mjasnikoff

ტრანსკრიბცია დოქტორ მიასნიკოვის ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად უამრავი გამოკვლევისა, წმინდად სხეულებრივი(ორგანული) პრობლემა არ იკვეთება, თუმცა ადამიანს ფიზიკური სიმპტომები აწუხებს.

ასეთ სიმპტომებს ფსიქოსომატურს ვუწოდებთ, სიტყვებიდან ფსიქიკა და სხეული (ბერძნულად – სომა).

ფსიქოსომატურ აშლილობებს ასევე ეძახიან სომატოფორულ აშლილობებს. სტატისტიკა ვგიჩვენებს, რომ ზოგადი პროფილის ექიმთან მისული პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თავის, ზურგის, სახსრების და ზოგადად ტკივილის შეგრძნება მთელ სხეულში, კუნთების სისუსტე, შეჟრჟოლება, თავბრუსხვება, გულის წასვლა,მხედველობის გაორება,დაბუჭების შეგრძნება, კრუნჩხვები, ყლაპვის გაძნელება, ყელში ბურთის გაჭედვის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩვა, ყურების დაგუბება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, ღებინება,ფაღარათი, შებერილობა, ტკივილის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და ა.შ. გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ 70 პროცენტს ორგანული დაზიანება არ აღენიშნება. ისმის კითხვა, თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ რატომ აქვს ადამიანს ეს ჩივილები? აშშ სტატისტიკის მიხედვით, პაციენტთა ამ 70 პროცენტის კვლევაზე დახარჯული მილიონები, აღემატება ონკოლოგიურ ,გულსისხლძარღვთა დაავადებათა და დიაბეტის კვლევის და მკურნალობის ხარჯებს. ეს რაც შეეხება აშშ-ს. ჩვენთან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, გარკვეულ მიზეზთა გამო.

მერე ხდება ისე, რომ ადამიანი, აგრძელებს ავადმყოფობის მიზეზების ძებნას, დადის სხვადასხვა ექიმებთან და რა გამოდის? ის სიმულიანტია? არა. ეს ფსიქოსომატიკაა. რამდენი გრძნობის ორგანო ვიცით? არისტოტელეს მიხედვით ხუთია. თუ განვიხილავთ გრძნობის ორგანოებს,იქ უნდა იყოს რეცეპტორი, უნდა იყოს ტვინში უბანი და მათ შორის გამტარიანობა. ადამიანს გრძნობის ორგანო ხუთზე მეტი აქვს. დღევანდელი შეფასების სისტემით ცხრაა.

არსებობენ ნონო რეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ ტკივილს. ისინი მთელ სხეულზე არიან. ტვინში არის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის იმპულსების აღქმაზე. ის აგზავნის „ბრძანებას“. ნონო რეცეპტორები არიან კანზე, კუნთებში, კუჭში, შარდის ბუშტში. რატომ ვამბობთ რომ ცისტიტი არ არის ინფექციური? იმიტომ, რომ როდესაც შარდი დიდი რაოდენობით გროვდება,ეს რეცეპტორები იწყებენ რეაგირებას და გვინდება შარდის ბუშტის დაცლა. ეს ნორმაა. მაგრამ ხდება ისეც, რომ ვიღაცას 50 გრამი შარდი დაუგროვდა და ვერც გრძნობს, ვიღაცას კი ეს ნონო რეცეპტორები აძლევენ სიგნალს რომ შარდის ბუშტი დაცალონ.

ამას ეძახიან დესენსიბილიზაციას. მოდით შევადაროთ ალერგიას. რა არის ალერგია? ადამიანი ალერგიული ხდება ალერგენის პირველ შეჯახებამდე. მაგალითად, მას უკბინა ფუტკარმა. ამ დროს, ორგანიზმმა, მთელი დაცვითი მექანიზმები მიმართა. ამ დროს მოხდა დესენსიბილიზაცია (რაიმე ნივთიერების ზემოქმედებაზე ორგანიზმის აწეული მგრძნობიარობის შემცირება ან გაქრობა).რა ხდება შემდეგ? ფუტკრის შხამი, მცირე დოზითაც რომ მიიღოს ადამიანმა, მისი იმუნური სისტება იწყებს მყისიერ რეაგირებას, რომელიც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.ამ დროს ხდება რესენსიბილიზირება. ზუსტად ასე შეიძლება განვიხილოთ სენსიბილიზაცია, ტკივილის მგრძნობელობის მომატების შემთხვევაშიც. მაგალითად ადამიანმა მიიღო საკვები. მისი კუჭი გაივსო და აქვს გულისრევის შეგრძნება. ან, ადამიანის მიერ მძაფრი სუნის აღქმამ შესაძლოა გამოიწვიოს მასში ნევროლოგიური სიმპტომატიკა.მარტივად რომ ავხსნათ, დესენსიბილიზაციის პრინციპი გვაგონებს ადამიანის ფსიქიკაში ღილაკს, რომელსაც აქვს ჩართვა-გამორთვის ფუნქცია. ფსიქოსომატური დაავადებების შემთხვევაში ეს ღილაკი, სულ ჩართულია. ვერ ითიშება და სწორედ აქედან მოდის ტკივილი და სხვა, ზემოაღნიშნული ჩივილები. ამ დროს ადამიანს რეალურად აწუხებს ის სიმპტომები, რაზეც ვისაუბრეთ. ავიღოთ თავის ტკივილი. ადამიანს სტკივა და სვამს წამალს. ერთხელ, ორჯერ, ათჯერ და მერე უკვე თვითონ წამალი ხდება ტკივილის მაპროვოცირებელი. რატომ? ტაბლეტების მუდმივი ზემოქმედება ტკივილის რეცეპტორებზე, უკვე ახდენს ტკივილის გენერირებას. გავიხსენოთ ჩამრთველ-გამომრთველი. ის რჩება ჩართულ მდგომარეობაში და მისი გამორთვა უკვე ძნელდება.

მიზეზი, თუ რატომ ემართებათ ასეთი რამ, ჩვენს რეცეპტორებს, უამრავი შეიძლება იყოს. მაგალითისთვის ავიღოთ ცრუ ორსულობა-ეს ფსიქოსომატიკაა. ავსტრიის დედოფალს ცხრა თვის განმავლობაში ეზრდებოდა მუცელი, ჰქონდა ორსულობის ყველა სიმპტომი, დაეწყო სამშობიარო ტკივილები, თუმცა ნაყოფი ვერ შობა, რადგან ორსულად არ ყოფილა. ეს ისტორიული ფაქტია, თუმცა პრაქტიკაშიც არის ამის უამრავი შემთხვევა.ასეთ დროს ჰორმონალური ფონი ისევე იცვლება, როგორც ორსულობისას.
ჩვენ არ ვიცით როგორ ვუმკურნალოთ ფსიქოსომატიკას, ვერ ვახდენთ დიაგნოსტირებას. თუმცა, სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობების შესახებ. თუ ჩვენს ორგანიზმს შეუძლია ცრუ ორსულობისას ჰორმონალური ფონი შეცვალოს, სძლიოს კიბოს და კიდევ სხვა უამრავ დაავადებას,წარმოიდგინეთ რამხელა რესურსი აქვს მას.
გამოდის რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენში.

ფსიქოსომატური პაციენტს როდესაც ვიკვლევთ, მას არანაირი ნორმიდან გადახრა არ აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში პაციენტი, ან სხვა ექიმთან მიდის, ან იდიოტად გრძნობს თავს, მითუმეტეს, როცა ექიმი ეუბნება, რომ მისი ჩივილები, არ არის ორგანული პათოლოგია და სჭირდება დავუშვათ, რაიმე სახის დამამშვიდებელი ან ანტიდეპრესანტი. ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს და ნეიროლეპტიკებს, გააჩნიათ მექანიზმი, რომელსაც ადამიანის „ჩართული ღილაკის“ გამორთვა შეუძლიათ.
პაციენტი თავს შეურაცყოფილად გრძნობს, როდესაც ეუბნები რომ პრობლემა მის ფსიქიკაშია. აქედან, 80 პროცენტი აგრძელებს ექიმებთან სიარულს, სხვადასხვა გამოკვლევებს, სვამს წამლებს რომლებიც ურჩიეს, ინტერნეტში ნახა და ტრიალებს ერთ წრეზე. ამ დროს მდგობარეობა მძიმდება.

ადამიანი სომატოფორული აშლილობით (ფსიქოსომატიკა), შესანიშნავი შემოსავლის წყაროა, არაკეთილსინდისიერი ექიმისთვის. ნუ იქნებით ერთერთი მათთაგანი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!