მთარგმნელი: ნინო მამულაძე

წყარო

რა არის მუდრა? - მუდრა ნიშნავს საკუთარი თავის გამოხატვას ხელის, ფეხის თვალის, ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის მეშვეობით. ბუდიზმსა და ინდუიზმში ისინი გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან რიტუალებში, მედიტაციისა და თერაპიული მკურნალობის დროს.

ანტიკური ფილოსოფიის მიხედვით სამყარო და ადამიანის სხეული 5 ძირითადი ელემენტისგან შედგება. თითოეული თითი კი განასახიერებს ამ ელემენტიდან ერთ -ერთს.

ცერი = ცეცხლს
საჩვენებელი თითი = ჰაერს
შუა თითი = ეთერს
არათითი = მიწას
ნეკი = წყალს

მუდრა წარმოადგენს, ერთგვარად ხელის მოძრაობას, რომელიც ამსუბუქებს ენერგიის დინებას სხეულში. მუდრები დაგეხმარებათ ყურადღების კონცეტრაციაში და მიმართავს მას თქვენი შინაგანი სამყაროსაკენ. თითოეული ჟესტი თუ მოძრაობა ასტიმულირებს ტვინის კონკრეტულ არეებს, რომლებიც თავის მხრივ ენერგიის ნაკადს საჭირო მიმართულებით გააგზავნიან.

მუდრების მნიშვნელობა იოგაში: 

იოგაში მუდრებს სამკურნალო დანიშნულება გააჩნია და უშუალოდ მათგან გამოწვეული სარგებელი შესაძლოა მიმართული იყოს სხეულის ცალკეულ ნაწილზე ან მთლიანად სხეულზეც კი, უმეტესწილად ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ხელით ვასრულებთ მას. იოგები მათ იყენებენ სუნთქვის ვარჯიშებთან ერთად იმისათვის, რომ გააძლიერონ პრანას ანუ სასიცოცხლო ძალისა თუ ენერგიის დინება ორგანიზმში.

ANJALI - ეს მუდრა, ალბათ შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე ფემინური ენერგიის მატარებლად. ის გამოხატავს პატივისცემასა და მადლიერებას, ასევე განასახიერებს სიყვარულს საკუთარი თავისა და სამყაროსადმი. იოგები მას იყენებენ ვარჯიშების პრაქტიკის დაწყებამდე ან ბოლოს სანამ წარმოთქვავენ NAMASTE_ს. აგრეთვე, ეს მუდამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მედიტაციის ან PRANAYAMA_ს ანუ სუნთქვითი ვარჯიშების დროს. მის შესასრულებლად საჭიროა ხელის გულები შევართოდ და მივმართოთ ისინი ჩვენი გულის ცენტრის პირისპირ. 

anjali mudra

GYAN - (ელემენტი:ჰაერი+ეთერი) - ეს მუდრა, ასევე, ცნობილია, როგორც CHIN, აღსანიშნავია, რომ იგი დღესდღეისობით ყველაზე მეტად ცნობილი ამ სახელწოდებითაა. ის გამოიყენება იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ კონცენტრაციის , კრეატიულობისა და მახსოვრობის უნარები. ის დაგეხმარებათ განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოდნის ძიების პროცესში იმყოფებით. სანსკრიტულიდან ეს მუდრა ითარგმნება, როგორც ,,ცნობიერება’’, ,,სიბრძნე, კეთილგონიერება’’ ან ,,ცოდნა’’. მიიჩნევა, რომ ის აკავშირებს ადამიანს მის უმაღლეს ,,მეს“-თან, გადაჰყავს ინდივიდი ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე, მარტივად, ვთქვათ მას სძენს უფრო მეტ გაცნობიერებულობას. იმისათვის, რომ შეასრულოთ ის საჭიროა საჩვენებელი და ცერა თითის შეერთება, ხოლო დანარჩენების სწორ და ,,მსუბუქ’’ მდგომარეობაში გაჩერება. სასურველია მუდრა შეასრულოთ მედიტაციის დროს, რათა გაიძლიეროთ შინაგანი გაცნობიერებულობა, რომელიც თავისთავად დაგეხმარებათ მატერიალური საკითხების გადაჭრაშიც.

Gyan mudra

SHUNI (ან SHOONYA) (ელემენტი:ეთერს+ცეცხლი) - განასახიერებს მოთმინებასა და საკუთარი თავის კონტროლს. ის გამოიყენება, მაშინ თუ თქვენ გსურთ აიმაღლოთ ცნობიერება, შეინარჩუნოთ სიფხიზლის მდგომარეობა და გაიუმჯობესოთ მგრძნობელობა. მუდრა წმენდს, ფილტრავს თქვენში არსებულ უარყოფით ემოციებსა და ფიქრებს. მისი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება თქვენში წარმოშობილი სხვადასხვა სახის გრძნობების სისტემატიზაცია და დაბალანსება გახლავთ. აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისაა, რომ მას შეუძლია პიროვნების ენერგია აწმყო დროში რეალიზებას მოახმაროს , ნაცვლად იმისა, რომ ის დახარჯოს წარსულზე ან მომავალზე ფიქრში. მის შესასრულებას საჭიროა შუა თითისა და ცერა თითის შეერთება, ხოლო დანარჩენების სწორ მდგომარეობაში გაჩერება.

shuni mudra

SURYA (ელემენტი: ცეცხლი) - ეს მუდრა თქვენს ორგანიზმში მზის/ცეცხლის ენერგიას გააძლიერებს, ის დაკავშირებულია ზოგადად ჯანმრთელობასთან და შეუძლია თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების გამოწვევა. მისი სისტემატიური შესრულება გაგიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს ანუ ნივთიერებათა ცვლას, ამასთანავე დადებითად იმოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც. მუდრის შერსულებით შემდეგ სხეულში ,,დაგრჩებათ’’ სიმსუბუქის განცდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს მუდრა სხეულს იცავს გადაციებისაგან და ზრდის ტორსის არეში ტემპერატურას, ამასთანავე დადებითად მოქმედებს თვალებზე და აუმჯობესებს მხედველობას. მისი შესრულება რეკომენდირებულია დღეში 30-45 წთ ან დღეში 3-ჯერ 10-15 წთ.

Surya mudra

 

VARUN (ელემენტი:წყალი) - მუდრა დაგეხმარებათ, რომ მოვლენები უფრო მკაფიოდ და ნათლად აღიქვათ. კომუნიკაციისას პროცესში თქვენში გაზრდის ინტუიციის დონეს და საუბარს მეტ სიცხადეს მიანიჭებს. მუდრა დაგეხმარებათ, რომ მარტივად ამოიკითხოთ თქვენი ქვეცნობიერის მიერ მოწოდებული ფარული მესიჯები და გაგიძლიერებთ ინტუიციას, რომლის მეშვეობითაც გაგეზრდებათ დაფარული ცოდნის მიღების შესაძლებლობები.

varun mudra 

DHYANA (ელემენტი: ცეცხლი) - ამ მუდრის შესრულება მედიტაციის დროს თქვენში აღძრავს სიმშვიდის ენერგიას. აღმოსავლეთში სწავლულები მას მიმართავენ, როცა სურთ ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლა. აღსანიშნავია, რომ ბუდას გამოსახულებაც ხშირად ამ მუდრასთან ერთად ვხვდებით, რაც შეეხება მის ძირითად დანიშნულებას ესაა თქვენში აბსოლუტური კონცენტრაციის მიღწევა, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს, უშფოთველობასა და ჰარმონიას. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ აქ მარჯვენა ხელი განასახიერებს გაცნობიერებულობას, ხოლო მარცხენა წარმოადგენს ილუზიურ მდგომარეობას.

Shyana mudra

PRANA (მიწა და ცეცხლი) - ის, უხეშად რომ ვთქვათ ააქტიურებს ჩვენს სხეულში არსებულ უმოქმედო ენერგეტიკულ ცენტრებს და განასახიერებს სასიცოცხლო ენერგიას, რომელსაც სანსკრიტულად პრანა ეწოდება, ცნობილია რომ ეს უკანასკნელი განასახიერებს სხეულში სასიცოცხლო ძალის დინამიურობას, ამასთანავე ის გვეხმარება სიფხიზლისა და შინაგანი სიძლიერის შენარჩუნებაში. აღსანიშნავია, რომ მუდრას დადებითი გავლენა აქვს მულადჰარაზე (ფუძისეულ ჩაკრაზე).

prana mudra1

APAN - ეს მუდრა დაგეხმარებათ სხეულიდან, ერთგვარად ,,ენერგეტიკული ნაგვის’’ მოცილებაში. ასუფთავებს თქვენს მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობას. გამოყოფს სხეულიდან ტოქსინებს.

apan mudra

GANESHA (ელემენტი: ცეცხლი) - მუდრა თქვენი ცხოვრებიდან მოაშორებს ყველა სახის ბლოკებს და სირთულეებს. მისი შესრულებისას თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ თავისუფლდებით სტრესისა და დაძაბულობისგან. მისი პრაქტიკა, დაგეხმარებათ, რათა რთულ მომენტებში შეინარჩუნოთ გაცნობიერებულობა. ის ააქტიურებს გულის ჩაკრას და შეგიმსუბუქებთ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

ამ მუდრის შესასრულებლად საჭიროა ჩაისუნთქოთ ღრმად ხელები დაიჭიროთ იმ მდგომარეობაში, როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები და ამოისუნთქოთ ნელა, ისე რომ არ გახსნათ თითები, გაიმეორეთ ზემოთ თქმული 6-ჯერ ერთ მხარეს, ხოლო შემდგომ იგივე გააკეთეთ მარცხენა ხელით. აუცილებელია, რომ ეს მუდრა გააკეთოთ გულის ცენტრის პირისპირ , აგრეთვე კარგი იქნება თუ გაიმეორებთ შემდეგ მანტრას, თითოეული ამოსუნთქვისას OM GAM GANAPATAYI NAMAHA , რომელიც განასახიერებს ღვთაება განეშის მოხმობას, რომელიც ინდუიზმში ერთ-ერთ პოპულარულ ღვთაებადაა მიჩნეული და უკავშირდება სიბრძნეს და წარმატებას.

ganesh

BRAHMA - ითარგმნება, როგორც ღვთაებრივი ან წმინდა , ინდუიზმში ბრაჰმა განასახიერებს ღმერთს. ის სიმბოლოა ე.წ ,,შორსმჭვრეტელი ცნობიერებისა’’ და ეხმარება ჩვენს გონებას, რათა მივაღწიოთ უმაღლეს მედიტაციურ მდგომარეობას, აგრეთვე ეს მუდრა ჩვენი სხეულიდან ათავისუფლებს ნეგატიურ ენერგიებს.

brahma mudra

ADI - მუდრა სანსკრიტულიდან შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც პირველი. ეს მუდრა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ზრდის ფილტვების მოცულობას, რაც თავის მხვრივ აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინისთვის და ამცირებს ძილის პროცესში ხმაურიან სუნთქვას.

adi mudra

RUDRA - მუდრა ასტიმულირებს მზის წნულის ჩაკრას, მას სხვაგვარად ,,LORD SHIVA’’-საც უწოდებენ. შივა მეტაფორულად, რომ ვთქვათ თავისი დამანგრეველი ძალებით ასუფთავებს თქვენ ცხოვრებისეულ გზას, ხოლო ამის შემდგომ თქვენ შეგეძლებათ თქვენი უმაღლესი პოტენციალის გამოვლინება. მუდრა გაგიძლიერებთ იმის, უნარს რომ სწორად გარდაქმნათ თქვენი ენერგია და პოტენციალი, რომ სწორი გამოყენება მოუძებნოთ მას მატერიალურ სამყაროში , ამას კი ის თქვენ პერსონალურ ცენტრზე სტიმულაციით განახორციელებს , რომელშიც უშუალოდ მზის წნულის ჩაკრაა ნაგულისხმევი. ის თქვენს ფიზიკურ სხეულს ,,დატენის’’ ენერგიით, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში მატერიალურ თუ სულიერ პლანზე.

rudra mudra

CHIMAYA -ნიშნავს , წმინდა ნამდვილ სიბრძნეს. განასახიერებს უმაღლეს ცნობიერებას. ფიზიკურ დონეზე ხელს უწყობს გულმკერდის არეში პრანას (სასიცოცხლო ენერგიის) დინებას, რაც თავის მხრივ დადებით ზეგავლენას მოახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.

chinmaya mudra

VAYU - ასტიმლურებს ჰაერის ენერგიას სხეულში. კურნავს დაავადებებს, რომელიც სუნთქვის დისბალანსს უკავშირდება.

Vayu mudra

APAYAN VAUY - ამ მუდრას სხვაგვარად MRITSANJEEVANI-საც უწოდებენ. მისი შესრულება რეკომენდირებულია გულის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დროს. ეს მუდრა რეკომენდებულია ასევე მათთვის, ვისაც კაპჰა კონსტიტუცია აქვს. 

apan vayu mudra

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...