ავტორი: ალექსეი პახაბოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

poxabov

ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი

მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მაგრამ ეს წიგნი ჩემს შესახებ არაა, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავ სამყაროს და როგორ ხედავენ მას ჩემი მსგავსები. ალბათ ბევრი წიგნი წაგიკითხავს ეზოთერიკაში, მაგიაშ, და შესაძლოა გიჭირავთ რა ხელშ ეს წიგნი, ფიქრობთ, კიდევ ერთი წიგნი, რომელშიც ეწერება: „აკეთეთ ასე და ასე, და ექსტრასენსი გახდებით“. არა, მსგავს რამეს მასში თქვენ ვერ ნახავთ. ეს წიგნი - თქვენი აღქმის უკიდურესობაა. ანუ იგი ან გადაატრიალებს თქვენს ცხოვრებას, ან საერთოდ არ შეგეხებათ. საშუალო არ არსებობს. მე ვეცდები, რომ თქვენს ცნობიერებამდე მოვიტანო სამყაროს წყობის ზოგიერთი თავისებურება და გასაღები იმისთვის, რომ საკუთარი თვალებით დაინახოთ ეს ყველაფერი. ეს ინფორმაცია არაა გათვლილი მკითხველთა ფართო წრეზე. თუმცა ვეცდები, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დაწვრილებით აღვწერო, რეალური ცოდნის ამოკრეფას მისგან მხოლოდ ერთეულები შეძლებენ. და ზუსტად ვიცი, რომ ეს წიგნი სწორედ მათ ხელში ჩავარდება, ვინც მზადაა ამ ცოდნისთვის. თავად ამ ცოდნას რვა წლის განმავლობაშ ვაგროვებდი ამ ინკარნაციაში და ეშმაკმა უწყის რამდენი წელი - წინა ინკარნაციებში. უნარებმა, რომლებიც სწავლების განმავლობაში მივიღე, კონკრეტული ნაყოფები მომიტანეს როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისევე მათ ცხოვრებაში, ვისაც ვეხმარებოდი. უკვე ორ წელზე მეტია ვასწავლი ადამიანებს საკუთარ თავშ ნატიფი აღქმის უნარის გამომუშავებას, რასაც ექსტრასენსორიკას უწოდებენ. და რადგანაც ჩემი მოსწავლეების შედეგები შთამბეჭდავია, ვთვლი, რომ სრული უფლება მაქვს ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ჩვეულებრივი ცნობიერებისგან მაგიური, ანუ ცნობიერება მაგის თვისებებით - ადამიანის, რომლის ცხოვრებაშიც ინსტრუმენტს წარმოადგენს აზრი, და არა სხეული.

ეს წიგნი ეძღვნება ჩემს მასწავლებელს - სერგეი მელნიკოვს. ასევე მაგს - ბორის მონოსოვს, რომელიც წარმოადგენს იმ სწავლების სისტემის ავტორს, რომელიც ნაწილობრივ ამ წიგნშია აღწერილი და რომლის გარეშე საეჭვოა, რომ საერთოდ დამეწერა იგი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გიცნობთ.

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე...)