avaza

ავტორი: მამუკა გურული

სულზე ასხ-მული სხ-ეული ერთი მხრივ გამოვლინების, გავრცელების საშუალებაა სულისთვის (იან-ური ნაკადებით), ხოლო მეორე მხრივ შეგრძნების, მიღების საშუალება (ინ-ური ნაკადებით).

იდეალურ შემთხვევაში სხეულის ყოველი მოძრაობა, მიხვრა-მოხვრა, "კაიფის" საშუალება უნდა იყოს. დააკვირდით რა სიამოვნებით იზმორებიან ცხოველები, და ზოგჯერ თქვენც, როცა სხეული დასვენებული და ენერგიით სავსეა. დააკვირდით თოთო ბავშვებს... როგორ იკვლევენ თავიანთ სხეულს, როგორ ეთამაშებიან, როგორი ფაქიზი და განსულიერებულია მათი სხეულის ყოველი ნაწილი, ყოველი უჯრედი...

იდეალურ შემთხვევაში სხეული ბოლომდე ემორჩილება სულს, მოქნილია, ენერგიით სავსეა, მგრძნობიარეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინ-ური ნაკადები უფრო აქცენტირებულია (განსაკუთრებით ქალებში), მაგრამ მიუხედავად სქესისა, სულისთვის კაიფის და სიამოვნების პირველ და ყველაზე ახლო წყარო თავისივე სხეულია...

ახლა დავაკვირდეთ, თუ რა ხდება ჩვენთვის ჩვეულ შემთხვევებში: სხეულს თითქმის ვერ ვგრძნობთ, ან ვგრძნობთ მაშინ, როცა რაღაც გვტკივა. მოქნილობა დაკარგულია, სიამოვნების ერთადერთ წყაროდ ეროგენული ზონები რჩება... ასაკთან ერთად გავლენას ვკარგავთ სხეულზე და იგი სიამოვნების ნაცვლად ტანჯვის წყაროდ იქცევა. ვცხოვრობთ მხოლოდ გონებაში და გვავიწყდება სხეული.

აქედან იბადება უამრავი თეორია, რომ სხეული "ციხეა", "ტანჯვაა", და უნდა განვთავისუფლდეთ მისგან... და ნეტარება რაღაც არამატერიალური, უსხეულო გვგონია. სინამდვილეში ხომ ყოველი სხეული, თუნდაც ყველაზე ნატიფიც კი, მაინც სხეულია და მისი ყველა მთავარი თვისების მატარებელია...

რაშია საიდუმლო? იგი ძალიან მარტივია - საკუთარი სხეულის მაქსიმალურად ფლობა, ბოლომდე შეგრძნება... მასში არსებული "ბლოკების" გახსნა... კუნთებში დაგროვილი სტრესების ცნობიერების სინათლით "დაწვა"... და რაც მთავარია - საკუთარი სხეულის მიღება და შეყვარება...

ჩვენი "მეორე ნახევარი" - პირველ რიგში ჩვენივე სხეულია... სადღაც შორს ვეძებთ ამ ნახევარს, ის კი ყველაზე ახლოსაა. უგულვებელვყოფთ მას და სიამოვნების მიღებას სხვების სხეულებით ვცდილობთ. სანამ ერთი მთლიანობა არ გავხდებით, ვერ მივანიჭებთ ბედნიერებას ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვებს, და მითუმეტეს ე.წ. "მეორე ნახევარს"...

უყურეთ ამ ვიდეოს და თავადაც შეიგრძენით ამ გოგოს "სიმრთელე":