snake 1

მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე

წყარო

ახლა ადამიანების უმრავლესობა მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევს. ჩვენ გვავიწყდება თვალყური ვადევნოთ როგორ ვსხედვართ და ვსუნთქავთ. გვავიწყდება ვაკონტროლოთ თავი და სხეულის მდგომარეობა. ხშირად, რამოდენიმე საათიანი მჯდომარე მდომრეობის შემდეგ, მოხრილი, ძალიან ვიღლებით და არასასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ - გვტკივა ზურგი.

იმაში, რომ გავთავისუფლდეთ ამ ტკივილისგან და გავიმაგროთ ზურგის კუნთები, ჩვენ დაგვეხმარება საპრასანა. გველის პოზის შესრულებით, ჩვენ ვასწორებთ სხეულის მდგომარეობას.

როგორ იცვლება ჩვენი განწყობა, როდესაც ვასწორებთ მხრებს! წარმოიქმნება ძალა, მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა. მზად ვართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. სარპასანა ჩვენ გავავსებს ენერგიით და კარგი განწყობით. ჩვენ თავისუფლად ვსუნთქავთ. ჩასუნთქვა უფრო ღრმაა, ამოსუნთქვა - მშვიდი. რაც უფრო ნელა ვსუნთქავთ, მით უფრო მეტია ჩვენს ცხოვრებაში გაცნობიერებულობა.

გველის პოზა წარმოადგენს კარგ მოსამზადებელს ბჰუდჯანგასანის შესასწავლად. ასანა შეიძლება ჩავრთოთ სხვადასხვა ასანებთან ერთად, მაგალითად, მზის მისალმების კომპლექსში (სურია ნამასკარი).

საპრასანის შესრულების პროცესში აქტიურადაა დატვირთული ზურგის კუნთები. ასანას შეუძლია დაეხმაროს მალთაშორისი დისკების გასწორებაში, ხერხემალზე მსუბუქი ზემოქმედებით.

გველის პოზის შესრულების შემდეგ აუცილებელია შევასრულოთ საკომპესაციო ასანა: წინ გადახრა.

ასანის სახელწოდება ითარგმნება როგორც გველის პოზა სადაც „საპრა“- გველი, „ასანა“ - სხეულის უძრაო მდგომარეობა.

შესრულების ტექნიკა:

საპრასანას ვიწყებთ მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში;
ფეხები გაჭიმულია, ერთადაა მიდებული ან მხრების სიგანაზეა;
ფეხის ტერფები და ნიკაპი დევს იატაკზე;
ხელისგულები აწყვია იატაკზე მკერდის ორივე მხარეს. თითები პირდაპირაა მიმართული;
ჩასუნთქვისას ნელა ვწევთ თავს და მკერდს, ზურგის კუნთების საშვალებით;
ფეხები დაჭიმულია;
მზერა მიმართულია პირდაპირ;
ვსუნთქავთ თანაბრად საბოლოო მდგომარეობაში;
ამოსუნთქვისას ვუშვებთ სხეულს იატაკზე.

თუ ეს მარტივია შესასრულებლად შეიძლება შესრულდეს შემდეგი ვარიანტი:
მწოლიარე მდგომარეობაში ვშლით ხელებს სხეულის პარალელურად ან ზურგს უკან ვკრავთ ხელის მტევნებს;
ჩასუნთვისას ვწევთ თავს და მკერდს ზურგის კუნთების საშვალებით;
გამართულ ხელებს ასევე ვწევთ, ხელის მტევნებს ვაერთებთ, ვხსნით გულმკერდს;
მზერა პირდაპირაა მიმართული;
ვსუნთქავთ თანაბრად საბოლოო მდომარეობაში;
ამოსუნთქვისას ვუშვებთ სხეულს იატაკზე.

გველის პოზის ეფექტი:

ამაგრებს მხრების, ზურგის, ფეხების კუნთებს;
ატონიზირებს თირკმელების მუშაობას;
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემას;
ამასაჟებს მუცლის ღრუს;
არმოფხრავს ხერხემლის ტკივილს;
აუმჯობესებს ხერხემლის მოქნილობას;
ეხმარება შეკრულობის დროს, გართულებულ საჭმლის მონელებას, მომატებულ აირების წარმოქმნას;
აწესრიგებს დაღლილობას და ავსებს ენერგიით;
ასწორებს ხერხემალს.

უკუჩვენებები:

მაღალი არტერიული წნევა;
გულის დაავადებები;
ორსულობა;
ზურგის ტრამვა.