arom1

მთარგმნელი: მაია სტეფნაძე

წყარო

ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რომ არსებობს არომატების სამყარო, რომელშიც ცოცხალი არსებები ფაქიზი ფორმით, მხოლოდ არომატებით არიან წარმოდგენილნი. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არომატები ჩვენს ირგვლივ ცნობიერების ფაქიზი ფორმებია და მათგან ზოგიერთი წარმოადგენს ბოდხისატტვამებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და გარემომცველ რეალობაზე სასიამოვნოდ ზემოქმედებენ, ხოლო ზოგიერთი-დემონური არსებები არიან და ჩვენში არც ისე კარგ მოტივაციას და მისწრაფებებს აღძრავენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სამყარო იდეალურია და აქ ჩვენი განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენს სასარგებლოდ და ევოლუციისთვისაა.

მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ სურნელების ზეგავლენა ჩვენზე და გარემომცველ სივრცეზე. მართლა ზემოქმედებენ თუ არა არომატები რეალობაზე და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს და გარშემომყოფთა სასარგებლოდ?

სინამდვილეში, ადამიანის ცნობიერზე სურნელის ზეგავლენას უკვე დიდი ხანია იყენებენ და არა ყოველთვის კეთილშობილური მიზნებით. ჯერ კიდევ 1939 წელს, დაამტკიცა ფიზიოლოგმა დ.ი შატენშტეინმა ადამიანის გონებაზე სურნელის და სხვა გამაღიზიანებლების ზეგავლენა, ისევე როგორც მასა და ინდივიდის მოტივაციებს შორის ურთიერთკავშირი და ეს თეორია უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხის ქცევის მართვისთვის.

მაგალითად, იაპონიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლავანდის ზეთის სურნელი მსუბუქ ნარკოტიკულ ეფექტს იწვევს და ამაღლებს ადამიანის განწყობას. ექსპერიმენტების დროს დაგროვდა სტატისტიკა, რომ სუპერმარკეტში ასეთი არომატის გაფრქვევისას საქონელზე მოთხოვნა მთელი 20 პროცენტით იზრდება. ასე რომ, მითი იმაზე, თითქოს ჩვენს მაღაზიებში არომატებით სპეციალურად იქმნება გარკვეული ატმოსფერო - არა მითი, არამედ მკაცრი რეალობაა.

arom2

ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი ამჩნევთ ფაქტს, რომ მსხვილ სუპერმარკეტში მისვლისას, თქვენ ყიდულობთ იმას, რასაც არ გეგმავდით, ან ყიდულობთ იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე გჭირდებათ. ხანდახან უფრო გასაოცარი ამბები ხდება, როცა ადამიანი, რომელმაც სახლში ნავაჭრი ამოალაგა, აღმოაჩენს , რომ ის იყიდა , რაც საერთოდ არ სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ არომატის მეშვეობით ადამიანში შეიძლება ნებისმიერი ემოციის მიღება, თან, როგორც იტყვიან, მოწმენდილ ცაზე, მსგავსი ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების მრავალ სფეროში გამოიყენება. მაგალითად, მსხლის სუნი მადას აღვივებს. ამიტომ, ეს არომატი სავსებით შეიძლება გამოიყენებოდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც შემოსავლების მოცულობა პირდაპირ მადაზეა დამოკიდებული.

ლიმონის სურნელი აგრესიას პროვოცირებს და ამასთან ერთად, თავის ტვინის აქტიურობას ადაბლებს - იდეალური კომბინაცია იმისთვის, რომ ადამიანი წააქეზოს იმპულსურ, დაუფიქრებელ ქმედებებზე.

პრაქტიკულად, ნებისმიერი ემოციის ან ქცევის მოდელისთვის საჭირო არომატი არსებობს. როგორ მუშაობს ეს პრინციპი ფიზიკურ დონეზე? საქმე იმაშია, რომ ამა თუ იმ არომატის მოლეკულები ხვდებიან ჰიპოფიზში (შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც ადამიანის თავის ტვინში მდებარეობს). ჰიპოფიზი პასუხს აგებს ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე: ჰორმონების გამომუშავებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და სხვ. როგორც ცნობილია, ჩვენი ყველა ემოცია და მოქმედების მოტივაციები ტვინში ქიმიური რეაქციების ნაკრებია, რომელიც ჰორმონების გამომუშავებით რეგულირდება. არომატის მოლეკულები ხვდება ტვინში და ასტიმულირებს ამა თუ იმ ჰორმონის გამომუშავებას, რაც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს.

არომატების დახმარებით შეიძლება ადამიანმა დაიძინოს, ან პირიქით, მხნე, მუშა მდგომარეობაში მოვიდეს, შეიძლება აიძულო მას გამოამჟღავნოს აგრესია, ან სედატიური ეფექტი მოახდინოს. სურნელების დახმარებით შეიძლება ადამიანში გამოიწვიო გაძლიერებული მადის, სექსუალური აღგზნების, შიშის გრძნობები და ამა თუ იმ ინფორმაციის კრიტიკული აღქმის დაქვეითება. ამგვარად, არომატები - ეს ადამიანის მართვის ძლიერი უჩინარი იარაღი და ინსტრუმენტია.

arom3

არომატების ალქიმია

როგორც ცნობილია, ყველაფერი შეიძლება იყოს იარაღიც და ინსტუმენტიც - ნაჯახის საშუალებით შეგიძლია ააგო სახლი, ან ვინმეზე იძალადო. იგივეა არომატებთან დაკავშირებითაც. მათი მეშვეობით საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის დარეგულირება და კონტროლი შეიძლება.

სანდალოზის არომატი ასუფთავებს და აღადგენს ადამიანის ენერგოინფორმაციულ ველს. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ველში მდებარეობს ბევრი ჩვენი პრობლემა. მაგალითად, ნებისმიერი დაავადება ჯერ ენერგეტიკულ დონეზე ვლინდება და მერე უკვე უფრო უხეშ - ფიზიკურზე. სანდალოზის არომატი ასტიმულირებს შემოქმედებით მონაცემებს, ახდენს ზოგიერთი ნეგატიურ ემოციის და განცდების კუპირებას - შიშების, შფოთვების, დეპრესიის და სხვ. ეს სურნელი ზრდის რელაქსაციის და კონცენტრაციის ხარისხს მედიტაციური პრაქტიკების დროს.

ჟასმინის სურნელი ხსნის დაძაბულობას ტვინსა და სხეულში. მაგალითად, თუ ფსიქიკური და ენერგეტიკული მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, მაგრამ არც საშუალება და არც ნებისყოფა არ გაქვთ სულიერი პრაქტიკებისთვის, ეს არომატი ნეგატივთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ლოტოსი ხელს გიწყობთ სხვადასხვა შინაგანი პრაქტიკებისას გონებრივ სამუშაოებში, აძლიერებს კონცენტრაციას და შინაგან ჰარმონიას. ტყუილად კი არ არის ეს ყვავილი სულიერი სრულყოფის სიმბოლო.

arom4

პაჩულის სასიამოვნო, მიწიერ სურნელს შეუძლია სიმშვიდე მოუტანოს მშფოთვარე გონებას. ეს არომატი, ასევე, დააინტერესებს შემოქმედ ადამიანებს, რადგან აფაქიზებს რეალობის აღქმას, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვანილის სურნელი ადუნებს და განწყობას აუმჯობესებს, ქმნის სიმშვიდისა და ნეტარების ატმოსფეროს, ასვენებს და ამშვიდებს გონებას.

კედრის არომატი ჩვენი ცნობიერების გადატვირთვას ახდენს, ისე, როგორც უღრან ტყეში გასეირნება. ეს სურნელი აღადგენს შინაგან ჰარმონიას, ხსნის შფოთვას, მაგრამ, ამასთან ერთად, აძლიერებს კონცენტრაციას და ყურადღებას. კედრის სურნელის შეყნოსვისას რაიმე კონსტრუქციულზე ფიქრისას შეიძლება არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღოთ.

დარიჩინის არომატი ყველასთვის ცნობილია თავისი გამაჯანსაღებელი ეფექტით არა მარტო სულის, არამედ სხეულისთვისაც. ამიტომ მას ხშირად იყენებენ საეკლესიო საკმევლებში. იგი ასტიმულირებს ფსიქიკას და ადამიანს აქტიურობისკენ უბიძგებს, დეპრესიასთან, იმედგაცრუებასა და შფოთვებთან გამკლავებაში ეხმარება.

ევკალიპტი -კიდევ ერთი დამხმარე მედიტაციურ პრაქტიკებში. სურნელი ეხმარება კონცენტრაციაში და ათავისუფლებს გონებას ყოველივე ზედმეტისგან: უსარგებლო ჩაციკლული აზრებისგან, ამოჩემებული იდეებისგან, შფოთვებისა და ნეგატიური ემოციური მდგომარეობისგან. არომატი ირგვლივ სასიამოვნო გარემოს ქმნის.

arom5

ალოეს ხის სურნელი - ალქიმიკოსების სასწაულმოქმედი ელქსირი. იგი იცავს სხვადასხვა სახის თავდასხმებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან, შეუძლია გაუმკლავდეს მტრების ნეგატიურ ენერგიას და სხვადასხვა არსებებსაც კი. „წმინდა წერილში“ ალოეს ხის არომატი დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, დარიჩინთან და „ტირო“-სთან ერთად. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ალოეს ხის საკმეველი იყო გამოყენებული იესო ქრისტეს დაკრძალვის დროს. ასევე არსებობს ვერსია, რომ სამოთხის საკვებში სწორედ ალოეს ხეები იგულისხმება. შუა საუკუნეების სპარსი მეცნიერი ავიცენა, თავის „საექიმო მეცნიერების კანონში“, წერდა, რომ ალოეს ხე „განდევნის ქარებს, ზედმეტ ტენიანობას, აძლიერებს შიგანს და ყველა ორგანოსთვის სასარგებლოა“. სომეხი მეცნიერი და ექიმი, ამირდოვლათ ამასიაცი წერდა, რომ ალოეს ხის არომატი აფრთხობს მწერებს და სხეულის მკბენარებს. ეს სურნელი პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმზეც და გონებაზეც, შველის შიშებს, ნეგატიურ ემოციურ გამოვლინებებს, მოდუნებას, დეპრესიას, აპათიას, წმენდს ლიმფურ და ვენურ სისტემას, ახდენს ანტისეპტიკურ და პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ფიჭვის არომატი - ფლობს გამაგრილებელ, მატონიზირებელ და გამამხნევებელ ეფექტს. ის ამსუბუქებს სასუნთქი გზების დაავადებებს: ალერგიას, ასთმას, გაციებას და სხვ. ფიჭვის ტყეში სეირნობა ტუბერკულიოზით დაავადებულებისთვის ძალიან სასარგებლოა.

საკმევლის სურნელი - გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეკლესიებში სწორედ საკმეველი გამოიყენება. იგი ზემოქმედებას ახდენს ადამიანის უმაღლეს ენერგეტიკულ ცენტრებზე და აღვიძებს მის შესაძლებლობებს. საკმევლის სურნელი ამშვიდებს, პოზიტიურად განაწყობს, იწვევს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, გონებას დეპრესიული მდგომარეობიდან და ნეგატიური განწყობიდან ათავისუფლებს.

arom6

ლავანდის სურნელი - რბილ სედატიურ ეფექტს ფლობს, რომელიც ეხმარება უძილობასთან, დეპრესიასთან, აპათიასთან, ნეგატიურ ემოციებსა და ქრონიკულ გაღიზიანებასთან გამკლავებაში. ეს არომატი უხდება სულიერ პრაქტიკებს, რადგან ხელს უწყობს მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლასა და კონცენტრაციას, რელაქსაციის და გონების სიმშვიდის მიღწევაში.

ხეობის შროშანი -ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობას და შესაბამისად შრომისუნარიანობას. ამ ყვავილის სურნელი დაგვაძლევინებს სხეულისა და გონების გადაღლილობას.

ამრიგად, სურნელები მრავალგვარია და მათი ზემოქმედებაც მრავალმხრივი. სხვადასხვა არომატებით შესაძლებელია პრაქტიკებისთვის იდეალური ატმოსფეროს შექმნა, მათ შორის ყველა შემთხვევას თავისი არომატი შეესაბამება. ფიზიკური პრაქტიკისთვის მისაღებია არომატები, რომლებიც აქტიურობას, სიმხნევეს და ენერგიულობას ამაღლებს, ხოლო სულიერი პრაქტიკებისთვის დამამშვიდებელი სურნელები, რომლებიც მედიტაციურ მდგომარეობაში ჩაძირვასა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში გვეხმარება. არომატები სახლში სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს გვიქმნის, გვათავისუფლებს ნეგატიური ენერგიისა და ფაქიზი მატერიალური არსებებისაგან, რომლებიც ქალაქებში ძალიან ბევრია და ჩვენზე მათი ზემოქმედება თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.

სურნელების გამოყენება მძლავრი იარაღია თვითგანვითარებისათვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ გაგვათავისუფლოს გონების ნეგატიური ტენდენციებისა და ყველა ცხოვრებისეული პრობლემისაგან. ბუდა შაკიამუნიმ გასხივოსნებას მიაღწია არა არომატების მეშვეობით, არამედ ხანგრძლივი და მუდმივი პრაქტიკით, ასკეტიზმით და ალტრუისტული მოტივაციებით. და ეს შესანიშნავი მაგალითია მისაბაძად.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...