serot

წყარო: clevermind.ru

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

ადამიანის ორგანიზმის ყველაზე პოპულარული და ცნობილი ნეირომედიატორი არის სეროტონინი. ის უფრო ცნობილია როგორც ბედნიერების ჰორმონი. სეროტონინი არეგულირებს უამრავ პროცესს მთელს ორგანიზმში.

ორი ძირითადი ნივთიერება, რისგანაც შედგება ჩვენი ბედნიერების ჰორმონი, სეროტონინი, ესენია - ამინომჟავა ტრიფტოფანი და მისგან წარმოქმნილი 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი. ტრიფტოფანს შეიცავნენ ცილოვანი პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, თევზი, პარკოსნები. ტრიფტოფანისგან ასევე შეიძლება სინთეზირდეს მელატონინი, ძილის ჰორმონი. აქ მნიშვნელობანი ისაა, რომ ტროფტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა. ანუ თუ ჩვენ მას ვერ ვღებულობთ პროდუქტებიდან, სეროტონინის და მელატონინის ნაკლებობა გვექნება და ამ თითქოსდა ბანალურმა მიზეზმა, შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანიც ამინომჟავა, რომელიც ძალიან მიახლოვებულია სეროტონინთან და რადგან ამინომჟავაა, ასევე არის ცილოვან პროდუქტებში. ტრიფტოფანი ორგანიზმში გარდაიქმნება 5-ჰიდროქსიტრიფტოფანად და შემდეგ უკვე სეროტონინად.

trip

განვიხილოთ სეროტონინის გადანაწილება ორგანიზმში-სეროტონინის 90 % მდებარეობს კუჭნაწლავის ტრაქტში, დანარჩენი 10 % კი სისხლსა და ტვინში. კუჭნაწლავის ტრაქტში სეროტონინი მართავს შიმშილის გრძნობას და პერისტალტიკას, ანუ ნივთიერებათ ცვლის სიჩქარეს. მაგრამ ჩვენ უფრო გვაინტერესებს თუ როგორ მუშაობს სეროტონინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანუ ტვინში. ამისათვის აუცილებელია გავერკვეთ მის რეცეპტორებში. ნერვული უჯრედის ზედაპირზე მდებარეობს რეცეპტორი. სეროტონინი, როგორც მოლეკულა, თითქოს დამაგრებულია ამ რეცეპტორებზე და ახდენს ზემოქმედებას მათზე. სეროტონინის მოლეკულები საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ გამოყოფენ შვიდ ძირითად ტიპს, თუმცა ზოგიერთი მათგანი იყოფა ქვეტიპებზეც.

5HT1 -შეიცავს ხუთ ქვეტიპს. მათი ზოგადი მოქმედება მიმართულია ემოციებზე. აგრესია ან სიმშვიდე, ზემოქმედება დოფომინზე, დეპრესია ან სიამოვნების მიღება. ამგვარად, აგონისტები, ანუ ამ რეცეპტორების აქტივატორები ფრონტალურ ქერქში ზრდიან დოფომინის გამომუშავებას. შესაბამისად ქვეითდება დეპრესიული სიმპტომატიკა, აგრესიულობა, იზრდება ტკივილის მიმართ ამტანობა. რაც შეეხებათ ანტაგონისტებს, აკეთებენ იგივეს, მხოლოდ პირიქით.

5HT2-შედგება 3 ქვეტიპისგან. ეს არის ყველაზე „ნარკომანული“ რეცეპტორების ჯგუფი. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მოსწონს შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ყოფნა, ამ რეცეპტორების ზემოქმედებას ყველაზე კარგად აგვიხსნის. სწორედ ეს რეცეპტორები აქტივირდებიან LSD-ს და სხვა ფსიქოდელიკების მიღებისას. ამ დროს ჰიპერბოლიზდება ნებისმიერი ხმაური, დაწყებული ბუზის გაფრენით, დამთავრებული უზარმაზარი ხოჭოთი. ამ რეცეპტორების აგონისტები, ანუ როდესაც ჩვენ ვააქტიურებთ ამ რეცეპტორებს, ქვეითდება განგაშის შეგრძნება, დეპრესიული მდგომარეობა, მადა და ქვეითდება ნორადრენალინის გამოყოფა. ჩნდება ემპათიის უნარი და ძლიერდება ფსიქოზის ნიშნები.

trip2

5HT3-ამ რეცეპტორების აქტივაცია იწვევს გულისრევას, ღებინებას, ხოლო მათი ანტაგონისტები, გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

5HT4-რეცეპტორებს აქვთ ანტიდეპრესიული მოქმედება, აძლიერებენ პერისტალტიკას. 5HT4 აგონისტი და ანტაგონისტი პრეპარატები, გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისას.

5HT5-სეროტონინის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი რეცეპტორია. ცნობილია რომ ნივთიერებები, ანუ აგონისტები, რომლებიც ამ რეცეპტორების აქტივირებას იწვევენ, ადენილატციკლაზის ინჰიბირებას ახდენენ. ეს პროცესი აჩქარებს ATF -ის ციკლური AMF- ის წარმოქმნას. პროცესში უამრავი ტერმინია, თუმცა არსობრივად ხდება ადრენალინის ჰორმონის აქტივობის დაქვეითება.

5HT6 და 5HT7 თითქმის ერთნაირ ფუნქციებს ფლობენ. ამ რეცეპტორების აგონისტები აუმჯობესებენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობენ სტრესის განვითარებას და ახდენენ ადენილაცეკლაზის გამოყოფას. 5HT5 სრულიად საპირისპიროდ მოქმედება აქვთ.

სეროტონინის ძირითადი პლიუსი მისი მაღალი დონისას, მაგრამ ნორმის ფარგლებში - ესაა ანტიდეპრესიული ეფექტი და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება.

როგორ ავამაღლოთ სეროტონინის დონე?

პირველი, ეს ტრიფტიოფანია. შეუცვლელი ამინომჟავა, რომლის გარეშეც საჭირო რაოდენობის სეროტონინი არ წარმოიქმნება. ტრიფტოფანი და 5HTP იყიდება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ეს საკმაოდ მარტივი ხერხია, რომ ვაკონტროლოთ სეროტონინის გამოყოფა. თუმცა ყველაზე კარგია, ნორმალურად ვიკვებოთ. ტრიფტოფანი დღეღამეში უნდა მივიღოთ 0,5 გრამი. მაგალითად 100 მლლ რძეში, 40 მილიგრამი ტრიფტოფანია. ერთი ქათმის კვერცხი შეიცავს დაახლოვებით 130 მილიგრამს, ქათმის ხორცში 290 მილიგრამია, არაქისში 750 მილიგრამი ტრიფტოფანია. დღეში 3-4 კვერცხი და 50 გრამი არაქისი უკვე სანახევროდ ავსებენ ტრიფტოფანის ნორმას, დანარჩენს კი ისედაც მიიღებთ სხვა საკვებით ან დანამატებით.

araqis

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი D ვიტამინია. იგი ახდენს გენის აქტივირებას, რომელიც გამოიმუშავებს ფერმენტს ტრიფტოფანჰიდროქსილაზა 2-ს, რომელიც ტვინში ახდენს ამინომჟავა ტრიფტოფანის სეროტონინად გარდაქმნას. ვიტამინი D თავად გამომუშავდება ორგანიზმში, მზის სხივების მეშვეობით. თუმცა ზამთრის პერიოდში ორგანიზმში მისი ნაკლებობის შემთხვევაში სასურველია ამ ვიტამინის დამატებით მიღება.

სეროტონინის მიღების ორ მექანიკური საშუალებაზე ვისაუბრეთ. ახლა ვისაუბროთ სხვა ფაქტორებზეც. რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სპორტი, რომელიც არ მოიცავს ზედმედ დატვირთვას, ასევე უწყობს სეროტონინის გამომუშავებას ხელს. კვლევების თანახმად, თუნდაც კვირაში ორჯერ ველოსიპედით ვინც სეირნობს, გამოიმუშავებს მეტ სეროტონინს, ვიდრე ის, ვინც პასიურ ცხოვრებას ეწევა (კვლევები იხ. ამ ლინკზე). არის კიდევ უამრავი მეთოდი, რათა გამოვიმუშაოთ სეროტონინი. უნდა მივისწრაფოდეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანისკენ, რასაც სასიამოვნო მოლოდინი ახლავს.

არსებობს სეროტონინის დონის მომატების კიდევ ბევრი მეთოდი, მაგრამ ყველანი ისინი ტრიალებენ აბსტრაქტული ცნების - „მნიშვნელოვნების“ გარშემო. თქვენ გჭირდებათ, რომ სხვა ადამიანებზე ერთი თავით მაღლა იყოთ რაიმე სფეროში, მნიშვნელობა არ აქვს რომელში. და ამ მნიშვნელოვნების დემონსტრირება გჭირდებათ. კარგად უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე? მშვენიერია! არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ ოსტატობა სხვებსაც აჩვენოთ. არ გაშინებთ php და HTML5? - წინ, მშვილი კომპანიისკენ, ან თქვენი შექმენით! დაიყენეთ კარგი ფიგურა? - თქვენი ადგილი პლიაჟზე ან კლუბშია! სეროტონინის კარგი გამოყოფისთვის საჭიროა, რომ ისწრაფვოდეთ მნიშვნელოვნებისკენ, გაცვეთილი „კარიერული ზრდაც“ კი დაგეხმარებათ საკუთარ სამუშაო ადგილას. იყო თავმდაბალი - ეს სეროტონინის შესახებ არაა! 

პრეპარატები რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს

პირველ რიგში, ეს პრეპარატები უნდა შეგირჩიოთ ექიმმა.

მედიცინაში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სეროტონინის, ზოგჯერ ნორადრენალინის ინჰიბირებას და უკუიმიტაციას. მათ მაოს ინჰიბიტორები ეწოდებათ.

ეს ნიშნავს იმას, რომ პირობითად ზედმედი სეროტონი, ორგანიზმის მიერ არ ხდება მისი გახარჯვა და კონცერნტაცია მკვეთრად იზრდება.

რა ნივთიერებებია ესენი? ციტალოპრამი, ფლოუქსიტინი, სერტრალინი, ფევარინი.

თუ მაინცდამაინც ტაბლეტების ყიდვა გინდათ, იყიდეთ 5HTP და ტრიფტოფანი.

5ht

როგორ დავწიოთ სეროტონინის შემცველობა?

ცოტა არ იყოს უცნაური შეკითხვაა, რადგან სეროტონინის პირობითად მაღალი შემცველობა, არ წარმოადგენს ადამიანისთვის პრობლემას. არსებობს მონაცემები ინგლისური ვიკიპედიიდან, რომ ერთ კგ-ზე 0,8 გრამი ეთილის სპირტის მიღება სეროტონინს 25%-ით ამცირებს. ამიტომ ძლიერი კომბინაცია სეროტონინის შესამცირებლად, ესაა: გასუქება, ლოთობა, მზისგან დამალვა და ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტების არ-ჭამა.

სეროტონინის სიჭარბეს ეწოდება სეროტონინის სინდრომი, და მისი მიღება შეუძლებელია ფარმაკოლოგიის გარეშე. სეროტონინულ სინდრომს მკურნალობენ ანტიფსიქოზური მედიკამენტებით, მაგალითად, ამინაზინით.

ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ლსდ, მესკალინი, ფსიქლოცინი, ფსილოციბინი და მათი ანალოგები, სტრუქტურულად ჰგვანან სეროტონინს, მაგრამ ისინი ცბიერები არიან და მხოლოდ განსაკუთრებულ რეცეპტორებზე მაგრდებიან, რომლებიც სწორედ ჰალუცინოგენურ ეფექტს ახდენენ. თუმცა იგივე ნარკომანული სოკოები ასევე არც თუ იშვიათად იწვევენ საჭმლის მონელების პრობლემებს.

aser

შეჯამება:

სეროტონინს შეგვიძლია ვუწოდოთ ბედნიერების ჰორმონი.

მისი სინთეზისთვის საჭიროა მხოლოდ ტრიფტოფანი და ვიტამინი D.

სეროტონინს ასევე ვღებულობთ სასიამოვნო, სასურველი საქმიანობით.

კვირაში სამჯერ ვარჯიში ნეირომედიატორს საწყის დონეზე 50%-ით მაღლა ინარჩუნებს.

ასე რომ, იმუშავეთ, „გამოჭენდით“ (დემონსტრირდით), იკვებეთ შეძლებისდაგვარად სწორად, ივარჯიშეთ მზეზე და მიირთვით არაქისი. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...