DMSRxDpVQAAgcAu

ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (Balthazar Klossowski de Rola) (დ. 29 თებერვალი1908 — გ.18 თებერვალი2001) — პოლონური წარმოშობის სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ფერმწერი, რომლის ნამუშევრები ხაზგასმით ანტი-მოდერნისტული იყო. ბალთუსის სტილი უპირატესად კლასიკური და აკადემიურია, თუმცა მისი ტექნიკა და კომპოზიციები შთაგონებულია წინარერენესანსული ხანის ფერმწერების ნამუშევრებით, ხანაც თანამედროვე სიურეალისტების ტილოებს, განსაკუთრებით ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს მოგვაგონებს.

მის ნამუშევრებზე ძირითადად გამოსახულია არიან გოგონები ეროტიკულ კონტექსტში. ბალთუსის ნამუშევრებში არაერთი შემოქმედის გავლენა იგრძნობა; მათ შორის, ემილი ბრონტეს ნაწერების, ლუის ქეროლის ნაწარმოებებისა და ფოტოების და ასევე, მაზაჩოსპიერო დელა ფრანჩესკასსიმონე მარტინისპუსენისჟან ეტიენ ლიოტარისიოზეფ რაინჰარდტისჟერიკოსენგრისგოიასჟან-ბატისტ კამილ კოროსკურბესედგარ დეგასფელიქს ვალოტონის და პოლ სეზანის ფერწერული ნამუშევრების გავლენა. ბალთუსის საყვარელი კომპოზიტორი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

წყარო: wikipedia.org