თავი 11 - ბიოენერგეტიკა

ამ თავში ვისაუბრებთ მგრძნობელობის განვითარებაზე მთელს სხეულში, და არა მხოლოდ ხელების მიდამოში. ბიოენერგეტიკა გვასწავლის გარესამყაროსთან ურთიერთობას მთელი სხეულით და საშუალებას იძლევა შევიგრძნოთ ენერგიის ნაკადები სივრცეში, ურთიერთქმედება ჩაკრების დონეზე და ა.შ. მაგრამ ჩვენ ძალიან არ ჩავუღრმავდებით. ვისაუბრებთ მხოლოდ საბაზისო თემებზე - ბიოენერგეტიკაში.

ძალის ლაქები (ფენ-შუი)

ჩვენ საკმარის დროს ვატარებთ საკუთარ ბინებში. და სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ ვანდოთ მათი კეთილმოწყობა დიზაინერებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ. ჩვენი სხეული არაჩვეულებრივად გონიერია. და თუ ვისწავლით მოსმენას, მას შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს. ეს პრაქტიკა ეთმობა ძალის ლაქების პოვნას საკუთარ ბინაში. ძალის ლაქები – ეს ენერგეტიკული წერტილებია, რომლებიც შეიცავენ ენერგიის გარკვეულ გროვას განსაზღვრულ სიხშირეზე. ძირითადად ესაა ენერგიის ვერტიკალური ნაკადები, რომლებიც მთელი სახლის გასწვრივ გადიან. ხდება ხოლმე, რომ სახლი ძალის ადგილზეა აშენებული და თქვენი ბინის გავლით ენერგიის მძლავრი ნაკადი მიედინება. თუმცაღა როგორი დადებითიც არ უნდა იყოს ეს ნაკადი, მოდულაციას მას ვაძლევთ ჩვენ და სხვადასხვა საგნები ბინაში. მაგალითად, ერთ ოთახში შესაძლოა რამდენიმე ძალის ადგილი იყოს. მათში ყოფნისას, თქვენი ორგანიზმი გადაეწყობა, იცვლის ბიორიტმების სიხშირეს, ნელდება ან ჩქარდება და ა.შ. და მათი არ ცოდნა - დიდი დანაშაულია მაგისთვის. შესაძლოა თქვენ ახლახანს იყიდეთ ბინა ახლად აშენებულ კორპუსში, და წესით მასში არ უნდა იყოს არანაირი ნეგატიური ენერგია, თუმცაღა თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ გრძნობთ თავს ცუდად და რატომ უარესდება თქვენი მდგომარეობა.პასუხი შეიძლება იყოს უბრალოდ ის ადგილი აღმოჩნდეს, სადაც თქვენი საწოლი დგას.

სივრცის ათვისების მეცნიერებას ფენ-შუი ეწოდება. ფენ-შუის ნამდვილი სპეციალისტის პოვნა ძალიან ძნელია. დღეს ფენ-შუი იქცა ალგორიტმების გროვად, დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვლად და მხარეებზე ორიენტაციად. არადა თავის დროზე ამ მეცნიერებას ქმნიდნენ მაგები, რომლებსაც კარგი ექსტრასენსორული უნარები ჰქონდათ. რეალურად საჭიროა, რომ შეგვეძლოს სივრცის ენერგეტიკის შეგრძნება და ცოდნა, თუ როგორ მოვაწყოთ იგი, რათა სივრცე სიმბიოზში იყოს მის ბინადართან.

პრაქტიკა

შედით 17-ე არკანში. ეს გაზრდის თქვენს მგრძნობელობას. ამასთან ხელების მგრძნობელობა აქ საერთოდ არაა საჭირო. როცა ფწ ანაჰატაზეა, ჩნდება უნარი - შევიგრძნოთ თავად ანაჰატათი. ეს მგრძნობელობა გვაგონებს სხვადასხვა მდგომარეობებს, რომლებიც შესაძლოა განიცადოთ ობიექტთან ურთიერთქმედებისას. რაღაც ემოციის ცვლილების მსგავსი. რამდენადაც ანაჰატათი შეგვიძია ე.წ. შინაგანი დრო ვიგრძნოთ, მისი საშუალებითვეა შესაძლებელი შევიგრძნოთ დროის გამრუდება სივრცეში, რაც მაშინვე აისახება ჩვენს განწყობაზე.

მაშასადამე, შედით 17-ე არკანში. შემდეგ დადექით ოტახის კუთხეში და კონცენტრირდით საკუთარი სხეულის შეგრძნებებზე. თქვენი ყურადღება არ უნდა გაცდეს თქვენს სხეულს. ბოლომდე იქ ხართ, სადაც დგახართ. თუ კუთხეში დგახართ - ე.ი. მთლი თქვენი ყურადღება კუთხეზეა. იდექით 5 წუთი. იგრძენით საკუთარი თავი. შემდეგ გადადგით ერთი ნაბიჯი და კვლავ მიაყურადეთ სხეულს. ერთი ნაბიჯი საკმარისია, რომ განსხვავება იგრძნოთ ამ წერტილებს შორის. ამ სახით მთელი ბინა უნდა მოიაროთ და შეადაროთ შეგრძნებები სხეულსა და ცნობიერებაში. შესაძლოა ბევრი ენერგეტიკული წერტილი აღმოაჩინოთ. მაგალითად, იპოვნით ადგილს, სადაც თქვენი სხეული აქტიურდება. თითქოს ენერგია შემოდის თქვენს სხეულში და იგი უფრო ცოცხალი და მოძრავი ხდება, ჩნდება მოძრაობის სურვილი. ეს კეთილსასურველი ადგილია სხეულის თვალსაზრისით. ასეთ ადგილას კარგია დასვენება, თუ თქვენი სხეული დაღლილია. გამოიყენეთ იგი დილის ვარჯიშებისთვის ან იოგასთვის, მაგრამ ნუ იქნებით მასში დასვენებულ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ძალის ლაქები მხოლოდ დანიშნულებსამებრ.

ასევე შესაძლოა იპოვნოთ ადგილი, სადაც თქვენი სხეული განსაკუთრებულად არ რეაგირებს, მაგრამ სამაგიეროდ ცნობიერება ხდება აქტიური. უბრალოდ დგახართ ამ წერტილზე და გრძნობთ, როგორ ხდება თქვენი ცნობიერება მკაფიო, თითქოს გაიღვიძეთო. ასეთი ძალის ლაქა გამოიყენეთ მედიტაციისთვის ან გონებრივი სამუშაოსთვის. თუ ჭადრაკის თამაში გიყვართ, ასეთ ადგილას თქვენი ცნობიერების აქტივობა უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება და აშკარა უპირატესობა გექნებათ მოწინააღმდეგესთან. სხვათაშორის, თუ ამ ადგილზე მედიტირებთ, დაე თქვენს გარდა არავინ დაჯდეს ამ წერტილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაკადი სხვა ორგანიზმის მიერ იქნება მოდულირებული. და თქვენც მხოლოდ მაშნ აჯექით, როცა მედიტაციას გადაწყვეტთ.

ბუნებრივია, გარდა პოზიტიური წერტილებისა, თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ ნეგატიურიც. ადგილები, სადაც სუსტი, მომჩვარული, ინერტული და ა.შ. ხდებით ჯობია ამ ადგილებს საერთოდ გვერდი აუაროთ ხოლმე. ამასთან, აუცილებელი არაა, ეს იყოს «ცუდი ადგილები». ეს შესაძოა იყოს - ადგილები დროის მუხრუჭით. და თუ თქვენთვის იქ ყოფნა არაკომფორტულია, სხვისთვის შესაძოა პირიქით აღმოჩნდეს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ ავეჯი გადააადგილეთ, შესაძლოა ძალის ლაქებმაც გადაინაცვლონ, და შეიცვალონ, როგორც თვისობრივად, ასევე ადგილმდებარეობითაც. აქედან გამომდინარე ფენ-შუი-ში გამოიყენება მრავალი სხვადასხვა მიმართულება, იმ განსაზღვრული მასალის ჩათლით, რითაც უნდა გაკეთდეს ავეჯი. ასე რომ, თუ ყიდულობთ კარადას, სასურველია მაღაზიაშ არჩევანის გაკეთების დროს მოახდინოთ მისი «სკანირება» თქვენსა და მის შეთავსებადობაზე. მიუახლოვდით, კონცენტრირდით მასზე და ეცადეთ იგრძნოთ, როგორ რეაგირებს მასზე თქვენი ორგანიზმი. კარადა შესაძლოა ძალიან ლამაზი იყოს, და ძალიან მომხიბვლელი ფასიც ჰქონდეს, მაგრამ შეუძლია ისე გაგიმწაროთ ცხოვრება, რომ საბოლოოდ უზარმაზარ თანხებს დაუტოვებთ მკითხავებს წყევლის ან ჯადოს მოხსნის თხოვნებით.

როგორც ხვდებით, ეს მთელი სფეროა მაგიაში. ჭეშმარიტი ფენ-შუი მდგომარეობს ცოცხალი ორგანიზმის სივრცესთან ურთიერთქმედების რეალურ მგრძნობელობაში. თუ ამას რამდენიმე წელს დაუთმობთ, თქვენზე, როგორც სპეციალისტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ამაში ხომ ასევე შედის სივრცის დაგეგმარება, მისი განლაგება, შეთავსებადობა სხვადასხვა მასალასთან, მცენარესთან და მრავალი სხვა. თავდაპირველად ისწავლით სივრცესთან საკუთარი სიმბიოზის შეგრძნებას, შემდეგ კი დაინახავთ, თუ როგორ ზემოქმედებს ეს სივრცე სხვებზე. და მცირე ძალისხმევებით შეგეძლებათ, ჩვეულებრივი ბინა მაგიურ ლაბორატორიად აქციოთ, რომელშიც ადამიანი ენერგიით დაიმუხტება, დაისვენებს, განიწმინდება, მისი ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, განწყობა საუკეთესო, და შედეგად იგი გარეთაც წარმატებული გახდება. ასეთი სპეციალისტი ამჟამად ცოტაა. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა, ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ძალის მეორე წრე

ეს საკმაოდ რთული თემაა იმისთვის, რომ წიგნში ავხსნა. უფრო ადვილია გაჩვენოთ, ვიდრე აღვწერო. მიუხედავად ამისა შევეცდები, რადგანაც ეს ტექნიკები ასევე ზრდიან თქვენს მგრძნობელობას ენერგიებისადმი.

რა არის ძალის წრე? ჩვენს ორგანიზმში განუწყვეტლივ მოძრაობს ენერგია. გარკვეული სამუშაოს შესრულების შედეგად ამ ენერგიას ვხარჯავთ, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება მისი შევსება. არსებობს ორგანიზმისთვის ენერგიის მოპოვების ორი საშუალება. პირველი სამი კასტის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. ძალის პირველი წრე. ესაა ენერგიის მიღების ბუნებრივი უნარი, დაფუძნებული საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ანუ ჩვენ ვღებულობთ ენერგიას კვების პროდუქტებიდან. ენერგიის ასეთი მიღება ჰგავს მოწყობილობის ბატარეებით კვებას. ჩავდეთ ბატარეა, შევჭამეთ ენერგია - მოვისროლეთ ბატარეა. შემდეგ საჭიროა ახალი ბატარეები.
დაწყებული 4-ე კასტიდან, ადამიანს შესაძლებლობა აქვს ენერგია სისტემიდან მიიღოს, ანუ „როზეტკიდან“. ასეთი ურთიერთქმედება ძალიან სასარგებლოა და შესაძლებლობას იძლევა - მივიღოთ ენერგია სუფთა სახით, პირდაპირ. ასეთი კვებით ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ცვლილებას იწყებს. მაგალითად, იმისთვის, რომ დავნაყრდე და ენერგეტიკულად ავივსო, საკმარისია ნახევარი პორცია სალათი შევჭამო, და შემდეგ შემიძლია კარგად ვივარჯიშ სპორტ-დარბაზში, და ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი არ ამოიწურება. ანუ საჭმლის რაოდენობა მცირდება, ხოლო ენერგეტიკული სისავსე იზრდება. სწორედ ესაა ზალის მეორე წრე.
არკანებთან მუშაობა – ესაა ენერგიის მიღება სისტემისგან, მეორე წრის აქტივაციის მცდელობა. მაგრამ მისი აქტივაციის და შეგრძნების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ბიო-ენერგეტიკული პრაქტიკები, რომლებიც აღებულია აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებიდან.
წაღმა და უკუღმა წრე

ენერგია ჩვენს ორგანიზმში მოძრაობს მოცემული ტრაექტორიით ენერგეტიკულ მერიდიანებში. მერიდიანების სისტემა ძალიან რთულია, და სრულად მათ არ განვიხილავთ. შევჩერდებით მხოლოდ ორ პრინციპზე, რომლებითაც ეს ენერგიები ფუნქციონირებენ ჩვენს ორგანიზმში. ამ პრინციპებს ეწოდებათ ენერგიის მოზრაობის წაღმა და უკუღმა წრეები, რითაც მიუთითებენ, რომ ჩვენი ენერგეტიკა ორგანიზმში წრებრუნვას ჰგავს. აქედან მოდის დასახელებაც - ძალის წრე.
მე აღვწერ ენერგიის მოძრაობას და მოვყვები, თუ როგორ ვაპრაქტიკოთ მგრძნობელობა ამ მოძრაობებისადმი. მსგავსი პრაქტიკა შესაძლებლობას მოგცემთ შეიგრძნოთ ნაკადები საკუთარ თავში, ასევე ავარჯიშებს საწყის ტექნიკებს ზემოქმედებისა როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ობიექტებზე (მცირე არკანთა სამიანების პრაქტიკა).

dao

წაღმა (დაოსური) წრე

ხელისგულების ცენტრებში არის ენერგიების შესვლისა და გამოსვლის წერტილები. ასეთივე წერტილებია ტერფების ცენტრებშიც. წაღმა წრეში ენერგია შედის ტერფების გავლით და ადის ფეხებში, ბარძაყების შინაგანი მხრიდან. ფეხების მერიდიანები ერთდებიან კუდუსუნის მიდამოში. იქიდან ენერგია ადის ზემოთ - ხერხემლის არხით. ამას თან ახლავს სხვადასხვა ტაქტილური შეგრძნება ხერხემალში. ენერგია აღწევს თხემამდე, შემდეგ კი სხეულის წინა ნაწილში, ხერხემლის გასწვრივ ეშვება ქვემოთ და კეტავს წრეს კუდუსუნის მიდამოში. კისრის მალების არეში ჩვენ გვაქვს წერტილი, სადაც ხერხემლის მერიდიანები ორად იყოფიან და ხელებში მიდიან. ამგვარად ორგანიზმი ზედმეტი ენერგიისგან იცლება. ეს ავტომატური პროცესია.

უკუღმა წრე

უკუღმა წრეში შესაბამისად ყველაფერი პირიქითაა. ენერგია შემოდის ხელისგულების ცენტრებიდან, მოძრაობს ხელებში და შედის ხერხემალში, შემდეგ ეშვება ქვემოთ, კუდუსუნამდე, შემდეგ სხეულის წინა მხრიდან ადის თხემამდე. ზედმეტი ენერგია ავტომატურად გადის ფეხებიდან.

რატომ აღვწერე ენერგიის მოძრაობა ჩვენს სხეულში? საქმე იმაშია, რომ ყოველ ჩვენგანში ბუნებრივად უკვე მოძრაობს ენერგიის ერთი ან მეორე წრე. მოძრაობის პრინციპის შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვაგვარად ვურთიერთქმედებთ სამყაროსთან. ისინი, ვინც წაღმა წრეს ატრიალებენ, მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ხოლო ვინც უკუღმა წრეს - სიგამხდრისკენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არხები ფეხებში უფრო სქელია, ვიდრე ხელებში. აქედან გამომდინარე, მიღებული და გაცემული ენერგიის რაოდენობა ყოველ წრეში სხვადასხვაა.

პლუს, ყოველი წრე ქმნის სამყაროზე ზემოქმედების თავის პრინციპს. წაღმა წრეში ჩვენ ვმოქმედებთ გარე სამყაროზე, ხოლო უკუღმა წრეში - საკუთარ თავზე. დავუშვათ, გვინდა ვინმე განვკურნოთ 17-ე არკანის ენერგიით. როგორ გავაკეთოთ ეს? საჭიროა შევიდეთ 17-ე არკანში და დავიწყოთ მისი მოძრაობა წაღმა წრით, მიზანმიმართულად ამოვისუნთქოთ ენერგია პაციენტში, ხელების მეშვეობით. რადგანაც პირდაპირ წრეში უფრო მეტ ენერგიას ვაგროვებთ, ვიდრე ვიშორებთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ენერგეტიკული მასა იზრდება. ასე ვხდებით იმაზე მძიმე, ვისი განკურნებაც გვინდა. რაც უფრო მძიმე ვართ, მით უფრო ძლიერია ზემოქმედების დონე ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით. ხოლო თუ საკუთარი თავის განკურნება გვინდა, 17-ე არკანში შესვლის შემდეგ დავიწყებთ უკუღმა წრის ტრიალს. ასე, ჩვენი წონა სასიცოცხლო დიაპაზონში ნაკლები ხდება, რადგანაც ფეხებიდან უფრო მეტ ენერგიას ამოვისუნთქავთ, ვიდრე ხელებით შევისუნთქავთ. თუმცაღა ამჯერად არკანის მასა იწყებს ჩვენზე ზემოქმედებას და შედეგად ჩვენი ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიის შესაბამისად გადაეწყობა.

საკუთარ სხეულში ენერგიის მოზრაობის პრაქტიკით ჩვენ ვღებულობთ მგრძნობელობას ენერგეტიკული ნაკადებისადმი და ვსწავლობთ ამ ნაკადების მართვას.
მაგრამ მანამ, სანამ არკანებთან მუშაობაზე გადავალთ, საჭიროა ვისწავლოთ წრეების მოძრაობის შეგრძნება საკუთარ თავში. ამისთვის იყენებენ სტიქიების ენერგიებს. წაღმა წრეში - ცეცხლს, ხოლო უკუღმაში - ჰაერს.

განწყობა ცეცხლზე

დაანთეთ სანთელი. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია ცეცხლის ალზე, – პარაფინზე კონცენტრაცია არაა საჭირო. კონცენტრირდით მანამდე, სანამ არ იგრძნობთ პლაზმას – ცეცხლის მატერიას. გახსოვთ ეფექტი, რომელსაც «წერტილთან შეხება ვუწოდე»? მაშ, თუ ისწავლეთ წერტილთან ყურადღებით შეხება, ცეცხლთან შეხებასაც შეძლებთ. შეხებისას, თქვენ იგრძნობთ ცეცხლის ენერგიას, და ახლა თქვენ გჭირდებათ იპოვოთ მისი წყარო სივრცეში. შეგიძლიათ სცადოთ ამ ენერგიის აღება სანთლიდან, მაგრამ ის იქ ცოტაა. ჯობია მისი წყარო სივრცეში ეძებოთ. ჯობია გამოიყენოთ პლანეტის ბირთვის ენერგია. ამისთვის ჩაუშვით ყურადღება მიწისქვეშ. წარმოიდგინეთ, რომ ტერფებში ენერგიის შესვლისა და გამოსვლის წერტილებიდან მიწაში ჩასვლას იწყებენ თქვენი მერიდიანები, თითქოს ფესვები გაიდგით. გააკეთეთ ეს დახუჭული თვალებით და იქამდე, სანამ ფეხებქვეშ არ იგრძნობთ ცეცხლის ენერგიას ისევე, როგორც სანთელში გრძნობდით მას. ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნოთ სწორედ გარეთა სიგნალი. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ მხოლოდ შინაგან ენერგიას დაატრიალებთ და გარედან ვერანაირ დამუხტვას ვერ მიიღებთ.
ცეცხლის შეგრძნების შემდეგ დაიწყეთ მისი შესუნთქვა. ჩასუნთქვისას ენერგია ადის ფეხებში, შემდეგ ხერხემლით თხემამდე, ამოსუნთქვისას იგი ეშვება ქვემოთ და ზედმეტი ენერგია გამოდის ხელებიდან. ახალი შასუნთქვა – და ენერგიის ახალი პორცია შემოდის სხეულის უკანა ნაწილიდან, ხოლო ამოსუნთქვისას გამოდის წინა ნაწილიდან. და ასე 40-50 წუთის განმავლობაში.

რას იგრძნობთ? პირველ რიგში, უნდა იგრძნოთ სითბოს მოზღვავება სხეულის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით ტერფებში. მაშინაც კი, თუ ცივ იატაკზე დგახართ და ოთახში ორპირი ქარია, ფეხებში მაინც სითბოს იგრძნობთ. მეორეც, თქვენი ცნობიერება უფრო ნათელი გახდება, რადგანაც იზრდება ცეცხლის რაოდენობა თქვენს სხეულში, ჩვენ კი გვახსოვს, რომ ეს სიმძლავრის პარამეტრია. და რადგანაც თქვენ მუშაობთ ცნობიერებითდა არა სხეულით, სიმძლავრე იზრდება ცნობიერებაში, რაც უფრო მკაფიო აღქმას აძლევს მას.

სწორი პოზა

თავდაპირველად წრეების პრაქტიკა ფეხზე მდგარმა უნდა აკეთოთ. ფეხები მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები ოდნავ შიგნითაა შეწეული, მუხლები კი გარეთაა გაწეული. აქედან მოდის ამ პოზის დასახელება – მხედრის პოზა. თითქოს ფეხებით ცხენზე ხართ შემოხვეული. ზურგი გამართულია, კუდუსუნი და თხემი ერთ ხაზზეა. ხელები ოდნავ წინაა გაწეული.

ეს პოზა გამოიყენება ცი-გუნში (ცი – ენერგია, გუნ – ფორმა). თითქმის ყველა თანამედროვე ციგუნისტის პრობლემა ისაა, რომ ისინი გარეგნულად ყველაფერს სწორად აკეთებენ, ცნობიერებას კი არ რთავენ. აქ კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ცნობიერებით მუშაობა. მაგრამ რა შუაშია აქ პოზა? საქმე იმაშია, რომ ამ პოზაში საჭირო მომზადების გარეშე ათ წუთსაც ვერ გაძლებთ. მაშინაც კი, თუ ფიზიკურად ძლიერი ხართ, ნახევარ საათში თქვენი სხეული ისე დაიღლება, რომ რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტისგან ყვირილს დაიწყებთ. თუმცაღა, თუკი ჩართული ხართ ძალის მეორე წრეში და თქვენი გავლით ენერგიის გარე ნაკადი გაედინება, მაშნ ამ პოზაშ საათობით შეძლებთ დგომას. დიადი ბრუს ლის სწავლება იმით დაიწყო, რომ იგი მრავალი თვე მხოლოდ ამ დგომს ამუშავებდა. და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლიდნენ დარტყმით ტექნიკებს.

განწყობა ჰაერზე

უკუღმა წრეში უმჯობესია ვივარჯიშოთ ჰაერზე კონცენტრაციით. მაგრამ თუ ცეცხლი ჩანს და მასზე განწყობა ადვილია, რა ვუყოთ ჰაერს? ის ხომ უჩინარია? იგი უნდა გავანათოთ, და კეთდება ეს კვამლის მეშვეობით. სახლში კოცონის გაჩაღება არაა საჭიროსაკმარისია არომატული ჯოხის (კეთილსურნელების) დანთება. ჰაერი – ეს ქაოსია.და კვამლის მოლეკულები ნაფერადებენ ჰაერის მოლეკულებს, და ამით მის მდგომარეობას გვაჩვენებენ. ჰაერზე კონცენტრაციისას უნდა განვეწყოთ არა კვამლის მატერიაზე, არამედ მის დინამიურობაზე. თქვენ უნდა შეიგრძნოთ რაღაც ვიბრაციისმაგვარი (дребезг).

შემდეგ დაიწყეთ შესუნთქვა ხელებით. ჩასუნთქვის დროს ენერგია მოძრაობს ხელებში, შემდეგ ხერხემლით ეშვება ქვემოთ, ხოლო ამოსუნთქვისას წინა ნაწილით ხერხემლის გასწვრივ ადის ზემოთ, თხემამდე.

შეგრძნებაა – თითქოს თქვენს სხეულში ჰაერის ნაკადი უბერავს. სხვათაშორის, ცეცხლისა და ჰაერის წრეებთან მუშაობა გარდა ენერგიებისადმი მგრძნობელობისა, ასევე წმენდს მერიდიანებს ორგანიზმში. ყოველდღიური პრაქტიკის შედეგად, რაღაც დროის შემდეგ გაკვირვებულნი აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი თქვენი ავადმყოფობა გაქრა, ან აღარ გაქვთ ტკივილები ზურგის მიდამოში და ა.შ. ზოგადად ამ პრაქტიკას კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.
ეს ტექნიკები საკმარისია თქვენთვის, რათა განივითაროთ საბაზისო ექსტრასენსორული შესაძლებლობები, თუმცაღა გახსოვდეთ, რომ მაგიის რეალური შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ ტრადიციის შიგნით. ეძებეთ მასწავლებელი, რადგანაც შეუძლებელია მაგიის შესწავლა წიგნებით. თუმცა პრაქტიკული სარგებლის შეგრძნებას ამითაც შეძლებთ.

მაგრამ ნამდვილი ექსტრასენსორიკა იხსნება მოგვიანებით, როდესაც «ხედვას» იწყებთ.

ხედვის განვითარება

«ხედვის» უნარის განვითარება არ წარმოადგენს რაღაც ვარჯიშების შედეგს. ეს ევოლუციური პროცესია, რომელიც მაგიაშ დაჩქარებულ ხასიათს იძენს, მაგრამ რომელზეც შესაძლოა მთელი ცხოვრების (და არაერთის) დახარჯვა მოგიწევთ.

ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებისას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ შინაგან ეკრანზე ჩნდება სხვადასხვა ხატ-სახეები. ამასთან ეს ხატსახეები ხშირად შეესაბამება რეალობას. დროზე ადრე ამ ეფექტს ჩვენში ვერ გამოვიწვევთ. რაღაც მომენტში იგი თავისით გაჩნდება, და მაშინ სწორედ მის განვითარებას დაიწყებთ.

არსებობს ექსტრასენსული აღქმის სამი ტიპი:

ფიქსაციის წერტილი ანაჰატაზე – ესაა ტაქტილური მგრძნობელობა. ჩვენ დაწვრილებით აღვწერეთ აღქმის ეს ტიპი. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ ეს მგრძნობელობა ჩნდება ცნობიერების 4-ე განზომილებამდე გაფართოების შედეგად. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვიწყებთ ობიექტთა დროში განგრძობადობის გაცნობიერებულად აღქმას.
ფიქსაციის წერტილი ვიშუდჰაზე – ხატ-სახოვანი ხედვაა. რამდენადაც ვიშუდჰაზე «ჰკიდია» ჩვენი ცნობიერება, რომელიც გამოიმუშავებს ქცევის სხვადასხვა ალგორიტმებს, აქვე ხდება აზრთა, სხვაგვარად კი აზრო-ფორმათა ალგორიტმების წარმოქმნა. ამასთან აზროფორმების წარმოქმნა ასევე ექვემდებარება გარკვეულ ალგორიტმებს, ან როგორც ხალხში ამბობენ, სტერეოტიპებს. ესაა ცნობიერების ერთგვარი კოდები, შემავალი სიგნალის კოდირების ტიპები. და ყველას ეს კოდირება თავისი აქვს. მაგალითად, შეგვიძლია შევხვდეთ ექსტრასენსებს, რომლებიც სკანირებისას რაღაც ასეთს ამბობენ: «ვხედავ კატას – ე.ი. იყიდით მანქანას». რა შუაშია აქ კატა და მანქანა? უბრალოდ ამ ექსტრასენსს კოდირების სწორედ ასეთი ტიპი აქვს. მსგავს ახსნა-განმარტებებს იყენებენ სიზმრების გაშიფვრის დროსაც. სიზმარშ ვხედავთ სხვადასხვა ხატ-სახეებს, რომლებზე დაკვირვებითაც შეგვიძლია გავიგოთალგორიტმის ტიპი, რომლის მიხედვითაც ეს ხატ-სახეები ჩნდებიან ჩვენს გონებაში. თუმცაღა შეიძლება დიდხანს დავაკვირდეთ და ვშიოფროთ ხატ-სახეები, და ასევე შეიძლება დამოუკიდებლად დავუსახოთ საკუთარ თავს აზროვნების გარკვეული ალგორიტმი, რასაც აკეთებენ კიდეც მაგიაში. ანუ ქმნიან ხატ-სახეების ერთგვარ «ბიბლიოთეკას», მიმაგრებულს რეალურ ობიექტებზე. მაგალითად, აურის ხედვა. მაგი წინასწარ შეისწავლის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აურა, და ადამიანის სკანირებისას ადებს თავის ხატ-სახეს ამ ადამიანის ენერგეტიკის შეგრძნებას. ხატ-სახე, რეალურ აურასთან ურთიერთობაში შესვლისას, შეცვლას დაიწყებს. თუ მაგს შდ გათიშული აქვს, იგი დაინახავს ადამიანის აურის რეალურ პარამეტრებს. ასე ვითარდება ხედვის მოცემული ტიპი. იგი მოიცავს 5–7 განზომილებას.

ფწ აჯნაზე – ესაა პირდაპირი ხედვა, ანუ ნათელმხილველობა. სინამდვილეშ სულაც არაა აუცილებელი მასზე გვქონდეს ფწ. საკმარისია ავწიოთ იგი ყელის ოდნავ ზემოთ და ავტომატურად გახდებით „მხილველნი“. ამასთან ასეთ ხედვას ვერაფერში ვერ აურევთ. ეს არაა ხატ-სახოვანი ხედვა. აქ გინდ დახუჭული, გინდ გახელილი თვალებით ერთნაირად ხედავთ. მაგალითად, დაიწყებთ სხეულის გამჭოლად ხედვას, ანუ ხედავთ შინაგან ორგანოებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვლებს... აღქმის სიხშირის შეცვლისას შეგიძლიათ ობიექტის ენერგია დაინახოთ. და არაფრის გამოგონება არ გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ ხედავთ, და მორჩა. ასეთი ადამიანები არასოდეს ცდებიან. და როგორც ხვდებით, ასეთი პარამეტრების ადამიანი იგივე «ექსტრასენსების ბრძოლაში» არ გამოჩენილა. იყვნენ ნათელშემგრძნებლები, ნათელშემხებლები, მაგრამ ნათელმხილველები არ ყოფილან.

პირდაპირი ხედვა დაკავშირებულია თავის ტვინის ეკრანის მოხსნასთან და აჯნა ჩაკრას საკმაოდ მძლავრ ენერგეტიკულ პოტენციალთან. კვლავაც შეგახსენებთ, რომ ეს ევოლუციური პროცესია. საქმე არ ეხება უბრალოდ ხვრელს თავის ქალაში. ასეთი დონის მაგები ჩართულნი არიან სისტემაში 9-ე არკანით, იქ კი ისეთი პროცესები ხდება, რომ მათი აღწერა თითქმის შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, დაწყებული ანაჰატა ჩაკრათი, შეგვიძლია უკვე საფუძვლიანად შევუდგეთ მესამე თვალთან მუშაობას. და აქ ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებ.

საუკეთესო მეთოდური სახელმძღვანელო მესამე თვალის ვარჯიშისთვის, რაც კი მინახავს, – ესაა ბორის მონოსოვის წიგნი «მესამე თვალი». ესაა ერთგვარი სავარჯიშოების კრებული საკმაოდ კარგი თეორიული ბაზით. თუმცაღა მიუხედავად ხელმისაწვდომი აღწერილობისა, ბორის მონოსოვი სწორედ ისეთი მაგია, რომელიც ინფორმაციის მოწოდების ძუნწ მეთოდს ფლობს. სტრიქონებს შორის მის ნაშრომებში ბევრი წერია, მაგრამ ამის დანახვას ცოდნა უნდა.
აქ მხოლოდ რამდენიმე დამატებას გავაკეთებ, რათა გადავდო თქვენი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუკი დამოუკიდებლად დაიწყებთ ამ ტექნიკების პრაქტიკას.

აჯნა ჩაკრას განვითარებისთვის საჭიროა ენერგია. და როგორც არ უნდა ჩათვალოთ, რომ ძალის მეორე წრე თქვენთვის ხელმისაწვდომია, რეალურად ენერგიის დიდი რაოდენობის აწევა ზემოთ ისე, რომ ამასთან ერთად არ დავაცარიელოთ ქვედა ნაწილი (ქვედა 3 ჩაკრა), თითქმის არარეალურია. ქვედა ჩაკრებში კი ენერგია აუცილებლად გვჭირდება იმისთვის, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც არ ზრუნავენ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ცდილობენ, რაც შეიძება მალე ასწიონ ფწ, ხშირად ვამჩნევ პრობლემებს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომლებსაც შემდეგ ისინი ტრადიციული მედიცინის მეშვეობით ებრძვიან და დიდი ხნით ეთიშებიან პრაქტიკას. ამიტომ მესამე თვალის პრაქტიკებისას აუცილებელია საკმარისი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას.

მე არ ავხსნი იმას, თუ როგორ შევინარჩუნოთ დაბალი სიხშირის სფეროები, მაგრამ ზოგად რჩევებს და ალგორიტმებს მაინც აღვწერ.

მულადჰარას დონე. მულადჰარა – ესააფიზიკური სხეული, როგორც მატერია. აქედან გამომდინარე ამ დონის შენარჩუნება დაიყვანება საკუთარი სხეულის ელემენტარულ მოვლამდე. ესაა ფიზიკური დატვირთვები, კუნთების გაჭიმვები, სახსრების სამუშაო მდგომარეობა, ჰიგიენა, ცივი წყლის პროცედურები(закаливание), კუნთოვანი რელაქსაცია, იოგა და ა.შ.

სვადჰისთჰანას დონე.სვადჰისთჰანა – ეს სექსუალური ენერგეტიკაა. სექსუალური ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის თქვენ გჭირდებათ ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრება. ეს იმდენად ღრმა თემაა, რომ ცალკე წიგნის დაწერა დამჭირდება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ქვეშ იგულისხმება მუდმივი პარტნიორი, რომელიც არ ჭამს თქვენს ენერგიას (სექსის შემდეგ დასვენებულად უნდა იგრძნოთ თავი და არა დაღლილად),და გამოიყენება თავშეკავებისა და სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის ტექნიკები. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სექსუალური პრაქტიკები, როგორიცაა ტანტრა, თუმცაღა მე არ გირჩევთ ამ სფეროებშ ჩაღრმავებას. უბრალოდ ისწავლეთ სექსუალური ცხოვრება ისე, რომ ამისგან მხოლოდ უკეთ იგრძნოთ თავი.

მანიპურას დონე.მანიპურა – საჭმლის მომნელებელი სისტემაა. ვშთანთქოთ ყველაფერი, რაც მოგვინდება, არ შეიძლება. სწორი კვების პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მომდევნო წიგნში უფრო დაწვრილებით აღვწერ მას. ახლა ამას არ გავაკეთებ, რადგანაც «ჯერ მე თვითონაც შაქარს მივირთმევ».
სწორი კვება – ეს არაა რაღაც ამდაგვარი, რომ «არ უნდა ჭამოთ ხორცი» ან «უნდა ჭამოთ იგი». სწორი კვება – ეს გაცნობიერებული კვებაა. უნდა ისწავლოთ შეგრძნება, როგორ უნდა ჭამა თქვენს ორგანიზმს. თუ ყურს მიუგდებთ მას, თვითონვე გასწავლით, როგორ შთანთქოთ საჭმელი. თუმცაღა რაღაცის გამორიცხვა მაინც მოგიწევთ. ესაა ალკოჰოლი. არ არსებობს არც ერთი დადებითი ფაქტორი, რომელიც ალკოჰოლს გააჩნია. და ისიც, რომ წითელი ღვინო მცირე დოზებში დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, – სისულელეა. რას ჭამ ისეთს, რომ სისხლძარღვები ღვინით გაქვს სამკურნალო?აღიარეთ საკუთარ თავთან, რომ უხეშად რომ ვთქვათ, «მე არაადეკვატური ღორი ვარ, რომელსაც გემრიელად თქვლეფა უყვარს», – ეს პირველი ნაბიჯია გაცნობიერებული კვებისკენ.

სწორი კვების პრინციპი ისეთივეა, როგორც სწორი სექსის. ამ პროცესმა უნდა გაზარდოს თქვენი შრომისუნარიანობა და არ შეამციროს იგი.

ასევე მანიპურას ენერგიებზე იმყოფება ნერვული სისტემაც. არავის არ სჭირდება სტრესების მავნეობის ახსნა. შესაბამისად უნდა გავზარდოთ სტრესებისადმი ამტანობის უნარი და თვალყური ვადევნოთ ძილის რეჟიმს.

თუ ცხოვრების ასეთ წესს ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევთ, მესამე თვალთან მუშაობისას იმის შანსი, რომ შვებულება საავადმყოფოს საწოლზე არ გაატაროთ, უფრო გაიზრდება.

და გახსოვდეთ: მესამე თვალის განვითარება – ევოლუციური პროცესია. იცვლება სხეულის ბიოქიმია, დნმ-ს მუშაობა, თქვენი ფსიქიკური და ნერვული სისტემები გლობალურ ცვლილებებს განიცდიან, და ეს არ ხდება ორ დღეში. ამისთვის მთელი ცხოვრება უნდა დახარჯოთ.

ამ ნაწილში მე მოკლედ გადმოვეცი საბაზისო ექსტრასენსული უნარების მაგიური მოდელი და საფუძვლები. ჩემი მიზანი იყო არა ამის სწავლება, არამედ პასუხის გაცემა უთვალავ კითხვაზე. თუმცაღა შესაძლოა გაგიჩნდეთ სხვა უამრავი კითხვა, რომლებიც ყოველდღიურად შეგაწუხებენ და გაიძულებენ ეძებოთ ახალი ლიტერატურა, უსასრულოთ ივარჯიშოთ და ეძებოთ სხვადასხვა მაგები. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მასწავლებელი მალე გამოჩნდება. აღიჭურვეთ მოთმინებით. არ იჩქაროთ. აცადეთ თქვენს ბედს ისე აღსრულდეს, როგორც საჭიროა. და საქმე სულაც არ ეხება უნარებს. მათ საკმაოდ მალე დაამუშავებთ, დაახლოებით 5 წელში. შემდეგ მოვა ის, რაც შიგნიდან დაგწვავთ. და თქვენ აღსდგებით, როგორც ფენიქსი ფერფლისგან. ეს დამემართა მეც, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

წიგნს აქვს გაგრძელება, სადაც ავტორი საუბრობს საკუთარ ბიოგრაფიაზე, გამოცდილებაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მის დამოკიდებულებაზე. წიგნის ეს ნაწილი თარგმნილი არაა. სამაგიეროდ უკვე თარგმნილია ქართულად ამავე ავტორის მეორე წიგნი - „ვერტიკალური ნება“, რომელიც მაგმას ბიბლიოთეკაში ახლო მომავალში დაიდება. 
(მთარგმნ. შენიშვნა).