zeeeeen

მთარგმნელი: მამუკა გურული

ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხოვრებას განვიხილავთ, როგორც თამაშს, და არ მოვეპყრობით მას მეტისმეტად სერიოზულად, იგი ძალიან ღრმა აზროს მოიპოვებს. თუ ამასთან უბრალო და უმანკო იქნებით, ეს თამაში ძალიან ბევრს მოგცემთ.

თამაშები უნივერსიტეტების კურსებს ჰგავს. ყოველი კურსის გავლისას თქვენ რაღაცას სწავლობთ და შემდეგზე გადადიხართ. ცხოვრების თამაში გარკვეულ უნარს მოითხოვს. თუ ეს უნარი არ გაქვთ, აუცილებლად გაუშვებთ ხელიდან რაღაც ღირებულს. ეს უნარი - გაცნობიერებულობაა. შეიტანეთ მეტი გაცნობიერებულობა თქვენი ცხოვრების ყოველ მოქმედებაში, თქვენი ყოფიერების ყოველ ნაბიჯში.

წინასიტყვაობა

1995 წელს გამომცემლობა «St. Martin’s Press»-მა პირველად გამოსცა რევოლუციური „ოშოს - ძენ ტარო“. მას შემდეგ ეს საოცრად ლამაზი და ყველასთვის მისაწვდომი დასტა თანამედროვე კლასიკად იქცა, და მისი უმაღლეს დონეზე აქტუალური გზავნილი მსოფლიოს ათეულობით ენაზე ითარგმნა.

მოცემული წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში მათთვის, ვისაც „ოშოს ძენ ტაროს“ უფრო ღრმად გაგება აინტერესებს. ასეთი მკითხველები მაშინვე მიხვდებიან, როგორ გამოიყენონ მოცემული წიგნი ძვირფასი დამატების სახით მათ ხელთ უკვე არსებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, რომელიც კარტის კომპლექტს მოყვება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გამოცემისგან ისინი ისეთივე სიამოვნებას მიიღებენ, როგორსაც ჩვენ ვიღებთ მასში შემავალი მასალების შერჩევით და ორგანიზებით.

სხვა, უფრო ტრადიციული ტაროს კარტების მომხმარებლები, ისეთების, როგორებიცაა ქროულის ტარო და რაიდერ-უეიტის ტარო, ასევე ღირსეულად შეაფასებენ ამ წიგნს. წიგნი შედგება თავებისგან, რომლებიც სტანდარტული ტაროს დასტის 78 კარტს შეესაბამებიან.

განსხვავებით ტაროს ტრადიციული კარტებისგან, რომლებიც განკუთვნილნი არიან ძირითადად მომავლის პროგნოზირებისთვის, ძენ ტაროს კარტებიგანკუთვნილია სიცხადის და გაცნობიერებულობის აწმყო მომენტში შემოსატანად. ასეთი მიდგომა ეფუძნება გაგებას, რომ ცხოვრება მოუწესრიგებელი და შემთხვევითია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მას გაუცნობიერებლად - ძილის მდგომარეობაში ვატარებთ. გარდა ამისა, ცხოვრება არ კონტროლდება და არ იმარტება „ბედის“ მიერ. ცხოვრება - ესაა შესაძლებლობების გამუდმებით განვითარებადი პროცესი სწავლისა და ზრდისათვის. ძენი ამბობს, რომ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი ამ სწავლასა და ზრდაზე, და პირველი ნაბიჯი ასეთი პასუხისმგებლობის მიღებისთვის - ესაა ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის მიღება გაკითხვის ან განსჯის გარეშე. სხვა სიტყვებით, ძენში არ არსებობენ „ბოროტი ძალები“ - მხოლოდ გაცნობიერებულობა ან გაუცნობიერებლობა, გამოღვიძება ან ძილი.

იმისთვის, რომ მეტი გავიგოთ იმაზე, თუ რით განსხვავდება ძენის მიდგომა ტაროსადმი ტრადიციული მიდგომებისგან, აუცილებლად წაიკითხეთ ოშოს „შესავალი“. და რაც მთავარია - დატკბით თამაშით.

სარიტო ქეროლ ნეიმანი (OSHO International)

kart

შესავალი: მომავლის წინასწარმეტყველების შესახებ

თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა მომავალი ღიაა. მაგრამ ღია მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ადამიანმა, რომელიც გუშინ კარგი იყო, ხვალ შეიძლება მკვლელობა ჩაიდინოს. ხვალინდელი დღე წინასწარგანუსაზღვრელია.

აუცილებელია დაიმახსოვროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული - ასტროლოგიით, მომავლის პროგნოზით, ჰოროსკოპის შედგენით, ქირომანტიით, ი-ძინზე ან ტაროზე მკითხაობით - ეს ყველაფერი, რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში ადამიანის ქვეცნობიერის კითხვას წარმოადგენს. მას არანაირი კავშირი არ აქვს მომავალთან. იგი უფრო წარსულს უკავშირდება, მაგრამ რადგანაც მომავალი წარსულის მიერ იქმნება, მას მომავლისთვისაც აქვს მნიშვნელობა. წინასწარმეტყველება შესაძლებელია იმის შედეგად, რომ ადამიანები მექანიკურად ცხოვრობენ. თუ ადამიანის წარსული იცით, თუ რა თქმა უნდა - ეს ადამიანი ბუდა არაა, თქვენ მისი მომავლის წინასწარმეტყველებასაც შეძლებთ, რადგანაც მომავალში იგი თავის წარსულს გაიმეორებს. თუ წარსულში ეს ადამიანი ბრაზიანი იყო, ეს ნიშნავს, რომ მას გაბრაზების მიდრეკილება აქვს, და ეს მიდრეკილება მის მომავალზეც მოახდენს ზეგავლენას.

გაუცნობიერებელი ადამიანი, როგორც წესი, კვლავ და კვლავ იმეორებს თავის წარსულს. ეს ბორბლის ფენომენია: ამ ადმიანს მხოლოდ თავისი წარსულის გამეორება შეუძლია. მას ვერ შემოაქვს თავის ცხოვრებაშ ვერაფერი ახალი, მას არ შეუძლია გარღვევის მოხდენა. სწორედ ამიტომ მუშაობს მომავლის წინასწარმეტყველების ყველა მეთოდი. თუ ადამიანები უფრო ცნობიერები და ყურადღებიანები ხდებიან, ეს მეთოდები აღარ მუშაობენ.

შეუძლებელია ბუდასთვის ჰოროსკოპის შედგენა, ან მისთვის ხელზე მკითხაობა, რადგანაც იგი იმდენად თავისუფალია წარსულისგან და იმდენად სპონტანურია აწმყოში, რომ სამკითხაო არაფერია!

არსებობს სრულიად არასწორი გაგება სიცოცხლისა და დროისა. ითვლება, რომ დრო შედგება წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგან, მაგრამ ეს არასწორია. დრო მხოლოდ წარსულისგან და მომავლისგან შედგება. ხოლო აწმყოსგან - ცხოვრება შედგება.

ამიტომ მათ, ვისაც ცხოვრება უნდათ, არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ აწყო მომენტში იცხოვრონ. რეალურად მხოლოდ აწმყო არსებობს. წარსული - ეს მხოლოდ მოგენებების კოლექციაა, ხოლო მომავალი - სხვა არაფერია, გარდა ფანტაზიებისა და ოცნებებისა.

რეალობა აქ და ახლა არსებობს. მათთვის, ვისაც მხოლოდ ფიქრი უნდა ცხოვრებაზე და სიყვარულზე, წარსული და მომავალი მშვენიერია - ისინი უსასრულო სივრცესი იძლევიან ფიქრისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ შეალამაზონ თავიანთი წარსული, გახადონ იგი ისეთი, როგორსაც მოისურვებენ, თუმცა სინამდვილეში მათ არც უცხოვრიათ მასში - როცა ეს წარსული აწმყო იყო, ისინი მასში არ იყვნენ, არამედ იყვნენ მხოლოდ მათი ჩრდილები და ანარეკლები. ისინი გამუდმებით გარბოდნენ და სირბილისას რაღაცას ოდნავ ხედავდნენ;. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრობდნენ. თუმცაღა წარსულში ერთადერთი რეალობა - ესაა სიკვდილი, და არა სიცოცხლე. მომავალშიც იგივეა - რეალობა მხოლოდ სიკვდილია.

ადამიანები, რომლებმაც წარსულში ცხოვრება ხელიდან გაუშვეს, ავტომატურად, გამოტოვებული სიცარიელის შესავსებად, მომავალზე იწყებენ ოცნებას. მათი მომავალი - მხოლოდ წარსულის პროექციაა. მომავალში იმ ყველაფრის მიღწევას ცდილობენ, რაც წარსულში გაუშვეს ხელიდან. მაგრამ არარსებულ წარსულსა და მომავალს შორის არსებობენ წამები, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც სიცოცხლეს.

მათთვის, ვისაც სიცოცხლე სურს, და არა სიცოცხლეზე ფიქრი, სიყვარული სურს, და არა სიყვარულზე ოცნება, ყოფნა სურთ, და არა ყოფიერებაზე ფილოსოფოსობა, ალტერნატივა არაა. სვით აწმყო მომენტის წვენები, გამოწურეთ იგი ბოლო წვეთამდე, რადგან იგი აღარასოდეს განმეორდება. როცა მიდის, იგი სამუდამოდ მიდის.

თუმცაღა სიცოცხლისა და დროის არასწორი გაგების გამო, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც ადამიანი, და რომლითაც მთელი კულტურაა გაჟღენთილი, ადამიანები აწმყოს დროს უწოდებენ. მაგრამ აწმყოს არანაირი კავშირი არ აქვს დროსთან. თუ მომენტში - აქ და ახლა იმყოფებით, დრო აღარაა. არის მხოლოდ უსასრულო მდუმარება, სიმშვიდე და უძრაობა; არაფერი არ იძვრის, უეცრად ყველაფერი ჩერდება.

აწმყო შესაძლებლობას იძლევა, რომ ღრმად ჩავიძიროთ სიცოცხლის წყლებში ან მაღლა ავფრინდეთ სიცოცხლის ცაში. მაგრამ ორივე მხრიდან საფრთხეები გველოდება; „წარსული“ და „მომავალი“ - ყველაზე სახიფათო სიტყვებია ადამიანის ენაში. სიცოცხლე აწმყოში, წარსულსა და მომავალს შორის, თოკზე სიარულს ჰგავს - ორივე მხრიდან საფრთხეა ჩასაფრებული. მაგრამ როგორც კი აწმყოს გემოს შეიგრძნობთ, თქვენ უკვე აღარ გაღელვებენ საფრთხეები. როგორც კი ცხოვრებას შეეთავსებით, ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას დაკარგავს. ჩემთვის ცხოვრება - ესაა ყველაფერი, რაც არსებობს.

შეგიძლიათ მას „ღმერთი“ უწოდოთ, მაგრამ ეს არც ისე კარგი სახელწოდებაა, რადგანაც რელიგიებმა მოწამლეს ეს სიტყვა. შეგიძლიათ მას უწოდოთ „ყოფიერება“, ეს მშვენიერი სიტყვაა. მოკლედ, სახელს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. საჭიროა მხოლოდ, რომ მკაფიოდ გესმოდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ერთი მომენტი გაქვთ - აწმყო. კვლავ და კვლავ სწორედ ამ აწმყო მომენტში აღმოჩნდებით ხოლმე. და თქვენ ან იცხოვრებთ მასში, ან არ იცხოვრებთ.

მრავალი ადამიანი მხოლოდ მიჩანჩალებს თავისი სიცოცხლის გზაზე აკვნიდან კუბომდე ისე, რომ არ ცხოვრობს მასში. მე მოვისმინე ერთი სუფიური იგავი ადამიანზე, რომელიც მოკვდა და უეცრად გააცნობიერა: „ღმერთო ჩემო, გამოდის, რომ ცოცხალი ვიყავი“. მხოლოდ სიკვდილმა, როგორც კონტრასტმა, აიძულა მას გაეცნობიერებინა, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში ის ცოცხალი იყო. თავად ცხოვრებამ ვერ გაამდიდრა იგი.

მაგრამ ცხოვრება არაა დამნაშავე. დამნაშავეა ჩვენი ილუზიაში ყოფნა.

გაცნობიერებულობა მოგცემთ სიცოცხლეს, ისე, რომ არც იფიქროთ მასზე, რადგან გაცნობიერებულობა შესაძლებელია მხოლოდ აწმყოში არსებობდეს. თქვენ შეგიძიათ მხოლოდ აწმყოს მოწმე იყოთ. იცხოვრეთ ტოტალურად და ინტენსიურად, რათა ყოველი წამი ოქროსი გახდეს, და მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება ოქროს მომენტების რიგად იქცევა.

ყოველი არკანის მიმოხილვა თანმიმდევრულად დაემატება...