doping

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

წყარო

ვეცადოთ გავერკვიოთ მოდურ, წინააღმდეგობრივ თემაში-„ჭკვიანი“ ტაბლეტები, როგორც ტვინის მუშაობის გაუმჯობესება.

ბოლო წლების განმავლობაში ნოოტროპებს აქტიურად მოიხმარენ სტუდენტები, და არამარტო ისინი. ნოოტროპებმა გამოყენება ჰპოვეს ასევე მოსახლეობის სხვა ფენებში.ფარმაკოლოგიურ ბაზარზე, ნოოტროპებით მიღებული შემოსავალი უკვე ერთ მილიარდ დოლარს უდრის.

აქ გასაკვირი არაფერია. თუკი არსებობენ ტაბლეტები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ვიყოთ უფრო კონცენტრირებულნი და აქტიურნი, რათქმაუნდა მათი მიღება სასურველია, იმის გათვალისწინებით, რომ რისკი არ აჭარბებს მათი მოქმედების უპირატესობას.

მართალია, ნოოტროპები არ გვმატებენ ჭკუას, ინტელექტს, მაგრამ ძლიერი გონებრივი დატვირთვისას ძალიან გვეხმარებიან. თითქოს მეტად ააქტიურებენ ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს და შრომისუნარიანობას ზრდიან. მაგრამ აქ სიტყვა“თითქოს“ გადაჭარბებით არაა ნახსენები.

ნოოტროპების შესახებ არის ცუდი და კარგი სიახლე.

დავიწყოთ ცუდით: რუსეთის ბაზარზე გავრცელებული ნოოტროპების ეფექტურობს, არ იყო გამყარებული სერიოზული კლინიკური კვლევებით. მედიკები თვლიან, რომ ნოოტროპების მიღება, არ არის ეფექტური, რადგან არანაირი სარგებელი არ მოაქვს. რაც შეეხება კარგ სიახლეს: ბევრ ადამიანს ნოოტროპები რეალურად ეხმარებიან, თუმცა პლაცებოს ეფექტს არავინ გამორიცხავს.

შევეცადოთ გავერკვიოთ, როგორ მოქმედებენ ნოოტროპები და რა ეფექტს უნდა ველოდოთ მათგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნოოტროპები გონებრივ შესაძლებლობებს არ გვმატებენ და ვერც მაგალითად, სესიის ჩაბარებაში ვერ დაგვეხმარებიან. გასაკვირიც იქნებოდა იმის თქმა, რომ ტაბლეტებმა შეიძლება შესძლონ ინტელექტის მოდიფიცირება, თუ თქვენ არანაირ ძალისხმევას არ იყენებთ იმისათვის, რომ თქვენი თქვენი გონებრივი დატვირთვა, მეტ-ნაკლებად რაციონალურად გაანაწილოთ.

ჯერჯერობით არა არის კარგად შესწავლილი, თუ როგორ მუშაობენ ნოოტროპები და რა შემთხვევებში უნდა მიიღონ ჯანმრთელმა ადამიანებმა, შემეცნებითი სფეროს გასაუმჯობესებლად. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ მივიღოთ მოდაფინილი ან პირაცეტამი და და მთელი ერთი წლის განმავლობაში და ამით ჩვენი გონებრივი რესურსი გაიზარდოს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ქიმიური ფორმულით და და ფარმაკოკინეტიკით. ზოგადად ეს პრეპარატები ერთიანდებიამ იმით, რომ ისინი ახდენენ ტვინზე აქტიურ ზემოქმედებას. აუმჯობესებენ მეხსიერებას, ზრდიან ამტანობას არასასურველი გარემო ფაქტორების მიმართ.

ნოოტროპები მოქმედებენ შემდეგნაირად:

1.ასტიმულირებენ ტვინში სისხლის მიმოქცევას.

2.აუმჯობესებენ გლუკოზის შეთვისებას.იგი ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის საშუალებით, სისხლძარღვებისა და ნეირონების საშუალებით. ამიტომ ტვინი არ განიცდის ენერგიის ნაკლებობას.

3. ხელს უშლის ჰიპოქსიის განვითარებას ( თავის ტვინში ჟანგბადის უკმარისობას).

4.აუმჯობესებს პრეფრონტალური ქერქის და ტვინის სხვა უბნების ურთიერთქმედებას,აჩქარებს იმფორმაციის გაცვლას მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებში.

5.აუმჯობესებს ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს,ინფორმაციის გადამუშავებას და დამახსოვრებას, ვინაიდან ზემოქმედებენ ნეირომედიატორების გამომუშავებაზე, რომელთა დახმარებითაც, ნეირონები ერთმანეთში „ცვლიან ინფიომაციას“.

ითვლება, რომ ნოოტროპები ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციას და ნეირონულ აქტივობას, თუმცა აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც ფსიქოსტიმულატორებს. მაგალითად კოფეინი, მიუხედავად იმისა რომ გვეხმარება კონცენტრაციაში, არ ითვლება ნოოტროპად.

რა არის ნოოტროპი, უბრალოდ წამალი თუ ნარკოტიკი?

მიუხედავად იმისა რომ ნოოტროპები გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, ინსულტის-შემდგომი რეაბილიტაცია,ასთენიური დაავადება და სხვა, ბოლომდე მაინც არ არიან შესწავლილნი.

ეს ნიშნავს, რომ ეგრედწოდებული ბრმა კვლევების შედეგად, როცა არც ექიმებმა და არც პაციენტებმა არ იციან, სად არის პლაცებო და სად პრეპარატი რომელიც ტესტირებას გადის, ვერ იპოვეს მნიშვნელოვანი განსხვავება, ნოოტროპებსა და უბრალო ტაბლეტებს შორის. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად პირაცეტამი (ცნობილია ასევე ნოოტროპილის სახელწოდებით), საერთოდ არ ითვლება სამედიცინო პრეპარატად და დარეგისტრირებულია როგორც საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველა ნოოტროპი არ გადის ტესტირებას. მეორე-როგორც წესი, ტესტირებას გადის მხოდოდ პრეპარატის გარკვეული ეფექტი. (მაგალითად, ინსულტის-შემდგომი რეაბილიტაცია, როგორც პრეპარატ ცერებროლიზინის შემთხვევაში).

ასევე, ცალკეულმა კვლევებმა, მაინც მოახდინეს კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე მომხმარებლებში, რომლებსაც არ გაუვლიათ ექიმთან კონსულტაცია. ამაზე ასევე მეტყველაბს იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც ღებულობენ ნოოტროპებს, ინტელექტუალური პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. (მაგალითად ცნობილია რომ ნოოტროპებს ღებულობენ მფრინავები, ქირურგები, რომლებიც საათობით დგანან ოპერაციებზე, პოლიციელები რომლებიც ღამე მორიგეობენ, ასევე მეხანძრეები. იმ პროფესიების წარმომადგენლები, რომლებსაც დიდხანს უწევთ უძილობა, ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად რუსეთში იყო ასეთი პრეპარატი, ფენოტროპილი. ამ პრეპარატს ეძახიან კოსმონავტების წამალს. არსებობს ვერსია, რომ სპეციალურად მათთვის შეიქმნა - მთარგმნელის შენიშვნა).

საქმე იმაშია, რომ ნოოტროპები მოქმედებენ ინდივიდუალურად. მიღებული ეფექტი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე და საქმიანობის სფეროზე.გარდა ამისა, ნოოტროპების უმეტესობას აქვს კუმულირების ეფექტი (შედეგი დგება გარკვეული დროის შემდეგ). ამიტომ მისი დაფიქსირება, საკმაოდ რთულია.

ნოორტოპები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

1. უვნებელი და არაეფექტური-ვიტამინები ტვინისთვის, როგორიცაა გლიცინი. ამინომჟავას, რომელიც, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერებისა და კოგნიტიური პროცესების გაუმჯობესებაში,ადამიანის ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს. თუ ორგანიზმს ისედაც გააჩნია ეს რესურსი, ეფექტი დამოკიდებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ უნარებზე და თვითდაჯერებულობაზე.

2. ეფექტური მაგრამ არაუსაფრთხო-ამ პრეპარატებს ან მხოლოდ რეცეპტით ან არალეგალურად ვიყიდით. ესენია: რიტალინი, სინაქსი, მოდაფინილი, ადრეალი, პრამინრაცეტამი. ისინი ძლიერად ზემოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიონ დამოკიდებულება. მაგალითად რუსეთში, ზოგიერთი მათგანი აკრძალულია და ნარკოტიკების ნუსხაში შედის.

3. ზომიერად ეფექტურები და თითქმის უვნებელი პრეპარატები,რომლებმაც ასევე შესაძლოა ჰქონდეს პლაცებო ეფექტი, ასევე აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებენ გარკვეული ნეირომედიატორების გამომუშავებას ან პირიქით, ხსნიან დაძაბულობას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას. მაგალითად, ფენოტროპილი ააქტიურებს, ხოლო ფენიბუტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას (თუმცა ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა). თუ ტვინში სისხლის მომოქცევის პრობლემაა, მაშინ ეს პრეპარატები რეალურად დაგეხმარებიან,რათქმაუნდა თუკი გვაქვს განწყობა.ასეთ შემთხვევაში, მოგვიანებით პლაცებო ეფექტიც აღინიშნება.

doping2

თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, სხვადასხვა ნოოტროპებზე და მათი მოქმედების მექანიზმზე, არის ასეთი ვებ გვარდი CleverMind, სადაც იმ მომხმარებელთა გამოცდილება და რეკომენდაციებია, რომლებიც ღებულობენ ნოოტროპებს.

ცოტა ხნის წინ,მასშტაბურად (თუმცა არაფორმალურად) გამოქვეყნდა ნოოტროპების კვლევების შედეგები, სადაც მონაწილეობდა 850 ადამიანი. იქ არ იყო, არანაირი კლინიკური კვლევა.მონაწილეებმა უბრალოდ უპასუხეს კითხვებს, ნოოტროპების მოხმარებაის საკუთარი გამოცდილებაზე.ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს პრეპარატებმა, ადერალი, მოდაფინილი, სიმაქსი, რიტალინი, ფენიბუტი და ცერებროლიზინი.

თუ ლეგალური ნოოტროპები ჯანმრთელ ადამიანენზე ახვლენენ პლაცებო ეფექტს, შეიძლება გამოვყოთ მათი ეფექტურომის სხვადახსვა ხარისხები.ზოგიერთი პრეპარატი ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა დანარჩენი.

გამოხმაურებები ნოოტროპებზე წინააღმდეგობრივია.ინტელექტი - ეს არის კომპლექსური ადამიანური თვისება, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული მემკვიდრეობითობაზე.ამიტომ, მისი გაუმჯობესება რაიმე ქიმიური პრეპარატით შეუძლებელია.

ნოოტროპებს შეუძლიათ დროებით ამოქაჩონ, გარკვეული ინტელექტუალური შესაძლებლობები, მაგალითად მეხსიერება ან კონცენტრაცია, მაგრამ ამავდროულად დაასუსტოს ტვინის სხვა ფუნქციები და გამოიწვიოს დამოკიდებულება. გამოდის რომ „ჯადოსნური ტაბლეტების“ გარეშე, შესაძლოა ადამიანი ფიქრს გადაეჩვიოს და უფრო მეტიც, დეპრესია დაეწყოს.

ზოგი მედიკოსი თვლის, რომ უნივერსიტეტებში უნდა ჩამოყალიბდეს კომისიები, რომლებიც ნოოტროპების მომხმარებლებს „გაცხრილავენ“. მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილის დონეზე რჩება, რადგან ნოოტროპები ვარ გააუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.

არსებობს ვერსია, რომ ნოოტროპები გამოიყენება როგორც დოპინგი.

ტვინის მუშაობის კოგნიტიური მექანიზმი, ბოლომდე შესწავლილი არ არის, ხოლო ფარმაკოლოგია ნეირომეცნიერებას ჩამორჩება ათწლეულებით.ყველაზე პოპულარულ ნოოტროპებს შორის, ჯერ კიდევ ის მოქმედი ნივთიერებებია,გასული საუკუნის 60-70-იან წლებში რომ გამოიყენებოდა.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეფექტური და არასაზიანო პრეპარატებს შემუშავება, უახლოესი მომავლის საქმეა.ნოოტროპები, რომლებიც ახლა არსებობენ,შესაძლოა გააუმჯობესონ ადამიანის ინტელექტუალური პროდუქტიულობა, თუმცა ლეგალური პრეპარატების შემთხვევაში ეს უფრო პლაცებო ეფექტთან არის დაკავშირებული. ხოლო არალეგალური ნოოტროპების შემთხვევაში-ასარასიამოვნო გვარდით მოვლენებთან.

თითქმის ყველა პოპულარული ნოოტროპი, თავიდან განკუთვნილი იყო პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული კოგნიტიური დარღვევები.

ზოგიერთი ნოოტროპის მიღება და შედეგი დამტკიცებული იყო რომ ჯანმრთელ ადამიანებზე, არანაირად არ მოქმედებენ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა და ზოგადად მისი ფუნქციონირება ნორმაშია,მაშინ ნოოტროპების მოქმედება, მხოლოდ ჩვენი სუბიექტული შეგრძნებებია.

ზოგიერთი მათგანის მიღებდან და გამოწვეული შედეგიდან გამომდინარე, გამოდის რომ ნოოტროპი ჯანმრთელ ადამიანზე არანაირად არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, სჯობს გავიაროთ ექიმის კონსულტაცია, სანამ საკუთარ ტვინზე გამოვცდით ნოოტროპის მოქმედებას.