https blogs images.forbes.com startswithabang files 2018 05 couldamultiv

ავტორი: იოანე შენგელია

ფიზიკოსები აყალიბებენ უამრავ თეორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ჩვენი სამყარო. მეტიც, ისინი არ გამორიცხავენ პარალელური სამყაროების არსებობას, რომლებშიც სხვა ტიპის ფიზიკის კანონები ფუნქციონირებენ. არსებობს რამდენიმე მიმზიდველი და ლამაზი თეორია. მოცემულ სტატიაში ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებ. პარალელური სამყაროების შესახებ სტატია კი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

სტაბილურობის ჰიპოთეზა..

წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი ხართ (არავითარი მკვრეხელობა), და თქვენს წინაშე დგას ამოცანა შექმნათ სამყარო არაფრისგან. როგორც ამბობენ, არაფრისგან მხოლოდ არაფერი შეიქმნება. მაგრამ, თქვენ ხომ ღმერთი ხართ ამ მხრივ შეზღუდვები არ გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი შექმნათ!? ნამდვილად ასეა!?

აი საკვანძო შეკითხვაც: რამდენად შეზღუდულია შემოქმედი თავის შექმოქმედებაში? ანუ, რატომ აქვს სამყაროს მაინცა და მაინც ის სახე, რომელიც აქვს, და არა სხვანაირი?

მართლაც, თუ ღმერთისთვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არ არსებობს, და მას შეუძლია არაფრიდან რაღაცა შექმნას, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ყველაფერი შექმნას, ესეიგი, ყველა ტიპის პარალელური სამყარო ყველა ტიპის ფიზიკური კანონებით.

აუცილებელი შენიშნვა: არ იფიქროთ, თითქოს ამით ვცდილობდე ღმერთის არსებობის „დამტკიცებას“ მეცნიერულად. ეს შეუძლებელია თავად ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე. მოცემულ სტატიაში საუბარი სულ სხვა თემაზე მაქვს. შემოქმედი უბრალოდ ინტერპრეტაცია არის, რომელიც გვეხმარება ჩვენ წარმოვიდგინოთ რეალობის შექმნის დასაბამი.

ამრიგად, ისმის შეკითხვა: რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის..?

ფიზიკოსებმა პროგრამული ექსპერიმენტითაც და თეორიულადაც დაადგინეს, რომ სამყაროში არსებული მუდმივები და თანაფარდობები არის იდეალური იმისთვის, რომ სამყაროს შეუნარჩუნოს სტაბილური სტრუქტურა. მაგალითად, გრავიტაციული მუდმივა, ან კულონის მუდმივა, ან სინათლის სიჩქარე, ან ელემენტარული ნაწილაკების მასები, და ა.შ. ისინი ოდნავ განსხვავებულნი რომ იყვნენ, მაშინ მივიღებდით არასტაბილურ რეალობას.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, კარტებისგან რომ „სახლს“ აშენებ. ოდნავ შეცვლი თანაფარდობას, შეცვლი გარკვეულ პარამეტრებს, და „სახლი“ ინგრევა. იდეა იგივეა: სამყაროში არსებული კანონები არის იდეალური იმისთვის, რომ სამყარო იყოს სტაბილური.

აქედან მოდის პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა: შეიძლება „ღმერთმა“ მოსინჯა ყველა შესაძლო კანონის და ყველა შესაძლო მუდმივის ყველა შესაძლო კომბინაცია, რომლიდანაც ზოგიერთი სტაბილურია (და შესაბამისად - არსებობს), ხოლო ზოგიერთი შეიძლება არასტაბილურია და განადგურდა (როდის განადგურდა - ამ შეკითხვის დასმა არაკორექტულია, რადგან საუბარია პარალელურ სამყაროებზე, რომელთა „ადგილსა“ და „დროზე“ საუბარი ჩვენი გადმოსახედიდან აბსურდულია).

99c62332

ამრიგად, არსებობს ასეთი იდეა, რომ შეიძლება მოისინჯება ყველა შესაძლო კომბინაციები და თანაფარდობები, მაგრამ, ურთერთშეთანხმების თუ ურთიერთშეუთანხმებლობის ხარჯზე ზოგიერთი მათგანი არასტაბილურია, ხოლო ზოგიერთი სტაბილური. ჩვენი სამყარო, როგორც ჩანს, სტაბილური სამყაროს ერთ-ერთ კერძო შემთხვევას წარმოადგენს.

ამრიგად, ფიზიკოს-პროგრამისტების წინაშე დგას ამოცანა, რომ მოიფიქრონ სხვა ტიპის სტაბილური ყოფაქცევის კანონები და მათი მოდელირება მოახდინონ, მათი კომპიუტერული სიმულაცია, რათა წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ როგორი სტრუქტურა შეიძლება ჰქონდეს სხვა სამყაროებს. ასეთი კომპიუტერული ექსპერიმენტები უკვე ტარდება. უფროსწორედ, ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს გიგანტურ შედეგს გამოიღებს.

გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..