sadhguru1

ტრანსკრიფცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ქეთევან მიმინოშვილი

ყველა ადამიანს დაახლოებით ერთი ზომის თავის ქალა აქვს. პრაქტიკულად ყველა ადამიანი საკმარისი მოცულობის ტვინს ფლობს. თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ადამიანების გარდა, ყველას გააჩნია ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. მაშ, რატომ ხდება ასე, რომ ერთის გონება ბრწყინავს გენიალურობით, მეორეს კი სავსეა ტკივილით, ტანჯვით, დაძაბულობით, სტრესით და ა. შ. ადამიანის თავში ისეთი საშინელებები ხდება, რასაც არავინ ისურვებს. იქნებ, საქმე უფრო მაღალ ინტელექტშია, ან გარედან მაგიურ ზემოქმედებაში? ან, იქნებ საქმე შინაგანი ბალანსის მიღწევაშია, რომელიც ცხოვრების მაგიის მიმღებს გვხდის?!

დაზიანებული ინტელექტი, ზედაპირულად რამდენადაც ჭკვიანი არ უნდა ჩანდეს, ვერ გახდის თქვენს ცხოვრებას მშვენიერს. მთავარია ბალანსი. იგი აუცილებელია ყველა დონეზე. სხვაგვარად ჩვენი სხეულიც და გონებაც ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს იმდენად, რომ თანამედროვე სამყაროში მოდუნების საშუალებად მხოლოდ ძილი, ალკოჰოლი და ნარკოტიკი გექცევათ. ამით თქვენ ეცდებით დროებით გათიშოთ ტვინი, რომელსაც თქვენთვის ბევრი უსიამოვნება მოაქვს. რომ არა ეს უსიამოვნებები, თქვენ ხომ სრულ სიმშვიდეში იქნებოდით. დიახ, რაზეც ევოლუციის მილიონი წელი დაიხარჯა, დღეს უსიამოვნებებს გვიქმნის. უდიდესი სასწაული, რაც ჩვენს შიგნითაა ტანჯვის ფაბრიკად იქცა.

აქ ბევრი ასპექტია. არ მინდა ზედმეტად გავამარტივო, თუმცა გეტყვით, რომ პირველ რიგში ეს ბალანსი, ან მისი უქონლობაა. ეს არის ადამიანური მექანიზმი, რომელიც პლანეტაზე ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტია და თუ თქვენ მას სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ და მას თქვენს საზიანოდ მიმართავთ, ვერ გადარჩებით. რადგან სამყაროში არაფერია შინაგან წონასწორობაზე სრულყოფილი. იმიტომ, რომ ეს არის ევოლუციის და სრულყოფილების უმაღლესი დონე. თუ ის თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდა, თქვენს შველას ვერავინ შეძლებს. მინდა, რომ ეს გესმოდეთ. იმისთვის, რომ ეს მთელი სისრულით შეიმეცნოთ, გარკვეული ყურადღებაა საჭირო.

ბალანსის მოსაპოვებლად ბევრი არ მოგეთხოვებათ. უბრალოდ თქვენ, ზოგიერთ საბაზისო რამეს არასწორად აკეთებთ, ეს არის და ეს. იმისთვის, რომ გაიაზროთ რას აკეთებთ არასწორად, თქვენ დაგჭირდებათ ბევრი ყურადღება, დრო, დახმარება, სწავლება, დამოძღვრა, ბევრი რამ... თქვენს ცხოვრებაში ბალანსის მისაღწევად კი ბევრი არაფერი გჭირდებათ. უბრალოდ უნდა შეცვალოთ ის ძირითადი რამ, რასაც არასწორად აკეთებთ. ამაში ვგულისხმობ:- ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ - ყველანაირი ადამიანური გამოცდილება გამომდინარეობს შიგნიდან. რასაც არ უნდა გრძნობდეთ, ბედნიერებას, უბედურებას, სიხარულს, აღტაცებას, აგონიას, (არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება) რა გამოცდილებაც არ უნდა გაგაჩნდეთ-სასიამოვნო თუ უსიამოვნო, უბრალოდ იცოდეთ, ეს მოდის თქვენს შიგნიდან. თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ გარე სტიმულები ან შექმნათ საკუთარი. ორივე შემთხვევაში ეს შიგნიდან გამომდინარეობს. თუ თქვენ ამას არ შეიგნებთ, თუ საკუთარი უბედურების მიზეზს და პრობლემას სხვა ადამიანში დაინახავთ, მაშინ უიმედო მდგომარეობაა. მართვის პანელი თქვენს შიგნითაა, თქვენ კი გარე კედელს ეხეთქებით. ეს არ გიშველით. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ, რასაც ადამიანების 90% არასწორად აკეთებს. როცა ისინი თავს უბედურად გრძნობენ, თვლიან , რომ ეს სხვისი ბრალია. არა! ყველა ადამიანური გამოცდილება მოდის შიგნიდან. თუ თქვენ უსიამოვნო განცდები გაქვთ, პირველ რიგში უნდა დაუკვირდეთ საკუთარ თავს. დაფიქრდეთ, რას აკეთებთ არასწორად - იკვებებით, გძინავთ, ზიხართ, სუნთქავთ, გული გიცემთ არასწორად? იქნებ რაიმე სხვა ? იქნებ თქვენი შინაგანი პროცესები მიმდინარეობს არასწორად? რაღაც არასწორად ხდება თქვენს შიგნით და არა გარეთ?!

თუ თვლით, რომ კედელზე ბრახუნით მოიყვანთ წესრიგში შინაგანს, თავშივე ცდებით. რაც მეტს ეცდებით, მით ურო დაშორდებით მიზანს. საკუთარი სისტემის დაბალანსების საშუალება არის იოგა. ბალანსი-ეს იოგას საუძველია (ალბათ ბევრი თქვენგანი მიმართავს ,,ნადვებაჯვენს“, ,,იოგანამასკარს“, ,,სურინამასკარს“ან ,,სურიკრიას“), საწყისი ბაზაა. უპირველესად აუცილებელია ბალანსის მოპოვება. თუ გაქვთ ბალანსი, თქვენ შეძლებთ მის საუძველზე კოშკის აგებას. თუ ბალანსი არ გაქვთ, რასაც ააგებთ, მეტ პრობლემას მოიწვნევთ. მაშინ, ჯობია საწყის დონეზე დარჩეთ.

კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს ძირითადი საგნებით შემოიფარგლოს, რადგანაც ბალანსის გარეშე რაიმეს აგება საშინელებაა. ყველაფერი, რაც მის გარეშე იგება, შენდება, დიდ პრობლემად იქცევა. ამიტომ, ჯობია დაჯერდეთ უფრო დაბალ დონეს, იყოთ მიწასთან ახლოს. თუ მთელი სიმაღლით წამოიმართებით, პრობლემებს ვერ აცდებით. დაჯერდით მინიმუმს.

ბევრი ადამიანი დაჯერდა მინიმალურს - ,,თუ უსიამოვნებაა ნ პრობლემა არ მექნება, ეს უკვე კარგია“, ასე ფიქრობენ. ამით ევოლუციის მონაპოვარი ტყუილად იკარგება, იფლანგება ცხოვრების განვითარების პროცესი - უმარტივესი ცხოვრებიდან დღევანდელობამდე, რაც ხდებოდა ამ პლანეტაზე რამდენიმე მილიონი წელი. დედამიწა ამას არ დაუშვებს. თქვენ ცხოვრების უკუსვლის მცდელობის გამო საფასურის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ, ფუჭი მცდელობების ნაცლად, შეეცადეთ ბალანსის მოპოვებას. პირველი ნაბიჯი ამისკენ არის მიხვდეთ: ,,რაც ჩემში ხდება, შეგრძნებები (მტკივნეული, მშვენიერი, საშინელი და ა. შ.), რაც არ უნდა გამოვიარო, გამოვცადო, ეს არსებითად ჩემს შიგნით გენერირდება, სხვა ადამიანები კი მხოლოდ გვეხმარებიან ამაში“.

დიახ, თუ თქვენ უბედური ხართ, სხვას შეუძლია დაგეხმაროთ უბედურების განცდის გამძაფრებაში. თუ თქვენ ხალისიანი ხართ, სხვას შეუძლია გაგიმძაფროთ სიხარული. ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან და ისინი ,,გეხმარებიან“ საკუთარი ცხოვრებისეული ხედვის შესაბამისად, მაგრამ არსებითად თავად ქმნით ყველაფერს.

ეს იოგის ფუნდამენტური პრინციპია, პირველი სწავლება ,,კარმა“. ეს არის რასაც თქვენ ქმნით-თქვენი ცხოვრება და ცხოვრებისეული გამოცდილება. თუ ეს აზრი გონებაში არ ჩაგებეჭდათ, თქვენ ვერ განახორციელებთ ვერანაირ ცვლილებას.

თქვენ ისევ ფიქრობთ - ,,დიახ, ვიცი, ეს ჩემი კარმაა... მაგრამ, იცით რა ჩაიდინა ჩემმა მეუღლემ?!“ - აქ უკვე არაფრის გამოსწორება აღარაა შესაძლებელი. თავიდანვე უნდა იცოდეთ, ყველაფერი თქვენი ქმნილებაა. როგორც კი ამას შეიგნებთ, ყველაფრის შეცვლას შეძლებთ.

,,მე მესმის, მაგრამ, იცით ისინი როგორ მომექცნენ?!“- თუ ისევ ასე ფიქრობთ, ვეღარაფერს შეცვლით. არ აქვს მნიშნელობა ვინ რა ჩაიდინა. იმას, რაც თქვენში ხდება და თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ქმნით მხოლოდ თქვენ. ეს არის თქვენი კარმა (კარმა არ არის რაღაც ციდან ჩამოვარდნილი, კარმა- ეს თქვენი ქმედებებია, ეს არის ის, რასაც თქვენ ქმნით). თუ თქვენ ამას გაითავისებთ, ამასთან ერთად ბალანსიც დადგება. როგორც კი ბალანსს მოიპოვებთ, თქვენ ბევრ სხვა რამესაც ჩაწვდებით და იგრძნობთ. სხვაგვარად, ყველაფერზე, რაც ზეცაშია, რაზეც მე შემიძლია ვისაუბრო, თქვენ მხოლოდ დაკვირვებას შეძლებთ. თქვენ ვერ შეძლებთ იქ გაფრენას, მხოლოდ დამკვირვებელი იქნებით, რადგან ბალანსის გარეშე არ გაგიჩნდებათ მიწიდან მოწყვეტის და აფრენის სურვილი.

ასე, რომ, ეს არის საფუძველი. ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, სხვადასხვა ფორმით. თუ თქვენ გსურთ თქვენი სხეულის და გონებრივი შესაძლებლობების, ასევე იმ არსების სრულად გამოყენება, რასაც ადამიანი ჰქვია, მაშინ აბსოლუტურად უნდა შეიმეცნოთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არავისზე თქვენს გარდა.

თუ თქვენ ამას შეძლებთ, ბალანსი დადგება. მოუთმელად ველი დაგანახოთ ყველაფერი, რაც მისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ბალანსს მიაღწია.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...