a44

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

წყარო

ოკეანეების დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი პლანეტის დიდ პრობლემას წარმოადგენს.  უახლესი კვლევის მიხედვით, დაახლოებით 2050 წლისთვის პლასტმასების რაოდენობა გადააჭარბებს ზღვაში თევზების რაოდენობას, სწორედ ამიტომაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტი გზის საპოვნელად,ზოგიერთი მათგანის წარმოსახვას კი საზღვარი არა აქვს.

ამჟამინდელი სიახლე არის ბაქტერია, რომელიც განავითარეს სტუდენტებმა ჯენი იაომ და მირანდა ვანმა, ისინი ამ პროექტზე სკოლის წლებიდან მუშაობდნენ და შედეგს დღეს იმკიან. მათ უკვე აქვთ პატენტები და ასევე მოიპოვეს 400 000 დოლარის დაფინანსება ამ პროდუქტის განვითარების დასაწყებად. და ისინი მხოლოდ 20 წლისები არიან.

ამ პროექტის საშუალებით მათ უკვე 5 ჯილდო მოიგეს, და პოპულარულები გახდნენ როგორც პერლმანის სამეცნიერო პრიზის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები. ეს ყველაფერი კი პაწაწინა ბაქტერიის წყალობით, რომელსაც შეუძლია პლასტმასი გარდაქმნასCO2 და წყლად. ტექნოლოგია ორნაირად გამოიყენება; პლაჟების გასაწმენდად და ასევე ტანსაცმლისთვის ნედლი მასალის საწარმოებლად.

„ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანები აიძულო  შეწყვიტონ პლასტმასის გამოყენება, ჩვენ გვიჭრდება მასალის დასაშლელი ტექნოლოგია, შემდეგ ყველაფერი იქცევა ბიოდეგრადირებულად“, ამბობს მირანდა ვანგი.

ამ ტექნოლოგიის განვითარება იყოფა ორ ნაწილად: თავდაპირველად პლასტმასი ლღვება და ფერმენტების კატალიზირების მეშვეობით იშლება მარტივად ჭიმვად ნაწილებად. შემდეგ ეს ნაწილები თავსდება ბიოგადამამუშავებელ სადგურში, სადაც ისინი მოგვაგონებენ საკვების ნარჩენებს. ამ პროექტს სჭირდება მხოლოდ 24 საათი რათა პლასტმასი აქციოს წყლად, ეს ძალიან დამაიმედებელია.

უფრო დაწვრილებით იხ. TED-ის ვიდეო (ინგლისურ ენაზე)...