harvard study proves unvaccinated children pose no risk 1517

ავტორი: ტატიანა ობუხანიჩი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ინგლისურენოვანი წყარო

რუსულენოვანი წყარო

(ტატიანა ობუხანიჩი - ავტორი წიგნისა (Vaccine Illusion). იგი სწავლობდა იმუნოლოგიას ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტებში. მან მიიღო თავისი სამეცნიერო ხარისხი იმუნოლოგიის სფეროში როკფელერის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკში), რის შემდეგაც სწავლობდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) და სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია).

ძვირფასო კანონმდებლებო, ჩემი სახელია ტატიანა ობუხანიჩი (იხ. დაწვრილებითი ინფორმაცია) მე ვარ მეცნიერებათა დოქტორი იმუნოლოგიაში. მინდა გამოვასწორო ზოგიერთი მცდარი წარმოდგენა ვაქცინებთან დაკავშირებით და უახლოეს სამედიცინო აღმოჩენებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბო სწორი მიდგომა.

წარმოადგენენ თუ არა აუცრელი ბავშვები აცრილებთან შედარებით მეტ საფრთხეს საზოგადოებისთვის?

ითვლება, რომ ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად ირჩევენ - არ აცრან თავიანთი შვილები, საფრთხის ქვეშ აყენებენ გარშემომყოფებს. სწორედ ეს ჰიპოთეზა უდევს საფუძვლად იმას, რომ კანონით აიკრძალოს ვაქცინაციაზე უარის თქმა. ეს საკითხი ამჟამად განიხილება ფედერალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე მთელს ქვეყანაში. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თანამედროვე ვაქცინების დაცვის მექანიზმები, უმეტესობა იმ ვაქცინის ჩათვლით, რომელსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), არ შეესაბამება ზემოთ ნათქვამ ჰიპოთეზას.

ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე რეკომენდებულ ვაქცინას, რომლებიც ვერ დაგვიცავენ ავადმყოფობის გავრცელებისგან ან იმიტომ, რომ არ ყოფილან ამისთვის შექმნილნი, ან იმიტომ, რომ განკუთვნილნი არიან არაგადამდები დაავადებებისთვის. ქვემოთ განხილული ვაქცინებით აუცრელი ადამიანები არ წარმოადგენენ საფრთხეს აცრილებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლებსა და ბაღებში აუცრელი ბავშვების დისკრიმინაცია გაუმართლებელია.

1.ინაქტივირებული პოლიო ვაქცინა (IPV) - მას არ შეუძლია თავიდან აიცილოს პოლიო ვირუსის გავრცელება.(იხ. კვლევა 1). აშშ-ში უკვე 2 ათეული წელზე მეტია ველური პოლიომიელიტის ვირუსი არ გვხვდება, მაგრამ რომც მოხდეს მისი შემოსვლა ქვეყანაში, ინაქტივირებული ვაქცინა ვერანაირად ვერ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ველური პოლიომიელიტის ინფექციის აღმოფხვრა მოხდა სხვა ვაქცინით - ორალური ცოცხალი პოლიომელიტის ვაქცინით (OPV), რომელიც მეტი უსაფრთხოების მიზნით აღარ გამოიყენება აშშ-ში და ჩანაცვლება მოხდა ინაქტივირებულით (IPV).

2.ტეტანუსი არ არის გადამდები ინფექცია. ვითარდება ღრმა ჭრილობაში ბაქტერიის C.Tetani სპორების მოხვედრის შემდეგ. გათვლილია მხოლოდ პირადი უსაფრთხოებისათვის. შედის კომპლექსურ ვაქცინაში (DTaP).

3. დიფტერიის ანატოქსინი, რომელიც ასევე შედის კომპლექსურ ვაქცინაში (DTaP), და რომელიც განკუთვნილია დიფტერიის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, არ უშლის ხელს დიფტერიის ბაქტერიების კოლონიზაციას და მის გავრცელებას. ეს ვაქცინაც, ისევე, როგორც ტეტანუსი, განკუთვნილია პირადი დაცვის მიზნით და არ მოქმედებს პიროვნების უსაფრთხოებაზე ხალხმრავლობაში.

4. კომპლექსური ვაქცინის (დყტ) ყივანხველას არაუჯრედული კომპონენტი. 1990-იან წლებში აშშ-ში ყივანახველას გამომწვევის სრულ უჯრედული კომპონენტი, რომელმაც ყივანახველას აფეთქება გამოიწვია, ჩაანაცვლეს არაუჯრედულით. პრიმატებზე ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ არაუჯრედული ვაქცინა (DTaP), (რომელიც ასევე შედის კომპლექსურ ვაქცინაში), არაეფექტურია pertusis ბაქტერიების კოლონიზაციასა და გავრცელებასთან ბრძოლაში (იხ. კვლევა 2.). ასევე იხ. წყარო.

უფრო მეტიც, 2013 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) კოლეგიალურ შეხვედრაზე გაჟღერდა საგანგაშო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ყივანახველას იმ შტამმა (PRN ნეგატიური შტამი) რომელიც ცირკულირებდა ამერიკაში, მოიპოვა უნარი - სწორედ ის ადამიანები დაეავდებინა, რომლებსაც მანამდე დროულად ჰქონდათ აცრა ჩატარებული (იხ. CDC-ს დოკუმენტი). ე.ი. აცრილი ადამიანები იყვნენ უფრო მგრძნობიარენი ინფექციის მიმართ და მეტწილი გადამცემებიც, ვიდრე აუცრელნი.

5. H.INFUENZAE B (HIB) - არსებობს ჰემოფილური ჩხირის (H. influenzae) მრავალი სახეობა, თუმცაღა HIB ვაქცინა ეფექტურია მხოლოდ B-ტიპთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაქცინის ერთადერთი მიზანი იყო დაავადების გამოვლინებების შემცირება და მისი უსიმპტომო მიმდინარეობა, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენების დაწყების შემდეგ გააქტიურდნენ ვირუსის სხვა შტამები (H. influenzae a დან f მდე). სწორედ ეს ტიპები იწვევენ მძიმე ავადმყოფობებს აგრესიული განვითარებით და ზრდიან ავადობის დონეს ზრდასრულებში, მაშინ, როცა ძირითადად ბავშვებს ცრიან (იხ. კვლევა 4). ახლანდელი თაობა გაცილებით უფრო მეტად დაუცველია, ვიდრე Hib ვაქცინაციის კომპანიამდე. და ეპოქაში, როცა ჭარბობს არა B ტიპის H. influenzae, იმ ბავშვების დისკრიმინაცია რომლებსაც არა აქვთ გაკეთებული Hib ვაქცინა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. 

6. B ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა სისხლით.ა მ ვირუსით დაინფიცირება შეუძლებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბავშვები კი არ შედიან რისკ ჯგუფში. (არ ხმარობენ საერთო ნემსებს, არ ეხებიან ინფიცირებულის სისხლს,არ აქვთ სქესობრივი კონტაქტი). B ჰეპატიტის ვაქცინა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. უფრო მეტიც - ქრონიკული B ჰეპატიტის მატარებელ ბავშვებს არ ეკრძალებათ სკოლაში სიარული. ასე რომ B ჰეპატიტზე აუცრელი და სართოდ ამ ვირუსის არამატარებელი ბავშვის გამოყოფა სხვა ბავშვებისგან არის ალოგიკური და დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაკეთებული პოლიომიელიტის, ყივანხველის, დიფტერიის, ტეტანუსის, B_ჰეპატიტის და ჰემოფილური ინფექციების აცრა, საზოგადოებისთვის არანაირად არ წარმოადგენს საფრთხეს იმაზე მეტად ვიდრე აცრილი ადამიანი.

preparing for the next epidemic 2017 article hero 1200px v1

რამდენად ხშირად ვლინდება ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული ნეგატიური შედეგები? 

ამბობენ, რომ ვაქცინაცია იშვიათად იწვევს სერიოზული შედეგების პროვოცირებას. სამწუხაროდ, ეს განცხადება ვერ იქნება მეცნიერულად დადასტურებული. ახალმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ონტარიოში (კანადა), დაადგინა, რომ ვაქცინაციის შემდეგ 168-დან 1 ბავშვი სასწრაფოს მიმღებში ხვდება აცრიდან 12 თვის განმავლობაში, ხოლო 730-დან 1 ბავშვი - აცრიდან 18 თვის განმავლობაში (იხ. კვლევა 5).

როცა პოსტვაქცინალური გართულებების რისკი ამდენად დიდია, გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე მშობლების უფლებად უნდა რჩებოდეს, რადგან გასაგები მიზეზების გამო მათ შესაძლოა არ სურდეთ საკუთარ თავზე ასეთი რისკის აღება, რათა დაიცვან შვილები იმ ავადმყოფობებისგაბნ, რომლებიც შესაძლოა არც შეხვდეთ. 

დაგვეხმარება თუ არა იმ ოჯახების უფლებების შეზღუდვა, რომლებიც ცნობიერად ამბობენ უარს ვაქცინაციაზე, თავიდან ავიცილოთ მომავალში ისეთი ვირუსული ინფექციების აფეთქებები, როგორიცაა მაგალითად, წითელა?

მეცნიერები, რომლებიც წითელას იკვლევენ, დიდი ხანია იცნობენ ე.წ. "წითელას პარადოქსს". ქვემოთ მოვიყვან ციტატას პოლანდისა და იაკობსონის სტატიიდან (1994): "წითელას აღმოფხვრის არშემდგარი მცდელობა: წითელას ინფექციის ცხადი პარადოქსი აცრილი ადამიანის ორგანიზმში" (Arch Intern Med 154:1815-1820).

"ცხად პარადოქსს წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობის იმუნიზაციის გაფართოვებასთან ერთად, წითელა ხდება აცრილი ადამიანების ავადმყოფობა" (წყარო)

შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ პარადოქსის მიზეზს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაზე სუსტი იმუნური პასუხი აქვთ. ესენი არიან ისინი, რომლებიც ცუდად პასუხობენ ვაქცინის პირველ დოზას, და რევაქცინაციაზეც 2-5 წლის შემდეგ კვლავ მიმღებნი რჩებიან ამ დაავადების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ აცრილნი (წყარო).

რევაქცინაცია არ წყვეტს პრობლემებს სუსტი იმუნური პასუხის შემთხვევაში, რადგანაც ეს იმუნო-გენეტიკური თავისებურებაა (წყარო). აშშ-ში იმ ბავშვების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ვაქცინაციაზე სუსტი პასუხი აქვთ - 4,7%-ს შეადგენს (წყარო).

როდესაც მოხდა წითელას აფეთქებების კვლევა კვებეკში, კანადაში და ჩინეთში, დადგინდა, რომ ასეთი აფეთქებები დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დონე უმაღლეს დონეზეა - 95-97% ან 99%-იც კი (იხ. კვლევა 6 და კვლევა 7). ეს იმით აიხსნება, რომ მაღალი იმუნური პასუხის მქონე ადამიანებშიც კი, ანტისხეულების რაოდენობა ვაქცინაციის შემდეგ დროთა განმავლობაში მცირდება. ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტი არ უდრის მუდმივ იმუნიტეტს, რომელიც დაავადების ბუნებრივად გადატანის შემდეგ ჩნდება. 

დოკუმენტურად იქნა დაფიქსირებული ფაქტი, რომ წითელათი დაავადებული აცრილი ადამიანები - გადამდებნი არიან. უფრო მეტიც, ორი უმსხვილესი აფეთქების მიზეზები 2011 წელს (კვებეკში, კანადასა და ნიუ-იორკში), მანამდე წითელაზე აცრილი ადამიანები იყვნენ (წყარო 1) (წყარო 2).

ყველაფერიუ ზემოთ თქმული ცხადყოფს, რომ აცრაზე უარის თქმის უფლების აკრძალვა, უფლების, რომელსაც სინამდვილეში ოჯახების მცირე პროცენტი იყენებს, ვერ გადაწყვეტს ავადმყოფების აფეთქებების პრობლემას, ისევე, როგორც ვერ შეუშლის ხელს მანამდე აღმოფხვრილი დაავადებების დაბრუნებას და აფეთქებას. 

წარმოადგენს თუ არა ვაქცინაციაზე ცნობიერად უარის მთქმელთა უფლებების შეზღუდვა ერთადერთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას? 

წითელას აფეთქების უახლესი შემთხვევების უმეტესობა აშშ-ში (დისნეილენდში უახლესი აფეთქების ჩათვლით) დაფიქსირებულ იქნა ზრდასრულებსა და ახალშობილებს შორის, მაშინ, როცა აცრებამდე ეპოქაში ძირითადად ავადმყოფობდნენ 1-დან 15 წლამდე ბავშვები. წითელას ბუნებრივად გადატანის შემდეგ ყალიბდება მუდმივი იმუნიტეტი, მაშინ, როცა აცრის შემდგომი იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება, და ზრდასრულებს დაუცველს ტოვებს. წითელა კი ზრდასრულებისთვის და ჩვილებისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. 

მიუხედავად აცრებამდე ეპოქაში ეპიდემიის განვითარების დიდი რისკისა, წითელა პრაქტიკულად არ გვხვდებოდა 1-წლამდე ასაკის ბავშვებში - დედისგან გადაცემული მყარი იმუნიტეტის შედეგად. ჩვილების ამჟამინდელი მიმღებლობა წითელას მიმართ წარმოადგენს ვაქცინაციის კომპანიების წარსული წლების შედეგს, როდესაც მათ დედებს, რომლებიც ბავშვობაში აცრეს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა ბუნებრივად გადაეტანათ წითელა და ამით მუდმივი იმუნიტეტი მოეპოვებინათ, რომელსაც შემდეგ თავიანთ შვილებს გადასცემდნენ და სიცოცხლის პირველ წელს დაიცავდნენ. 

საბედნიეროდ, არსებობს დედის იმუნიტეტის იმიტაციის საშუალება. ჩვილებს და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ იმუნოგლობულინი, როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც უზრუნველჰყოფს ორგანიზმის ანტისხეულებით დაცვას ეპიდემიის დროს (იხ. დანართი 8) .

რეზიუმე:

1. თანამედროვე ვაქცინების თვისებებიდან გამომდინარე, აუცრელი ადამიანები არ წარმოადგენენ მეტ რისკს აცრიულებთან შედარებით პოლიომიელიტის, დიფტერიის, ყივანახველას და ჰემოფილური ინფექციების (H. influenza) მრავალ შტამთან მიმართებაში; აუცრელები ასევე არ წარმოადგენენ საფრთხეს სკოლაში B ჰეპატიტის გავრცელების მხრივაც, ხოლო ტეტანუსი საერთოდ არაა გადამდები. 

2. მნიშვნელოვნადაა მომატებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მიმართვების რისკი ვაქცინაციების შემდეგ, რაც მეტყველებს აცრების არაუსაფრთხოებაზე. 

3. წითელას აფეთქებები ვერ იქნება ბოლომდე აღმოფხვრილი მაშინაც კი, თუ ვაქცინაციას სრული დაფარვა ექნება. 

4. იმუნოგლობულინის შეყვანა წარმოადგენს ეფექტურ მეთოდს წითელას და სხვა ვირუსების წინააღმდეგ ახალშობილებში და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მაში, როცა არსებობს დაინფიცირების მაღალი რისკი. 

ზემოთმოყვანილი ფაქტები ხსნიან, თუ რატომაა აუცრელი ბავშვების დისკრიმინაცია სკოლებში აბსოლუტურად გაუმართლებელი, რადგანაც გაცნობიერებულად უარის მთქმელებში აუცრელობა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკს საზოგადოებისთვის. 

პატივისცემით, ტატიანა ობუხანიჩი PhD

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

ავტორის ვიდეო: