sadhguru333

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

არ ინერვიულო სამსახურზე, შეეშვი მას. რა გჭირდება? ჭერი გინდა გქონდეს თავზე? გექნება. საჭმელი გჭირდება ყოველ დღე? გექნება. მე უზრუნველვყოფ ამ ყველაფერს, ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, გაჩერდე ერთ ადგილას და იყო ნეტარებაში. მე გამოგკვებავ ცხოვრების ბოლომდე. შეგიძლია ეს გააკეთო? არა, შენ გინდა, რომ რაღაცა აურიო ყოველ დღე. ხალხი ამბობს, რომ მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ იარსებოს.

მე ვეუბნები მათ „მე მოგცემთ თავშესაფარს და საკვებს ყოველდღიურად. ერთადერთი რაც მინდა, რომ დავინახო თქვენს თვალებზე ნეტარების ცრემლები ყოველ დღე. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა. თქვენ არ გევალებათ რამე საქმის გაკეთება, არ უნდა მემსახუროთ, არაფერი არ უნდა აწარმოოთ. მხოლოდ იყავით აქ ნეტარებაში და ჩვენ გამოგკვებავთ და გეთაყვანებით.“ არა? ესეიგი პრობლემა არც თქვენს სამსახურში, არც ცხოვრებაში და არც იმ სამყაროშია რომელშიც ცხოვრობთ. პრობლემა ის არის, რომ არ გაგიკეთებიათ საჭირო რაღაცეები იმისათვის, რომ გაიაროთ ეს ყველაფერი ძალისხმევის გარეშე, ლამაზად. აუცილებელი სამუშაო არ შესრულებულა, ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ეს თავისთავად მოხდება. ეს არ ხდება შემთხვევით.

ძალიან ბევრი ადამიანი სამყაროში ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამოთხეა, მაგრამ იმ ხალხს ვინც აქ ცხოვრობს სულაც არ ფიქრობს ასე. ბევრი ადამიანი იღუპება ქვეყანაში შეღწევის მცდელობისას. თუ გახსნით სამხრეთის საზღვრებს ხვალ დილით ათი მილიონი ადამიანი შემოვა ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი აქაურობას სამოთხედ აღიქვამენ, მაგრამ თქვენ ხომ არ გაქვთ ასეთი გამოცდილება. თქვენ არ აღიქვამთ მას სამოთხედ იმიტომ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არის გეოგრაფიული ადგილი. სამოთხე და ჯოჯოხეთი არის ის, რასაც ქმნით საკუთარი თავისგან. ბერვი საუბრები სამოთხეზე იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც საკუთარი თავი ჯოჯოხეთად აქცია. თქვენი თავისგან სამოთხე რომ შეგექმნათ, ილაპარაკებდით სამოთხეში მოხვედრაზე? თუ აქ ზიხართ და აღფრთოვანებას გრძნობთ, გექნებათ სწრაფვა სამოთხისკენ, გეკითხებით?

ერთხელ მე-20 საუკუნის დასაწყისში მართლმადიდებელ ბერძენ ეპისკოპოსს (თქვენ იცით, რომ ბერძნებს აქვთ თავიანთი ეკლესია, ჰყავთ თავიანთი „პაპი“ რომელიც ცხოვრობს თურქეთში) ასეთი რამ შეემთხვა. მას იმდენი ჰქონდა გაგებული ინდურ მისტიციზმზე, რომ ძალიან უნდოდა ინდოეთში მოხვედრა, მაგრამ არასდროს ჰქონია ამის შესაძლებლობა, რადგან ემსახურებოდა იმ მანტიას, რომელსაც ატარებდა. 60 წლის შემდეგ, როდესაც მან ნახევრად დაასრულა მსახურება, მას გამოუჩნდა შესაძლებლობა და ის წავიდა ინდოეთში. ის ჩავიდა სამხრეთ ინდოეთში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ახლა ჩვენ ვართ და სურდა შეხვედრა მისტიკოსთან, იოგთან. ვიღაცამ უთხრა: „ ადი ამ მთაზე, გამოქვაბულთან ახლოს იოგი ზის და მას შეგიძლია შეხვდე.“ ეს ჩვენი ნაცნობი აცოცდა მთის ნახევარზე და მივიდა გამოქვაბულთან. მოხუცი კაცი კეთილი ღიმილით იჯდა უბრალოდ იჯდა დახუჭული თვალებით. ეპიკოპოსი მიღოღდა მასთან. მას არ შეეძლო ამის გაკეთება, ის არ იყო ამას მიჩვეული მაგრამ ვიღაცამ უთხრა , რომ თუ ინდოეთში მოხვდები, მოგიწევს იხოხიალო. ასე ოთხივე კიდურით იხოხა და და როდესაც იოგთან მივიდა მან სიცილით შეხედა და გაუღიმა. ეპისკოპოსმა უთხრა: „მე ასე ვარ, ეპისკოპოსი ვარ, ძალიან დიდი ხანია ეკლესიაში ვმსახურობ, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს. შეგიძლიათ მიპასუხოთ?“ იოგმა გაიღიმა და უთხრა: „კი, ნებისმიერი კითხვა დამისვი“. ეპისკოპომა კითხა: „რა არის სიცოცხლე?“ იოგმა დახუჭა თვალები, ნეტარი სახე მიიღო და უთხრა: „ სიცოცხლე არის როგორც გაზაფხულის ნიავის მოტანილი ჟასმინის სურნელება “ და ნეტარების ცრემლები გადმოსცვივდა. ეპისკოპოსმა უთხრა: „არა არა, ჩვენმა „პაპმა“ გვითხრა, რომ სიცოცხლე ეკალივითაა და ჩვენ უნდა უარვყოთ ის. იესოც კი სიმბოლურად ატარებდა ეკლების გვირგვინს. როგორ შეგიძლია ამის თქმა, ჩვენი მოძღვარი სხვას გვეუბნება“. იოგმა ღიმილით შეხედა და უთხრა: „ეს მისი ცხოვრებაა“.

რას მიაღწევ, არ არის იმაზე დამოკიდებული, სად ხარ და რა ვინ ხარ. ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. შექმენი საჭირო მექანიზმი? შექმენი საჭირო სისტემა? შექმენით საჭირო ინგრედიანტები თქვენში, იმისათვის, რომ ეს ცხოვრება თქვენთვის ჟასმინის სურნელების მაგვარი იყოს და არა ეკალი?

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...