ნაწილი პირველი

ექსტრასენსული უნარების განვითარების საბაზისო მოდელი

თავი 1. სამყაროს სამი სურათი

ექსტრასენსი. რა პოპულარული სიტყვაა, არა?.. მთავარია, როგორ ჟღერს... და რაღაც მომრავლდნენ ამ ბოლო დროს. თუმცა თუ ამ სიტყვას გადავთარგმნით, გამოდის „ზემგრძნობიარე“. მაშინ გასაგები ხდება, რატომ არიან ბევრნი. მაგრამ რა არის „ზემგრძნობელობა“? იქნებ იმაზე ტირილი, თუ როგორ იძირება დი კაპრიო „ტიტანიკში“, - ესაა ზემგრძნობელობა? მას ხომ სტკივა, სცივა და სადაცაა მოკვდება... რა თქმა უნდა არა. ექსტრასენსორიკა - ესაა ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, აღიქვას ის, რაც ხუთი ყველასთვის ცნობილი გრძნობების მიღმა იმყოფება. მაგრამ არ ვიჩქაროთ ტერმინოლოგიასთან.

მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ მაგებს. მე უფრო მეტად გამოვიყენებ სიტყვა „მაგს“, ვიდრე „ექსტრასენსს“, რადგანაც ამით ხარკს ვუხდი ძველ ტრადიციას და ასევე მივანიშნებ იმაზე, რომ მაგი და ექსტრასენსი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ნორმალურ ადამიანს მაშინვე აზრად მოდის, რომ გამოიძახოს ადამიანები თეთრ ხალათებში, რადგანაც მისი ადგილი „ნაპოლეონის“ და „სტალინის“ გვერდითაა „№ 6 პალატაში". თუმცაღა უფრო ხანგრძლივი კონტაქტისას მსუბუქი დაბნეულობა უჩნდება. თითქოს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, თითქოს გიჟი არაა, მაგრამ საუბრობს იმაზე, რაზეც ჩვენთვის არაფერი უთქვამთ სკოლაში, არც მშობლებს და არც მეგობრებს მსგავსი ტერმინები არ გამოუყენებიათ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ადამიანები სამყაროს სხვაგვარად აღწერენ. და ასეთი აღწერა არაა არც რელიგიებშ და არც მეცნიერებაში. არც სახელმძღვანელოებშ და არც წმინდა წერილებში. სხვა სიტყვებით, ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ამ ადამიანებმა რაღაც ისეთი იციან, რაც ჩვენ არ ვიცით. ისინი უცნაურად იქცევიან, უცნაური სურვილები და მიზნები აქვთ, და რაც ყველაზე სასაცილოა, სწორედ მაგთან ახლო ნაცნობობის შემდეგ უფრო ის მოგვივა აზრად, რომ საკუთარი თავისთვის გამოვიძახოთ ადამიანები თეთრ ხალათებში, რადგანაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდაც კი მათ გვერდით „სახურავი გვიცურდება“. მაგრამ სანამ იგი ადგილზეა, გვიჩნდება კითხვა: „საიდან იციან ეს? რატომ აღწერენ გარემომცველ რეალობას ჩვენგან განსხვავებულად? ვინ მისცა ეს ცოდნა და საიდან ეზრდება ფეხები ამ ეშმაკეულობას? პირველი ვარაუდი ამ საკითხთან დაკავშირებით - წიგნებია. ჩვენ ხომ ინფორმაციული თავისუფლების საუკუნეშ ვცხოვრობთ. შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი წიგნი, გადმოწეროთ, ამობეჭდოთ, შემდეგ კი მიიღოთ ჭკვიანი სახე, მოისხათ მანტია, ჩამოიკიდოთ პენტაგრამა - და ესეც თქვენ თანამედროვე მაგი. და თუ სერიოზულად მივუდგებით, ასე მარტივადაა ყველაფერი? სად იღებდნენ ცოდნას ავტორები? რამდენად ღრმად შეგვიძლია გავყვეთ წარსულში ამ ნაკვალევს? სადაა პირველწყარო? მაგრამ სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მოდით განვიხილოთ სამყაროს არსებული სურათები, მოდელები, რომლებიც წარმოადგენენ საყრდენ წერტილებს სამყაროს აღწერილობისთვის, ვეშაპები, რომლებზეც ყველა თვალთახედვა დგას. და როგორც ზველები ამბობდნენ, ეს ვეშაპი მართლაც სამია.

რელიგია

სამყაროს ყველაზე ძველ მოდელს, ჩვენი ცივილიზაციის თვალთახედვით, წარმოადგენს სამყაროს რელიგიური სურათი. ჩვენ არ განვიხილავთ დაწვრილებით ყველა რელიგიას, მაგრამ საკმარისია გავიგოთ, რომ ყველა ეს მიმდინარეობას აერთიანებს ერთი სიტყვა - რწმენა. სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარს სჭირდება, - ესაა უბრალოდ რწმენა თავისი წმინდა წიგნისადმი. მას უბრალოდ სჯერა, რომ ყველაფერი იყო, არის და იქნება სწორედ ისე, როგორც მის წმინდა წიგნშია აღწერილი, და ამ ჭეშმარიტებას თავისი ცხოვრების ყოველ კუნჭულში ხედავს. და ასეთი სურათის არსი იმაშია, რომ არსებობს ღმერთი. შემოქმედი, ყოველი არსებულის შემქმნელი, რომელმაც ყველაფერი თავისი სურვილისამებრ შექმნა. მაგრამ ამ სისტემის მინუსს წარმოადგენს ის, რომ ძალიან ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. და როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი? რატომ? როგორ გამოიყურება იგი და აქვს თუ არა საერთოდ ფორმა? და ვინაა საერთოდ? და არავინ, რომის პაპის ჩათვლით, არ იცის ჭეშმარიტი პასუხები. და ყველაფერი, რასაც მოისმენთ, ეს ისაა, რაც უბრალოდ უნდა გჯეროდეთ.

მეცნიერება

აი, სამყაროს მეცნიერული სურათი კი უარყოფს რწმენას, რადგანაც მეცნიერთა ცხოვრების აზრი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის ძიებაა. მათ სჯერათ მხოლოდ იმის, რასაც საკუთარი თვალებით ხედავენ, მხოლოდ იმის, რის შემოწმებაც ექსპერიმენტული გზით შეიძლება. მაგრამ ამ მოდელსაც გააჩნია მინუსები. და მთავარი - ცივილიზაციის დონეა. ჩვენი ცივილიზაცია ამ თვალსაზრისით პარადოქსულია. ერთი მხრივ ჩვენი ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ ისინივე წარმოადგენენ მეცნიერების მუხრუჭს. მაგალითად შიგა წვის ძრავა უკვე მეოცე საუკუნის შუაში მოძველდა, მაგრამ ნავთობის მაგნატების გამო არ შეგვიძლია, რომ წარმოებაში შევიტანოთ უფრო მძლავრი და უფრო ეკოლოგიური ტექნოლოგიები. და ეს თავის მხრივ ამუხრუჭებს პასუხების ძიებას და შედეგად ამუხრუჭებს როგორც მთელი კაცობრიობის, ასევე ცალკეული ადამიანის განვითარებას.

მაგია

მაგრამ არსებობს სამყაროს სხვა სურათიც. მაგიური, ანუ როგორც კიდევ უწოდებენ, - ოკულტური ან ეზოთერული. ისევე, როგორც ნებისმიერი მოდელი, იგი აღწერს გარესამყაროს თავისი თვალთახედვით. მაგალითად, ავიღოთ ისტორია. არსებობს სამყაროს ისტორია, რომელიც აღწერილია წმინდა წერილებში. მაგალითად ადამიანის შექმნა ქრისტიანობაში, მისი შთამომავლების, რომლებითაც შეგვიძია დავთვალოთ, რომ კაცობრიობა დაახლოებით შვიდიათასი წელია რაც ცხოვრობს. მეცნიერება არც ისე პროზაულია, თუმცაღა სამყაროს შექმნის თეორიები მასშიც უფრო ზღაპარს მოგვაგონებენ, ვიდრე რეალობას, - ადამიანის წარმოშობა მაიმუნისგან, დიდი აფეთქების თეორია და ა.შ. (ზღაპარი იმიტომ, რომ გამეორება შეუძლებელია). და შავი ლაქებიც კაცობრიობის ევოლუციაში ასევე საკმარისზე მეტია. და თუმცა მაგების თვალით დანახული კაცობრიობის ისტორია არაა გამყარებული რაიმე ფაქტებით, ჩვენ სწორედ მას დავეყრდნობით.

მაგიური მემკვიდრეობა

ისტორია მაგიის თვალსაზრისით ტრადიციაში მემკვიდრეობად იწოდება. და ამ მემკვიდრეობის თანახმად, მაგიას, როგორც ცოდნათა სისტემას, არ ჰყავს ავტორი. ყველაფერი, რაც ამა თუ იმ მაგების მიერ აღიწერება, - მთელი ცივილიზაციის პროდუქტია, რომელიც პლანეტაზე ჩვენსაზე გაცილებით ადრე არსებობდა. დღეს ჩვენ მას ატლანტიდას ვუწოდებთ.

ეს ცივილიზაცია დაახლოებით 65 ათასი წლის წინ განადგურდა. და ახლა არ აქვს აზრი გავარჩიოთ, თუ რატომ, რადგან მიზეზის ცოდნით არც არაფერი მოგვემატება და არც არაფერი დაგვაკლდება. თუმცაღა ის, რომ მაგებისთვის ცნობილია თავად ატლანტიდის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომის გასაგებად. როგორც მაგები ამბობენ, ატლანტიდა თავის ცივილიზაციას ბიოტექნოლოგიის საფუძველზე აწყობდა, განსხვავებით ჩვენგან, რომლებიც ტექნოლოგიური გზით მივდივართ. ძნელია, ჩვენი გონებით წარმოვიდგინოთ ბიოტექნოლოგია. აი, წარმოიდგინეთ მაგალითად ცოცხალი ტანსაცმელი. კოსტუმი, რომელიც შედგება ცოცხალი ქსოვილებისგან, და რომელიც თქვენს სხეულს ყოველივე საჭიროთი უზრუნველჰყოფს - სითბოთი, საკვები ნივთიერებებით. რაღაც ბიო-ჩაფხუტისმაგვარი. მაგრამ თუ ეს ექვემდებარება წარმოსახვას, მაშინ როგორ წარმოვიდგინოთ ცოცხალი მანქანა ან ცოცხალი სახლი? გასაკვირი არაა, რომ ვერ ვპოულობთ ვერანაირ კვალს (უფრო სწორად ვპოულობთ, უბრალოდ ამას მასებს არ ეუბნებიან). მაგრამ თუკი ატლანტები ცოცხალ ორგანიზმებს ქმნიდნენ, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, სხვებთან ურთიერთობაშ მყოფი, სიმბიოზში შედის მასთან, ამიტომ საჭიროა ინტერფეისი, რომელსაც შეეძლება ამ სიმბიოზის მართვა.

მაგალითად, რა წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის მწვერვალს? რომელი ტექნოლოგია წარმოადგენს მთავარ საყრდენ წერტილს ადამიანებისთვის? ესაა კომპიუტერი. არა თქვენი ნოუთბუქი, არამედ კომპიუტერი, როგორც ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ყველა დანარჩენ ტექნოლოგიას მართავს. კოსმოსში ფრენები, ნანოტექნოლოგიები... ყველაფერი კომპიუტერით იმართება, ღილაკზე თითის დაჭერით.ატლანტიდაში კი ტექნოლოგიის მწვერვალს წარმოადგენდნენ მანქანები, რომლებიც აჩქარებდნენ ცალკე აღებული ადამიანის ევოლუციას. ისინი ღებულობდნენ განსაკუთრებულ ცნობიერებას, რაც წარმოადგენდა კიდეც იმ ინტერფეისს, რომელიც გლობალურ პროცესებს მართავდა. ამინდის, ცხოველთა მიგრაციის, მოსახლეობის რაოდენობის მართვა... ეს ცნობიერება იმდენად მძლავრი იყო, რომ მართვა აზრის ძალით ხდებოდა. მოსახერხებელია, ხომ ასეა? თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერიც კი ვერ სეედრება ჭიაყელას ტვინს. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია მაშნ ადამიანის ტვინს, რომელიც შესაძლებლობების მთელი 100%-ით მუშაობს. სწორედ ასეთ ცნობიერებას ეწოდებოდა მაგიური ცნობიერება, მის მატარებელს კი - მაგი.

მაგრამ ატლანტიდა დაიღუპა. ის მანქანები უკვე აღარ არსებობს, და ახლა ცალკეული ადამიანის ევოლუცია ბუნებრივი გზით ხდება, რომლის დაჩქარებაც გარკვეული სამუშაოს შესრულების შედეგად შეიძლება.

ზე-ტექნოლოგიური ცივილიზაცია ისტორიას ჩაჰბარდა, მაგრამ მაგები დარჩნენ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ისინი მოკვდნენ, მაგრამ მაგიურ ცნობიერებას ერთი თვისება ჰქონდა, რომელიც შემდგომ ყველა ოკულტურ სწავლებაშ აღიწერებოდა, როგორც დიადი საიდუმლო. და ამ დიადი საიდუმლოს არსი იმაშ მდგომარეობს, რომ ასეთი ცნობიერება სრულ მეხსიერებას ფლობს. სუფთა ცნობიერებას, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გააჩნდა თვისება, რომ შეენარჩუნებინა მახსოვრობა ახალი ინკარნაციის დროს. ეს ხდება ცნობიერის და ქვეცნობიერის შეერთხების წყალობით, რომლებიც ჩვენი პიროვნების ორ ნახევარს წარმოადგენენ. ამ პროცედურამ მოგვიანებით მიიღო სახელწოდება - „ხელდასმა“. მაგების ადამიანის სტრუქტურის შესახებ ცოდნის თანახმად, ქვეცნობიერშ ინახება ინფორმაცია წინა ინკარნაციების შესახებ. რეინკარნაცია ჩვენთვის წარმოადგენს ფაქტს, და არა თემას დისკუსიისთვის და კამათისთვის. და განსხვავებით ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებშიც მომავალ ინკარნაციებში ყოველ ჯერზე ახალი პიროვნება ჩნდება, ხელდასმული მაგები ინახავდნენ ინფორმაციას ტექნოლოგიების, ისტორიის შესახებ, და რაც ყველაზე მთავარია, შეეძლოთ თავიანთი ცნობიერების ძალის აღდგენა. თუმცაღა ამის გაკეთება მათთვის ძალზე ძნელი იყო, რადგან ადრე ამ ძალას მანქანები უზრუნველჰყოფდნენ, ახლა კი მათგან აღარაფერი დარჩა.

რა თქმა უნდა, რაღაც ტექნოლოგიები შემორჩა, და შემდეგ მითებად იქცა, მაგრამ გაჩნდა ძალების დამოუკიდებლად აღდგენის საჭიროება. ასე გაჩნდა მაგია - ტექნიკებისა და სულიერი პრაქტიკების სისტემა, რომელიც საშალებას იძლევა, რომ ცნობიერება მუშაობის სხვა რეჟიმებშ ჩავრთოთ, რომლებშიც გროვდება ჩვეულ მდგომარეობაშ მიუწვდომელი გამოცდილება. სწორედ ამის ხარჯზე ხდება პიროვნების ევოლუციის დაჩქარება.

ამრიგად, მაგებმა შეინარჩუნეს გადარჩენილი ცოდნა, შექმნეს ცნობიერების სწავლების სისტემა და წარმოადგენდნენ უჩინარი ფრონტის მეომრებს ადამიანთა ევოლუციის პროგრესირებისთვის. მათ მიაწერდნენ უჩვეულო თვისებებს, საოცარ უნარებს და ა.შ. მაგრამ ამ კუთხით ისინი არ არიან მარტონი. რელიგიის ფუძემდებლები, წმინდანები, ასევე ფლობდნენ მსგავს შესაძლებლობებს. იესო, ბუდა, მოსე... ზებუნებრივი უნარები მეცნიერებსაც კი გააჩნიათ. ალბერთ ეინშტეინი და ნიკოლა ტესლა ტვინის მუშაობის ისეთ პარამეტრებს აჩვენებდნენ, რომ ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება დაგვრჩენია. წმინდა ადამიანებმა რელიგიები შექმნეს, მეცნიერებმა - მეცნიერული მიმდინარეობები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. და რა შექმნეს უძველესმა მაგებმა? მათ ხომ არ შეეძოთ მოეყოლათ ადამიანებისთვის სამყაროს წყობის შესახებ, რადგან მოუმზადებელი ადამიანი ან რელიგიად აქცევს ამას, ან ჭკუიდან შეიშლება. ამიტომ ძველი ცოდნის გადაცემა წერტილობრივად უნდა მომხდარიყო და საერთო მასისგან მეტ-ნაკლებად მზადმყოფი ინდივიდები უნდა აერჩია. ასე შეიქმნა საიდუმლო ორდენები. ზოგიერთს ჩვენ ვიცნობთ: მასონები, ილუმინატები, ტამპლიერების ორდენი... მათ სათავეშ ატლანტიდის დიდი მაგები იდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაშ ვერ ავხსნბით მათ უზარმაზარ ძალას თავის დროზე. ასე გადაეცემოდა ცოდნა მასწავლებლიდან მოსწავლეზე და გადაეცემოდა საიდუმლოდ, აქედანაა ტერმინი „ოკულტიზმი“, ანუ „საიდუმლო“.

ასეა თუ ისე, ცოდნის გადაცემის ხაზი დღემდე შემარჩუნებულია. და ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ წიგნებშ შეიძება ყველა საჭირო ცოდნის მიღება, ღრმად ცდება. სცადეთ კრივის შესწავლა წიგნის მიხედვით, შემდეგ კი რეალურ ბრძოლაშ გამოსცადეთ თავი. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია.

მე გახლავართ იმ მაგების მოსწავლე, რომლებმაც საიდუმლო ცოდნის ევროპული ტრადიცია მიიღეს მემკვიდრეობად, და რომლებმაც მე გადმომცეს იგი. ახლა მე ამ ტრადიციის გამტარს წარმოვადგენ. მივაღწიე იმ დონეს, როცა შემიძლია სხვა მოსწავლეებიც ჩავრთო მასში. ნუ აღიქვამთ ამ წიგნს, როგორც კარიბჭეს მასში. ტრადიციის რეალური გამტარად გახდომა, მხოლოდ მასწავლებელთან პირადი ურთიერთობითაა შესაძებელი. ავხსნი მაგალითით. წარმოიდგინეთ, რომ ციხე-სიმაგრის გარეთ დგახართ და შიგნით გინდათ მოხვედრა. რა წიგნებიც არ უნდა იკითხოთ და რა ლოცვებიც არ უნდა იყვიროთ - რეალურად შესვლას მაშნ შეძლებთ, თუკი შიგნიდან გაგიღებენ კარს. აქედან მოდის ტერმინი „ეზოთერული“ ანუ „შინაგანი“. აქ ნათქვამია, რომ მხოლოდ ტრადიციის შიგნით შეიძება ცოდნის წვდომა და მისით შეიარაღება, მხოლოდ ციხესიმაგრის შიგნით დაინახავთ მის რეალურ პარამეტრებს. გარედან ნებისმიერი ფანტაზიები ამ თემაზე კვლავაც ფანტაზიებად რჩება. რატომაა ეს სწორედ ასე, მოგვიანებით აღვწერ.

ამრიგად, მაგია - ესაა ცოდნათა სისტემა, რომელიც საშალებას აძლევს ადამიანს, რომ გარემომცველ რეალობაზე აზრის მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება, და არა სხეულის მეშეობით, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანებში ხდება. და ეს სისტემა ძალზე ძველია და დღემდე რჩება საიდუმლო სწავლებად. ხოლო მთელი ლიტერატურა, რომელიც თავისუფლადაა მისაწვდომი, უმეტესწილად მხოლოდ ნაგავია. და მათთვის, ვინც მზად არაა ამ ცოდნისთვის, ჩემი წიგნიც ასეთივე ნაგავი იქნება.