(ამონარიდები ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან)

მთარგმნელი: მამუკა გურული

ნაწილი პირველი (წიგნიდან - “ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?)

starეს ძალიან ნიშვნელოვანი არკანია. პირველი მაგიური არკანი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას მაგიურ ცნობიერებად ცვლის. ეს არკანი მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში - სწორედ იგი იძლევა ექსტრასენსორულ უნარებს. მეორეც, ეს არკანი წარმოადგენს საზღვარს გამოვლენილ (ფიზიკურ) სამყაროსა და ნატიფ (სულების) სამყაროს შორის. მითოლოგიაში ამ საზღვარს სტიქსის მდინარე ეწოდება. ამ არკანის არსი მდგომარეობს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ცირკულაციაში, რომელსაც ინდურ მითოლოგიაში პრანას უწოდებენ, ჩინურში ჩი-ს, იაპონურში კი-ს. ამ დონეზე ადამიანის ცნობიერება წყვეტს სიტყვა «ენერგიისადმი», როგორც აბსტრაქციისადმი განწყობას და იგი მისთვის სრულიად კონკრეტული მოვლენა ხდება.

სამწუხაროდ ბევრი კარგად ვერ აფასებს ამ არკანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატიფი მგრძნობელობა უჩნდებათ, ტოვებენ სამყაროს ამ ნაწილის კვლევას და სხვა არკანებში მიდიან. თუმცაღა ეს არკანი, თუკი სეფიროტის ხეს შევხედავთ, პირველი ჰორიზონტალური არკანია. სულ ჰორიზონტალური არკანი სამია: 17, 9 და 4-ე. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერების პრინციპულად ახალ დონეებს. ასე, მაგალითად, ადამიანი,რ ომელიც 17-ე არკანის ქვემოთ ცხოვრობს, სამყაროსთან ურთიერთობს ამ პრინციპით: «არსებობს სამყარო, და მე მის შიგნით ვარ». თუმცაღა როცა 17-ე არკანში მისი ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ადამიანი იწყებს შეგრძნებას, რომ მე და სამყარო - ერთი ვართ. აქედან გამომდინარე მაგებს მტრები არ ჰყავთ. რამდენადაც მაგი სამყაროსთან ერთიანობაში გრძნობს თავს, ზიანს მას არ მიაყენებს, რადგანაც აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. 9-ე არკანამდე მიღწევით მაგი აცნობიერებს, რომ იგი თვითონ რეალურია, ხოლო სამყარო - ეს მისი აზრია, ჰალუცინაციაა. 4-ში მაგი ხვდება, რომ ისიც ჰალუცინაციაა საკუთარი თავისა.

17-ე არკანის პრაქტიკა

17-ე არკანის ენერგია შეესაბამება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეს. როგორც ზემოთ გავარკვიეთ, თავად ეს ენერგია წარმოადგენს ენერგიას ყველა სასიცოცხლო ფორმისათვის დედამიწაზე, ანუ სასიცოცხლო ენერგიას. ამ ენერგიასთან ურთიერთდამოკიდებულება აღწერილია თავად არკანში «ვარსკვლავი». მოდი გავშიფროთ იგი.

ცისფერი ფონი. კარტის ფონი მიუთითებს აქტიურ ჩაკრაზე. ვიშუდჰა. ანუ მდგომარეობაში შესვლისთვის საჭიროა აქტიური ცნობიერება და მაქსიმალური ენერგია მაღალი სიხშირის სფეროებში.

ვარსკვლავი. ვარსკვლავი ამ ენერგიის წყაროს სიმბოლოა - ვარსკვლავი მზის. სწორედ მზის ენერგიაა ის სუბსტანცია, რომლის გარეშეც ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ცოცხალი განადგურდება. ბაქტერიებიც კი ვერ იცოცხლებენ.

შიშველი ქალწული. ცენტრალური ფიგურა ტაროში ყოველთვის მიუთითებს თქვენს ცნობიერებაზე. რადგანაც ქალი შიშველია, აქ საუბარია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს აქტივაციაზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ საჭიროა ინტუიციის ჩართვა. ინტუიტიური აზროვნება - ეს ანალიზის, მოლოდინის, ფიქრის გარეშე აზროვნებაა. მედიტაციის დროს არ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, სწორად აკეთებთ თუ არა ამას, ან რასაც გრძნობთ - რეალურია თუ არა? ყველა ეს კითხვა გამორთული უნდა იყოს. ინტუიცია - ეს ბრმა აღქმაა. თქვენ ღებულობთ ყველაფერს, რაც ამ მომენტში ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

ქალი ერთი ფეხით წყალში დგას, მეორეთი კი ნაპირზე. საერთოდ ტაროში წყალი - ეს დროა. ანუ მდინარე, რომელიც კარტზეა გამოსახული - ეს დროის მდინარეა. მითოლოგიაში ამ მდინარეს სტიქსს ეძახიან. სიკვდილის მდინარე ან სიცოცხლის მდინარე. ამ მდინარეს ორი დასახელება აქვს, რადგანაც მისი დანახვა ორი ნაპირიდანაა შესაძლებელი. თქვენ ხედავთ, რომ კარტზე მხოლოდ ერთი ნაპირია ნაჩვენები, სიცოცხლის ნაპირი. ანუ ის, რომელზეც ჩვენ, ცოცხალი არსებები, ვიმყოფებით. მაგრამ სტიქსს მეორე ნაპირიც გააჩნია, რომელზეც სიკვდილის შემდეგ მოვხვდებით. შეხედეთ სეფიროტის ხეს. ეს არკანი ჰორიზონტალურია და თითქოს საზღვარია ჩვენს სამყაროსა და მკვდრების სამყაროს შორის. ჩვენ ამ ენერგიასთან ცოცხლების პოზიციით ვურთიერთქმედებთ; ქალწულის პოზა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ამ სასიცოცხლო ძალის დროითი ნაკადი.

ქალწული ერთი დოქით იღებს წყალს, მეორეთი კი მიწაზე ასხამს. ამ პროცესს «წრებრუნვა» ეწოდება. სხვათაშორის, ეს ამ არკანის კიდევ ერთი სახელწოდებაა. თქვენ ხედავთ, რომ წყალი მინდორზე იღვრება, მაგრამ ერთი ნაკადული ისევ მდინარეს უბრუნდება. აქ დაშიფრულია სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს შორის ენერგიის გადანაცვლების პროცესი. ანუ სანამ ცოცხლები ვართ, ვიყენებთ ამ ენერგიას, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ჩვენ კვლავ წყაროს ვუბრუნებთ მას. სოციოლოგებმა და ასტრონომებმა დიდი ხანია შეამჩნიეს მზის აქტივობის კავშირი მოსახლეობის სიკვდილიანობასთან.

ნაპირი. ნაპირი დაფარულია სხვადასხვა ყვავილებით, რაც მეტყველებს ცოცხლების ნაპირზე, რომელზეც ამჟამად ვიმყოფებით.

ხე, მასზე მჯდარი ჩიტით. უკანა ფონზე ხე დგას. იგი მიუთითებს ენერგიის ნაკადზე, რომელიც სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს გადის დედამიწაზე. ეს გამოიყურება ასე: მზე ასხივებს ენერგიას, ეს ენერგია შეიწოვება მცენარეების მიერ. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვიკვებოთ მზის ენერგიით, რადგანაც არ გვაქვს სისხლში ქლოროფილი. მცენარეები, ივსებიან რა ენერგიით, იზიდავენ ბალახის მჭამელებს. ბალახის მჭამელები ივსებიან ამ ენერგიით და ადგილიდან ადგილზე გადააქვთ იგი (მიგრაცია). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მცენარეები თავისით არ დარბიან. ანუ მცენარეები ერთგვარ სისხლძარღვებს წარმოადგენენ, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს შეიწოვენ, ხოლო ცხოველები - ეს სისხლის ბურთულებია, რომლებსაც ეს ენერგია სხვა ადგილებში გადააქვთ. შემდეგ ბალახის მჭამელებზე მტაცებლები ნადირობენ. ამგვარად,ისინიც იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. ჩვენ მტაცებლებთან ერთგვარი კავშირის არხი გვაქვს, რომელიც მანიპურასა და ანაჰატას შორის მდებარეობს. ამ არხს ეწოდება ცხოველური ძალის არხი.

გლიფი - ჩიტი. საქმე იმაშია, რომ მტაცებლები დაგროვებულ ენერგიას ამ არხებში ატარებენ და ჩვენ მას ჩვენი სისხლით ვგრძნობთ. ჩვენი სისხლძარღვოვანი სისტემა ერთგვარი ანტენაა, რომელიც იჭერს მტაცებლებისგან მომდინარე ამ არხებს. რადგანაც მთელი ჩვენი სისხლი გულში ტარდება, ცხადი ხდება, თუ რატომაა დაკავშირებული 17-ე არკანი ანაჰატა ჩაკრასთან.

მაშასადამე, რას წარმოადგენს 17-ე არკანი? ესაა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ყოველივე ცოცხალს კვებავს დედამიწაზე. ბაქტერიები და მწერებიც კი იკვებებიან მისით, მაგრამ კარტზე ისინი არ არიან აღნიშნულნი, რადგანაც მათი სიხშირე ძალიან შორსაა ადამიანისგან. მედიტაცია 17-ე არკანზე საშუალებას იძლევა გავჟღინთოთ ანაჰატა-ჩაკრა ენერგიის დიდი რაოდენობით. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ფიქსაციის წერტილი იქაა, სადაც ენერგიის დიდი რაოდენობაა. და თუ ანაჰატაზე მის სიჭარბეს შევქმნით, ფწ მასზე გადაინაცვლებს, რაც მისცემს ჩვენს ცნობიერებას, რომ სამყაროსთან ამ ჩაკრის სიხშირეზე ჰქონდეს ურთიერთქმედება. ერთ-ერთი ასეთი ურთიერთქმედებაა - ექსტრასენსორიკა.

რატომ იწყება ექსტრასენსორიკა ანაჰატა-ჩაკრათი? ჩვენ გავარკვიეთ, რომ ანაჰატა პირდაპირაა დაკავშირებული მზესთან, ხოლო მზე - ეს დროის ცენტრალური საზომია. სწორედ, მის გარშემო ტრიალებს ყველა პლანეტა წლიურ ციკლში. ანუ დროის ათვლა მზისგან იწყება. შედეგად, ანაჰატა ამავე დროს დროით ორგანოსაც წარმოადგენს, ანუ ორგანოს, რომელიც დროს (პლანეტის ბიორიტმს)აღრიცხავს. შესაბამისად, თუ ცნობიერება ანაჰატა-ჩაკრას სიხშირეზე იწყებს მუშაობას, ჩვენ ავტომატურად გვიჩნდება გაცნობიერებულობა კიდევ ერთ კოორდინატში - დროში. სწორედ ანაჰატა-ჩაკრას დონეზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცნობიერება 4-ე განზომილებამდე გავაფართოვოთ; ამგვარად აღქმადი ობიექტების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად გაჩნდება ეთერული სხეულის მკაფიო შეგრძნება, რომელიც თავისი ბუნებით 4 განზომილებიანია. მისი მეშვეობით შევძლებთ სხვა ცოცხალი არსებების ეთერული სხეულების დანახვას. მაგრამ არ ვიჩქაროთ. ჯერ პრაქტიკას აგიხსნით.

17-ე არკანის მედიტაცია

meditaciaმედიტაცია მოხდება სხვადასხვა ხატ-სახის წარმოდგენის მეშვეობით. ზოგადად, სიტყვა «მედიტაცია» მოდის ლათინური სიტყვისგან «meditation», რაც ითარგმნება, როგორც «ჭვრეტა» (размышление). არსებობს მედიტაციის, აზროვნების სხვადასხვა მეთოდი. არსებობს ხატ-სახოვანი(образное) აზროვნება. ტაროს კარტები სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა. ღრმა მედიტატიურ მდგომარეობებში თქვენ იწყებთ სხვადასხვა ხატ-სახის, სხვადასხვა გამოცხადების აღქმა.თუ ხატსახეების გარკვეულ თანმიმდევრობას შევქმნით ჩვენს ცნობიერებაში, შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში შესვლა. პირველ ეტაპზე უმჯობესია სწორედ მსგავსი მეთოდი გამოვიყენოთ. თუმცა ეს უფრო იმას ჰგავს, რომ სპეციალურად გამოვიწვიოთ ჩვენში სხვადასხვაგვარი ჰალუცინაციები. მიუხედავად ამისა, ეს აიძულებს ტვინს, რომ ჩვენთვის საჭირო მდგომარეობაში შევიდეს, კერძოდ – 17-ე არკანის მდგომარეობაში.

თავდაპირველად დაჯექით მოხერხებულად. უმჯობესია იმედიტიროთ მდგომარეობაში, როცა ზურგი არ ეყრდნობა სკამის საზურგეს. ეს იმისთვის, რომ არ დაგეძინოთ. მითუმეტეს არ იმედიტიროთ დაწოლილმა, თორემ თქვენი მედიტაცია დილამდე გაგრძელდება.

მიიღეთ მოხერხებული პოზა და გამორთეთ შინაგანი დიალოგი.

გონების საკმარისად მშვიდი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ გადადით ვიზუალიზაციაზე.

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მწვანე მინდორში, რომელიც სხვადასხვა ყვავილებითაა მოფენილი. მზე ძალიან მკვეთრად ანათებს. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ შთანთქავენ მცენარეები მზის ენერგიას. აქ არა მხოლოდ ვიზუალურად უნდა წარმოიდგინოთ, არამედ იგრძნოთ კიდეც პროცესი. ანუ წარმოდგენის შედეგად, რაღაც დროის შემდეგ, თქვენ უნდა გაგიჩნდეთ ამ პროცესის შეგრძნება. ამის აღწერა შეუძლებელია, უბრალოდ რაღაც მომენტში თქვენი ხატ-სახეები თითქოს ცოცხლდებიან. ამასთან გახსოვდეთ, რომ ეს შეგრძნება სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს მცენარეებისთვის. უნდა გრძნობდეთ, რომ მცენარეები სიცოცხლით ივსებიან. როცა შეგრძნებით აღივსებით, წარმოიდგინეთ, რომ მცენარეები იწყებენ ამ ენერგიის გამოსხივებას გარეთ, მწვანე ბურუსის ან მწვანე ნათების სახით. მინდორზე კი სხვადასხვა ბალახისმჭამელი ცხოველები გამორბიან. ისინიც ასევე შთანთქავენ ამ მწვანე ენერგიას. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. გახსოვდეთ, რომ უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფრის რეალობის შეგრძნებას. შემდეგ ეს მწვანე ენერგია გამოდის ბალახისმჭამელებისგან და მიდის მტაცებლებთან. ეს უკვე უბრალოდ მწვანე სინათლე კი არა, ენერგიაა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა. ვიზუალურად მისი წარმოდგენა ადვილია, მაგრამ უნდა იგრძნოთ, რომ სწორედ ეს მწვანე ნაკადია თავად სიცოცხლე. პრაქტიკასთან ერთად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც მწვანე ნაკადმა სიცოცხლის ყველა ფორმა აღავსო, შეგიძლიათ მოიშოროთ მინდორი ცხოველებით და წარმოიდგინოთ, რომ ენერგია მთლიანად თქვენს გარშემოა. ანუ თქვენ იმყოფებით მწვანე სივრცის შიგნით, რომელიც სიცოცხლეს კვებავს. და დაიწყეთ მწვანე სინათლის ამ ნაკადის შესუნთქვა ბეჭების მეშვეობით. სწორედ იქ იმყოფება ცხოველური ძალის არხი. შესუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ შედის მწვანე ენერგიის ნაკადი ზურგის გავლით გულ-მკერდში, ხოლო ამოსუნთქვისას ენერგია კონცენტრირდება მწვანე ბურთად, გულის დონეზე. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს - სხეულის შიგნით თუ გარეთ. ამგვარად თქვენ იწყებთ ამ ენერგიის კონცენტრაციის წერტილის შექმნას თქვენს სხეულში.

excesspitta body1

მედიტაციის რაღაც მომენტშ შესაძლოა იგრძნოთ, რომ თითქოს «გაცურეთ». ანუ თქვენი ცნობიერების მდგომარეობა იცვლება. ეს ფწ-ს გადანაცვლების ერთ-ერთი მაჩვენებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ ამ შეგრძნებას, არამედ პირიქით - მიენდეთ მას (отдайтесь ему), ამასთან არ დაკარგოთ განწყობითი ხატ-სახეები და არ მისცეთ თქვენს შდ-ს ჩართვის საშუალება. იყავით ენერგიის დაგროვების მდგომარეობაში 20-30 წუთის განმავლობაში.

ეთერული სხეულის გაფართოება

მედიტაციისას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა შეგრძნება განიცადოთ, რომელთაგან ერთ-ერთია - ჩხვლეტა თითებსა და ხელისგულებზე. თუმცა ეს შეგრძნებები შესაძლოა მთელს სხეულზეც იყოს. ეს დაკავშირებულია ეთერული სხეულის გაფართოებასთან. რადგანაც სასიცოცხლო ენერგია მოგვემატა, ხოლო ეთერული სხეული - სიცოცხლის სხეულია, იგი ცოტათი გაფართოვდა და ჩვენი ფწ ასევე ცოტათი უნდა გადანაცვლებულიყო ანაჰატას რაიონში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს აღვიქვათ ოთხ განზომილებიანი ობიექტები, რომელსაც წარმოადგენს ეთერული სხეული.

სავარჯიშოები ტაქტილური შეგრძნების განვითარებისთვის

ტაქტილური მგრძნობელობა – ეს ეთერული სხეულის მგრძნობელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ექსტრასენსორიკის პირველი დონეა. ესაა ინფორმაციის ხელებით მიღების უნარი. და მაშინვე, 17-ე არკანზე მედიტაციის შემდეგ, გადადით მომდევნო სავარჯიშოზე.

დაიჭირეთ ხელები მხრების დონეზე, ერთმანეთისკენ ხელისგულებით. დაიწყეთ კონცენტრირება თითებსა და ხელისგულებზე ჩხვლეტის შეგრძნებაზე. შეეცადეთ აზრობრივად გააძლიეროთ იგი. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი აზრობრივად მიაახლოვებთ ხელისგულებს ერთმანეთთან, სინამდვილეშ კი თავის ადგილზე დატოვებთ მათ.

მას შემდეგ, რაც მიაღწევთ მაქსიმალურ შეგრძნებას ხელისგულებზე, დაიწყეთ მათი რეალური გადაადგილება ერთმანეთის მიმართ ზამბარისებური მოძრაობებით, თითქოს ჰარმონიკაზე უკრავთ. გააკეთეთ ეს ნელა, ამასთან მთელი თქვენი ყურადღება კონცენტრირებულია ხელისგულებიდან 2-3 სმ სივრცეზე. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ეთერული ხელების საზღვრები, ანუ ერთმანეთს მიადოთ ეთერული ხელები. ამასთან გაჩნდება შეგრძნება, რომ ხელები ერთმანეთისგან განიზიდებიან, როგორც მაგნიტის პოლუსები.

შემდეგ დაიწყეთ ერთი ხელის გულით, ხელის სხეულის ზედაპირზე მოძრაობა, ისე რომ არ შეეხოთ, და ეცადეთ შეიგრძნოთ ეთერული სხეული მის სხეულის ყოველ ნაწილზე. შემდეგ ხელი შეცვალეთ. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად მიმართავთ ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერად ჩაიწერება ეს უნარი თქვენს მოლაპარაკებაში. თუ თავიდან ეთერული მგრძნობელობის გასაძლიერებლად 17-ე არკანში გჭირდებათ შესვლა, დროთა განმავლობაში საკმარისი იქნება ხელისგულებზე ყურადღების კონცენტრაცია იმისთვის, რომ მაშინვე იგრძნოთ ეთერული სხეული.

ამასთან მინდა ავხსნა 17-ე არკანის მედიტაციის მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ ბევრი ბუნებრივადაა დაჯილდოვებული ძლიერი ეთერული სხეულით და მაშინვე შეუძლიათ მისი შეგრძნება, მაგრამ ეს არ აძლევს საშუალებას მის ცნობიერებას, რომ ოთხ განზომილებიან აღქმაში ჩაერთოს. სხვა სიტყვებით, თუ ფწ ანაჰატაზეა, ეთერული სხეულით სკანირება, გარდა ტაქტილური მგრძნობელობისა, იძლევა ასევე ინფორმაციას ობიექტზე. მაგალითად, ადამიანის ეთერული სხეულის ზედაპირზე ხელის მოტარებისას, თქვენ არა მხოლოდ ამ სხეულის საზღვრებს შეიგრძნობთ, არამედ იგრძნობთ პრობლემურ მიდამოებსაც, რაც მოგცემთ ინფორმაციას ორგანიზმის სისტემაში შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ. ანუ ამგვარი აღქმის განსხვავება ისაა, რომ თუ ცნობიერება ანაჰატას სიხშირეზე დაიწყებს მუშაობას, თქვენ არა მხოლოდ ტაქტილურად იგრძნობთ, არამედ გააცნობიერებთ კიდეც ობიექტს. მაგრამ ეს მოგვიანებით, მანამდე კი ისწავლეთ ტაქტილური მგრძნობელობის განვითარება გაცილებით მარტივ საგნებზე.

თავიდან მოსინჯეთ ყველაფერი. კედლები, საგნები, მცენარეები და ცხოველები. შემდეგ - ვინმეს მაგიდაზე დაალაგებინეთ რამდენიმე საგანი, თქვენ კი დახუჭული თვალებით აღმოაჩინეთ მათი ადგილმდებარეობა. შემდეგ დაალაგეთ სხვადასხვა მასალის საგანი - მეტალის, ხის და ქვის. მოახდინეთ მათი სკანირება. იპოვეთ განსხვავება ტაქტილურ შეგრძნებაში და დახუჭული თვალებით სცადეთ განსაზღვროთ - რისგანაა დამზადებული ესა თუ ის საგანი.

დადეთ მაგიდაზე ორი ფურცელი, ერთი, მაგალითად, წითელი ფერის, მეორე კი - ლურჯი. ფერიც კი განსხვავებულ შეგრძნებას იძლევა და კვლავ დახუჭული თვალებით შეეცადეთ - განსაზღვროთ ფერი.

შეგიძლიათ ასობით სავარჯიშო მოიფიქროთ ტაქტილური მგრძნობელობის განსავითარებლად. თუ ამას დღეში ერთ საათს დაუთმობთ, მაშინ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, თქვენი ტაქტილური მგრძნობელობა იმდენად ძლიერი გახდება, რომ თავადაც გაოცდებით. თუმცაღა ფრთხილად იყავით ადამიანების სკანირებისას. პირველ რიგში, არასოდეს შესთავაზოთ ეს ადამიანებს, რომლებიც «ამ თემაში არ არიან». მათ შეუძლიათ არასწორად გაგიგონ, განსაკუთრებით მფრთხალებს კი შეუძლიათ ფსიქიატრიულიდანაც გამოიძახონ ვინმე. ასევე შეიძლება ბევრი ენერგეტიკული ჭუჭყი აიღოთ საკუთარ თავზე, ასე რომ შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რატომ გტკივათ მუცელი, ან რატომ დასუსტდა იმუნიტეტი.

ივარჯიშეთ. მაგიის მაღალ სფეროებზე გადასვლა ანა-ბანას ცოდნის გარეშე, სახიფათოა.


მე–17 არკანი. «ვარსკვლავი». ძალა, რომელიც მაგს ქმნის

ნაწილი მეორე (წიგნიდან - “ვერტიკალური ნება”)

the starეს არკანი საკმაოდ დაწვრილებით აღვწერე ჩემს პირველ წიგნში, მაგრამ ახლა მინდა სხვა კუთხით განვიხილო იგი და ყურადღება გავამახვილო ამ ძალის იმ ასპექტებზე, რომლებსაც წინაზე არ შევეხე.

საერთოდ ამ არკანს ძალზე არასათანადოდ აფასებენ დამწყები ადეპტები. სწავლობენ რა არკანის მდგომარეობაში შესვლას, ისინი რატომღაც ფიქრობენ, რომ საქმე გაკეთებულია და ცდილობენ «აიღონ» უფრო მაღალი არკანები, რადგანაც მათში ბევრი «გემრიელობებია» დამალული. ავიწყდებათ, რომ სწორედ ეს ძალა აქცევს ადამიანს მაგად. სწორედ ამ გარდაქმნაზე მინდა ვისაუბრო ამ წიგნში.

როგორც მანამდე აღვწერე, ეს არკანი სასიცოცხლო ენერგიაა, სიცოცხლის ძალაა, რომელიც ყველაფერ ცოცხალში მოძრაობს ჩვენს პლანეტაზე. ამ არკანზე მედიტაციისას ადეპტი აღწევს შეგრძნებას, რომ მას ავსებს ეს ენერგია. აქ იგი წყვეტს სასიცოცხლო ძალის კვლევას. და ამაოდ.

მოდით, შევხედოთ სეფიროტის ხეს.

ეს პირველი ჰორიზონტალური არკანია. ასეთი ხეზე სულ სამია - მე–17, მე–9 და მე–4. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ ერთგვარ საფეხურებს, რომელთა აღების შემდეგაც ადამიანი ქვემოთ ვარდნის საფრთხეს კარგავს. ესაა სამი ეტაპი, სამი დონე, სამი საყრდენი, რომლებსაც მაგის ხელდასმებს უწოდებენ.                                                                                                                                                                   

khe

ხელდასმა არაა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომლის დროსაც ვიღაც  იდიოტები პენტაგრამის გარშემო დგანან და შელოცვებს ლათინურად იმეორებენ. ხელდასმა ესაა ცნობიერების ტრანსფორმაცია, პიროვნების ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს მას, რომ სამყარო სხვაგვარად დაინახოს. და ეს ახალი ხედვები არ წარმოადგენენ მაგის ახალ ფილოსოფიას, ან ახალ პარადიგმას, არამედ პრინციპულად ახალი გაცნობიერებულობაა, რომლის შემდეგაც უწინდებურ ადამიანად ყოფნა შეუძლებელი ხდება. ასე რომ, ეცადეთ, სწორედ ეს სამი არკანი დაამუშაოთ.

სახელდობრ, რა ახალ ცნობიერებაზეა საუბარი? როდესაც ადამიანის ცნობიერება მე–17 არკანზე დაბალ სიხშირეებზე მუშაობს, იგი ხედავს სამყაროს პრინციპით: «ვარსებობ მე და არსებობს სამყარო ჩემ გარშემო და ამას ვერაფერს მოვუხერხებ». ანუ ასეთ ადამიანს ეჩვენება, რომ იგი სამყაროს შიგნითაა მოთავსებული. უმეტესობა რეალობას სწორედ ასე აღიქვამს.

მე–17 არკანის დამუშავების შემდეგ ადამიანი იწყებს გაცნობიერებას, რომ სამყარო და «მე» - ერთნი ვართ. იგი ვერ გრძნობს საკუთარ თავს მის შიგნით ან მის გარეთ. იგი გრძნობს, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთიანია. იგი გონებით კი არ ხვდება, სწორედაც რომ შეიგრძნობს ამას. იშლება სხვაობა ტარაკანსა და ადამიანს შორის, რადგანაც ერთიც და მეორეც ჩართულია სასიცოცხლო ძალის ერთ არხში და იკვებებიან მისგან.

სწორედ აქ წყვეტენ მაგები მეომრად ყოფნას, რადგანაც საბრძოლველი აღარავისთანაა. თუ ყველაფერი ერთიანია, მაშ რატომ უნდა დავაზიანო ვინმე? რატომ იბრძოლებს ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენასთან, თუკი ყველაფერი მე ვარ?

ერთხელ «დისქავერის» არხზე გადაცემას ვუყურე, სადაც ამბობდნენ, რომ მეცნიერთა ჯგუფმა ჯუნგლებში 200 კვადრატული მეტრის ფართობზე ყოველი მილიმეტრი გამოიკვლიეს. მათ ყოველი მწერი, ყოველი ფოთოლი შეისწავლეს. დასკვნა, რომელიც მეცნიერებმა გამოიტანეს, იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ტერიტორიაზე შემთხვევითი აბსოლუტურად არაფერია. ბუნებას აქ ერთი ზედმეტი ჭიაყელაც კი არ განუთავსებია. ცოცხალი ორგანიზმების ტოტალური სიმბიოზი.

ამგვარად, მაგი გრძნობს ამას, მას არ სჭირდება ამის შესწავლა ხელსაწყოების მეშვეობით. თუ მაგი ასეთ ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ესეც არ იქნება შემთხვევითობა. იგი უბრალოდ შეერწყმება ამ სიმბიოზს.

როდესაც მაგი მე–9 არკანის დონეს აღწევს, იგი აცნობიერებს, რომ მთელი გარესამყარო მისი საკუთარი ილუზიაა. ესაა ის, რაზეც ბუდა საუბრობდა. მაგრამ იგი აცნობიერებდა ამას, პარადიგმის კი არ სჯეროდა. იგი ხედავს, როგორ იბადება სამყარო მის ცნობიერებაში, ამიტომ შეუძლია საოცარი ამბები დაატრიალოს გარესამყაროში. მაგია, რომელსაც დონ ხუანი იყენებდა, სწორედ ისაა, რაც ამ დონეზეა შესაძლებელი.                                                                                                                                                                                                                                

მე–4 არკანში მაგი აცნობიერებს, რომ თავად ისიც საკუთარი თავის ილუზიაა. და თუ ასეა, შესაძლებელია, საკუთარ თავსაც ის გაუკეთოს, რაც სურს. ამ დონიდან იწყება მზადება ამაღლებისკენ.                                                                                                                           

მაგრამ დავუბრუნდეთ მე–17 არკანს. მისი შეგრძნება საკმარისი არაა. სწორედ ამ ძალის წესებით ცხოვრება იძლევა აღქმის ამ დონეზე ფიქსაციას. მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას.

მოდი, ჯერ გავიხსენოთ, რა არის მე–17 არკანი. ესაა ყველა ცოცხალი არსების მიერ ჩვენს სამყაროში შექმნილი ენერგია. თავდაპირველად ენერგია ვარსკვლავისგან მომდინარეობს, ჩვენს შემთხვევაში - მზისგან. შემდეგ მზის ენერგიას მცენარეები შეიწოვენ, და ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ, რომელიც პრანას შეიცავს, და ასევე თავის მოდულაციას ამატებენ ამ ენერგეტიკულ არხში. მცენარეებს ბალახისმჭამელები ჭამენ, ამის ხარჯზე სასიცოცხლო ენერგიის ამ არხში ერთვებიან და თვითონაც ახდენენ გავლენას თავისი ენერგეტიკით. ეს იზიდავს მტაცებლებს, რომლებიც ბალახისმჭამელებს ჭამენ. მტაცებლებისა და ადამიანის სისხლის ვიბრაცია მსგავსია, ამიტომ ადამიანები ამ არხში თავიანთი სისხლის მიმოქცევის სისტემით არიან ჩართულნი. ჩვენი სისხლი თხევად-კრისტალურ ანტენას ჰგავს და ჩვენ შეგვიძლია მისი მეშვეობით ავივსოთ ამ არკანის ენერგიით. სწორედ ეს პროცესი აღვწერე წინა წიგნში.

ადამიანთა უმეტესობა ცნობიერად არაა ჩართული ამ არხში, და სასიცოცხლო ენერგიას მეორადი ნედლეულისგან - ცხოველთა ხორცისგან და მცენარეული საკვებისგან იღებენ.

სისხლის მეშვეობით მე–17 არკანში ჩართვით, ჩვენ ვახდენთ ცხოველური ძალის არხის აქტივაციას და შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მფარველი ცხოველი. მაგრამ ეს მხოლოდ ძალების მოზღვავებას გვაძლევს და მეტს არაფერს. სწორედ ამ არკანის ბუნებრივ ძალთა სამყაროში კვლევა გვაძლევს ამ ძალის დაგროვების შესაძლებლობას, რაც მოგვცემს კიდეც ამ დონეზე ფიქსაციას.

როგორ ხდება ეს? გასაღები კარტის ცენტრალურ ფიგურაში იმალება. ეს შიშველი ქალია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ შიშველი ქალი ტაროში ესაა ინტუიციის მოხმობა, ანუ როგორც მე ვუწოდებ - ცნობიერების ტვინის მარჯვენა-ნახევარსფეროსეული მდგომარეობა.

პირველ წიგნში მე ვწერდი, რით განსხვავდება მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობა მარცხენასგან. მარჯვენა აღიქვამს, მარცხენა კი გებულობს აღქმულს. ასე რომ, საჭიროა გამოვრთოთ ყველანაირი გაგება და ბოლომდე წავიდეთ აღქმაში ყოველგვარი მსჯელობების გარეშე.

არსებობს ინტუიციის ჩართვის მრავალი ტექნიკა, მაგრამ მე მოგცემთ ერთს; იგი ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტურია ამ არკანთან მიმართებაში.

იყიდეთ მაღაზიაში ყვავილის ქოთანი რაიმე მცენარით. დაიდეთ სახლში თქვენ წინ და დაიწყეთ მასთან ლაპარაკი. ახლა კი, ყურადღება, ამ პრაქტიკის მიზანი: ისაუბრეთ მასთან მანამ, სანამ მცენარე არ გიპასუხებთ. ამასთან, ეს პასუხი კი არ უნდა მოიგონოთ, არამედ უნდა გააცნობიეროთ. მცენარე რაღაცას გეუბნებათ, და თქვენ აცნობიერებთ ამას. თქვენ მას გაუგებთ, მაგრამ ვერ ხსნით, თუ როგორ უგებთ.

ბევრი ამაზე მეუბნება, რომ გამუდმებით ურთიერთობს მცენარეებთან. მაგრამ ძალიან ხშირად, ეს საკუთარი თავის მოტყუებაა. რადგანაც მცენარეებს არ ესმით ადამიანის ენა, თქვენი სიტყვები არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ. მნიშვნელოვანია სწორედ მდგომარეობა, იგი სწორედ მარჯვენა ნახევარსფეროსეული უნდა იყოს. არ შემიძლია ავხსნა, თუ რას წააგავს იგი, მაგრამ ამას სწორედ საუბრით უნდა მიაღწიოთ. ესაუბრეთ ყვავილს. თავიდან იფიქრებთ იმაზე, რასაც აკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ მარცხენა ნახევარსფერო ჯერ კიდევ მუშაობს და სანამ ეს ასეა, პასუხს ვერ გაიგებთ. ესაუბრეთ მას. თუ გნებავთ უმღერეთ, უცეკვეთ, ლექსები წაუკითხეთ და პანტომიმა შეუსრულეთ. აკეთეთ რაც გსურთ, მაგრამ თქვენ უნდა გაუგოთ მცენარეს. როცა მარცხენა ნახევარსფერო ყველა ვარიანტს გადათვლის, იგი გაითიშება და მაშინ მცენარეს მართლა დაელაპარაკებით. სიტყვების გარეშე, აზრების გარეშე, მხოლოდ გრძნობებით.

qaliეს მდგომარეობა საკვანძოა ამ არკანის პრაქტიკაში. როდესაც ასე საუბარს ისწავლით ოთახის მცენარეებთან, შემდეგ სცადეთ, რომ იგივე გააკეთოთ ხეებთან პარკში, შემდეგ კი ტყეში წადით და მას მოუსმინეთ. ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ ტბას, ზღვას, ცას, მთებს. რასაც გნებავთ. ბუნება გრძნობების ენაზე ლაპარაკობს. იგი გამუდმებით რაღაცას გვეუბნება, მაგრამ ჩვენ იმდენად გადავეჩვიეთ მის მოსმენას, რომ გასაკვირი არაა, როცა ახალ ამბებში გვესმის, როგორ დაიღუპა წყალდიდობით ან მიწისძვრით ათასობით ადამიანი.

ბუნების სამყაროსთან ურთიერთობაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მხოლოდ იმის გაცნობიერებით, რომ პასუხი გესმით. უფრო და უფრო ღრმად უნდა შეხვიდეთ ამ სამყაროსთან ურთიერთობაში. სამუშაო უნდა აიღოთ ბუნებისგან. მაგალითად, ტყეში მისვლისას ჩაერთვებით მასთან ურთიერთობაში და ის გეტყვით, რომ გარკვეულ მხარეს, გარკვეულ მანძილზე უნდა წახვიდეთ. უცებ გადიხართ ნაგვით სავსე მდელოზე და გრძნობთ, რომ ტყე ამის მოშორებას გთხოვთ, რადგანაც თავად ამის გაკეთება არ შეუძლია. შეასრულეთ მისი მითითება და შემდეგ ჯერზე ამ ტყემ შესაძლოა ძალის ადგილამდე მიგიყვანოთ და იქ რაღაც საჩუქარი გიბოძოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც რეალური ძალის საგანი, ასევე ხილვა, ან რაიმე უნარის გაძლიერება. როდესაც მასთან ერთიანობას მიაღწევთ, იგრძნობთ, რომ დღეიდან ეს ტყე გიცავთ, ძალებს აღგიდგენთ და საჩუქრებს გჩუქნით: გზაზე უამრავი მარწყვი და სოკო გხვდებათ, ჩიტები კი სერენადებს გიმღერიან.

მინდა მოვიყვანო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ტყეს დახმარება. „ექსტრასენსების ბრძოლის“ მეათე სეზონზე დავალება იყო, რომ ტყეში სოკოები უნდა მოეძებნათ. ძალზე საინტერესო იყო პროექტის მონაწილეებზე დაკვირვება. ჩემი აზრით, ამ გამოცდაში ლიოშა პედინმა გაიმარჯვა. დიახ, დიახ, ამ სასაცილო და მხიარულმა ბიჭმა გამოცდილ ექსტრასენსებს აჯობა. მაგრამ დამსახურება ამაში მას კი არა, თავად ტყეს მიუძღვის.

იმ გამოცდაში იგი მივიდა მდელოსთან, რომელიც საჭმელად ვარგისი სოკოებით იყო სავსე. სერგეი საფრონოვმა მაშინ განაცხადა, რომ პედინს უბრალოდ გაუმართლა და მან სოკოებით ერთ ადგილზე გაავსო მთელი კალათა. მაგრამ სწორედ ამაში იყო გამოცდის მთელი ხიბლი. სკეპტიკოსებმა ვერ შეამჩნიეს, მაგრამ მე დავინახე, როგორ გამოკვება ტყემ ლიოშა. იგი კეთილი და მიამიტი ბავშვია, და ტყისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. თანაც იმ სეზონზე რომელიღაც საწყალი ცხოველის თავის ქალათი ხელში დარბოდა და ყოველ ჯერზე ხელს იჩხვლეტდა, რომ სისხლი გამოსვლოდა. ბუნებრივია, ეს საჩვენებელი ილეთი იყო. მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა, ისე ერთვებოდა სისხლით სასიცოცხლო ძალის არხში. ტყემ ეს იგრძნო, უფრო სწორად იგრძნო პედინის ცნობიერება. და რადგანაც იგი კეთილი იყო, ტყემ გადაწყვიტა გამოეკვება. ლიოშა კი - დიდი და მსუქანა ბიჭია, მის ორგანიზმს ბევრი ცილა სჭირდება, ჰოდა მივიდა კიდეც „შემთხვევით“ იქ, სადაც ბევრი სოკო იყო.

17 pole

აი, იმ სეზონის გამარჯვებულმა, ირანელმა მუჰსენ ნარუზიმ კი, იმ გამოცდაში ბლომად შხამიანი სოკო მოაგროვა. როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევითია? სულაც არა. ტყე გაცნობიერებულად ცდილობდა მუჰსენის მოწამვლას. რატომ? პირველ რიგში მუჰსენს ძალზე ძლიერი ცნობიერება აქვს და თუ ლიოშა თავისი ვიბრაციებით ზიანს ვერ მიაყენებდა ტყეს, მუჰსენს თავისი ძალით შეეძლო დაერღვია მისი სიმბიოზი. პლუს, იგი ირანელია, უცხოტომელი. იგი სხვა ეგრეგორს მიეკუთვნება და რუსულმა მიწამ მისი მოშორება მოინდომა.

ეს ძალზე საჩვენებელი მაგალითებია. მაგრამ ამ არკანის ძალის „დანახვის“ სწავლა ქალაქის პირობებში თითქმის შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ, მაქსიმუმ, ცხოველური ძალის არხი გახსნათ თქვენში, მაგრამ ეს ვერ დაგაფიქსირებთ ამ საფეხურზე. თქვენ შესაძლოა მე–17 არკანის ზემოდან აიღოთ ძალები, მაგრამ თუ მის ძალას არ შეიცნობთ, ხელახლა დაბადებისას შესაძლოა ისევ ქვემოთ აღმოჩნდეთ. გინდათ თუ არა ეს, ერთხელაც მოგიწევთ, რომ მიატოვოთ ქალაქური ცხოვრება, რომ ამ არკანის ძალა გააცნობიეროთ და ბუნებასთან ახლოს იყოთ, რათა ისწავლოთ მისგან. სწორედ იქ ხდება ადამიანი მე–17 არკანის მაგი.

მინდა მოგიყვეთ ისტორია ერთი ასეთი მაგის შესახებ. ეს ისტორია ჩემი ნაცნობი ბიზნესმენისგან დაიწყო. ქალაქში, საიდანაც თვითონაა წარმოშობით, მას ჰქონდა ღამის კლუბი ქალაქის ცენტრში. ეს უძრავი ქონება ყველაზე გემრიელი ლუკმა იყო და ბუნებრივია, ყველა იბრძოდა მის მოსაპოვებლად: მთავრობიდან დაწყებული კრიმინალებით დამთავრებული. ჩემი ნაცნობი თავადაც კერკეტი კაკალია, ბევრი უნახავს და ბევრი გაუვლია, ამიტომ ამ უძრავი ქონების უბრძოლველად დათმობას არ აპირებდა. ბრძოლა სიკვდილამდე იყო. ყველა ამ გარჩევის შედეგად იგი მოწამლეს, თანაც რაღაც საბრძლო შხამით, რომელსაც სპეცსამსახურებში იყენებენ. იგი ნელა მოქმედებს და მოწამვლის კერა, ისევე როგორც სიმპტომები, მხოლოდ მესამე დღეს ვლინდება.

და სამი დღის შემდეგ ჩემი ნაცნობი რუსეთის ცენტრალურ გზატკეცილზე თავისი ავტომობილით მიდიოდა და იგრძნო, რომ ცუდად ხდებოდა. მაშინვე გააჩერა ავტომობილი. გზატკეცილზე სრულიად მარტო იყო. ყელი გაუსივდა და უკვე ვეღარ სუნთქავდა. გზაზე ჩამოჯდა და თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „აი, როგორ მოვკვდები“.

ამ დროს იქვე ვიღაც მოხუცმა კაცმა ჩაიარა. ჩემს ნაცნობს შეხედა თუ არა, მაშინვე უთხრა: „შვილო, შენ ხომ მოგწამლეს“ (ყურადღება მიაქციეთ - „მოგწამლეს“, და არა „მოწამლული ხარ“). ავადმყოფი ხელში აიყვანა და ტყის სიღრმეში შეათრია. იქ თავისი ქოხი ჰქონდა, სადაც სამი დღის განმავლობაში რაღაც ბალახების ნახარშით უმკურნალა ჩემს ნაცნობს და გადაარჩინა.

სანამ ისტორიას განვაგრძობდე, მინდა ხმამაღლა ვიმსჯელო. როგორ მიხვდა ეს მოხუცი მხოლოდ ერთი შეხედვით ავადმყოფობის მიზეზს და როგორ შეარჩია საჭირო ბალახები? ეს შხამი იყო, თანაც აფთიაქში მის საწინააღმდეგო ანტი-შხამს ვერ იყიდი. საავადმყოფოშიც, სანამ ყველა ანალიზს გააკეთებდნენ, ჩემი ნაცნობი მოკვდებოდა. გახსოვთ ექიმი ჰაუსი? დიაგნოზების გენიოსი. ჰოდა, ამ მოხუცთან შედარებით იგი არაფერია.

განვაგრძოთ. როცა ჩემი ნაცნობი გამოკეთდა, მკვეთრად გადახედა თავის შეხედულებებს ცხოვრებაზე. რაღაც დროით ამ მოხუცთან დარჩა, და მან მრავალი რაღაც ასწავლა. როცა მას შევხვდი, საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე. ადრე ვიცნობდი, როგორც თავზეხელაღებულ მეომარს, რომელიც კეტით გაგიტეხდა თავს, მაგრამ ახლა თითქმის მაგს ვხედავდი, ჯანმრთელობით, სულიერებით და სამყაროს ახალი აღქმით სავსეს. მან მრავალი საოცარი ისტორია მომიყვა იმ მოხუცზე. მაგრამ ყველაზე საოცარი თავად მოხუცის ისტორია იყო.

ახალგაზრდობაში, როდესაც არმიიდან დაბრუნდა (დაახლოებით 1950-იან წლებში), სოფელში ცხოვრება გადაწყვიტა. რატომღაც არასოდეს იზიდავდა ქალაქები და ბუნებასთან ახლოს ერჩივნა ცხოვრება (ეს საკვანძო მომენტია მის ისტორიაში და არ დაგავიწყდეთ, როცა კითხვას განაგრძობთ). მან ცოლი მოიყვანა და ცოლთან ერთად რაღაც ახალ დასახლებაში წავიდა. საბჭოთა მთავრობამ მიწა გამოუყო, ასევე გეგმა, რომლის მიხედვითაც სახლი უნდა აეშენებინა. როცა ეს გეგმა დაინახა, გაოგნდა. ერთი ადამიანისთვის გამოყოფილი იყო 6 კვადრატული მეტრი, გოჭისთვის კი - 9. შეხედე ერთი, ადამიანის შვილს - 6, ღორს - 9. მაგრამ გადაწყვიტა არ განერისხებინა მთავრობა, ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დაავალეს, თუმცაღა მასშტაბში გაზარდა როგორც თავისი სახლი, ასევე – საღორე.

შედეგად მისი სახლი ყველაზე დიდი აღმოჩნდა იმ სოფელში. ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა და ბრბომ სხვადასხვა სისაძაგლეების კეთება დაიწყო. ხან ზურგსუკან ლაპარაკობდნენ, ხან ჭორებს უყრიდნენ. მას არ უყვარდა ბრძოლა, კეთილი იყო ბუნებით და ცოლს შესთავაზა, რომ წასულიყვნენ იქიდან. ქვეყანა დიდია, კიდევ ვიპოვით ლამაზ კუთხესო. ცოლმა უარი უთხრა. იგი მიეჩვია ამ სახლს და არ უნდოდა მისი დატოვება. მაშინ კაცი ადგა და წავიდა, ცოლი და უკვე დაბადებული შვილები კი მიატოვა. ცოლი მეორედ მოიყვანა და მშვენიერი სოფელი იპოვა სადღაც, რუსეთის ცენტრში. ყოველთვის ოცნებობდა, რომ სკები ჰქონოდა ფუტკრის მოსაშენებლად. ეს მეზობლებს არ მოეწონათ და დაიწყო იგივე ისტორია ჭორებით და აგრესიული შემოტევებით. მას კვლავაც არ სურდა მათთან შებრძოლება, ამიტომ ტყეში მიდიოდა ხოლმე. ყოველდღე უფრო და უფრო შორს სეირნობდა და სახლისგან 40 კილომეტრის მოშორებით ნახევრად დანგრეულ ქოხს მიაგნო, იქვე წყაროც იყო, გარშემო კი ველური ბუნება. ამან ისეთი შთაგონება მისცა, რომ სახლში დაბრუნებულმა, მაშინვე შესთავაზა ცოლს, რომ იმ ქოხში წასულიყვნენ საცხოვრებლად. რაში გვჭირდება კიდევ ვიღაც? მიწა გამოგვკვებავს. მაგრამ ამ ცოლმაც ვერ გარისკა სახლის დატოვება. მაშინ, როგორც უკვე მიხვდით, ადგა და წავიდა და მარტო დაიწყო ცხოვრება.

იმაზე, თუ როგორ ისწავლა მცენარეთა ძალის ხედვა, ისტორია დუმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას თავად ბუნებამ ასწავლა. ყველა ვერ შეძლებს მასავით განდეგილად ცხოვრებას. ჩვეულებრივი ადამიანი, თუკი ჩვეული გასართობები არ ექნება წიგნების ან ტელევიზორის სახით, უბრალოდ ჭკუიდან შეიშლება მარტოობაში. მაგრამ რადგანაც ამ მოხუცს ბუნება უყვარდა, მაშინვე დაიწყო მისი კვლევა. პლუს, როგორღაც უნდა გადარჩენილიყო და ბუნებამაც ასწავლა.

მე ყოველთვის ვფიქრობდი, საიდან გაჩნდა ეს ხალხური რეცეპტები? ისინი ხომ ღრმა წარსულიდან მოვიდნენ, იმ დროს კი ლაბორატორიები არ იყო. ცდების და შეცდომების მეთოდს გამოვრიცხავ, რადგანაც ადამიანები სულელები არ არიან, რომ ყველაფერი პირში გაიქანონ. ვფიქრობ, რომ ადრე არ იყო ის საგნები, რასაც ყურადღება მიჰქონდა, იგივე ინტერნეტი და ადამიანებს ბევრი თავისუფალი ყურადღება ჰქონდათ, რათა სამყაროს დაკვირვებოდნენ. იმ დროში ბუნებას არ აბინძურებდნენ ქარხნები და ფაბრიკები. იგი ველური იყო, როგორიც უნდა იყოს კიდეც. ადამიანები მასთან ჰარმონიულად ცხოვრებას სწავლობდნენ. აქედან მოდის ბუნების სხვადასხვა ღმერთებიც, როგორც მაგალითად პოსეიდონი - ზღვების მბრძანებელი, და ზევსი - ცის მბრძანებელი. ისინი იმ ბუნებრივ ძალთა ცნობიერების განსახიერებას წარმოადგენენ, რომლებთანაც საუბარიც შეიძლება.

buneba qaliმე–17 არკანი ბუნებაში ცხოვრებას ასწავლის. თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი მკურნალი, ექიმბაში, მხედველი (აქ ექსტრასენსორიკაცაა) გახდეთ, და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ჯანმრთელი იქნებით.

ქალაქები არაბუნებრივი საცხოვრებელია ადამიანებისთვის. ეს ერთმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა. მეცნიერებს კითხვა გაუჩნდათ, რატომაა ადამიანი ერთადეთი ცოცხალი არსება, რომელიც თავის მსგავს არსებებს უმიზეზოდ კლავს? სხვა სახეობებს აქვთ მიზეზი, ადამიანის სახეობა კი რაღაცნაირად ვერ ჯდება სამყაროს ბიოლოგიაში. ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნებზე. ისინი მათთვის არაბუნებრივ გარემოში მოათავსეს და რაღაც დროის შემდეგ უმიზეზოდ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა.

ჯანმრთელობა შეუძლებელია ბუნებასთან კონტაქტის გარეშე. ქალაქებში მე–15 არკანის კანონები მოქმედებენ, რომლებიც ადამიანის სასიცოცხლო ძალებს ამცირებენ. სასიცოცხლო ძალის საიდუმლოებებს ვერ მიიღებთ წიგნებიდან ან მედინსტიტუტებიდან. ერთადერთი საშუალებაა, გახდეთ ბუნების ნაწილი. გამოიკვლიეთ იგი მისივე კანონებით და ისიც შეგცვლით თქვენ, თანაც ყველა თავის საიდუმლოს გასწავლით. სწორედ ესაა მე–17 არკანი. სწორედ მისი შესაბამისი ძალა აქცევს ადამიანს მაგად.

და ეს ყველამ ვიცით ინტუიტიურად. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხსნა ფილმმა „ავატარმა“ ამხელა ფული? სპეცეფექტების გამო? არა. იქ ნაჩვენებია ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრება, სადაც ცხოველებს საჭიროების გარეშე არ კლავენ, სადაც ყველა ცხოვრობს ყველა ცოცხალი არსების დედასთან თანხმობაში. აღიარეთ, როცა ამ ფილმს უყურებდით, თქვენც გინდოდათ ასე ცხოვრება. თქვენც გსურდათ ბუნების ნაწილად ყოფნა. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ამ ფილმის წარმატება მაინც სპეცეფექტებზე იყო დამოკიდებული, მაშინ შეხედეთ ამ წლის ოსკარების გადაცემის ცერემონიას. ყველა ძირითადი ოსკარი აიღო ფილმმა „ქარიშხლის მბრძანებელი“ - ერაყის ომის შესახებ. ყველამ იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და არა კინოს ავტორთა მაღალი ხელოვნების შედეგი. რატომ? მე–15 არკანი.

მე–17 არკანის პრაქტიკა

შედით მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაში მცენარესთან საუბრის გზით. ყოველ ჯერზე ისწავლეთ უფრო და უფრო ღრმად შესვლა. ისწავლეთ გარშემო ყველაფერ ცოცხალთან საუბარი. წადით უფრო და უფრო შორს ველურ ბუნებაში. ისწავლეთ მასთან ურთიერთობა და მისი განწყობის დანახვა. ისწავლეთ ბუნებისგან. როგორც კი უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, დარჩით ღამით ტყეში ან მთებში. არ დაიძინოთ. აპრაქტიკეთ ურთიერთობა. იგრძენით ცხოვრება. გამოიკვლიეთ იგი.

მე–17 არკანის სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ექსტრასენსორიკა. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ტელევიზორში გიჩვენებენ. თქვენ „ისწავლით“ ცხოვრების ხედვას. და, როდესაც ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას დაინახავთ, მასთან საუბარს შეძლებთ და გაიგებთ, რითაა ავად ეს ადამიანი. ცხოველები, მცენარეები და ქვებიც კი თქვენი გამტარები იქნებიან სასიცოცხლო ძალის სამყაროში. ამ ძალას ნებისმიერ პროცესში დაინახავთ. მაგალითად, შეძლებთ, რომ შესანიშნავი კონსულტანტი გახდეთ ბიზნესში. ამ სიდჰას წყალობით, როგორც კი შეხედავთ რაიმე პროექტს, შეძლებთ თქვათ, იცოცხლებს თუ არა იგი. როგორ? ამას უბრალოდ იგრძნობთ.

თქვენ ისწავლით ცოცხალ ფორმათა სიმბიოზის ხედვას. დაინახავთ, რომელი მცენარე აძლევს ადამიანს ძალას და რომელი ართმევს. ახლა, საკმარისია ბაღში გარკვეული მცენარეები დარგოთ და ყოველთვის არაჩვეულებრივი მოსავალი გექნებათ. თქვენ იცით, რომ თუ გარკვეულ მცენარეებთან გექნებათ ურთიერთობა, თქვენი ფინანსები გაიზრდება? გეცოდინებათ.

თქვენ არ დაიკარგებით ტყეში, თავს არ დაგესხმებათ დათვი და არასოდეს აღმოჩნდებით ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევითი მსხვერპლი. ბუნება გასწავლით ამ ყველაფერს. ძალები, რომლებიც ამ არკანში იმალება, ჭეშმარიტად გრანდიოზულია.

მხოლოდ ამ არკანის წვდომის შემდეგ შეუძლია ადამიანს იწოდებოდეს მაგად. რადგანაც სწორედ ამ კანონების ცოდნაა ის, რაც მაგს ადამიანისგან განასხვავებს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...