, და გადაწყვიტოს, შეუშვას თუ არა ნივთიერებები უჯრედში. და პოლისორბატ-80 თავისი ბუნებით მოჩვენებას ჰგავს, რომელიც კედელში აღწევს. მას შეუძლია გადალახოს ჰემატო-ენცეფალური ბარიერი, მიუხედავად მისი მთლიანობისა. მას ასევე შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედში, და შეიტანოს იქ ყველაფერი, რაც მასთან ვაქცინაშია დაკავშირებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ქრონიკულ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, საფუძვლად უდევს მიტიქონდრიული დისფუნქცია. მიტოქონდრიების, როგორც ენერგიის წყაროს მოშლა უჯრედში.

ამრიგად, ჩვენ გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. აღწევენ თუ არა ვაქცინების კომპონენტები ტვინში: ალუმინის, ვირუსებისა და ბაქტერიების ნაწილაკების ჩათვლით, ასევე მთლიანი ვირუსების და ბაქტერიების?

2. დასაშვებია თუ არა ვაქცინების კომპონენტთა არსებობა ტვინში? (სწორი პასუხია: არა!)

3. ჩატარდა თუ არა საკმარისი კვლევები, რათა დამტკიცებულიყო ვაქცინის ინგრედიენტების ტვინში მოხვედრის უსაფრთხოება?

4. დღეს წამოჭრილი საკითხების შუქზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ტვინის ანთება ჩვენს „ქრონიკულადდაავადებულ“ ბავშვებში ტვინში ამ კომპონენტების შეღწევით იყოს განპირობებული?

5. შეგვიძლია თუ არა მთელი მეცნიერული სიზუსტით ვთქვათ, რომ აცრები უსაფრთხოა, ისინი გულდასმით იქნა გამოკვლეული და მათი უსაფრთხოება დამტკიცებულ იქნა?

დღეისათვის მსოფლიოში მრავალი ქრონიკულად ავადმყოფი ბავში გვყავს. ანთების მიზეზი ისაა, რომ იმუნურმა სისტემამ საფრთხე ამოიცნო და მის წინააღმდეგ რეაქციას რთავს, რათა ამ საფრთხისგან განთავისუფლდეს. ჩვენ ვაკვირდებით ბავშვებში ყველა ამ დაავადებით, რომ მათ როგორც წესი ერთი საფუძველი აქვთ - ქრონიკული ანთება. მაგრამ მეცნიერულ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ ვაქცინებმა უნდა გამოიწვიონ კიდევ ანთებითი პროცესები, რადგან სწორედ ასე ხცდება იმუნური პასუხის სტიმულირება, ანუ ანტისხეულების წარმოქმნა. მაგრამ უნდა შენარჩუნდეს თუ არა ანთება საათების, დღეების, კვირების და თვეების, ან წლების განმავლობაშიც კი? არ ჩატარებულა არცერთი კვლევა, რომ ამ კითხვისთვის ეპასუხა. და მაინც, ჩვენ უკომპრომისოდ გვეუბნებიან, რომ ვაქცინები უსაფრთხოა, და ნუ ბედავთ ასეთი კითხვების დასმას.

სამედიცინო კოლეჯში მე მასწავლეს აზროვნება, კითხვების დასმა. მე ფიცი დავდე, რომლის საფუძველშიც ზიანის არ-მიყენების პრინციპია. და როცა ვხედავ, რომ 6-დან ერთ ბავშვში ტვინის თანმიმდევრული განვითარება დარღვეულია, და ვხედავ მეცნიერულ მტკიცებულებებს, თუ როგორ ჩნდება ანთებითი პროცესები ტვინის ისეთ ნაწილებში, როგორიცაა ღერო, ნათხემი, შუბლის წილი, მე ვალდებული ვარ დავსვა კითხვა: შეესაბამება თუ არა ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები იმას, რასაც დღეს ადამიანებში ვაკვირდებით. რადგან მე ცნობიერად დავდე ექიმის ფიცი: „არ ავნო“. ასევე დავდე ფიცი, რომ დამეცვა სიფრთხილის პრინციპი. ეს კი ნიშნავს, რომ თუ არ არსებობს დარწმუნებულება, და მითუმეტეს, თუ არსებობს ეჭვი, რომ რაღაცამ შეიძლება ზიანი მოგვიტანოს, ამის გამოყენება არ შეიძლება.

გმადლობთ ყურადღებისთვის!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... ასევე გირჩევთ ნახოთ რობერტ დენიროს დოკ. ფილმი ვაქცინაციის თემაზე: ფილმის ლინკი.