78 1

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

წინასიტყვაობა

ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგის 78 ძირითადი პრინციპი. ტრანსერფინგი ეს არის რელიქტური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია. ცოდნა დაგანახებთ შინაგანი სამყაროს ილუზორულობას. ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო არსებობს თვისთავად, თქვენგან დამოუკიდებლად, და არ ექვემდებარება მართვას. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ შეიქმნათ ინდივიდუალური ცხოვრების ფენა და საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოთ თქვენი ბედი.

რეალობის მართვის პრინციპები ეფუძნება ორ ფუნდამენტურ კატეგორიას: ფიქრებს და მოქმედებებს. ეს კატეგორიები, სამყაროს დუალურ სარკეში არეკვლისას, წარმოქმნიან თავიანთ საპირისპირო მხარეებს. ამგვარად დუალური სარკის ორივე მხარეს აღმოჩნდება: გონება (ლოგიკა) და სული (გული); მოქმედება (შინაგანი განზრახვა) და პასიურობა (გარეგანი განზრახვა).

მაგის მოტივაცია, აზროვნება და ქცევა ამ ოთხი მხრიდან უნდა იყოს დაბალანსებული. გონება და მოქმედება განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს, სული და პასიურობა კი მეტაფიზიკურს, მაგრამ არა ნაკლებ ობიექტურ რეალობას. დუალური სარკის მხოლოდ ერთი მხარის ყურადღებაში მიღებით, რეალობა არ დაგვემორჩილება. მატერიალისტები დაკავებულები არიან იმ წინააღმდეგობათა გადალახვით, რომელთაც თავად წარმოქმნიან, იდეალისტები კი ღრუბლებში და ოცნებებში დაფრინავენ. მაგრამ, არც ერთ მათგანს არ შეუძლია რეალობის მართვა.

თქვენ ისწავლით!

შესავალი

მიმართვა ბედისმწერალს

ერთხელ, შორეულ წარსულში, ან იქნებ მომავალში... ძნელია ერთმნიშვნელოვნად თქმა, - სამყაროს დაავიწყდა თავისი თავი. არავინ იცის, რატომ მოხდა ასე. უბრალოდ ასეთია სამყაროების არსი, დროთა განმავლობაში ივიწყებენ თავიანთ თავს. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩაიეძინა, ხოლო გამოღვიძებულს აღარ ახსოვდა თავისი სიზმარი. მაგრამ რა იყო ამ სიზმრამდე - წინა სიზმარი? ან იქნებ სამყარო იყო თავად სიზმარი? ასე თუ ისე, სიზმარი რომელსაც არ ახსოვდა თავისი თავი, გარდაიქცა არარად. ან კი შეიძლება სხაგვარად იყოს?

- ვინ ვარ მე? კითხა არარამ თავის თავს.
- შენ ხარ სარკე... სარკე... სარკე... - სინათლის აურაცხელი ათინათებით უპასუხა ანარეკლმა
- შენ ვინ ხარ? - კითხა სარკემ.
- მე შენი ანარეკლი ვარ.
- საიდან გაჩნდი?
- მე წარმომშვა შენმა შეკითხვამ?
- მაგრამ მე ხომ ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. საკუთარ თავს ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება სარკე ვიყო? მე ხომ არარა ვარ!
- ყველაფერი სწორია, - უპასუხა ანარეკლმა, - სიცარიელე, არსობრივად არის თავდაპირველი, უსაზღვრო სარკე, რადგან სიცარიელეში არაფერი ირეკლება არაფრისგან.
- როგორი ვარ მე?
- შენ არანაირად არ გამოიყურები.
- მე დიდი ვარ თუ პატარა?
- დიახ
- რა დიახ?
- ერთიც და მეორეც. შენ ისეთი ხარ როგორსაც წარმოიდგენ შენს თავს. ერთდროულად უსასრულოდ დიდი და უსასრულოდ პატარა, რადგან უსასრულობა და წერტილი - ეს ერთიდაგივეა.
- უცნაურია. და სად ვარ?
- ახლა, ვარიანტთა სივრცეში, - უპასუხა გამოსახულებამ.
- რის ვარიანტებში?
- რისიც გნებავს. სივრცეც შენი შეკითხვის შედეგად წარმოიშვა. და საერთოდ, გაჩნდება ყველაფერი, რასაც გაიფიქრებ. შენ ხომ უსაზღვრო სარკე ხარ. შენს ნებისმიერ შეკითხვაზე მოიძებნება უსასრულო რაოდენობის პასუხი.
- და რატომ ვარსებობ?
- იმისათვის, რომ იყო.
- და რა შემიძლია?
- ყველაფერი.

ასე, დიალოგში სარკემ, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ, და ანარეკლმა შექმნეს ჩვენი სამყარო.

მოგესალმები, პატივცემულო ბედისმწერალო. ასე მოგმართავთ, რადგან კითხულობთ ამ სტრიქონებს, ეს ნიშნავს რომ, განზრახული გაქვთ გახდეთ თქვენი ცხოვრების, ბედის მმართველი.

ოდესღაც, უძველეს დროში ყველა ადამიანი იყო ბედისმწერალი, რადგან იცოდნენ რომ რეალობას ორი მხარე გააჩნდა - ფიზიკური და მეტაფიზიკური. ისინი ხედავდნენ და ხვდებოდნენ სარკისებრი სამყაროს არსს. მათ შეეძლოთ ფიქრის ძალით შეექმნათ თავიანთი რეალობა. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბედისმწერლების ყურადღება დროთა განმავლობაში და საბოლოოდ გაეხვია მხოლოდ მატერიალურ რაელობაში. ისინი უკვე ვეღარ ხედავდნენ და ძალაც დაკარგეს. მაგრამ ცოდნა არსად არ გამქრალა. მან ჩვენამდე ათასწლეულების სიღრმეებიდან მოაღწია.

ამ ცოდნის გამოყენებით, უძველესი დროის მაგებს, შეეძლოთ ფიქრის ძალით დაემორჩილებინათ რეალობა, რადგან რეალობა თავდაპირველად ყალიბდება სამყაროს სარკეში, როგორც ცნობიერების ანარეკლი. უბრალო ადამიანებს, რომელთა ცნობიერება მომწყვდეულია მატერიალური მსოფლმხედველობის ჩარჩროებში, ისღა დარჩენიათ ეთაყვანონ გამოგონილ ღმერთებს და მიმართონ ასტროლოგებსა და ნათელმხილველებს.

თუ არ გინდათ დაკმაყოფილდეთ მომავლის სუროგატით, სადაც ნათელმხილველების მტკიცებით შეგიძლიათ ჩაიხედოთ, არამედ განზრახული გაქვთ თქვენივე ნებით შექმნათ თქვენივე ბედი, მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ტრანსერფინგი, - რეალობის მართვის რელიქტური ცოდნა, ამაში დაგეხმარებათ.

არანაირი ჯადოქრობა არ იქნება. მაგია, როგორც ასეთი, არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ცოდნა სარკისებრი სამყაროს პრინციპების შესახებ. ეს ცოდნა ზედაპირზეა. ის იმდენად უეშმაკო და უბრალოა, რომ ყველანაირი კანონის მიხედვით, არ შეიძლება იყოს „ჯადოსნური“. და მაინც, ალადინის ლამპაც შესახედავად უბრალო ძველი თუნუქისა იყო, და არც გრაალის თასი ყოფილა ოქროსი. ყველაფერი დიდებული - წარმოუდგენლად მარტივია - მას არაფერში ჭირდება პრანჭიაობა ან დამალვა. უსარგებლო და ფუჭი კი პირიქით, ყოველთვის მნიშვნელოვანობისა და საიდუმლოებების უკან იმალება.

ზღაპრულ ატრიბუტებისგან დაცლილი და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგილი მაგია, უკვე აღარ განეკუთვნება მისტიკურ და გამოუცნობ არეს. ჯადოსნობა კარგავს თავის მომხიბვლელ იდუმალებას, რადგან მისი ადგილი აქ, ყოველდღიურობაშია. ამ ტრანსფორმაციის მთელი მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიური რეალობა, თავის მხრივ, უკვე აღარ გვეჩვენება უფერულად და გარდაიქცევა უცნობ რეალობად, რომლის მართვაც შესაძლებელია. და ამისათვის მხოლოდ გარკვეული პრინციპების დაცვაა საჭირო.

ამ წიგნში წარმოდგენილია რეალობის მართვის ძირითადი პრინციპების ნაკრები. რეალობის მართვის პრინციპები ეფუძნება ორ ფუნდამენტურ კატეგორიას: ფიქრებს და მოქმედებებს. ეს კატეგორიები, სამყაროს დუალურ სარკეში არეკვლისას, წარმოქმნიან თავიანთ საპირისპირო მხარეებს. ამგვარად დუალური სარკის ორივე მხარეს აღმოჩნდება: გონება (ლოგიკა) და სული (გული); მოქმედება (შინაგანი განზრახვა) და პასიურობა (გარეგანი განზრახვა).

მაგის მოტივაცია, აზროვნება და ქცევა ამ ოთხი მხრიდან უნდა იყოს დაბალანსებული. გონება და მოქმედება განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს, სული და პასიურობა კი მეტაფიზიკურს, მაგრამ არა ნაკლებ ობიექტურ რეალობას. დუალური სარკის მხოლოდ ერთი მხარის ყურადღებაში მიღებით, რეალობა არ დაგვემორჩილება. მატერიალისტები დაკავებულები არიან იმ წინააღმდეგობათა გადალახვით, რომელთაც თავად წარმოქმნიან, იდეალისტები კი ღრუბლებში და ოცნებებში დაფრინავენ. მაგრამ, არც ერთ მათგანს არ შეუძლია რეალობის მართვა.

თქვენ ისწავლით!

თუ თქვენთვის უცნობია ტრანსერფინგის პრინციპები, ამ წიგნის მეშვეობით შეგიძლიათ გაიაროთ რეალობის მართვის კურსი 78 დღეში. ამისათვის საჭიროა, დილით წაიკითხოთ ერთი პრინციპის ახსნა და მისდიოთ მას მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღეს ახალი პრინციპი და მისი ახსნა,- ისე რომ არ დაგავიწყდეთ უკვე გავლილის პრაქტიკაში გამოყენება. ასე თანმიმდევრობით აითვისებთ ყველა პრინციპს. რათქმაუნდა ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველაზე ეფექტური, რადგან რეალობის მართვა პირველ რიგში პრაქტიკაა, და არა გონებრივი სავარჯიშო.

გამოიყენეთ პრინციპები, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას.

წარმატებები!

მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)