doctor preparing vaccine shot

ავტორი: Andreas Bachmair

წყარო

დღესდღეობით არსებული ვაქცინების 90% ზე მეტი (ყველა 2-,3-,4-,5-,6-,ჯერადი ვაქცინები, მენინგოკოკის, ჰეპატიტის, ტეტანუსის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის) __შეიცავს ალუმინს, და მის სხვადასხვა ნაერთებს, როგირიცაა ალუმინის ჰიდროქსიდი და ალუმინის ფოსფატი. ალუმინის დანამატის გარეშე ვაქცინების უმრავლესობას არ ექნებოდა არანაირი ეფექტი,რადგან სწორედ ის იწვევს ხელოვნურ ანთებას ინექციის ადგილას და აძლიერებს იმუნურ რეაქციას.

ალუმინი არის ძლიერი ნეირო-ტიქსიკური ნივთიერება. ამიტომ საკვები პროდუქტების კონტროლისა და უსაფრთხოების ევროპის სააგენტომ (EFSA) დაადგინა ადამიანის მიერ კვირის განმავლობაში საკვებთან ერთად მიღებული მაქსიმალური დოზის ზღვარი, რომლის ინდექსიც ასე ითვლება. 1 მგ. ალუმინი ერთ კილოგრამზე, სხეულის მასასთან შეფარდებით.(საუბარია საკვებთან ერთად მიღებულ ალუმინზე და არა ინექციის გზით). საკვებთან ერთად მიღებული ალუმინისგან ორგანიზმი აითვისებს მხოლოდ 0,1%. მაშინ, როდესაც ვაქცინაციის გზით მიღებული ალუმინი ორგანიზმის მიერ აითვისება 100%. ეს იმას ნიშნავს,რომ პეროლალურად მიღებული ალუმინის დოზა ვაქცინაში უნდა შეადგენდეს მხოლოდ 0,001 მგ-ს. 1 მილიგრამში.

და რა ხდება??? ვაქცინის ერთ დოზაში,რომელსაც ახალშობილს უკეთებენ ალუმინის შემცველობა არის 0,2-0,8 მგ.რაც გაცილებით მეტია უსაფრთხო დოზაზე. ახალშობილი საშუალო წონთ 5კგ, რომელსაც უკეთებენ 0,8 მგ ალუმინს, მიიღებს კვირაში დასაშვებ ნორმაზე 160 ჯერ მეტ დოზას. თუ ავიღებთ ჩვილი ბავშვის სიცოცხლის პირველ წელიწადს, მივიღებთ ასეთ მონაცემს. 7კგ. საშუალო წონა×1მგ×52(კვირა)=364 მგ. ბავშვის პირის ღრუს საშუალებით მიღებული მაქსიმალური დოზა რეზორბციის ნორმებით გამოდის 0,36 მგ.მაშინ როცა 6 ჯერადი ვაქცინაციით მიღებული დოზა ორჯერ აღემატება წლიურ ნორმად მიჩნეულ დოზას. და ეს ჩვილი ბავშვის სიცოცხლის პირველ წელიწადში, როცა ბავშვი აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს. გაითვალისწინეთ, რომ იმ ალუმინისგან განსხვავებით, რომელსაც ბავშვი იღებს პეროლალურად, ინექციით მიღებული ალუმინი ორგანიზმიდან ძალიან ძნელად გამოდის, რჩება ჩვილის სხეულში და აფერხებს ნივთიერებათა ცვლას.

ალუმინი ორგანიზმიდან თირკმელების დახმარებით გამოიდევნება, ეს მექანიზმი კი ყველა ადამიანს ერთნაირად არ უმუშავებს (ახალშობილს ვინ იკვლევს საერთოდ)... სწორედ ამას უკავშირდება გვერდითი მოვლენების სხვადასხვაობაც. ალუმინი სისხლში ტრანსფერინთან კავშირში აღწევს ძვლებამდე და ტვინამდეც კი. იგი აძლიერებს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გამტარობას. ტვინში აბსორბირებული ალუმინი რჩება მრავალ წელს და გამოიდევნება ძალიან ნელა, რამაც შიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანებაც და უამრავი ნევროლოგიური დაავადება. მაგალითად,როგორიცაა ტვინის ქრონიკული ანთება.

სისხლში ალუმინს შეუძლია ასევე გამოიწვიოს აუტოიმუნური დაავადებებიც. ამ პროცესის კლინიკური სურათი 2011 წლიდანაა აღწერილი ,როგორც ASIA (ადიუვანტებით გამოწვეული აუტოიმუნური ანთებითი სინდრომი).

ასევე დამტკიცდა,რომ ალუმინის შენაერთებმა შეიძლება გამოიწვიოს მაკროფაგიური მიოფასტიტი, კუნთოვანი დაავადებები.

ვაქცინებში ალუმინის 90 წლიანი გამოყენების მიუხედავად დღემდე არაა სრულად ცნობილი გვერდითი მოვლენები და არაა ცნობილი ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური მონაცემებიც. მიუხედავად ამისა, ვარაუდის დონეზე ხშირად ამტკიცებენ,რომ მათი შემცველობა ინექციებში უსაფრთხოა. ამ დროს კი მისი ნეიროტოქსიკურობის გამო ჩვენი პატარები,რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრებაში,უდიდესი საფრთხის წინაშე დგებიან.რადგან ალუმინი შედის თითქმის ყველა სტანდარტულ ვაქცინაში.

მთარგმნელი: ლ.გ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატია: ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ წყაროსთან თანდართულ ვიდეოს (გერმანულ ენაზე):