brain

 მთარმნელი: დავით ტურაშვილი

 წყარო

 ჩვენი ტვინი მუდმივად ახალ მოგონებებს ქმნის და ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ამ ყველაფერშიი თავისებური წვლილი შეაქვს.

 ზოგადად ყველამ იცის, რომ კუჭ-ნაწლავის და ტვინის კონტაქტის მიზანია, გაკონტროლდეს მიღებული საკვების რაოდენება და მუცლის ორგანოებმა შეატყობინონ ტვინს, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის საკვები მიიღო. მაგრამ 5 ივნისს გამოცემულ ჟურნალ „ Nature Communications“-ის ნომერში წერია, რომ საჭმლის მომნელებლმა სისტემამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ახალი მოგონებებისა და აზრების ფორმირებაში.

სამხრეთ კალიფორნიის დოცენტმა და კვლევის მთავარმა ავტორმა სკოტ კანოსკიმ თქვა, რომ ეს კვლევა თავდაპირველად ვირთხებზე დატესტეს, თუმცა ის ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის გადატანა ადამიანებზეც შეიძლება მოხდეს.

ტვინი და კუჭ-ნაწლავი ერთმანეთს, ყველაზე გრძელი, ცთომილი ნერვით (Vagus) ნერვით უკავშირდებიან. მკვლევარები დაინტერესდნენ რა მოხდებოდა თუ კი ამ ნერვს გადაჭრიდნენ და შესაბამისად საჭმლის მომნელებლი სისტემა სიგნალებს ვეღარ გადასცემდა ტვინს.

იქიდან გამომდინარე, რომ კუჭ-ნაწლავი - ტვინის ღერძი აქტიურდება მხოლოდ საკვების მიღების დროს, მკვლევარებმა ჩათვალეს რომ ამ ნერვის არსებობა ცხოველებს დაეხმარებოდა საკვების ადგილმდებარეობის დამახსოვრებაში, Live Science-თან საუბრის დროს, ს.კანოსკიმ თქვა, რომ ეს ორგანიზემებს სივრცეში ორიენტირებას გაუდვილებდა და ცხოველები საკვების გარეშე არასდროს დარჩებოდნენ.

კანოსკიმ და მისმა გუნდმა საქმე შემდეგნაირად დააყენეს: ვირთხებს უნდა ეპოვათ ადგილები ან ობიექტები სივრცეში რომლებიც მათ გარშემო იყო. ექპერიმენტატორებმა ვირთხებისკენ კაშკაშა სინათლის სხივი მიმართეს, მიზანი კი ის იყო რომ ვირთხები შეწუხებულიყვნენ და იძულებულნი გამხდარიყვნენ ამ სხივს გაქცეოდნენ და გასასვლელი ეპოვათ. ჯანმრთელი ცთომილი ნერვის მქონე ვირთხებმა შეძლეს და გასასვლელი იპოვეს რადგან ოდესღაც იქ იყვნენ ნამყოფი.

კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ვირთხებს რომლებსაც ცთომილი ნერვი ქირურგიული ჩარევით დაზიანებული ჰქონდათ, ვერ შეძლეს გზის გაკვალვა მიუხედავად იმისა, რომ წარსულში იმ ადგილზე ნამყოფნი იყვნენ.

მოგვიანებით მეცნიერებმა დაიწყეს დავკირვება იმ ვირთხების ტვინზე, რომელთან ჰქონდათ შეცვლილი ცთომილი ნერვი და დაადგინეს რომ ჰიპოკამპუსის აქტივობა საკმაოდ დაქვეითებული იყო, ეს ტვინის მცირე ორგანო გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით ცხოველის ტვინში და ეხმარება მას გზის გაკვალვაში. გარდა ამისა ვირთხებს დაქვეითებული ჰქონდათ ცილების რაოდენობა ჰიპოკამპუსში, იმ ცილების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ახალი ნეირონების წარმოქმნაზე. ამრიგად, ეს ცილები პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზეც.

სკოტ კანოსკიმ აღნიშნა, რომ პნევმოგასტრული ნერვის გაწყვეტა, ხელს არ შეუწყობს მეხსიერების მკვეთრ დეფიციტს, თუმცა საქმე იმაშია რომ მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გავიგოთ ორგანიზმს ახსოვს თუ არა ესა თუ ის ობიექტი არამედ იმაში - საიდან ახსოვს ის.

კანოსკიმ ისიც აღნიშნა, რომ თუ ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს ადამიანებზეც და მსგავსი დასკვნა გაკეთდება, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი როლის თამაში შეეძლება.

ბევრი მედიკამენტი უშუალოდ პნევმოგსატრულ ნერვზე ახდენს პირდაპირ გავლენას, მაგალითად FDA-ის მიერ დამტკიცებული წონაში დასაკლები მკურნალობა რომელსაც ეწოდება vBloc. თუ ყველა ზემოთ ხსენებული ინფორამციას ადამიანებზე გადავიტანთ, შეიძლება ითქვას, რომ ცთომილ ნერვზე რაიმე სახის მანიპულაცია შეიძლება მეხსიერებაზე უარყოფითად აისახოს. მეორეს მხრივ კი კანოსკი ფიქრობს, რომ შეიძლება დადებითმა ზემოქმედებამ ზემოთ ხსენებულ ნერვზე შესაძლოა მეხსიერება გააუმჯობესოს.

კანოსკიმ ისიც აღნიშნა, რომ თუ კი ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს ადამიანზე შესაძლებელი გახდება ხელი შეეწყოს ისეთი დაავადების მკურნალობას, როგორიც არის ალცჰეიმერი.