unnamed

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: სალომე თორაძე

გაახმოვანა გიორგი გორგაძემ

ცეცხლი

როგორი ცეცხლია თქვენში ? არის ეს სიხარბის, ზიზღის, რისხვის, წყენის, ჟინის, სიყვარულის თუ თანაგრძნობის ცეცხლი? თუ თქვენ არ იზრუნებთ მასზე, ერთხელაც თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა გაქრება და თქვენ გახდებით თავშეუკავებელი და აგრესიული არსება.

მარტივი გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენში არსებული ცეცხლის გაწმინდოთ , ყოველდღიურად მზის სინათლის მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დავაბინძურეთ ყველა სხვა სტიქია, მზის სინათლე კვლავაც სუფთაა. საბედნიეროდ, თქვენ არ შეგიძლიათ მზის სინათლის დაბინძურება. ამიტომ უმჯობესია სწორედ მისი გამოყენება.

თუ თქვენ ცეცხლის გამოყენება გსურთ, დაანთეთ ცეცხლი ორგანული ნივთიერებისგან. ჩალისგან ან შეშისგან, ყოველგვარი ზეთოვანის გამოყენების გარეშე და დადექით მისკენ სახით, 3 წუთი განმავლობაში გაშლილი ხელისგულებით და გახელილი თვალებით. შემდეგ კი , ზურგით შებრუნდით და 3 წუთით, ხერხემალი მიუშვირეთ. ეს გაწმენდს თქვენს აურას და გამოიწვევს აღდგენის ახალ შეგრძნებას სისტემაში. რათა ხელახლა გავაღვივოთ და დავაკავშიროთ თქვენს შიგნით არსებული ცეცხლი გარესთან. ეს არის აღმოსავლეთში არსებული ცეცხლის ყველა რიტუალის საფუძველი.

თუ ცეცხლი არაპრაქტიკულია თქვენთვის, გამოიყენეთ მცენარეული ზეთის ან ერბოს ლამპა. ჯერ სახით დადექით, შემდეგ კი ზურგით შებრუნდით და დაჯექით, რომ თქვენში არსებულმა ცეცხლმა გაღვივება შეძლოს.

მიწა

მიწას რომელზეც თქვენ დადიხართ ინტელექტი და მეხსიერება გააჩნია. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ კავშირი მიწასთან. გამონახეთ გზები, რომ როგორმე შეძლოთ და გქონდეთ შეხება ნიადაგთან, მიწასთან რომელზეც ცხოვრობთ. თუკი თქვენი შიშველი ხელები და ფეხები, უფრო ზუსტად კი, ხელისგულები და ფეხისგულები მიწას ყოველდღიურად რამდენიმე წუთით შეეხება, ეს თქვენს სისტემაში ფსიქოლოგიური პროცესების ჰარმონიზებას მოახდენს . შეეცადეთ გაატაროთ სულ მცირე რამდენიმე წუთი ბაღში ფეხშიშველმა, შეეხეთ მცენარეებს ან ხეებს, რადგან მიწა ეს არის სიცოცხლის საფუძველი. სიცოცხლე, თქვენი და სხვა არსებებისაც მიწიდან იშვა. დარჩით მასთან კავშირში და ჰარმონიაში მოყვანეთ თქვენი სისტემა.

წყალი

დღეს ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ წყალს მეხსიერება გააჩნია. ის რაც წყლის მასის გარშემო ხდება, გარკვეული სახით წყლის მოლეკულებში ინახება. მას თხევად კომპიუტერს უწოდებენ. 5 სტიქიას შორის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხეულის უდიდესი წილი სწორედ წყლისგან შედგება.

ჩვენ საკმარისად უნდა ვიზრუნოთ წყალზე რომელსაც მოვიხმართ, არა მხოლოდ მისი ფიზიკური სისუფთავის თვალსაზრისით, (ბაქტერიებისგან სუფთა და ა.შ.), არამედ თუ როგორ ვინახავთ წყალს, როგორ ჭურჭელში, როგორ ვეხებით, როგორ ვეპყრობით მას. დღეს უკვე მრავალი მეცნიერული მტკიცებულება არსებობს, რომ აზრებს, ემოციებს და შეხებას შეუძლია შეცვალოს წყლის მოლეკულური სტრუქტურა და მნიშვნელოვნად შეცვალოს მათი ქცევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მას მივიღებთ. ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ წყალი ეს არის სიცოცხლის შემქმნელი სტრუქტურა და არა პროდუქტი.

რა არის წყალი? ეს არის სიცოცხლე, უბრალოდ ის ამ წუთას თქვენში არაა. ამიტომ სანამ თქვენი სისტემა მას მიიღებს, მნიშვნელოვანია თუ როგორ მოეპყრობით მას. წყლის შენახვა მეტალის ჭურჭელში შეგიძლიათ, უმჯობესია თუ ის სპილენძისგან ან სპილენძის შენადნობისგან იქნება დამზადებული. გარეცხეთ ჭურჭელი ყოველ დღე ორგანული ნივთიერებით და დატოვეთ წყლით სავსე ჭურჭლის გარშემო საკმარისი სივრცე. მოშორებით სხვა ნივთიერებებისა და არომატებისგან. ხოლო როდესაც თქვენ მას შეეხებით და ჭურჭელს ხელში დაიჭერთ, გამოხატეთ მადლიერება და პატივისცემა და ისე მოიხმარეთ. თქვენ ნახავთ, რომ ის საოცრებებს მოახდენს თქვენს სისტემაში. ჯანმრთელობა და ბალანსი ბუნებრივი მდგომარეობა გახდება.

ჰაერი

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი თქვენი სხეულის შემადგენლობის მხოლოდ 6% -ის წარმოადგენს, ეს ყველაზე დინამიური ელემენტია იმ პროცესების თვალსაზრისით, რომელიც ყოველ წუთას ხდება. მნიშვნელოვანია თუ როგორ ჰაერს სუნთქავთ, მაგრამ ასეთივე მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ და რამდენად გააზრებულად სუნთქავთ. განსაკუთრებით კი, მათთვის ვინც მსხვილ ქალაქებში ცხოვრობს. ამიტომ ყოველდღიურად სულ რამდენიმე წუთით მაინც, უნდა გაისეირნოთ პარკში, ტბის ან მდინარის პირას, იქ სადაც მოგიხერხდებათ. თუ შვილები გყავთ, მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე თვეში ერთხელ წაიყვანოთ ისინი ქალაქიდან საკმაოდ შორს, სადაც ბუნება საკმაოდ სუფთა მდგომარეობაშია და ისინი შეძლებენ დალაშქრონ პატარა გორაკები, ისეირნონ ტყეში ან იცურავონ მდინარეში, ჰქონდეთ ბუნებასთან შეხება და აკეთონ ისეთი რამ, რა დროსაც სუნთქვა დინამიურ მდგომარეობაში იქნება.

ეს არ არის მხოლოდ აერობული ვარშიჯი, რადგან ჰაერის მუდმივი მიმოცვლა ხდება შიგნით და გარეთ. თავად სხეულში არსებული ინტელექტი როდესაც იგრძნობს, რომ ჰაერი სუფთა და ცოცხალია, სხეული განსხვავებულად იწყებს სუნთქვას. ამას თავად შენიშნავთ და მოხდება მიმოცვლა, სისტემის გასუფთავება, რადგან სუნთქვა შეადგენს ჰაერის მიმოცვლის მხოლოდ 1-2% -ს, დანარჩენი სხვა მრავალი საშუალებით ხდება. ამიტომ თუ სუფთა ჰაერზე ხართ, მნიშვნელოვანია, რომ ისუნთქოთ დინამიურ მდგომარეობაში, რაიმე აქტივობასთან ერთად. აუცილებელი არ არის განსაკუთრებულად ენერგიული ქმედება, საკმარისია ჩვეულებრივზე უფრო ღრმად სუნთქვა. განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მნიშვნელოვნად აძლიერებს მათი სხეულის სისუფთავესა და ძალას.

თუკი, ამის საშუალება ყოველდღიურად არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ნადი შუდჰის იოგას სახლში, სუნქთვის გასაწმენდად.

აკაშა

მეხუთე და სტიქიებიდან ყველაზე ყოვლისმომცველი განზომილებაა აკაშა, ანუ ეთერული სივრცე. აკაშა ფლობს გარკვეულ ინტელექტს. თუ როგორ იქცევა აკაშას ინტელექტი თქვენში, ეს განსაზღრავს თქვენი სიცოცხლის არსს, ხარისხსა და ენერგიას. არსებითად, ეს განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ჭარბად გაქვთ წვდომა აკაშას ინტელექტთან. რაც მეტია წვდომა, მით უფრო იზრდება თქვენი აღქმა და ინტელექტი.

წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ისინი მაინც შეზღუდული რაოდენობითაა, აკაშას ასპექტი კი - განუსაზღვრელია. და თუკი თქვენში ის ჭარბადაა, თქვენი აღქმა და ინტელექტი შეიძლება უსაზღვროდ გაიზარდოს.

აკაშასთან წვდომის გასაფართოებლად მარტივი პროცესი - მზის ამოსვლისას, სანამ ის 30 გრადუსს გადაკვეთს, შეხედეთ ცას და თავი დაუხარეთ აკაშას თქვენი და ამ პლანეტის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მას შემდეგ რაც, 30 გრადუსს გადაკვეთს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ შეგიძლიათ კვლავ შეხედოთ ცას და კვლავ დაუხაროთ თავი. მზის ჩასვლიდან 40 წუთის განმავლობაში, ისევ ახედეთ ცას და თავი დაუხარეთ. ამით თქვენ ღმერთებს კი არ ეთაყვანებით, არამედ თქვენს გარშემო არსებულ ეთერულ სივრცეს სცემთ პატივს. თუ აკაშა აქტიურ ურთიერთქმედებაში იქნება თქვენს სასიცოცხლო ენერგიებთან, თქვენი ცხოვრება ჯადოსნური გზით წარიმართება. მისი ინტელექტი კი, რომელიც თქვენ არასდროს წარმოგედგინათ, თქვენი გახდება.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...