tantraaa

ავტორი: მამუკა გურული

ენერგეტიკული თვალსაზრისით სექსის დროს (თუნდაც ერთჯერადის) ხდება ენერგეტიკული კავშირის დამყარება პარტნიორთან, და ეს კავშირი სამუდამოდ რჩება (გარკვეულ შემთხვევებში შემდეგ ინკარნაციაშიც გადაყვება). ყოფილ სექს-პარტნიორთან მუდმივად ხდება გარკვეული ენერგო გაცვლა...

ზოგადად ენერგო გაცვლა რაღაც დონეზე ყოველ ადამიანთან გვაქვს (ვიღაც უცნობ ჩინელთანაც კი), მაგრამ თუ პირობითად ვიტყვით, უცნობ ჩინელთან ენერგო გაცვლა 0,0000000000000001 კგ-ია, არცთუ ისე ახლობელ კლასელთან, რომელთანაც ურთიერთობა აღარ გაქვს - 0,001 კგ, სექს-პარტნიორებთან და ოჯახის ახლო წევრებთან კი - 1 კგ-დან ზემოთ (რა თქმა უნდა ეს რიცხვები ძალიან პირობითია).

აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი სექს-პარტნიორი გვყოლია, მით უფრო მეტთან ვართ საკმაოდ ძლიერ ენერგეტიკულ კავშირში. აქ კი მუშაობს ზიარ-ჭურჭელის პრინციპი (არა ისე, რომ 50-50%-ზე მოხდეს გადანაწილება, არამედ რაღაც გარკვეული პროცენტით), მაგალითად თუ რომელიმე თქვენი ექს-პარტნიორი ძალიან ცუდადაა და ენერგიის ნაკლებობას ან დისბალანსს განიცდის, ეს გარკვეული პროცენტით თქვენზეც აისახება. ან პირიქით, თუ თქვენ ხართ სუსტად, სხვისგან "ქაჩავთ" ენერგიას (ამ პრინციპის თანახმად, ჯობია სექსი თქვენზე განვითარებით ძლიერ ადამიანებთან გქონდეთ, ვიდრე სუსტებთან).

ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ ხდება პრობლემური, როდესაც ადამიანი სულიერ განვითარებას ცდილობს. ამ შემთხვევაში ენერგიის საკმაო პროცენტი ყოფილი პარტნიორების ამოქაჩვასაც ხმარდება, ანუ თქვენს განვითარებასთან ერთად ისინიც ვითარდებიან (უფრო სწორად, თქვენი ენერგიით საზრდოობენ), თქვენი გაძლიერება მათაც აძლიერებს. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ენერგიის 80% პირად განვითარებაზე უნდა დაგეხარჯათ და 20% ახლობლებზე ან სექს-პარტნიორზე გაგენაწილებინათ, ბევრი პარტნიორის შემთხვევაში ეს პროცენტი 30-40%-მდე იზრდება (განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყველაფერი არ გაქვთ გაცნობიერებული).

ამ კავშირების გადაჭრის რეალური გზა პრაქტიკულად არ არსებობს (ან მხოლოდ პლაცებო და ილუზორული ეფექტი აქვს), ერთადერთი გზა უკვე არსებულ კავშირებზე პასუხისმგებლობის აღება და მომავალში ამის გათვალისწინებაა. საბოლოო ჯამში ხომ ყველასთან კავშირში ვართ და ამის რეალური გაცნობიერებაც ჩვენი შორეული პერსპექტივაა...

თუ სულიერი განვითარება გსურთ, ყველაზე ოპტიმალურია ერთი რეგულარული პარტნიორის ყოლა, ან პარტნიორების იშვიათად ცვლა მაინც - თუ "სხვა გზა არაა".

არ გაიგოთ ისე, რომ თუ ბევრი პარტნიორის ყოლა "ცუდია", ე.ი. სექსიც ცუდია. აქ საუბარია უპასუხისმგებლოდ და გაუცნობიერებლად ბევრი ენერგეტიკული კავშირის დამყარებაზე. და განსაკუთრებით პასუხისმგებლობით ამ თემას უნდა მოეკიდონ სმენის და ვიზუალური ვექტორების მქონე ადამიანები. სხვებისთვის არსებითი მნიშვნელობა და გავლენა არ აქვს პარტნიორების რაოდენობას.