lsd

წყარო

ავტორი: Yasemin Saplakoglu

მთარგმნელი: დავით ტურაშვილი

უკვე არავისთვისაა გასაკვირი, რომ ნარკოტიკები როგორებიცაა LSD და ექსტაზი ცვლიან ადამიანის ტვინის ფუნციონირებას, ახდენენ ეფექტს რომელსაც ხშირად "კაიფს" უწოდებენ და შესაძლოა ჰალუცინაციებიც გამოიწვიონ. თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს რომ მსგავს ნარკოტიკებს, ტვინში სტრუქტურული ცვლილების მოხდენაც შეუძლიათ.

ამ შემთხვევაშიც საექსპერიმენტო ობიექტს ცხოველების ტვინის წარმოადგენდა და თუ კი იგივე შედეგი იქნა მიღებული ადამიანებზე დატესტვით, ზემოთ ხსენებულ ნარკოტიკებს გასაოცარი შედეგი ექნებათ იმ ადამიანებისთვის რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, ხასიათის ქრონიკული ცვალებადობა, სტრესი და კიდევ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.

კალიფორნიის დეივისის უნივერსიტეტის, ქიმიის, ბიოქიმიის და მოლეკულური მედიცინის პროფესორ დევიდ ოლსონის თქმით, ზემოთ აღნიშნული პრობლემების მქონე ადამიანების, ტვინში ზიანდებიან ნეირონები, წყდება მათ შორის კავშირი და ეს ყველაფერი სრულდება ტვინის შუბლს-უკანა ნაწილის (პრეფრონტალური კორტექსი, ნაწილი რომელი პასუხისმგებელია ემოციების კონტროლზე) შეკუმშვით, ზომაში შემცირებით და შესაბამისად ფუნქციის დარღვევით. 12 ივნისს გამოცემული ჟურნალ "Cell Reports"-ის მიხედვით ოლსონმა და მისმა გუნდმა დაადგინა, რომ ფსიქედელიური ნარკოტიკები ტვინში ზრდიან ნეირონებში არსებული სინაპსებისა, დატოტვილი ბოლოებისა და მათ შორის კავშირების რაოდენობას.

Live Science-თან საუბრისას ოლსონმა განაცხადა რომ ფსიქედელიურ ნარკოტიკებს მართლაც შეუძლიათ ფიზიკური სტრუქტურის შეცვლა, რაც ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან ტვინის სტრუქტურა დიდი გავლენას ახდენს მისსავე ფუნქციონირებაზე. შესაბამისად მსგავსი ნარკოტიკები აღადგენენ ტვინის დაზიანებულ ნაწილს რაც გამოწვეულია დეპრესიითა და სტრესით.

ამ ნარკოტიკების ეფექტების შესასწავლად მკვლევარებმა თავდაპირველად, LSD და MDMA (ნივთიერება რომელიც დიდი რაოდენობითაა ექსტაზში პეტრის თასებში, ვირთხების ნეირონებზე დატესტეს. შედეგად მათ შენიშნეს, რომ სინაპსებისა და დატოტვილი დაბოლოებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, შემდგომი ეტაპისთვის, მკლვევლარებმა იგივე ნივთიერებები ხილის ბუზებს მიაღებინეს, შედეგი კი იგივე მიიღეს. საბოლოოდ, მკვლევარებმა, ცოცხალ ვირთხებს მიაღებინეს ფსიქედელიური ნარკოტიკი DMT (ნივთიერება რომელიც დიდი რაოდენობითაა ამაზონის ჟუნგლებში გავრცელებულ მცენარე აიაჰუასკაში).

ოლსონის თქმით, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები შეიძლება შევადაროთ კეტამინს, რომელიც ძირითადად ანესთეზიისათვის გამოიყენება თუმცა თანდათან პოპულარული ხდება იმით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა კეტამინი იმ მცირერიცხოვან ნივთიერებებს მიეკუთვნება რომლებიც ტვინის სტრუქტურას ცვლიან. აშკარაა რომ მეცნიერების მთავარი მიზანი თავდაპირველად კეტამინის მსგავსი ნივთიერების აღმოჩენა იყო, გარდა ამისა ფსიქედელიური ნარკოტიკები, კეტამინთან შედარებით ნაკლებად იწვევენ დამოკიდებულებას. ოლსონმა თქვა, რომ რეალურად არსებობს ნივთირებები (პროზაქტი, ზოლოფტი და სხვ.), რომლებიც რაღაც დროის შემდეგ გარკვეულწილად ცვლიან ტვინის სტრუქტურას, თუმცა ფსიქედელიური ნარკოტიკები იმითაა გამორჩეული, რომ ამ ყველაფერს ბევრად მოკლე დროში ახდენენ (ვირთხის ტვინში მკვლევარებმა ცვლილებები 24 საათის შემდეგ შენიშნეს).

''ვფიქრობ, ფსიქედელიური ნივთიერებები ვერასოდეს იქნებიან სამკურნალო საშუალებები თუმცა მათ ძირითადად ნარკოტიკის დანიშნულება ექნებათ, არადა ეს ნივთიერებები ყველას უნდა ქონდეს წამლების კარადაში რადგან ისინი ყველაზე ეფექტურები არიან დეპრესიის წინაღმდეგ, თუმცა სამწუხაროდ ეს ნივთიერებები ყოველთვის ცუდი 'რეპუტაციის' მატარებლბეი იქნებიან და ჩვენ ამ ნივთიერებებს ასე უბრალოდ ვერ გავატანთ პაციენტებს'' - დეივიდ ოლსონი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...