wombra

წყარო: clevermind.ru

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

დღეს განვიხილავთ თემას, რომელიც შეეხება ქალის და მამაკაცის ტვინებს შორის განსხვავებას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არამარტო ქალისა და მამაკაცის ინტელექტებს შორის განსხვავებაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკაში.

1. ქალები ნაკლებად სულელები არიან

პირველი და ყველაზე მთავარი, რის გამოც ალბათ ბევრს აეწვება, იმ ფაქტის გაცნობიერებაა, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებად არიან სულელები. თქვენ შეგიძლიათ უამრავი საპირისპირო მაგალითი მოიყვანოთ იმისა, რომ გამოჩენილი ადამიანების 99 % მამაკაცია. უბრალოდ გაიგეთ, რომ ქალზე ბუნება არ ატარებს ექსპერიმენტებს. ქალის ტვინი მამაკაცის ტვინზე უნივერსალურია.

მოვიყვანოთ ანალოგია მიზანში სროლასთან. ქალები სამიზნეში არტყამენ ხუთიდან დან რვამდე. იშვიათად არტყამენ ერთიანში ან ათიანში. მამაკაცები კი ვინ 10-იანში, და ვინ საერთოდ აცელს. კი საშუალოდ ინტელექტი ერთნაირია. სხვაობა ვარიატიულობაშია. სწორედ მაგიტომაც არის ქალებში ნაკლები გენია და ასევე ნაკლები გონებრივად ჩამორჩენილი. ჩვენ, არ ვამბობთ რომ ქალები ჩვენზე ჭკვიანები არიან, თუმცა იმის შანსი რომ ვიყოთ სულელები, მეტი გვაქვს (წყარო).

cl1

გავიხსენოთ ქალის ლოგიკა. ეს უმეტესად არასტანდარტული ხედვაა, იმ მოვლენების და ფაქტების მიმართ, რასაც მამაკაცები სტანდარტულად მიიჩნევენ.

მაგნიტურ რეზონანსული კვლევების თანახმად, ხუთიათასზე მეტ ქალს ტვინის ქერქი უფრო მეტი სიდიდის აღმოაჩნდა, ვიდრე მამაკაცს (წყარო). ხოლო ქერქი ბაზაა იმისა, რასაც ჩვენ ინტელექტს ვუწოდებთ. სხვა კვლევებმა აჩვენა რომ ქალები მამაკაცებზე უკეთ აღიქვამენ ციფრებს, ასოებს და საგნებს (წყარო-1, წყარო-2).

ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი-154 ბავშვს, 6 დან 12 წლამდე უნდა ეპოვათ სათამაშო ლაბირინთიდან გამოსასვლელი მარშუტი , სადაც არაერთი დაბრკოლება იყო. ბიჭებმა უფრო სწრაფად ნახეს გამოსავალი და რაოდენობრივადაც მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ ვერ დაიმახსოვრეს ნიუანსები. ქალის ტვინი ასეთ პატარა ასაკშიც იმახსოვრებს დეტალებს. მაგალითად ახსოვდათ რომ, რომელიღაც მოსახვევში იყო მწვანე ფერის ტელეფონი, თუმცა ლაბირინთიდან გამოსვლა გაუჭირდათ (წყარო).

2. ქალური ინტუიცია და ემპათია

გამომდინარე იქიდან, რომ ქალებს არ აქვთ სტერეოტიპიზაციის მიმართ მიდრეკილება და აქვთ შედარებით სტანდარტული ზოგადი ცოდნა, ქალებისთვის უფრო მარტივია იყვნენ მოქნილები ნებისმიერ საკითხში. არც ის არაა საიდუმლო, რომ გოგოები ბიჭებზე უკეთ სწავლობენ. მშვიდ გარემოში მათი ტვინი უფრო პროდუქტიულია. ესტრადიოლი მნიშვნელოვანი ჰორმონია ქალისათვის, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის მეტ გადართვას ახდენს დენდრიტების ზრდის ხარჯზე (წყარო-1წყარო-2). ეს ნიშნავს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად და ზუსტად ძიებას. კვლევების თანახმად, ქალის ტვინი სისხლით უკეთ მარაგდება თავის ტვინის ქერქის ფრონტალურ ნაწილში. გამოკვლეულია 46 ათასზე მეტი ადამიანი. ესეც ინტელექტის პლიუსია და შესაძლოა აქ იმალება ინტუიციის საიდუმლო.

მაგრამ შემდეგი ფაქტი უბრალოდ ანადგურებს 1 და 2 პუნქტების ყველა უპირატესობას.

3. სტრესის მიმართ მგრძნობიარობა

ქალის ტვინის ყველა პლიუსი მხოლოდ იდეალურ პირობებში ჩანს. სტრესის სიდიდე აქვეითებს ტვინის, აზროვნების ეფექტურობას. ეს არ აქვთ მამაკაცებს.
სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის ნორმა ქალებს, 2-3 ჯერ მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ერთიდაიგივე მოვლენას ქალი უფრო საშიშად და საფრთხის შემცველად აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი (წყარო). ნებისმიერი კონფლიქტი, სტრესი ქალებში იწვევს ძლიერ ჰორმონალურ „აფეთქებას“. არსებობს სხვა მონაცემებიც, რომ ნორმა მამაკაცებში უფრო მაღალია, ხოლო სტრესის შედეგად აფეთქება - ქალებში (წყარო). ასევე დეპრესია უფრო ხშირად სწორედ ქალებს აქვთ! (წყარო-1,წყარო-2)

cl2

ასევე უნდა ითქვას, რომ ქალებში სტრესი გრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე მამაკაცებში. ავიღოთ კლასიკური ექსპერიმენტი -კოსმონავტ ქალზე, ვალენტინა ტერეშკოვაზე. ცხრილზე ჩანს სხვადასხვა კოსმონავტების ორგანიზმის რეაქცია ხომალდის აფრენისას. აფრენისას ყველაზე მაღალი პულსი ქონდა იური გაგარინს. ეს არცაა გასაკვირი, როცა კოსმოსში მიფრინავ. ასეთი ფენომენალური სტრესისას, ყველა კოსმონავტის პულსი მეტნაკლებად ნორმაში ჩაუდგა, ვალენტინა ტერეშკოვას გარდა. სისულელე იქნება იმის თქმა, რომ საბჭოთა კოსმონავტიკამ შეცდომა დაუშვა და მოუმზადებელი ადამიანი გაუშვა კოსმოსში. რომ დაგუგლოთ, ნახავთ პროფესიების სიას, სადაც ქალის მიღება არ შეიძლება და ეს არამარტო ფიზიკური დატვირთვის გამო.

cl3

ამასთან, ქალში ემოციური რეაქცია სტრესზე უფრო ხშირია. სტრესი ქალებში უფრო დიდხანს გრძელდება, და თქვენ იტყვით, რომ სტრესი პირიქით, აჩქარებს აზრებს და ა.შ., მაგრამ სტრესისას ქალის ტვინში მეტად აქტიურდება ემოციური უბნები. მამაკაცებში კი ის უბნები, რომლებიც ლოგიკაზე აგებენ პასუხს. ამიტომაც ქალები უფრო ხშირად ყვირიან შიშისას და ზოგადად ემოციურად რეაგირებენ იმ სიტუაციებში, სადაც მამაკაცი უფრო ცივსისხლიანია.

4. ვიტალური რესურსები

რატომ იყვართ ქალებს ასე ძალიან შოპინგი? საქმე იმაშია, რომ ტანსაცმელს, საიუველირო ნაწარმს შეიძლება შეეხო ხელით, იგრძნო, შეინახო „შავი დღისთვის“. ქალის ფსიქიკა მეტად არის ორიენტირებული იმის შეგროვებაზე, რაც ლამაზია. რისი შენახვა ან გაყიდვა შეიძლება. ამას ქვია ვიტალური ანუ ცხოვრებისეული რესურსები. ეს არის უსაფრთხოების ინსტინქტი.

მამაკაცები სხვა გართობას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად მეგობრებთან ერთად დალევა, ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, სხვის დასანახად რაღაცის კეთება. ეს ლიდერობის ინსტინქტია.

5. არწაგება / შეცდომის არაღიარება

ზემოცვამოთვლილი პუნქტების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ რომ, ქალისთვის უპირატესია არ წააგოს, არ მიიღოს სტრესი. ქალები უფრო ფუნქციონალურები არიან ნორმალურ, და კიდევ უფრო უკეთესი - იდეალურ სიტუაციებში, სადაც საერთოდ არაა რისკი და ყველაფერი მშვენივრადაა.

როგორ იქცევა მამაკაცი, როცა რამეს აფუჭებს და ამის გამო რცხვენია? როგორ წესი იგი პირდაპირ და გულწრფელად იტყვის, რომ არასწორად მოიქცა, და პატიებას ითხოვს. როგორ იქცევა ქალი, როცა რამეს აფუჭებს და ამის გამო რცხვენია? იგი უცებ ხდება კეთილი, მზრუბველი და საყვარელი, შეიძლება რამე სიურპრიზიც მოგიწყოთ. კვლავაც სხვაობაა ფსიქიკაში!

ქალების უმეტესობას აქვს მიდგომა - „არ წააგოს“, უფრო ხშირადაც კი, ვიდრე - „მოიგოს“.
შეცდომის აღიარება ქალისთვის ნიშნავს წაგებას. ამას დაუმატეთ, რომ ქალები მეტად ინტუიტიურები არიან და ირჩევენ ოპტიმალურ სტრატეგიას, „იშორებებენ ცუდს“. ამიტომ ირჩევენ განსაზღვრულ ქცევას, და გამორიცხავენ უბრალოდ ვერბალურად ბოდიშის მოხდას. არადა ხშირად ჭრის, მათი ასეთი ქცევა! ))

cl5

როგორ დავალაგოთ ურთიერთობა ქალებთან?

რა აზრი აქვს გამოკვლევების ჩამონათვალს, თუ მათ პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ? პრაქტიკული რეკომენდაციები!

A. საგნები და ფერები

მამაკაცებისთვის გზის სწავლება გაცილებით ადვილია და რატომ? ეტყვი წადი წინ, შემდეგ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ქალისთვის არა. ქალს უნდა ვუთხრათ, რომ გზად შეხვდება მწვანე მაღაზია, მერე გაიაროს ლამაზი მოედანი და ა. შ. როდესაც ქალს ვუსხნით ან ვასწავლით რაღაცას, უნდა ვახსენოთ საგნები, ფერები. გააკეთეთ აქცენტი ემოციაზე და უმნიშვნელო ფაქტებზე. არანაირი თეორია, ფილოსოფია ან აბსტრაქცია.

cl7

მაგალითად ნაცვლად იმისა რომ ვუთხრათ, რომ ის კარგად გამოიყურება, აჯობებს ხაზი გავუსვათ მის რომელიმე სამკაულს ან აქსესუარს, რომელიც ალამაზებს მის სახეს ან ფიგურას.

B. სტრესი

ქალებში სტრესი თიშავს გონებას, აზროვნებას. თუ გნებავთ ის მოიქცეს გონივრულად, გამორიცხეთ სტრესის წყაროები. ქალი თუ გარკვეული ამოცანის გარაჭრას აპირებს, სასურველია გამორთოს სმარტფონი, გაიკეთოს ყურსასმენები და მოუსმინოს სასიამოვნო მუსიკას. ამ დროს უმჯობესდება ინტელექტი.

C. ნაკლები სარკაზმი

მამაკაცებში შავი იუმორი ხშირად არ ტოვებს არანაირ ნეგატიურ კვალს, მითუმეტეს თუ ეს მეგობრების გარემოში ხდება, ეს არ ეხებათ ქალებს. ქალისთვის ეს სტრესია. წაგების შიში. და შესაძლოა არაადექვატური რეაქცია მოჰყვეს. ასე რომ ქალის გარეგნობაზე ან ხასიათზე ხუმრობა, რუსული „რულეტკასავითაა“, რომელსაც დიდი რაოდენობით ნეგატიური გამოსავალი აქვს.

cl6

შეჯამება:

მე როგორც ავტორს, არ მქონია მიზანი ვიღაც ამემაღლებინა, ან პირიქით, შეურაცხყოფა მიმეყენებინა. არა. ქალსა და მამაკაცს შორის არის არამარტო გარეგნული სხვაობა, არამედ აზროვნებაშიც. მთლიანობაში ქალის ტვინი უფრო პროდუქტუილია მშვიდ გარემოში. რაც მეტია სტრესი, მით უფრო არაადექვატურია მისი რეაქცია. ასე რომ ქალები უფრო ემპათები არიან და აქვთ ინტუიცია და კარგად იმახსოვრებენ საგნებს და დეტალებს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...