shiva shakti1

ავტორი: სერგეი მელნიკოვი

მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება სულიერი განვითარების მამაკაცური გზა ქალური გზისგან. წარმოგიდგენთ ჩემს მოსაზრებას ამ თემაზე.

ქალური პრინციპი - ენერგიაა, მამაკაცური პრინციპი - ცნობიერება. მაგრამ ეს სხვაობა დამახასიათებელია შრეების მხოლოდ გარკვეულ დონემდე. სულში ეს განსხვავებები ჩვენეული გაგებით უფრო და უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება, მაგრამ ღვთაებებიც კი არსებობს - მდედრობითი და მამრობითი სქესის.

ქალებში ენერგიის თვისება ძალის ზრდის შესაძლებლობას იძლევა, ამასთან უპირატესად მატერიალიზაციის ძალის. აქედან მოდის აზრის მატერიალიზაციის, სურვილის რეალიზაციის, პრაქტიკულობის, მოქმედებისადმი მიდრეკილების მათი განსაკუთრებული უნარები. მატერიალიზაციის ძალა მათთვის დამახასიათებელია იმიტომ, რომ ისინი სულების ბუნებრივი მატერიალიზატორები არიან, რამეთუ შობენ. ბავშვის დაბადება, არსობრივად - გარდაცვლილის სულის მატერიალიზაციაა. იგივე ძალა შეიძლება მიმართულ იქნეს აზრის მატერიალიზაციაზეც. მათი განსაკუთრებული უპირატესობა სწორედ მოქმედებაშია, ძალთა რეალური განლაგების ინტუიტიური დანახვის უნარშია - მოცემულ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ მათ უჭირთ შორეული პერსპექტივების დანახვა, იმ აბსტრაქტული პრინციპების დაჭერა და გაცნობიერება, რომლებიც ამ პერსპექტივებს განსაზღვრავენ. ისინი ძლიერნი არიან ტაქტიკაში, მაგრამ სტრატეგიაში დახმარებას საჭიროებენ. მათ უფრო უჭირთ განზოგდება, მაგრამ უადვილდებათ დეტალების გარჩევა, უჭირთ დაგეგმვა, მაგრამ უადვილდებათ იმის დანახვა, რაც მოცემულ მომენტშია.

ქალებისთვის გაცილებით უფრო ადვილია გზაზე სიარული, ვიდრე მამაკაცებისთვის, კვლავაც, ენერგიისა და პრაქტიკულობის გამო, რომლებიც მათ ძალიან ეფექტურს ხდიან მრავალი ამოცანის გადაწყვეტისას, მათ შორის აზრის მატერიაზე ზემოქმედებით. მაგრამ ამასთან, ქალისთვის გაცილებით უფრო ძნელია, რომ იპოვოს ეს გზა და თვალთახედვიდან არ დაკარგოს იგი, რამეთუ იგივე ენერგია გამუდმებით სხვადასხვა მხარეს წაიყვანს მას, პრაქტიკულობა მრავალ დეტალზე მოაცდენს, რის შედეგადაც უკვე ვეღარ ხედავ კონკრეტულ ცალკეულ ნაბიჯებს მიღმა ერთიან გზას. ამიტომ მისთვის უფრო რთულია არჩევანის გაკეთება და მტკიცედ მისი მიყოლა ისე, რომ შესრულებული მოქმედებების უმეტესობა მიახლოებით მაინც იყოს ერთი მიმართულების.

გზაზე სიარულისას, ქალი სწავლობს თავისი ბუნებრივი ენერგიის გამოღვიძებას და კონტროლს, და ანვითარებს გაცნობიერების პრინციპს.

მამაკაცებში ჭარბობს გაცნობიერების თვისება, რომელიც საშუალებას აძლევს მას - მოვლენის ღრმა არსში შეაღწიოს, აძლევს მას ილუზიების გაქრობის ძალას, აბსტრაქტულის, როგორც რეალურის დანახვის ძალას, უნარს - იყოს ჩაურეველი დამკვირვებელი, იგრძნოს შორეული პერსპექტივები. არსობრივად, ეს დე-მატერიალიზაციის, სიცარიელეში ჩაძირვის ძალაა. ეს შესაძლებლობას აძლევს მას - გაცილებით უკეთ გაარჩიოს გზის არსი და თვალთახედვიდან არ დაკარგოს იგი. მაგრამ ესვე ართმევს მას მოქმედების ძალას. ამ თვალსაზრისით მამაკაცისთვის გაცილებით უფრო ადვილია გზის დანახვა, მაგრამ უფრო რთულია მასზე სიარული. მას უჭირს იმ ღრმა გაცნობიერებულობის გამოვლინება, რომელსაც ფლობს. ზოგჯერ სიტყვების სახით ფორმულირებაც კი უჭირს, რაც ნაკლებად ეფექტურს ხდის მას რეალიზაციაში.

მისთვის უფრო ადვილი იქნება გლობალური პერსპექტივების დანახვა პრინციპში, მაგრამ რთული იქნება ამის მკაფიო სცენარად გარდაქმნა - „და ახლა რა მოვუხერხო ამას?“. იგი ხედავს გზას, მაგრამ არ იცის სად გადადგას ფეხი მოცემულ მომენტში.

გზაზე მამაკაცი სწავლობს თავისი ბუნებრივი გაცნობიერებულობის გამოვლინებას, მისი მოცემული მომენტისთვის ადეკვატურად გამოვლინებას, აზრის რეალობასთან სინქრონიზაციას, რათა მიიღოს ენერგია განვითარებისთვის.

მაგრამ კვლავაც, გვიმეორებ, რომ რაც უფრო ახლოსაა ადამიანი სულთან, მით უფრო ნაკლებია მასში ეს გადახრები ენერგიის ან გაცნობიერებულობის მხარეს, მით უფრო მეტია ბალანსი.

ვის უფრო მეტი შანსი აქვს, მიაღწიოს განთავისუფლებას? მე ვფიქრობ, დაახლოებით ერთნაირი - ქალებსაც და მამაკაცებსაც.

არსებობს ასევე ურთიერთშევსების ვარიანტი, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ეხმარებიან გზაზე (აუცილებელი არაა ეს იყოს ოჯახი, ჩვეული გაგებით). მაშინ შესაძლოა ორივეში გაძლიერდეს პოლარიზაცია, რომელიც ქალში უფრო მეტად გააღვივებს ენერგიას, ხოლო მამაკაცში უფრო მეტად გახსნის გაცნობიერებულობას. მაშინ ორივე მათგანში ცალ-ცალკე მათი პოლარობის თავისებურება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატული ხდება, მაგრამ ერთად ისინი სხვა ტიპის ბალანსირებული სისტემა ხდებიან რაღაც დროის განმავლობაში.

მთარგმნელი: მამუკა გურული

 თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...