death

ავტორი: სერგეი მელნიკოვი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ჩემი ბავშვობის პირველი აღმოჩენა იყო - ყველანი დავიხოცებით. მაშინ 5 წლის ვიყავი, ზუსტად ჩემი დაბადების დღის წინა დღეს როცა 6-ის უნდა გავმხდარიყავი. მე დივანზე ვიჯექი, ბებია კი მაგიდიდან მტვერს წმენდდა. უცებ უცნაურმა ტალღამ გადამიარა და მივხვდი, რომ ბებია მოკვდებოდა, დედაც, ყველანი. სიკვდილი მთელი არსებით შევიგრძენი, ჩემს ყველა უჯრედში და მთელ გარე სამყაროში. სამყარო გაცურდა და მხოლოდ სიცარიელე დარჩა - არაფერი. მე ავტირდი, ბებია შეწუხდა.

-რა გატირებს? - მკითხა შეშინებულმა.

-ის რომ ყველა მოვკვდებით. - ამოვისლუკუნე მე და ტირილი განვაგრძე.

-ნუ, ნუ ტირი... იქამდე ცოტას ვიცოცხლებთ... - ცდილობდა დავემშვიდებინე.

მერე ყველაფერი ისევე სწრაფად გაქრა როგორც გაჩნდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თუმცა ჩემს ქვეცნობიერში დარჩენილი ანაბეჭდი აღარ მაძლევდა საშუალებას ამ სამყაროში რაიმეთი მთელი არსებით გატაცების (როგორც არ უნდა მეცადა), რადგან უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი წარმავალი იყო და არსებობდა კიდევ რაღაც სხვა, რაღაც უფრო დიდი, რასთან შედარებითაც ყველაფერი აზრს კარგავდა. ვიღაცეები ბავშვობაში სულებს და ანგელოზებს ხედავენ, მე კი სიკვდილის თანდასწრება ვიგრძენი, განსაკუთრებული ძალის, ამან კი მთელ ჩემს ცხოვრებას კვალი დაატყო.

მოგვიანებით შეგნებულად დავიწყე ამ ინსაითში გარკვევა, სხვა მდგომარეობებში გადავედი რომლებმაც მაჩვენეს, რა იყო სიკვდილის სიცარიელის მიღმა. იქ კი მხოლოდ ღმერთია, და უფრო მჭიდრო ერთობა მასთან. მაგრამ ამ ერთობასთან მიმავალი გზა მხოლოდ სიკვდილის კარიბჭეზე გავლითაა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც. აუცილებელია მთელი თქვენი „მე“ დატოვოთ ამ კართან და ისე გააგრძელოთ გზა, ყველაფერი რასაც საკუთარ თავს უწოდებ, მხოლოდ ამის მერე აღმოაჩენ რეალურ „მეს“.

მაგრამ მაშინაც კი, როცა ამ ცოდნას ვფლობდი, როცა სულის უშუალო გაცნობიერების გამოცდილება გამაჩნდა, მაინც ტკივილსა და სევდა ვგრძნობდი, როცა ვხედავდი როგორ კვდებოდა მამაჩემი. ახლობლების სიკვდილი ყოველთვის ჩვენი პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვან სიმებს ეხება. თუმცა ამავე დროს, უფრო ღრმად ყოველთვის ვიცით - სიკვდილი ყოველთვის სულის გადაწყვეტილების შედეგია. სიკვდილი არასოდესაა შემთხვევითი, მაშინაც კი, როცა ადამიანი ახალგაზრდობაში უბედური შემთხევისას იღუპება. ხალხს კი ძალიან ხშირად ჰგონია, რომ სულ ოდნავ რაიმე რომ შეცვლილიყო, სასწრფო ცოტა ადრე რომ მოსულიყო, საჭირო სიტყვები რომ დროზე თქმულიყო, ანდა რაიმე მოქმედება დროულად მომხდარიყო, მაშინ ხომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა... ეს ყველაფერი გარემოებათა შემთხევითი დამთხვევაა, ვიღაცის შეცდომა, ბოროტი ძალები ... მაგრამ სიღრმისეულად ნათელია, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან არჩევანი უკვე დიდი ხნით იმაზე ადრეა გაკეთებული ვიდრე სიკვდილი ფიზიკურ დონეზე გამოჩნდება. ეს არჩევანი კი მთელი ცხოვრება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ ამ ცხოვრებამდეც, როცა რაღაცა უფრო დიდის, გლობალურის ნაწილები ვიყავით, ისეთის ადამიანის გონებას რომ არ შეუძლია ჩასწვდეს. მერე კი ეს არჩევანი მყავდება ჩვენი არსებიდან მომდინარე ძალით, რომელიც მის კავშირს ჩვენს ფიზიკურ სხულთან ავითარება. მე ამ ძალას ბავშვობაშივე შევეხე, მერე კი უკეთესად შევიგრძენი მისი გზები, სიკვდილის, როგორც ილუზიებსაგან განმანთავისუფლებელი ძალის არსებობის აზრი.

ვგრძნობ რომ სიკვდილის თარიღი ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული, ვერც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვერც ვერანაირი პრაქტიკები ვერ ეხებიან მას. მათ მხოლოდ სიცოცხლის ხარისხის შეცვლა შეუძლიათ და არა ხანგრძლივობის. მიუხედავად ამისა ამ თარიღის გადაწევა მაინც შეიძლება. მაგრამ ეს უფრო წესიდან გამონაკლისია, ვიდრე თავად წესი და როდესაც ადამიანს ჰგონია , რომ სიკვდილის თარიღი გადასწია 99.9% შემთხვევებში ის არც აპირებდა მის წაყვანას, სწორედ ამ დროს უბრალოდ უფრო მიუახლოვდა, რომ რაღაც ესწავლებინა, როგორც მე ბავშვობაში, მერე კი უკან დაიწია განსაზღვრულ დრომდე, რომელიც სულს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისი გადაწევა შეუძლია მხოლოდ სულს, ღმერთს ჩვენს შიგნით. მას შეუძლია ამ თარიღის მოახლოებაც და გადაწევაც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც სულიერ დონეზე შეიძლება -ეს არა სიკვდილის თარიღის მოახლოება ან დაშორებაა, არამედ თავად ამ მომენტში მიმდინარე მოვლენის მნიშვნელობის შეცვლაა. სულს შეუძლია აქციოს სიკვდილი განთავისუფლებად, აი ყველაზე ფასეული, რისი გაკეთებაც სულს შეუძლია სიკვდილთან მიმართებაში. ამ რაკურსით სიკვდილი შესაძლებლობაა. მაგრამ არა იმ გაგებით როგორც ემისთ ტერორისტებს, თვითმკვლელებს და მკვლელებს, როცა იმედოვნებენ, რომ მკვლელობით სამყაროს ან საკუთარ თავს მაინც ანთვისუფლებენ - ამით მხოლოდ ისედაც მძიმე კარმას უფრო იმძიმებენ.

სიკვდილზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ახლა ზოგიერთი პრაქტიკული რეკომენდაციით შემოვიფარგლები, რომელიც ბევრისთვის იქნება სასარგებლო და რომლებსაც მე თავად ვიყენებ. მნიშვნელოანია გვახსოვდეს, რომ ყოველი მოქმედება, სიტყვა და შეგრძნება შეიძლება უკანასკნელი იყოს. ნებისმიერი, ერთი შეხედვით უბრალო, ყოფითი არჩევანი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. სიკვდილის თარიღი დაფარუალია, მისი შეცვლა თითქმის შეუძლებელი, მაგრამ შეიძლება შევცვალოთ მდგომარეობა რომლითაც ამ დროს შევხვდებით. ეს ხომ შეიძლება ყოველ შემდეგ წამს დადგეს ჩვენთვისაც და ჩვენი ახლობლებისთვისაც. ასე რომ თუ სული გთხოვთ, რაიმე ძალიან მნიშვნელოვანის გაკეთებას, დაუყოვნებლივ გააკეთეთ. იჩქარეთ და დატკბით ახლობლებთან და ძვირფას ადამიანებთან ურთერთობით, რადგან მეორე ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარც მოგეცეთ. ნუ გადადებ ამას შემდეგი, უკეთესი დროისთვის რადგან ეს მომენტი შეიძლება აღარც დადგეს, გააკეთე ეს აქ და ახლა. ნუ გადადებ სულის სურვილებს, თორემ ისიც გადადებს შენებს.

აუცილებელია ცხოვრების ყველა წვრილმანში გაცნობირებული თანდასწრება, განურჩევლად ყოფითისა და საკრალურისა, ამავე დროს კი მისდიეთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - ღვთის ნებას. ამ შემთხევაში სიკვდილი გარდაცვალებად გადაიქცევა , მაგრამ ეს უკვე თქვენი ნება კი არაა, ღვთაებრივი გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ის, რაც გარდაუვალია, შენს განვითარებაზე დაყრდნობით. ეს ცვლილება კი შეიძლება არამხოლოდ შენ, არამედ მთელ ცივილიზაციას შეეხოს. როგორც ერთი პატარა ალმასის გამო უამრავი წიაღისეული მუშავდება, ისე შეიძლება ერთი განვითარებული ადამიანი გამო შეიცვალოს ჩვენი პლანეტის ისტორია.

მას შემდეგ, რაც რეალობის პლანები არსებობს, უკვე მომიხდა იმათთან შეხვედრა ვინც ჩემთან სწავლობდა, ეს იყო ოლგა ტრაშკოვა - რომლის ავადმყოფობა ვერ მოარჩინეს ვერც ჯადოქრებმა და ვერც ექიმებმა, მაქსიმ კუდრიავცევი - დაღუპული უბედური შემთხვევის შედეგად, სულ ახლახანს დაღუპული ელენა კარიმოვა და სხვები. პერიოდულად ვისხენებ მათ ფორმებს ამ სამყაროში სადაც ისინი ჩემთან ერთად მოქმედებდნენ და ვუსურვებ წარმატებულ ტრანსფორმაციას თავიანთ გზაზე, რომლის მთელი სიღრმე არც ერთმა ხორციელმა არ იცის.

ასე რომ გახსოვდეთ სიკვდილი და ნუ გადააქცევთ ამ ხსოვნას განწირულობად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ "არ არსებობს დიდი და პატარა გადაწყვეტილებები. ყველა გადაწყვეტილებას სიკვდილის წინაშე ვიღებთ.“ (კასტანედა)