are we alone in the universe

 ჯილ ტარტერი - TED-ის ვიდეოებიდან

მთარგმნელი: ლია ქიმერიძე

მოკლედ, ჩემი შეკითხვაა: ვართ ჩვენ მარტონი?

ადამიანთა ისტორია--ეს იდეების ისტორიაა, მეცნიერული იდეებისა რომლებიც ბნელ კუთხეებს ანათებენ. იდეები--რაციონალური და არარაციონალური რომლებსაც ვღებულობთ და ვითავისებთ, იდეებისა რომელთათვისაც ვცოცხლობთ და ვკვდებით, ვკლავდით და კვდებოდნენ, იდეებისა რომლებიც ისტორიაში შთაინთქენ და იდეებისა რომლებიც დოგმებად იქცნენ. ეს ისტორიაა ერების, იდეოლოგიების, ტერიტორიებისა და მათ შორის კომლიქტების. მაგრამ თვითოეული წამი ადამიანთა ისტორიისა ქვის ხანიან საინფორმაციო ერამდე, შუმერებიდან და ბაბილონიდან, აიპოდამდე და სახელგანთქმულთა ჭორებამდე, ეს ყოველივე განხორციელდა. ყოველი წიგნი რაც კი წაგიკითხავთ, თვითოეული პოემა და ლექსი, ყოველი სიცილი თუ ყოველი ცრემლისდენა -- ყოველივე ეს მოხდა აქ, (მიუთითებს ეკრანზე) აი აქ, აი აქ დედამიწაზე (იცინიან).

თვალთაზრისი (პერსპექტივა) ძლევამოსილი რამეა. თვალსაზრისი შეიძლება შეიცვალოს, თვალსაზრისი შეიძლება გადაკეთდეს და შეკეთდეს. ჩემი თვალთაზრისით ჩვენ ვცხოვრობთ შესაძლებლობების სამყაროში სიცოცხლის უფაქიზეს კუნძულზე. უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანები ეძებენ გზებს მიიღონ პასუხები კითხვებზე ბუნებრივობასა და ზებუნებრივობის შესახებ, თუ ვინა ვართ ჩვენ და რისთვის ვართ, და რა თქმა უნდა ვინ შიეძლება იყოს კიდევ ჩვენს გარდა იქ ? ნუთუ მართლა მარტო ჩვენ ვართ? მარტონი ვართ ამ უკიდეგანო ქიმიურ, ფიზიკურ, ენერგეტიკულ და მატერიალურ სამყაროში? და თუ მართლა ეს ასეა, მაშინ ეს უდიდესი დანაკარგია სივრცისათვის (იცინიან). მაგრამ თუ მარტო ჩვენ არ ვართ, მაშინ? ...იქნება იქ, სადღაც, სხვებსაც მსგავსი კითხვა-პასუხები აქვთ? იქნებ ისინიც უცქერიან ღამის ცას, იგივე ვარსკვლავებს, ოღონდ ჩვენი საწინააღმდეგო მხრიდან? ნუთუ იქ სადღაც, უძველესი კულტურული ცივილიზაციის აღმოჩენა, შთაგვაგონებდა გვენახა გზები, თუ როგორ გადაგვერჩინა თავი ჩვენივე გაურკვევლად სწრაფმზარდი ახალგაზრდა ტექნოლოგიისგან? იქნება შორეული ცივილიზაციის აღმოჩენა და ჩვენი საერთო, კოსმიური წარმოშობა, მოიტანდა ამბავს ყველა ადამიანთა მჭიდრო ურთიერთ კავშირის შესახებ? მნიშვნელობა არ აქვს სად დავიბადეთ, სან-ფრანცისკოში, სუდანში თუ გალაქტიკის ირმის ნახტომის გულთან, ჩვენ ვართ ნაყოფი მილიარდწლოვან, გაბნეულ ვარსკვლავთა მტვერისა. ჩვენა ვართ ის, რაც ხდება, როდესაც საწყისი ნარევი წყალბადისა (ჰიდროგენის) და ჰელიუმის გაზებისა მიმდინარეობს ისე ხანგრძლივად რომ იწყებს შეკითხვას - საიდან გაჩნდა. ძიების პროცესმა ეპოვათ პასუხი, 50 წლის წინ იცვალა გეზი; და დაიწყო SETI - " ინტელექტის ძებნა დედამიწის მიღმა ".

 მოკლედ, რა არის SETI?

 SETI იყენებს ასტრონომიულ მოწყობილებებს რომ იქ, გარეთ მოიძიოს მტკიცებულებები სხვების ტექნიკის არსებობის შესახებ. ჩვენი ტექნოლოგიები მოსჩანს ვარსკვლავთაშორის მანძილიდან და შესაძლოა მათიც გამოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს კომუნიკაციის მასიური ქსელი, ან რაიმე დამცავი (ფარი), ასტეროიდული ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ან რაიმე ვებერთელა ასტრო-საინჟინრო პროექტი, როგორსაც ჩვენ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგენდით, და რომელსაც შეეძლო წარმოეშვა სიგნალები რადიო ან ოპტიკურ სიხშირეებზე, რომელიც შეიძლება ძებნის გარვეულმა პროგრამამ გამოავლინოს.

 არსებობს თუ არა სხვა ინტელექტუალური სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ამ კითხვებით ათასწლეულობის მანძილზე მივმართავდით მღვდლებს, ფილოსოფოსებს - ხელმძღვანელობისა და ინსტრუქციებისათვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია 21 საუკუნის ხელსაწყიების გამოყენებით მოვახდინთ მათზე დაკვირვება, და გავიგოთ თუ რა არის იქ ახლა სინამდვილეში , ვიდრე ვიმკითხაოთ თუ რა შეიძლება იყოს, ან რისი გვჯეროდეს.

JillTarter

SETI არ ამტკიცებს დედამიწის გარეთ კიდევ სხვა ინტელექტის არსებობას; ის უბრალოდ აღნიშნავს შესაძლებლობებს, თუ არა ალბათობას ამ უზარმაზარ სამყაროში, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგვაროვანია. ციფრები გვიჩვენებენ შესაძლებლობების მთელ სამყაროს. ჩვენი მზე - 400 მილიარდ ვარსკვლავთაგანია ჩვენს გალაქტიკაში, და ჩვენ ვიცით რომ სხვა მრავალ ვარსკვლავებსაც აქვთ პლანეტარული სისტემა. ბოლო 14 წელიწადში ჩვენ აღმოვაჩინეთ 350 ზე მეტი; იმ პატარა პლანეტის ჩათვლით რომლის შესახებაც ამ კვირაში გამოცხადდა და რომლის რადიუსიც 2 ჯერ აღემატება დედამიწისას. და თუნდაც, თუ ყველა პლანეტარული სისტემა ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლეს მოკლებულია, იქ კიდევ არსებობს 100 მილიარდი სხვა გალაქტიკები, მთლიანად 10^22 ვარსკვლავები.

ახლა მე შევეცდები გავიმეორო ამ დილანდელი ექსპერიმენტი. გახსოვთ ერთი მილიარდი? მაგრამ ამჯერად დოლარში არა, არამედ ვარსკვლავებში. აი იქ, 20 ფუტით მაღლა სცენიდან (მიუთითებს ეკრანზე), 10 ტრილიონი ვარსკვლავია, აბა ვნახოთ 10^22 ზე ზემოთ? სადაა ზღვარი? ეს ზღვარი 3,8 მილიონი მაილით ზემოთ უნდა იყოს ამ სცენიდან. (იცინიან).

 16 ჯერ უფრო შორს მთვარიდან, ან დისტანციის 4% მზემდე. ამგვარად უამრავი შესაძლებლობებია. (იცინიან). უდიდესი ნაწილი , ამ უკიდეგანო სამაყროსი, ბევრად ურო მეტად გამოსადეგია დასასახლებლად ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. დედამიწაზე ექსტრიმოფილების შესწავლისას -- ორგანიზმები რომლებსაც შეუძლიათ იცოცხლონ ჩვენთვის სრულიად გამოუსადეგარ უმძიმეს პირობებში: ცხელი ძლიერი წნეხვის გეიზერებში ოკეანის ფსკერზე , ყინულში ჩაყინულებს, ელემენტების (ბატარია) მდუღარე მჟავაში, ატომური რეაქტორიების განელებულ წყალში. ეს ექსტრიმოფილები გვეუბნევიან რომ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს მრავალნაირ გარემოში.

 ამგვარი პირობები ფართოდ იქნება გაბნეული მთელ სამყაროში. ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი მზე -- მისი გამონატყორცნები იტანჯებიან სინათლის სიჩქარის ტირანიისაგან. მას რადიაციისათვის სრული 8 წუთი სჭირდება ჩვენამდე რომ მოაღწიოს. და უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან 4.2 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მის სინათლეს 4.2 წელიწადი სჭირდება აქამდე რომ მოაღწიოს. ხოლო ჩვენი გაკაქტიკის ნაპირი ჩვენგან 75,000 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს, ხოლო უახლოესი გალაქტიკა კი 2,5 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა ჩვენგან. ეს იმას ნიშნავს რომ ნებისმიერმა სიგნალმა ჩვენამდე მოღწეულმა დიდი ხნის წინ დაიწყო მოგზაურობა. სიგნალი გვაძლევს საშუალებას ვნახოთ მხოლოდ მისი წარსული და არა აწმყო, აი ამიტომ ფილ მორისონმა უწოდა SETI-ს "მომავლის არქეოლოგია". ის გვიყვება თავის წარსულზე, მაგრამ თვით სიგნალის გამოვლინება კი გვეუბნევა, რომ ჩვენ შესაძლებელია გვექნეს ხანგრძლივი მომავალი.

 მე ვფიქრობ რომ ზუსტად ესაა რაც დევიდ დოიჩმა იგულისხმა, როდესაც თქვა 2005 წელს თავის პრეზენტაციას რომ ამთავრებდა TED ის კონფერენციაზე ოქსფორდში, რომ მას აქვს ცხოვრების ორი წესი(პრინციპი) რომელსაც გაგვიზიარებდა, და რომელსაც ქვაზე ამოტვიფრავდა: პირველი -- პრობლემები გარდაუვალია, მეორე --პრობლემები გადაჭრადია(მოგვარებადია). ასე რომ საბოლოო ჯამში რაც განაპირობებს SETI -ს წარმატებას ან წარუმატებლობას არის ტექნოლოგიის ხანგრძლივუნარიანობა, და მთავარი მანძილი ტექნოლოგიებს შორის კოსმოსში, მანძილი სივრცეში და მანძილი დროთა განმავლობაში. თუ ტექნოლოგია არ შეინახება და ვერ გაუძლებს ამ ყოველივეს, ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ტექნოლოგია ვართ ძალიან ძველ გალაქტიკაში და ჯერ არ ვიცით შეძლებს თუ არა ტექნოლოგია რომ ყოველივეს გაუძლოს.

 მოკლედ, აქამდე დიდ ციფრებზე გესაუბრებოდით, ახლა ნება მიბოძეთ გესაუბროთ შედარებით პატარა ცირებზე. ეს დროის ის მონაკვეთია როდესაც დედამიწა უსიცოცხლო იყო. თუ დავაკვირდებით ცირკონებს ( დედამიწის ისტორიას -- მიუთითებს ეკრანზე), რომლებიც მოიპოვება ჯეკ ჰილ დასავლეთ ავსტრალიაში, გვეუბნევიან, რომ რამოდენიმე ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში პლანეტის წარმოშობიდან, პლანეტა თითქმის დაფარული იყო წყლით და შესაძლოა იყო სიცოცხლეც. ასე რომ, ჩვენმა პლანეტამ, თვისი 4,56 მილიარდწლიანი ისტორიის უდიდესი ნაწილი გაატარა სიცოცხლის განვითარებაში, ყოველგვარი კრიზისის გარეშე. სიცოცხლე მოხდა ძალიან სწრაფად, და ეს ემსახურება კარგად იმ პოტენციალს, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არის კოსმოსში. და კიდევ ერთი რამ, რაც ამ დიაგრამიდან უნდა იქნას ამიღებული, არის დროის ძალიან მცირე მონაკვეთი, რომელშიც ადამიანები აცხადებენ, რომ თვითონ არიან დომინანტი ინტელექტები პლანეტაზე . მხოლოდ ბოლო რამოდენიმე ასეულ ათასწლეულია, რაც თანამედროვე ადამიანები უძღვნიან თავს ტექნოლოგიასა და ცივილიზაციას. ასე რომ, მრავალფეროვნება და არაჩვეულებრივი უნარი სიცოცხლისა ამ პლანეტაზე, საჭიროებს ღრმა დაფასებას; როგორც მოსამზადებელი პირველი ნაბიჯები, რათა დავამყაროთ კონტაქტები კოსმოსში სხვებთან.

Jill Tarter

ჩვენ არ ვართ მწვერვალი ევოლუციისა. ჩვენ არ ვართ წინასწარგანზრახული პროდუქტი მილიარდწლიანი ევოლუციური ჩარხვისა და დაგეგმარებისა. ჩვენ ვართ ერთი შედეგთაგანი, ხანგრძლივად მიმდინარე ადაპტაციური პროცესისა. ჩვენ ვართ პატრა პლანეტის მაცხოვრებლები რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის კუხეში მდებარეობს. და ჰომოსაპიენსი ერთი პაწაწა ფოთოლია სიცოცხლის თვალუწვდენელ ხეზე, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული ორგანიზმებით, რომლებიც მილიონობით წლების განმავლობაში იწრთობოდნენ გადარჩენისათვის. ჩვენ ბოროტად ვიყენბთ ენას როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანის " აღზევებაზე". ჩვენ გვესმის სიცოცხლის ურთიერთდამოკიდებულების მეცნიერული საუფძვლები, მაგრამ ჩვენი "ეგო" ჯერ კიდევ ვერ წამოეწია. ასე რომ, ეს ადამიანის "აღზევება" როგორც ევოლუციის მწვერვალი უნდა მოვიშოროთ. ეს პრივილეგიის შეგრძნება რომელსაც ნატურალური სამყარო არ იზიარებს (არ ყოფს).

ლორენ ასილიმ თქვა: "ვერავინ შეხვდება თავის თავს, სანამ არ ნახავს თავის ანარეკლს სხვის თვალში, გარდა ადამიანისა". და შეიძლება ერთ დღეს, ეს თვალი იყოს, უცხოპლანეტელი ინტელექტუალისა, და რაც მალე განვთავისულდებით ჩვენი ვიწრო შეხედულებიდან ევოლუციაზე, მით უფრო მალე შევძლებთ გამოვიკვლიოთ ჩვენი ჭეშმარიტი წარმოშობა და დანიშნულებები.

ჩვენ მხოლოდ პატარა ნაწილი ვართ კოსმიური ევოლუციის ისტორიისა, და ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები გავაგრძელოთ მონაწილეობა ამ ისტორიაში, იმედია ამაში SETI-ც დაგვეხმარება. პერიოდულად, ზედაპირზე გამოდის კონცეფცია, ძალიან ფართო კოსმიური პერსპექტივისა (რაკურსი) და როგორც შედეგი, ჩვენ ვღებულობთ გარდამსახავ და ღრმა აღმოჩენებს. 1543 წელს ნიკოლოზ კოპერნიკმა გამოაქვეყნა ნაშრომი "ციური სფეროების რევოლუცია ". მან გამოიტანა დედამიწა მზის სისტემის ცენტრიდან, და მის მაგივრად ჩასვა მზე სოლო სისტემის ცენტრში, და ამით აგვიხილა თვალები რომ გვენახა ბევრად დიდი სამყარო, რომლის პატარა ნაწილი ვართ ჩვენ. და ეს კოპერნიკისეული რევოლუცია, დღემდე ახდენს გავლენას მეცნიერებაზე, ფილოსოფიაზე, ტექნოლოგიასა და თეოლოგიაზე.

1959 წელს ჯუზეპე კოკონემ და ფილიპ მორისონმა გამოაქვენეს SETI-ის პირველი სტატია ერთ-ერთ რეცენზირებულ ჟურნალში, რითიც მათ ჩართეს SETI მთავარ მეცნიერულ დინებაში. 1960 წელს კი ფრანკ დერიკმა მოახდინა SETI-ის დაკვირვება, ორი ვარსკვლავის ტაუ სეტისა და ეპსილონ ერიდანი-ს შესწავლით 150 საათის განმავლობაში. დერიკს არ აღმოუჩენია დედამიწისმიღმა ინტელექტუალი, მაგრამ მან მიიღო დიდი გაკვეთილი როდესაც თვითმფრინავმა ჩაუქროლა, და ესაა ის რომ მიწიერ ტექნოლოგიებს შეუძლიათ ჩაერიონ დედამიწისმიღმა ტექნოლოგიების ძიებაში.

მას შემდეგ ვეძებთ, მაგრამ შეუძლებელია გადაჭარბებული მასშტაბური ძიება დარჩენილისა.  SETI-ის მთლიანი კონცენტრირებული ძალისხმევა, 40 პლიუს წლების განმავლობაში, ტოლასია მხოლოდ 1 ჭიქა წყლისა ოკეანიდან. და ვერავინ შეძლებს განსაჯოს 1 ჭიქა წყალზე დაფუძნებით, არის თუ არა თევზი ოკეანეში. 21 საუკუნე გვაძლევს საშუალებას ავაგოთ ბევრად დიდი ჭურჭელი. კალიფორნიის ჩრდილოეთით, ჩვენ ვიწყებთ დაკვირვებას Allen Telescope Array- პირველი 42 კომპლექსური ტელესკოპებით. და მე მინდა გამოვიყენო ეს შემთხვევა და საქვეყნოდ გადავუხადო მადლოიბა პაულ ელენს და ნათან მირვოლდს, აგრეთვე SETI-ის ჯგუფის ყველა მონაწილეს TED -ის საზოგადოებაში, რომლებიც ასე გულუხვად მოუდგნენ მხარში ამ კვლევას. (აპლოდისმენტები)

ATA პირველი ტელესკოპია რომელიც აგებულია დიდი რაოდენობის პატარა სატელიტური თეფშებისაგან, და ყველა ერთდროულად შეერთებულია კომპიუტერზე. აქ სილიკონი იმდენად მნიშვნელოვანია რამდენადაც ალუმინი, და მომავალში ამ ანტენათა რაოდენობას ჩვენ გავზრდით 350 მდე, რომ ავამაღლოთ მგრძნობელობა და მოორის კანონის გამოყენებით გავაფართოვოთ პროცესის მოცულობის უნარიანობა. დღეს ჩვენი სიგნალის ძიების ალგორითმს შეუძლია მოძებნოს ძალიან მარტივი ხელოვნური სიგნალები და ხმები. თუ კარგად დააკვირდებით აქ (მიუთითებს ეკრანზე), თქვენ დაინახავთ კოსმოსური თანამგზავრის Voyager 1 -ის სიგნალს, ყველაზე შორს მდებარე ობიექტს სამყაროში, რომელიც კი ადამიანის ხელს შეუქმნია და რომელიც 106 ჯერ შორსაა ჩვენგან ვიდრე მზე. და ამხელა მანძილიდან, სიგნალი როდესაც ჩვენამდე აღწევს, უკვე ძალიან სუსტია.

შეიძლება ეს ძალიან რთული იყოს თქვენი თვალისათვის რომ დაინახოთ, მაგრამ ჩვენი ეფქტური ალგორითმებით ეს ძალიან იოლია. მაგრამ ეს მარტივი სიგნალებია და ჩვენ გვინდა რომ უახლოეს მომავალში აღმოვაჩინოთ ბევრად უფრო რთული სიგნალები. ეს ძალიან კარგი წელიწადია. 2009 წელი არის მე- 400-ე წლისთავი რაც გალილეომ პირველად გამოიყენა თავისი ტელესკოპი, ეს ჩარლზ დარვინის მე-200-ე დაბადების დღეა და 150-ე წლისთავი მისი ნაშრომის "სახეობათა წარმოშობა" გამოქვეყნებიდან, 50-ე წლისთავი SETI-ის, როგორც მეცნიერებისა და 25-ე წლისთავი SETI-ის ინსტიტუტისა - როგორც არაკომერციულ ორგანიზაციად აღიარებისა, და რა თქმა უნდა TED -ის 25-ე წლისთავი. მომდევნო თვეს კაპლერის კოსმოსუტ თანამგზავრს გავაგზავნით კოსმოსში, რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად ხშირია დედამიწის მსგავსი პლანეტები, სამიზნად SETI-ის გამიკვლევებისთვის. 2009 წელი გაირომ გამოაცხადა ასტრონომიის საერთაშორისო წელიწადად, გლობალერი ფესტივალი რომ დაგვეხმარონ ჩვენ, დედამიწის მაცხოვრებლებს გადავხედოთ ჩვენს კოსმოსურ წარმოშობასა და ჩვენს ადგილს სამყაროში. 2009 წელში ვაშინგტონში მოხდა ცვლილებები , რომელიც გვპირდება რომ მეცნიერებას მიუჩნდება ღირსეული ადგილი.(აპლოდისმენტები)

მოკლედ რას შეცვლის ეს ყველაფერი? ეს ის კითხვაა Edge foundation-მა რომ დასვა წელს და 4-მა რესპოდენტმა უპასუხა: "SETI". რატომ? ციტირებს: "დედამიწის მიღმა ინტელექტუალური სიცოცხლის აღმოჩენა გაანადგურებს მარტოობისა და ერთადერთობის გაგებას სამყაროში, რაც ჩადებული იყო ჩვენში თვით ჩასახვის მომენტიდან; და ეს უბრალოდ კი არ შეცვლის ყველაფერს, არამედ ეს ძირფესვიანად ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის ყველაფერს. მაგრამ თუკი ეს ყოველივე მართალია, მაშინ რატომ დავაფიქსირეთ 151 გონიდან მხოლოდ 4-ის? მე ვფიქრობ რომ აქ საკითხის დასრულებისა და ჩაბარების პრობლემა, იმიტომ რომ წვრილად დაწერილი შრიფტი ამბობდა: " თამაშის შემცვლელ რა სახის იდეებსა და მეცნიერულ განვითარებას ისურვებდი გენახათ თქვენს ცხოვრებაში?" აი რატომ ვდგავართ ჩვენ საკითხის დასრულების პრობლემის წინაშე, რომ ჩვენ ბევრად დიდი ჭურჭელი და ბევრად დიდი ხელები გვჭირდება წყალში, და შემდეგ ერთად შრომა, და შეიძლება შევძლოთ და ვიცოცხლოთ იქამდე, რომ ვიხილოთ პირველად გამოვლენილი დედამიწისმიღმა სიგნალები.

ამას მივყავარ ჩემს სურვილამდე. ვისურვებდი რომ მივცეთ ძალაუფლება მთელ დედამიწელებს, რომ გახდონ აქტიური მონაწილეები ფართომასშტაბიანი კოსმიური ძიების კომპანიაში.

პირველი ნაბიჯები იქნებოდა, მოვიზიდოთ გლობალური დონის ექსპერტთა ჯგუფი, შევქმნათ გარემო, სადაც ახალთ- ახალი მონაცემები მოთავსდებოდა, და იქნებოდა ხელმისაწვდომი დასამუშავებლად, სადაც ახალი ალგორითმები შემუშავდებოდა, ხოლო ძველიები კი უფრო ეფექტურები გახდებოდნენ. ეს ტექნიკურ-შემოქმედებითი გამოწვევაა, რომლის გადაჭრაც შეცვლის ადამიანების შეხედულებებს რომლებიც მასზე იმუშავებდნენ. და შემდეგ გავაძლიერებდით ავტომატიურ ძიებას ადამიანის გამჭრიახობის გამოყენებით მასში, და შემდეგ გამოვიყენებდით ადამიანის თვალის შესაძლებლობებს უნარს უფრო სუსტი აგებულების სიგნალების გამოსავლენად, რომლებიც გამორჩათ ჩვენ ახლანდელ ალგორითმებს.

და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ შთავაგონოთ, მოვიზიდოთ და ჩავრთოთ მომდევნო თაობა. ჩვენ გვინდა ავიღოთ ის მასალები რომლებიც საგანმანათლებლო მიზნით იყო აგებული და მივაწვდინოთ სტუდენტებს ყველგან, სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩვენთან ATA -ში მოსვლას. ჩვენ გვინდა უკეთესად გადმოვცეთ ჩვენს შესახებ და ჩავრთოთ ახალგაზრდები, და ამით შევცვალოთ მათი პერსპექტივა (თვალსაზრისი).

ძალიან ვწუხვარ სეთ გოდინ, მაგრამ ათასწლეულების მანძილზე ჩვენ ვნახეთ სად მივყავართ მცირე ტომებად დანაწევრებას. ჩვენ ვნახეთ თუ რა ხდება როდესაც ჩვენს ისედაც პატარა პლანეტას ვანაწევრებთ მცირე კუნძულებად. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ერთ ტომს ვეკუთვნით - დედამიწელებს. და SETI , ეს სარკეა, სარკე რომელიც გვაჩვენებს ჩვენს საკუთარ თავებს ძალიან უჩვეულო თვალსაზრისით, და შეუძლია დაგვეხმაროს გავანეიტრალოთ განსხვავებები ჩვენს შორის. თუ SETI ადამიანთა თვალთაზრისის ცვლილებების გარდა არაფერს აკეთებს ამ პლანეტაზე, მაშინ ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი ინტენსიური გარღვევა ისტორიაში.

2009 წლის დასაწყისში, შორსმჭვრეტელი პრეზიდენტი, აშშ-ს კონგრესის კვარცხლბეკზე იდგა როდესაც განაცხადა " ჩვენ არ შეგვიძლია არ დავიჯეროთ, რომ ძველი სიძულვილი როდისმე გაივლის, და ზღვარი ტომებს (დაჯგუფებებს) შორის გაქრება, სამყარო თანდათან პატარავდება და ჩვენი კაცობრიობა გაამხელს საკითარ თავს". ასე რომ მე მზად ვარ TED -ის საზოგადოებასთან ვითანამშრომლო რომ მოვისმინო თქვენი იდეები, თუ როგორ ვაქციოთ ეს ოცნება რეალობად, და თქვენთან ურთიერთთანამშრომლობით დავაჩქაროთ ის დღე, რომ ის შორსმჭვრეტელი განცხადება ვაქციოთ რეალობად. გმადლობთ (აპლოდისმენტები)

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...