85

წყარო: clevermind.ru

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

მე შემიძლია გითხრათ რომ მიირთვათ ყველაფერი,რაც გნებავთ და სიამოვნებას განიჭებთ და ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ ეს არ იქნება სწორი, ამიტომ დავკონკრეტდები. მე გეტყვით ჩემს სუბიექტურ აზრს იმ სასარგებლო პროდუქტებზე, რომლებიც მაღაზიებში იყიდება.

5br5

1.ჰერკულესი. ჩვენ ბავშვობიდან გვესმის, რომ ეს პროდუქტი სასარგებლოა, თუმცა დღეს გეტყვით, თუ რატომ. ჰერკულესი ეს ნახშირწყლებია. ნახშირწყლები საწვავია. ნახშირწყლების მიღებისათვის საუკეთესო დრო დილაა. შეგახსენებთ, რომ ტვინი თავისი მომატებული აქტივობისთვის მოიხმარს სხეულის მთლიანი ენერგოხარჯების 25 პროცენტს. გარდა ამისა, გლუკოზა, რომელსაც შეიცავს ჰერკულესი, ემსახურება აცეტილქოლინის ნეირომედიატორების წარმოქმნას. ეს ნეირომედიატორი პასუხს აგებს შესწავლის უნარზე და მეხსიერებაზე.

5brain2

2. თხილი. თხილს სხვა მხირდან რომ შევხედოთ, არაფერია თუ არა ცილისა და ცხიმის დიდი ნაზავი, მაგრამ მისი სარგებელი სხვა რამეშია. თხილი შეიცავს უამრავ ამინომჟავას-გლიცინს. ეს ამინომჟავა პასუხისმგებელია სიმშვიდეზე, მოდუნებაზე და შესაბამისად გლიცინის მეშვეობით ტვინი გაცილებით უკეთ მუშაობს MMDA რეცეპტორების აქტივაციის ხარჯზე.რა რაოდენობით გლიცინს შეიცავს თხილი? 100 გრამ თხილში (გააჩნია სახეობას) დაახლოებით 1-2 გრამ გლიცინს. რომ ვიგრძნოთ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება, დღეში უნდა მივიღოთ 50-100 გრამი თხილი.

5br4

3. კვერცხი. ტვინის განვითარების კონტექსტში, მნიშვნელოვანია კვერცხის გული. მასში ბევრი ქოლინი და ფოსფოლიპიდებია. შეიძლება ითქვას, რომ კვერცხი ქოლესტერინს შეიცავს, მაგრამ ეს სასარგებლო ქოლესტერინია, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის, რადგან ეს უწყობს ხელს ტესტოსტერონის გამომუშავებას. ქოლინი, რომელსაც შეიცავს კვერცხის გული, შემდგომში წარმოქმნის აცეტილქოლინს, ნეირომედიატორს, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე. ფოსფოლიპიდები აძლიერებენ ნერვულ უჯრედებს. რაც უფრო ძლიერია ნერვული უჯრედი, მით უფრო შევინარჩუნებთ საღ აზრს და კარგ მეხსიერებას.

5brain1

4. თევზი. თევზში უამრავი სასარგებლო ცხიმი და ცილაა. ყველასთვის ცნობილი ომეგა 3 თევზშია. თუმცა ზუსტად არ ვიცით 100 გრამი თევზი, რამდენ ომეგა 3-ს შეიცავს და რამდენი სჭირდება ადამიანს. ახლადმოხარშულ 100 გრამ თევზში დაახლოვებით 900 მილიგრამი ომეგა 3-ია.ადამიანის სხეულის და ტვინის მუშაობისთვის, აუცილებლად სჭირდება 1 გრამი ომეგა 3. ასე რომ, თუკი კვირაში სამჯერ მიირთმევთ თევზს,მშვენიერია.

5br3

5. მწვანე ჩაი.მნიშვნელოვანია მსხვილფოთლებიანი, კარგად გამომშრალი მწვანე ჩაი და არა მტვერი, რომელიც პაკეტებში იყიდება. ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია L თიანინი. ეს არის მწვანე ჩაის ექსტრაქტი. არსებობს ასევე ასეთივე დანამატი. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, L თიანინი აჩქარებს რეაქციის დროს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ტვინის კრეატიულ-შემოქმედებით უნარებს.ასევე აუმჯობესებს რელაქსაციას. აჩქარებს დასვენების დროს. L თიანინი ქიმიური სტრუქტურით გავს გამა-ამინო-ცხიმოვან მჟავას.ეს არის სიმშვიდის ნეირომედიატორი.შესაბამისად L თიანინს შეუძლია გამოიწვიოს სიმშვიდე და ამასთანავე ტვინის აქტივობა გაიზარდოს.

თუკი თქვენ მიიღებთ ზემოჩამოთვლილ პროდუქტებს, თუნდაც სამი კვირის განმავლობაში, იგრძნობთ თუ რამდენად უკეთესად მუშაობს თქვენი ტვინი.