aioga

ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზე)... ნაკარნახევი მეუფე ჯუალ კჰულის მიერ.

მთარგმნელი: მამუკა გურული

"იოგას რვა მეთოდია: მცნებები, ანუ ჲამა; წესები, ანუ ნიჲამა; პოზიცია, ანუ ასანა; სასიცოცხლო ძალის სწორი კონტროლი, ანუ პრანაჲამა; აბსტრაგირება, ანუ პრატჲაჰარა; კონცენტრირება, ანუ დჰარანა; მედიტაცია, ანუ დჰჲანა; ჭვრეტა, ანუ სამადჰი".

უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს საშუალებები, ანუ პრაქტიკები, მარტივად გვეჩვენება, მაგრამ გამუდმებით უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი განეკუთვნებიან არა რაღაცას, რასაც რომელიმე სხეულში ამა თუ იმ პლანზე ვასრულებთ, არამედ ჩამოთვლილი მეთოდების ერთდროულ აქტივობას ერთდროულად სამივე სხეულში, ასე რომ ერთიანი, სამმაგი, დაბალი ადამიანი ამ მეთოდებს აპრაქტიკებს ფიზიკურ, ასტრალურ და მენტალურ გამტარებთან მიმართებაში. ეს ხშირად ავიწყდებათ. ამიტომ იოგას, ანუ გაერთიანების სხვადასხვა მეთოდთა შესწავლისას, ჩვენ ისინი უნდა განვიხილოთ ფიზიკურ, შემდეგ - ემოციურ, და შემდეგ - მენტალურ ადამიანთან მიმართებაში. იოგინს, მაგალითად, უნდა ესმოდეს სწორი სუნთქვისა და პოზიციის მნიშვნელობა გაწონასწორებული და კოორდინირებული დაბალი ადამიანისთვის, და უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ მაშინ, როცა დაბალი დამიანის სხეულები შეთანხმებულ რიტმულ ინსტრუმენტად ფორმირდება, ეგოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაასხივოსნოს იგი. მაგალითად, სუნთქვითი ვარჯიშების დროს მაძიებელი არცთუ იშვიათად კონცენტრირდება სუნთქვის ფიზიკურ აპარატზე და ავიწყდება ემოციური ცხოვრების რიტმული კონტროლის ანალოგიური პრაქტიკის გამოყენება.

სასარგებლო იქნება, თუკი ჩვენ (სანამ ჩამოთვლილ მეთოდებს რიგის მიხედვით განვიხილავთ) თავდაპირველად სქემატურად ჩამოვთვლით მათ სინონიმებთან ერთად:

მეთოდი I

მცნებები. ჲამა. თვითკონტროლი და გამძლეობა. თავშეკავება არასწორი მოქმედებებისგან. სულ არსებობს ხუთი მცნება და ისინი დაკავშირებული არიან მოსწავლის სხვა ადამიანებისადმი და გარესამყაროსადმი დამოკიდებულებასთან. ურთიერთობასთან

მეთოდი II

წესები. ნიჲამა. წესების სწორად შესრულება. წესიც ასევე ხუთია, და ხშირად „რელიგიურ აღთქმებსაც“ უწოდებენ, რამეთუ ისინი მოსწავლის შინაგან ცხოვრებას შეეხებიან, და იმ ძაფს, სუტრატმას, რომელიც მას ღმერთთან, ანუ ზეციურ მამასთან აკავშირებს.

ორივე მეთოდი - ხუთი მცნება და ხუთი წესი - წარმოადგენენ ბიბლიის ათი მცნების ინდუისტურ შესატყვისს და მოიცავენ მაძიებლის ყოველდღიურ ცხოვრებას, არეგულირებენ რა მის ურთიერთქმედებას როგორც გარესამყაროსთან, ასევე თავის შინაგან რეაქციებთან.

მეთოდი III

პოზიცია. ასანა. სხეულის სწორი მდგომარეობა. სწორი დამოკიდებულება. მესამე მეთოდი ეხება მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობას მედიტაციის დროს, მის ემოციურ განწყობას გარშემომყოფების ან ჯგუფის მიმართ, და მის მენტალურ განწყობას იდეებისადმი, აზრობრივი ნაკადებისადმი და აბსტრაქტული ცნებებისადმი. ამ მეთოდების პრაქტიკა ახდენს დაბალი ადამიანის კოორდინირებას და სრულყოფას იმ სახით, რომ მისმა სამმა გარსმა შეძლოს სრულყოფილი გამტარის წარმოქმნა სულის გამოხატვისთვის, ანუ მანიფესტაციისთვის.

მეთოდი IV

საციცოცხლო ძალის სწორი კონტროლი. პრანაჲამა. სუნთქვის შეკავება. სუნთქვის რეგულირება. ეს მეთოდი განეკუთვნება სასიცოცხლო ფლუიდის კონტროლს, რეგულაციას და შენარჩუნებას, სუნტქვას და სხეულის ძალებს, ანუ შაკტის. სინამდვილეში ამას მივყავართ სასიცოცხლო, ანუ ეთერული სხეულის ისეთ ორგანიზებამდე, რომ სასიცოცხლო ნაკადი და ძალები, რომლებიც ეგოდან, ანუ საკუთარ პლანზე მყოფი სულიერი ადამიანიდან მომდინარეობენ, სწორად გადაეცემიან ფიზიკურ ადამიანს ობიექტურ გამოვლინებაში.

მეთოდი V

აბსტრაგირება. პრატჲაჰარა. სწორი განყენება. შეკავება. გრძნობების მოშორება. აქ ჩვენ ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან ემოციურ სხეულზე გადავდივართ, სურვილების, გრძნობითი აღქმებისა და გრძნობების სამყოფელზე. აქ მითითებულია ის თანმიმდევრობა, რომელსაც იოგინები იყენებენ. ყურადღება ექცევა ფიზიკური პლანის გარეგან და შნაგან ცხოვრებას, ვითარდება სწორი დამოკიდებულება სიცოცხლესთან - მის სამმაგ გამოვლინებაში. ეთერული სხეული ორგანიზდება და კონტროლდება, ხოლო ასტრალური რე-ორიენტაციას განიცდის, რადგანაც სურვილთა ბუნება დამორჩილებული ხდება და რეალური ადამიანი თანდათანობით აბსტრაგირდება ყველა გრძნობითი კონტაქტისგან. შემდეგი ორი მეთოდი შეეხება მენტალურ სხეულს, ხოლო ბოლო - რეალურ ადამიანს, ანუ მოაზროვნეს.

მეთოდი VI

კონცენტრაცია. დჰარანა. კონცენტრირება, გონების ფიქსირება. აქ მოაზროვნე, რეალური ადამიანი, თავის ინსტრუმენტს კონტროლის ქვეშ აქცევს. მეექვსე გრძნობა კოორდინირდება, გაცნობიერებული, ფოკუსირებული და გამოყენებადი ხდება.

მეთოდი VII

მედიტაცია. დჰჲანა. მოაზროვნის უნარი - გამოიყენოს გონება სურვილის შესაბამისად და გადასცეს ტვინს მაღალი აზრები, აბსტრაქტული იდეები და იდეალისტური კონცეფციები. ეს მეთოდი შეეხება მაღალ და დაბალ გონებას.

მეთოდი VIII

ჭვრეტა. სამადჰი. იგი ეხება ეგოს, რეალურ ადამიანს და სამშინველის სფეროს. სულიერი ადამიანი ჭვრეტს, სწავლობს და მედიტირებს მიზეზთა სამყაროზე, „ღვთაებრივზე“. მაშინ იგი იყენებს რა მის მიერ კონტროლირებულ ინსტრუმენტს - გონებას (კონტროლირებულს კონცენტრაციისა და მედიტაციის წყალობით), გადასცემს ფიზიკურ ტვინს, სუტრატმას ანუ ძაფის მეშვეობით იმას, რაც იცის, ხედავს და ესმის სამშვინველს. ეს განაპირობებს სრულ გასხივოსნებას.